მრისხანებაზე

საკუთარი ნების გატარებას ნუ დაიჩემებ, რადგან ეს მრისხანებას შობს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

თუ გრძნობ, რომ მრისხანება მოგეძალა, დადუმდი და ნურაფერს იტყვი მანამ, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და საკუთარი თავის ყვედრებით არ დაწყნარდება შენი გული.
ღირსი ილარიონ ოპტინელი

ეშმაკეულობაში იგულისხმება დემონთა ფიზიკური ჩასახლება ადამიანში, როგორც ამას გადარინელის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ასეთი ეშმაკეულობა უბედურებაა, რომელიც ადამიანის ნებელობაზე არაა დამოკიდებული, რისთვისაც განკითხვას არ ექვემდებარება... მაგრამ არსებობს ეშმაკეულობა წმინდად ზნეობრივი ხასიათისა - გაღიზიანება, რომელიც სიშმაგემდის მიდის... არიან ადამიანები თავისი ბუნებით უაღრესად აღგზნებადნი... ყოველგვარი უბედურება მძიმედ აღიქმება მათგან და ისინიც თავს არ იკავებენ შეურაცხყონ ახლობლები სიტყვიერად და საქმითაც... შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხყოფანი მათგან შეურაცხადია? არა, რადგანაც ასეთები თავის ნებას ისეთებზე აძლევენ გასაქანს, ვინც მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებულნი არიან რომ დაუსჯელნი დარჩებიან... სხვა შემთხვევაში ისინი თავს ძალას ატანენ და ახშობენ თავის თავში მრისხანებისადმი ბუნებრივ მიდრეკილებას... აქედან აშკარად სჩანს, რომ ისინი არა მარტო ღვთიური, არამედ ადამიანური სამსჯავროს წინაშეც კი არ შეიძლება იქნენ გამართლებულნი.