უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ქაშვეთის ტაძარი, 23 ნოემბერი, 2007 წელი

„საქართველო, ნუ გეშინია, უფალი ჩვენთანაა!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - გიორგობას! წმინდა გიორგი ბრძანდება სიმბოლო გამარჯვებისა! ძლევაშემოსილი უფლის მხედარი წმინდა გიორგი საუკუნეების მანძილზე ეხმარებოდა საქართველოს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წმინდა გიორგის მუდამ ჩვენს გვერდით იქნება.

როდესაც წმინდა გიორგის ურმის თვალზე აწამებდნენ და იგი სისხლისგან იცლებოდა, უეცრად მოესმა ხმა უფლისა, რომელიც ანუგეშებდა მას: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. სწრრედ ეს ხმა გვესმის ჩვენ დღეს, ეს ხმა ესმის სრულიად საქართველოს, - საქართველო, ნუ გეშინია, უფალი ჩვენთანაა!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

დღეს არის დიდი დღესასწაული და ტაძრის დღესასწაული მინდა აღვნიშნო იმით, რომ მღვდელი ვახტანგ სარდლიშვილი აღვიყვანო დეკანოზის ხარისხში და ოქროს ჯვრით დავაჯილდოვო.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37, 2007 წ.