ეპარქია

ეპარქიის რუკა

 


სამღვდელოება

მღვდემონაზონი იოანე (შუბითიძე)

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაბადების თარიღი 1987 წელი 15 ივნისი.

1993 წელს შევიდა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის საშუალო სკოლაში.

2001 წელს ჩაირიცხა ქალაქ ბორჯომის პროფესიულ სასწავლებელში „კომპიუტერული მონაცემების და გრაფიკების ოპერატორის“ სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს.

2005 ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2007 წელს შეუდგა მორჩილებას ვანის აბასთუმნის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში.

2011 წლის 4 აპრილს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ქ. თბილისში მახათას მთაზე აღიკვეცა ბერად. მას დაერქვა სახელი ირინეოსი.

2013 წლის 28 თებერვალს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით გარდაბანი მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) დიაკვნად ხელი დაასხა.

2015 წლის იანვრიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ლოცვა კურთხევით დაიწყო მსახურება მანგლისი თეთრიწყაროს ეპარქიაში.

2017 წლის 7 იავარს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაასხა მღვდემონაზვნად ხელი და სახელი იოანე უწოდა.



მღვდელმონაზონი ეფრემი

მღვდელმონაზონი ეფრემი (გიორგი) ხურციძე

მსახურობს ორბეთის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიაში
დაიბადა ქ. ქუთაისში 1989 8 იანვარს
2005 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის საშუალო სკოლა
2006 წელს დაამთავრა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სასწავლებელი
2009 წელს აღიკვეცა ბერად
2011 წელს 27 მარტს იკურთხა დიაკვნად
2012 წლის 8 იანვარს იკურთხა მღვდელმონაზვნად



არქიმანდრიტი თორნიკე (ფრიდონ) ნაცვლიშვილი

დაბადების ადგილი: თბილისი.

2003 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა.

2007 წლის 7 დეკემბერს აღიკვეცა ბერად.

2010 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

2009 წლის 19 მაისს საგარეჯოსა და ველისციხის მტავარეპისკოპოსმა ლუკამ აკურთხა დიაკვნად.

2010 წლის 15 აგვისტოს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ აკურთხა მღვდელ-მონაზვნად

2011 წლის 7 აპრილს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დადგინდა თეთრიწყაროს რაიონის გუდარეხის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

2014 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე.

2014 წლის 21 სექტემბერს, ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ აღიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში



სქემ-იღუმენი ნიკოლოზი

სქემ-იღუმენი ნიკოლოზ (თამაზ) ცაბაძე

დაბადების ადგილი: თბილისი

დაბადების თარიღი: 1988 წლის 15 აგვისტო;

2005 წელს დაამთავრა თბილისის 191 საშუალო სკოლა;

2011 წელს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა აქიაშვილმა აღკვეცა ბერად;

2011 წლის 7 დეკემბერს ხელი დაასხა დიაკვნად;

2012 წლის 25 მარტს აკურთხა სქემ-მღვდელმონაზვნად;

2013 წელს გადავიდა მენგლის-თეთრიწყაროს ეპარქიაში და მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად

2014 წლის 6 ივნისს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და უბოძა იღუმენის ხარისხი



იღუმენი ანტონ (ხუციშვილი)

დაბადების თარიღი: 1989 წლის 10 ოქტომბერი.

ერისკაცობაში გიორგი ხუციშვილი

2006 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

2011 წლის 2 ივნისს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიამის მიერ (ჯაფარიძე) აღკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ანტონი.

2012 წლის 5 აგვისტოს მეუფე ანანიას მიერვე ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკვნად.

2012 წლის 19 დეკემბერს აკურთხეს მღვდელმონაზვნად და დაინიშნა ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

2014 წლის 12 ივნისს მიტროპოლიტმა ანანიამ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აიყვანა იღუმენის ხარისხში.



დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი

დაბადების თარიღი: 1961 წლის 14 ივნისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

1995 წლის 1 ივნისს მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მანგლის-თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ აკურთხა დიაკვნად.

ამავე წლის 21 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა ილია II ალგეთის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, რომელიც მეუფე ანანიამ განაახლა, მისივე წარდგინებით, მღვდლად დაასხა ხელი. ამ დღიდან აღდგა ამ ტაძარში წირვა-ლოცვა.

2002 წელს მიტროპოლიტმა ანანიამ მიანიჭა დეკანოზობის ხარისხი.

2005 წლის 28 აგვისტოს მეუფე ანანიამ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით.

მსახურობს მანგლისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.



დეკანოზი ლაზარე (ლაშა) გელაშვილი

1995 წელს დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა

1999 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემია

2007 წლის 1 აპრილს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ აკურთხა დიაკვნად

2007 წლის 21 ნოემბერს მიტროპოლიტმა ანანიამ აკურთხა მღვდლად და დაადგინა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჭივჭავის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვრად

2011 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით

2012 წლის 21 ნოემბერს მიტროპოლიტმა ანანიამ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვარის ტარების უფლებით

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი



დეკანოზი გიორგი ფეიქრიშვილი

დაბადების ადგილი: თბილისი;

დაბადების თარიღი: 1968 წლის 2 ნოემბერი;

1984 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 77-ე საშუალო სკოლა;

1988 წელს დაამთავრა მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი;

2009 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში , ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე;

2010 წლის 26 დეკემბერს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ ხელი დაასხა დიაკვნად;

2011 წლის 17 აპრილს მიტროპოლიტმა ანანიამ ხელი დაასხა მღვდლად და დაადგინა ასურეთის სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრად;

2014 წლის 8 ივნისს მიტროპოლიტმა ანანიამ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აიყვანა დეკანოზის ხარისხში;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



დეკანოზი გიორგი ბაღიაური

დაბადების თარიღი: 1968 წლის 12 ივლისი.

1987 წელს დაამთავრა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი.

1998 წელს დაამთავრა თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტი.

2004 წლის 4 დეკემბერს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ აკურთხა დიაკვნად, 2005 წლის 21 სექტემბერს კი მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა სოფელ კოდის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარის წინამძღვრად.

2010 წლის 15 ივნის დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში, ასევე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.



მღვდელი ავთანდილ გულაშვილი

დაბადების თარიღი: 1975 წლის 19 აპრილი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობების ფაკულტეტი”.

2004 წელს დაამთავრა სასულიერო სემინარია.

2003 წლის 17 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ანანიამ კოდის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში აკურთხა დიაკვნად.

2005 წლის 17 აპრილს ამავე ტაძარში მეუფე ანანიამ მღვდლად დაასხა ხელი.

მსახურობს სოფელ მარაბდის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში.



მღვდელი გიორგი ალთუნაშვილი

დაბადების ადგილი: ქ. თეთრიწყარო , ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

დაბადების თარიღი: 1985 წლის 24 ივნისი.

2002 წელს დაამთავრა თეთრიწყაროს N1 საშუალო სკოლა.

იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2006 წელს.

2010 წლის 28 აგვისტოს (მარიამობას), მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ  აკურთხა დიაკვნად.

2011 წლის 9 თებერვალს მთავარდიაკვნად დაინიშნა.

2011 წლის 6 მარტს იკურთხა მღვდლად და დაადგინა სოფელ ირაგას ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.



მღვდელი შენგელი გოცირიძე

დაბადების თარიღი: 1981 წლის 5 იანვარი 

დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ ასურეთი.

1998 წელს დაამთავრა თბილისის 84 საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა კოლეჯი “ლეგია და კომპანია”.

2008 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

2011 წლის 7 იანვარს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ აკურთხა დიაკვნად.

2011 წლის 16 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხა ხელი.

მსახურობს მარაბდის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



მღვდელი მიქაელ (თენგიზ) არაბიძე

დაბადების თარიღი: 1979 წლის 26 დეკემბერი

1997 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა

2004 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია

2011 წლის 29 ოქტომბერს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2012 წლის 19 იანვარს კი მღვდლად და დადგინდა სოფელ წინწყაროს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი



მღვდელი პავლე (ოლეგი) ზურაბიანი

დაბადების თარიღი: 1955 წლის 8 დეკემბერს

დაბადების ადგილი: ლენტეხის რაიონის სოფელ ჭველიერში.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

1973 წელს დაამთავრა ჩოლურის საშუალო სკოლა.

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

2012 წლის 19 დეკემბერს ტეტრიწყაროს წმიდა ნიკოლოზის ტაძარში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანანიამ დიაკვნად დაასხა ხელი.

2014 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა აკურთხა დიაკვანი პავლე აკურთხა მღვდლად და მოძღვრად დაადგინა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.