Windows 7 – ინსტალაცია და კონფიგურაცია

ვინდოუს შვიდის დასაყენებლად დაგვჭირდება კომპიუტერი, რომლის მინიმალური მონაცემები შეესაბამება აქ მოყვანილს:
32 bit (x86):
პროცესორი: 1GHz x86 processor
RAM : 1GB
ვიდეო დაფა : დაფა რომელსაც აქვს DirectX 9 – ის მხარდაჭერა და 128MB ვიდეო მეხსიერება.
თავისუფალი მეხსიერება მყარ დისკზე : 16GB (და ვინჩესტერი უნდა იყოს მინიმუმ 40GB ზომის).
ოპტიკური დისკი : ნებისმიერი DVD დრაივი.
64 bit (x64)
პროცესორი : 1GHz x86-x64 processor.
RAM : 2GB
თავისუფალი მეხსიერება მყარ დისკზე : 20GB ( ვინჩესტერი უნდა იყოს მინიმუმ 40GB ზომის).
ოპტიკური დისკი : ნებისმიერი DVD დრაივი.

ეს არის მინიმუმი მაგრამ უკეთესად შემოწმებისთვის გადმოწერეთ და გაუშვით პროგრამა Windows 7 Upgrade Advisor.

ვინდოუს შვიდის DVD. (სასურველია იყოს ორიგინალი ან ორიგინალის ასლი).
DVD დრაივი.
ნაბიჯი 0 – შევიდეთ BIOS-ში და შევცვალოთ BOOT Sequence, (უფრო მარტივად): მყარი დისკი გადავაადგილოთ სულ ზევით რათა ის ჩაიტვირტოს   პირველი.
ნაბიჯი 1 – დავარესტარტოთ კომპიუტერი და ჩვენს DVD დრაივში მოვათავსოთ ვინდოუს 7-ის DVD. დაიწყება ჩატვირთვა და თქვენ დაინახავთ ამას.

 

 

ნაბიჯი 2 – გამოვა ფანჯარა, ავირჩიოთ სასურველი ენა, კლავიატურის ენა, დროის და ვალუტის ფორმატი.

შემდეგ დავაჭიროთ NEXT-ს.

 

 

ნაბიჯი 3 – გამოვა ფანჯარა, რომელზეც იქნება გამოსახული ორი ვარიანტი:

აღდგენა (თუ აქამდე გეყენათ ვინდოუს 7) და ინსტალაცია.  დავაჭერთ ინსტალაციას.

 

 

ნაბიჯი 4 – ისევ გამოვა ფანჯარა, ამჯერად დაინახავთ ეგრედწოდებულ license terms-ს, რომელიც უნდა დაკვირვებით რამდერჯერმე წაიკითხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმოთ, მოკლედ ეგრედწოდებული პწიჩკით აღნიშნეთ I accept the licence terms და დააწირეთ NEXT-ს.

 

 

ნაბიჯი 5 – რაღათქმაუნდა ისევ გამოვა ფანჯარა, რომელიც მოგვცემს ინსტალაციის ტიპის არჩევის საშუალებას. გვაქვს ორი ვარიანტი Upgrade  და Custom (Advanced). თუ გვიყენია ვინდოუს XP მაშინ აირჩიეთ Custom (Advanced), და თუ გიყენიათ ვისტა მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ ის რომლის სახელიც უფრო მოგეწონებათ, მაგრამ სასურველია  ორივე შემთხვევაში აირჩიოთ Custom (Advanced).

 

 

ნაბიჯი 6 – გამოვა ფანჯარა ლოკალური დისკების სიით. დააყენეთ ნებისმიერ დისკზე უბრალოდ გაითვალისწინეთ მოთხოვნილებები.

ასევე შენიშნავთ ღილაკებს Refresh, Load Driver და Drive options (advanced). Load Driver – თუ ჩარტული გაქვთ RAID მაშინ შედიძლიათ ფლეშკის ან დისკის საშუალებით. Drive Options – აქ იქნება ისეთ ფუნქციები როგორიცაა Format, Erase, Enlarge. ავირჩიოთ სასურველი ლოკალური დისკი და დავაჭიროთ NEXT-ს.

 

 

ნაბიჯი 7 – დაიწყება ინსტალაცია, დრო დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერზე. (მე ამ ნაბიჯის დასრულებისთვის მწირდება დაახლოებით ნახევარი საათი)

 

 

ნაბიჯი 8 – მეშვიდე ნაბიჯის დასრულების შემდეგ თქვენი კომპიუტერი დარესტარტდება და რესტარტის შემდეგ გაგრძელდება ინსტალაციის პროცედურა.

 

 

ნაბიჯი 9 – როცა კომპიუტერი ჩართვას დაიწყებს იგი ავტომატურად ჩაიტვირთება DVD დრაივში მყოფი DVD დისკიდან. უბრალოდ უნდა დაელოდოთ.

 

 

ნაბიჯი 10 – ამის შემდეგ თქვენი კომპიუტერი მომზადდება პირველი გამოყენებისათვის.

 

 

ნაბიჯი 11 – გამოვა ფანჯარა სადაც უნდა მიუთითოთ მომხმარებლის და კომპიუტერის სახელი.

 

 

ნაბიჯი 12 – მოცემულ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ თქვენი პაროლი და თუ სურვილი გექნებათ მინიშნება პაროლისთვის.

 

 

ნაბიჯი 13 – როგორც ყოველთვის გამოვა ფანჯარა სადაც უნდა მიუთითოთ სერიული ნომერი, რომელიც DVD-ს ყუთს აწერია.ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ თუ გაქვთ პირატული ვერსია და სიახლის აღწერაში ეწერა რომ სერიული ნომერი საჭირო არ იყო.

 

 

ნაბიჯი 14 – ხო, აი აქ თუ რამე არასწორათ გააკეთეთ შეიძლება თქვენი პირატული ვერსია საერთოთ ვერ გამოიყენოთ. თუ იცით რომ ნამდვილ ვინდოუსს აყენებთ მაშინ აირჩიეთ Use recomended Settings, და თუ პირატული მაშინ Ask me Later.

 

 

ნაბიჯი 15 – ავირჩიოთ სასურველი დროის სარტყელი საქართველოსთვის (UTC +04:00) Tbilisi. და პწიჩკა მოვუშალოთ Automaticly adjust clock for daylight saving time.

 

 

ნაბიჯი 16 – ავირჩიოთ კომპიუტერის ადგინსამყოფელი.

 

 

ნაბიჯი 17 – ვინდოუსი ყველაფერს გადახედავს და თქვენი კომპიუტერი დარესტარტდება.

 

 

ნაბიჯი 18 – თუ THE BLUE SCREEN OF DEATH არ დაინახეთ და ჩვეულებრივი BOOSSCREEN-ია მაშინ ყველაფერი კარგადაა. (ჯერჯერობით)

 

 

ნაბიჯი 19 – თუ ყველაფერი კარგად წავიდა Logon Screen-მდე უნდა მიაღწიოთ სადათ პაროლი უნდა მიუთითოთ. თუ რათქმაუნდა მაშინ მიუთითეთ და თითით დააჭიროთ Enter ღილაკს კლავიატურაზე, ან თქვენი პაროლის გვერდით მყოფ მრგვალ ისარს.

 

 

ნაბიჯი 20 – დაინახავთ თქვენს დესკტოპს. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფრის დრაივერი დაყენდა და პრობლემა არ გვაქვს. ამისთვის გამოვიყენებთ Device Manager-ს.

 

 


ნაბიჯი 21 – შევიდეთ Start Menu -> Control Panel -> System and Security -> System -> Device Manager. თუ დავინახავთ რამეს ძახილის ნიშნით დაშინ ასე ვიქცევით, ვაჭერთ მას მაუსის მარჯვენა ღილაკით და შემდეგ ვირჩევთ Update Driver Software.

 

 

ნაბიჯი 22 – ესეიგი ამჯერადაც გამოვა ფანჯარა და გექნებათ მხოლოდ ორი ვარიანტი: დრაივერის მაიკროსოფტის სერვერებზე მოძებნა და რომელიმე ლოკალურ დისკზე ან ფლეშკაზე.  აირჩევთ სასურველს.

 

 

ნაბიჯი 23 – და ბოლოს შევამოწმოთ აქტივაცია გაიარა თუ არა ჩვენმა ვინდოუს შვიდმა, ამისთვის შევიდეთ Start Menu -> Control Panel -> System and Security -> System. გამოვა ამ გაკვეთილში ბოლო ფანჯარა ჩამოვიდეთ ცოტა ქვევით და ყველაფერს ვნახავთ თუ წერია Windiws is activated მაშინ ვინდოუსი აქტივირებულია და უბრალოდ დახურავთ ამ ფანჯარას და საქმიანობას გააგრძელებთ და თუ არა მაშინ გამოიყენეთ Remove WGA რომ ამან აღარ შეგაწუხოთ, და თუ არადა თავიდან გაიარეთ აქტივაცია.

 

 

ამის შემდეგ ანტივირუსის დაყენებაღა დარჩა. მე გირჩევდით Avast Internet Security, Avira Premium Security Suite, Kaspersky Internet Security, Norton Internet Security. ასევე Microsoft Security Essentials თუ ლიცენზირებული ვინდოუსი დააყენეთ.

 


16.11.2018, 23:00
კატეგორია: კომპიუტერი | დაამატა: vasoelis | თეგები: Windows 7, კონფიგურაცია, ინსტალაცია
ფაილი: | ნანახია: 157 | ჩამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
avatar