ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა - წიგნები ქართულ ენაზე

WEB SITE ერი და ბერი - ავტორი ვასილ ელისაბედაშვილი

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები


სარჩევი

წინასიტყვაობა

პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედების შესახებ

თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრვებელი საწყისების შესახებ ადამიანში

§1. თავის შინაარსი

ა) შეგრძნება

§2. მხედველობის შესახებ

§3. ფსიქოლოგიური საკითხი

§4. სმენის შესახებ

§5. კვლავ ფსიქოლოგიური საკითხი

§6. სუნის შესახებ

§7. გემოს შესახებ

§8. შეხების გრძნობის შესახებ

§9. იმის შესახებ, რომ ადამიანი ყეელაფერს გრძნობს არასაკუთარი თავის გარეთ, როგორც ეს მას ეჩვენება, არამედ თავისთავში

§10. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ წინაპარაგრაფის დებულებას

§11. ნერვული სისტემის აღწერილობა

§12. ნერვების აგებულება

§13. უნდა ვცადოთ თუ არა მგრძნობიარე საწყისად თვითონტვინი?

§14. საწინააღმდეგო მოსაზრება

§15. რა არის შეგრძნების საწყისი

ბ) მოძრაობის შესახებ

§16. მთავარ მამოძრავებელ ორგანოთა ფიზიოლოგიური აღწერა

§17. მოძრაობის დამოკიდებულება ტვინისაგან

§18. სად არის მოთავსებული მამოძრავებელი საწყისი

§19. მგრძნობიარე და მოაზროვნე საწყისთა იგივეობისშესახებ

§20. ლიბიხის მოწმობა

§21. შენიშვნა ადამიანის სამწევროვანი აღნაგობისშესახებ

§22. ციტატები ბ-ნ ჟემჩუჟნიკოვის ფიზიოლოგიიდან

§23. რა არის სიცოცხლე?

§24. აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

§25. შეგრძნებები არ უნდა ავურიოთ გულის გრძნობებში

§26. პირველი თავის დასკვნა

თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი

§27. თავის შინაარსი

§28. სულის უნართა დაყოფა

§29. ძირითადი სულიერი ძალის ანუ უნარის შესახებ

ა) შემეცნებითი უნარების შესახებ

§30. ყურადღება

§31. შედარება ანუ მსჯელობა

§32. განაზრება

§33. წარმოსახვა

§34. დასკვნა

§35. მეხსიერება

§36. ცნება

ბ) მოქმედებისეული უნარების ანუძალების შესახებ

§37. გასაჭირი

§38. მოუსვენრობა

§39. სურვილი

§40. ვნებები

§41. იმედი

§42. ნება ანუ ნდომა

§43. თვითონ საქმე ანუ მოქმედება

§44. აზრი

§45. ცნობიერება და თვითცნობიერება

§46. ზნეობრივი თვითცნობიერება

§47. როგორ განსაზღვრაეენ თვითცნობიერებას სხვა ფსიქოლოგები

§48. შეიძლება თუ არა სულის უნარები დავყოთ დაბალ და მაღალ უნარებად?

 

თავი მესამე
შემეცნების შესახებ

§49. თავის შინაარსი

§50. შეგრძნებათა უფრო დეტალური ანალიზი

§51. თვითონ მოვლენებთან ჩვენი შეგრძნებების მიმართების შესახებ

§52. შეგრძნებების ასეთი ახსნის საწინააღმდეგო აზრები

§53. გრძნობადი დაკვირვებისა და განხილვის ახალი თეორია

§54. რას იძენს ადამიანი შეგრძნებების საშუალებით?

§55. რას ვიგებთ შეხების საშუალებით?

§56. წინა პარაგრაფიდან გამომდინარე შედეგები

§57. რას იგებს სული გემოსა და ყნოსვის საშუალებით?

§58. იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს წარმოშობს სულში მხედველობის ორგანო

§59. რას იგებს სული სმენის გზით?

§60. ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ

§61. ამ შეგრძნებათა დიდი მნიშვნელობის შესახებ

§62. ყველა მსჯელობა თავისი არსებით წარმოდგენის იგივეობრივია

§63. წარმოდგენებისა და მსჯელობების ურთიერთმიმართების შესახებ

§64. განყენების შესახებ

§65. კლასიფიკაცია

§66. რაშია ზოგიერთი ჭკუასუსტი და შეშლილი ადამიანის ნაკლი?

§67. რა არის გონებამახვილობა

§68. გონების მოქმედების შესახებ

§69. ცნებები

§70. სუბსტანციების შესახებ

§71. ცნება უმაღლესი არსების შესახებ

§72. მოკლე შენიშვნა მიმართებების ცნებათა შესახებ

§73. რა მონაწილეობას იღებენ აზროვნებაში მეხსიერება და წარმოსახვა?

§74. წარმოსახვის მოქმედების შესახებ

ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ

§75. იდეათა ასოციაციის განსაზღვრა და გავლენა აზროვნებაზე

§76. იდეათა ასოციაციის წარმომქმნელი მიზეზები

§77. იდეათა ასოციაცია წარმოქმნის სიმპათიათა და ანტიპატიათა უდიდეს ნაწილს

§78. სიზმრები ნაწილობრივ წარმოქმნილია იდეათა ასოციაციისაგან

§79. ასოციაციის მონაწილეობა აზროვნებაში

§80. ცრუ შეხედულებათა და ცრურწმენათა დიდი ნაწილი იდეების ასოციაციაზეა დამოკიდებული

§81. იდეათა ასოციაციის გავლენა ჩვენს ქცევაზე

გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები

§82. რა არის აზროვნება საერთოდ?
§83. რატომ აზროვნებენ ადამიანები ერთნაირი კანონების მიხედვით?

§84. საიდან იძენს ადამიანი ცოდნას?

§85. კანტის მოძღვრება ცოდნის წარმოშობის შესახებ

§86. ამ მოძღვრების განხილვა

§87. საიდან მომდინარეობს ზოგიერთი მსჯელობის საყოველთაობა და აუცილებლობა

§88. საყოველთაობა და აუცილებლობა ახასიათებთ მხოლოდ იგივეობრივ წინადადებებს

§89. არის თუ არა განსხვავება სინთეზურსა და ანალიზურ მსჯელობათა შორის?

§90. როგორ სურდათ განესხვავებინათ ეს მსჯელობები?

§91. შეიძლება თუ არა მათემატიკურ მსჯელობებს სინთეზური ვუწოდოთ?

§92. რა მეთოდით იძენს სული ცოდნას?

§93. მათემატიკური აქსიომების მნიშვნელობა

§94. სწორი აზროვნების უმაღლესი კანონის შესახებ

 

თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ

§95. თავის შინაარსი, მისა კავშირი წინარე შინაარსთან და დაყოფა

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

§96. ყველა სულიერი მდგომარეობის საერთო წყარო

§97. სასიამოვნოსა და უსიამოვნოს შესახებ საერთოდ

§98. სიხარული და მწუხარება

§99. სიხარულისა და მწუხარების გარეგანი ნიშნების შესახებ

§100. შური

§101. იმედი და სასოწარკვეთილება

§102. შიში და მამაცობა

§103. რისხვა მისი ყველა ხარისხით

§104. ამპარტავნობა

§105. ზიზღი

§106. სირცხვილი

§107. გაკვირვების შესახებ

ბ) ვნებათა შესახებ

§108. ვნებათა განსაზღვრება და განსხვავება სხვა სულიერ მდგომარეობათაგან

§109. სიყვარული

§110. რომელ კერძო ვნებებს ბადებს სიყვარული

§111. ეჭვიანობა

§112. სიძულვილი

§113. ღორმუცელობა და ლოთობა

§114. თამაშთმოყვარეობა

§115. სანახაობათმოყვარეობა

§116. ანგარება

§117. ავხორცობა

§118. პატივმოყვარეობა

§119. შენიშვნები სხვა ვნებათა შესახებ

§120. ვნებები გულისხმობენ მათ ჩვევას

გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ

§121. რა არის ყველა სულიერი მდგომარეობის არსება?

§122.ადამიანზე სულიერ მდგომარეობათა გავლენის შესახებ

§123. ზოგიერთი სულიერი მდგომარეობის შედეგები

§124. ადამიანში სულიერი მდგომარეობის საწყისის შესახებ

§125. მშვენიერი საგნებით ტკბობის შესახებ

§126. უანგარო გრძნობების შესახებ

 

თავი მეხუთე
რელიგიური გრძნობების შესახებ

§127. თავის შინაარსი

§128. რელიგიური სიხარული

§129. რელიგიური მწუხარება

§130. ლოცვის გრძნობის შესახებ

§131. გულმოწყალეობა

§132. რელიგიური სიყვარული

§133. ქრისტიანული ეჭვიანობა

§134. ბიწიერება და სათნოება ფსიქოლოგიური მოვლენებია

§135. შინაგანი ბრძოლის შესახებ

§136. განსაკუთრებით ვისთვისაა საჭირო ამ ბრძოლის შესწავლა

§137. იმის შესახებ, თუ რაოდენ აუცილებელია შევაჩვიოთ თავი რელიგიურ გრძნობებს

§138. კიდევ რა აიხსნება სიკეთესთან სულის ამ შეჩვევით

§139. დასკვნა

 

თავი მეექვსე
ნების მოქმედების შესახებ

§140. თავის შინაარსი და კავშირი წინა თავებთან

§141. თავისუფლების ცნების განსაზღვრება

§142. მოქმედების მოტივების შესახებ

§143. ნების მოტივებისა და მოქმედებათა კავშირის შესახებ

§144. შინაგანი ბრძოლა - თავისუფლების საბუთი

§145. უმაღლესი თავისუფლების შესახებ

 

მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

§146. თავის შინაარსი

§147. როდისაა შესაძლებელი სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვება

§148. ამ მოძღვრების განხილვა

§149. ასეთი მოძღვრების საფუძვლის შესახებ

§150. საიდან წარმოიშვა ასეთი უცნაური შეხედულებები?

§151. სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების არსი

§152. ადამიანის უნართა თანდათანობითი წარმოქმნის შესახებ

 

თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

§153. თავის შინაარსი და დაყოფა

ა) სულთან ნერვული სისტემის დამოკიდებულება

§154. ამ დამოკიდებულების არსი

§155. ნერვების მოქმედების გვარობა

§156. რას ნიშნავს სინამდვილეში არაცნობიერი აზროვნება?

§157. საერთო მგრძნობელობის შესახებ

§158. საკუთრივ თავის ტვინის მოქმედების შესახებ

§159. შენიშვნები სულის არსის შესახებ

§160. ტვინის ნაწილთა მნიშვნელობა

§161. ტვინის ნაწილების ამ აღწერის შედეგები

§162. სულიერ ავადმყოფთა როგორც ნერვული სისტემის მოშლილობის შედეგის შესახებ

§163. თვალისა და მხედველობის მნიშვნელობის შესახებ სულთან მიმართებაში

§164. სმენისა და ბგერების მნიშვნელობის შესახებ

ბ) წარმოდგენებზე სხგა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ

§165. ამ გავლენის საფუძველი

§166. ამ დამოკიდებულების დამამტკიცებელი მაგალითები ზოოლოგიიდან

§167. სულზე სისტემების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა საბუთი

§168. სისხლის მიმოქცევის გავლენა გონებრივ მოქმედებაზე

§169. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამას ამტკიცებენ

§170. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლენა გონებრივ მოქმედებაზე

§171. რა გავლენას ახდენს გონებრივ მოქმედებაზე სხვა ორგანული სისტემები, როგორიცაა სუნთქვის, ლიმფური, გამოყოფის და სხვა

 

თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

§172. თავის შინაარსი

§173. განსხვავება ტემპერამენტსა და ხასიათს შორის

1. ტემპერამენტი

§174. ტემპერამენტის მთავარი სახეების შესახებ

ა) კუნთოვანი სისტემის გაელენა ტემპერამენტზე

§175. ფიზიოლოგიური შენიშვნები ძვლოვანი სისტემის აღნაგობისა და დანიშნულების შესახებ

§176. რა მდგომარეობას წარმოქმნის სულში კუნთური მოქმედება

§177. კუნთური მოძრაობა, როგორც სულიერი მდგომარეობის გამოხატულება

ბ) სისხლის მიმოქცევის სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§178. წინასწარი დებულებები

§179. რატომ იწვევს სისხლის მიმოქცევა სულიერ განწყობილებას?

გ) საჭმლის მონელების სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§180. საჭმლის მონელების სისტემის საერთო მნიშვნელობა

§181. ფიზიოლოგიური ფაქტები

დ) სასუნთქი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§182. სუნთქვის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის და მისი  ასახვა სულში

§183. ამ ურთიერთობების უფრო ღრმა ფიზიოლოგიური გამოკვლევა

ე) ლიმფური სისტემის კავშირი ტემპერამენტთან

§184. ამ კავშირის საფუძველი

§185. ზემოთქმულის ფიზიოლოგიური დასაბუთება

ვ) გამოყოფის სისტემის მნიშვნელობა

§186. გამოყოფის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა

§187. ზემოთქმულის დასაბუთება

§188. ტემპერამენტი საკუთრივ სულის თვისებაა

2. ხასიათის შესახებ

§189. ხასიათის განსაზღვრა

§190. რაზეა დამოკიდებული ხასიათების სხვადასხვაობა?

§191. კლიმატის გავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაზე

§192. აღზრდის გავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაზე

§193. რელიგიის გავლენა ხასიათზე

§194. მართვის წესისა და სამოქალაქო წყობის გავლენა ხასიათზე

§195. თანშობილია ადამიანისათვის ხასიათი და ტემპერამენტი

§196. თავის დასკვნა

 

თავი მეათე (დამატებითი)
რამდენიმე სიტყვა სულის უკვდავების შესახებ

§197. სულის უკვდავების ძირითადი საბუთები

§198. სული არსებაა, რომელიც განუწყვეტლივ მიდის სრულყოფისაკენ

§199. ზნეობრივი საბუთი

§200. ადამიანის მნიშვნელობის შესახებ

შენიშვნები

რუსულიდან თარგმნეს: ო. ტაბიძემ, თ. ბუაჩიძემ, ვ. გოგობერიშვილმა

წინასიტყვაობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა განათლებულ ადამიანთა სამსჯავროზე გამოგაქვს „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", საჭიროდ მიგვაჩნია ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმ მეთოდის გასამართლებლად, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ მათი გადმოცემისათვის.

ფსიქოლოგიას ბევრი როდი მიიჩნევს ცდისეულ მეცნიერებად და თუმცა ასობით წიგნი ატარებს ცდისეული ფსიქოლოგიის სახელწოდებას, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მათში მეტად მცირეა ცდისეული; ყოველ შემთხვევაში, ისინი ჯერ კიდევ მეტად შორს არიან ჭეშმარიტად ცდისეული, ე.ი. ბუნებისმეტყველურ მეცნიერებათა მეთოდისაგან. საღად მსჯელობისას კი უნდა დავეთანხმოთ აზრს, რომ ფსიქოლოგიას ნაკლებად როდი მიეყენება კვლევის ცდისეული მეთოდი, ვიდრე ამ მეცნიერებებს; ეს იმიტომ, რომ ადამიანის სული არ არის ჩვენი გონების რაღაც განყენებული წარმოდგენა, რომლის შესწავლაც მხოლოდ გონებაჭვრეტით იქნებოდა შესაძლებელი, არამედ სუბსტანციაა, რომელსაც აქვს ნამდვილი ყოფიერება და რომელიც თავს იჩენს მრავალ მოვლენაში; მაშასადამე იგი, ყველა სხვა სუბსტანციის მსგავსად, შეიძლება და უნდა იქნეს შესწავლილი ცდებისა და დაკვირვების გზით. მართალია, სული უხილავი არსებაა და გარე საგნების მსგავსად შეუძლებელია მას გარე გრძნობების საშუალებით დავაკვირდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, თვითონ ეს გრძნობები არიან სულის წარმონაქმნნი. მაშასადამე, როცა მათ ვსწავლობთ, ამით თვითონ სულს ვსწავლობთ. მთელი ჩვენი ორგანიზმი იარაღია სულისა, რომელიც მუდამ თავის თავს ავლენს მის ცვლილებებსა და მდგომარეობებში; მაშასადამე, ორგანიზმის ამ მდგომარეობების შესწავლით ჩვენ შევიმეცნებთ თვითონ სულის თვისებებს. გარდა ამისა, ყოველ სულიერი მოვლენა, ყოველი შინაგანი ფაქტი, რომელიც ორგანიზმისაგან დამოუკიდებელია, ასევე შეიძლება იყოს შინაგან დაკვირვებათა საგანი, რამდენადაც ჩვენი თვითცნობიერება მუდმივი შინაგანი ცდაა. ბოლოს, ყველა სულიერ ძალას და უნარს ადვილად შეიძლება დავაკვირდეთ მაშინ, როცა ისინი დაძაბულია, როცა ისინი ვარჯიშობენ, მოქმედებენ. ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ საგნის შესწავლის ცდისეულ მეთოდს არსად ისეთი ფართო მიყენება არ შეიძლება ჰქონდეს, როგორც ფსიქოლოგიაში, და მე მგონია, ფსიქოლოგია ბევრს მოიგებდა, თუ უარს იტყოდა უნაყოფო გონებაჭვრეტაზე და მიმართავდა ზუსტ ცდას, მიუკერძოებელ დაკვირვებებს, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზს, ერთი სიტყვით, თუ მიმართავდა იმ შესანიშნავ მეთოდს, რომელიც ბუნებისმეტყველურ მეცნიერებებს ასე შესაშურად ზუსტს, საინტერესოს და საფუძვლიანს ხდის.

აი, ის მოსაზრებანი, რომლებითაც ვხელმძღვანელობდით „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების" გადმოცემისას. ჩვენ ვცდილობდით სულის შესახებ ყველა მსჯელობა ისეთ ფაქტებსა და მოვლენებზე დაგვემყარებინა, რომლებიც ფიზიოლოგიასა და ფიზიკაში სავსებით დამტკიცებული და ახსნილია, რომ ამით თავი დაგვეღწია ყოველგვარი უნაყოფო თეორიებისა და ჰიპოთეზებისაგან.

მაგრამ თვითონ ფსიქოლოგიის გადმოცემისას, დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული ჩვეულების შესაბამისად, ჩვენ ზუსტად უნდა აგვეხსნა რა არის ფსიქოლოგია, როგორ დაიყოფა იგი, რა ადგილი უკავია მას სხვა მეცნიერებათა შორის, როგორ უნდა გადმოიცეს ის და ა.შ. და ა.შ. განსაკუთრებით კი ძალა არ უნდა დაგვეშურებია იმის დასაბუთებისათვის, რომ ფსიქოლოგია ყოველმხრივ მეტად სასარგებლო მეცნიერებაა. მაგრამ დაე მოგვიტევონ, რომ მიღებულ ჩვეულებას გადავუხვიეთ, ჩვენ გვგონია, რომ მეცნიერების ასეთი შესავალი ზედმეტია, უნაყოფო და ნაწილობრივ სასაცილოც კი. ყველა ეს ჭეშმარიტება, რომელთაც შესავალში ამტკიცებენ, მეცნიერების საწყისს კი არ უნდა წარმოადგენდნენ, არამედ საბოლოო შედეგებს. წიგნის პირველ გვერდზე იმის ახსნა, რაც მთელი კვლევა-ძიების შედეგის სახით უნდა იქნეს გამოყვანილი, იგივეა, რაც სახლის შენების დაწყება სახურავით. ფსიქოლოგია რომ სულის შესახებ მვცნიერებაა, ეს, უეჭველად, წინასწარ იცის ყველამ, ვინც კი ამ წიგნს აიღებს ხელში. რა მეცნიერებებთან აქვს მას კავშირი, ამას შედეგები გვაჩვენებენ; სასარგებლოა თუ არა იგი, ეს თვითონ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, როცა წიგნს ბოლომდე წაიკითხავს.

პირველი განყოფილება

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

თავი პირველი

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში


§1. თავის შინაარსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

„ცდისეული ფსიქოლოგიიის საფუძვლების" ამ პირველ თავში ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ ადამიანის შეგრძნებები და თავისუფალი მოძრაობები, და ვნახავთ რა შედეგებამდე მიგვიყვანს გრძნობისა და მამოძრავებელი ორგანოების აგებულებისა და მოქმედებების ზუსტი შემეცნება.

ა. შეგრძნება

§2. მხედველობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

შეგრძნებათა ანალიზი მხედველობით დავიწყოთ.

მხედველობის ორგანო არის თვალი. იგი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან; წინა ნაწილში მოთავსებულია გამჭვირვალე, ამოზნექილი და წყლოვანი ტენით ავსებული ნახევრადმრგვალი ზედაპირი, რომელსაც რქოვან გარსს უწოდებენ. იგი უკანა მხარით ეყრდნობა ბრტყელ ტიხარს, როგორც ჯიბის საათის შუშა. ადამიანებთან და ცხოველებთან ამ ტიხარს სხვადასხვა ფერი აქვს, რის გამოც ფერად გარსს უწოდებენ. ტიხრის შუაში მდებარე მრგვალი ნახვრეტის დანიშნულებაა სინათლის გატარება და მას გუგას უწოდებენ. გუგის უკან დევს რბილი, ორმხრივ ამოზნექილი სხეული - კრისტალინი ანუ თვალის ბროლი. თვალის ბროლს იქით არის ნამი, რომელსაც მინასთან მსგავსების გამო მინისებრი ნამი ეწოდება. მას ირგვლივ აკრავს მეტად თხელი გარსი ანუ პარკი, რომლის შიგნითა ზედაპირი დაფარულია ბადით, ანუ მხედველობის ნერვის განტოტებით, რომელიც თვალს ტვინთან აკავშირებს.

თვალი შემდეგნაირად მოქმედებს. გარე საგნებიდან მომდინარე სინათლის სხივები ეცემიან რქოვანა გარსს, გაივლიან გუგას და გადატყდებიან თვალის ბროლში, როგორც ყოველ ორმხრივ ამოზნექილ მინაში. სხივები ამის შემდეგ გაივლიან მინისებრ ნამს, კვლავ გადატყდებიან მასში, თავს იყრიან თვალის კაკლის უკანა ბადისებრ გარსში და ამით ქმნიან საგნის გამოსახულებას. შთაბეჭდილებას ანუ გაღიზიანებას, რომელსაც იწვევს ეს გამოსახულება მხედველობის ნერვის განტოტებაზე, ეს ნერვი გადაიტანს თავის ტვინის იმ პუნქტამდე, რომელსაც იგი უერთდება და რომელსაც მხედველობის ბორცვს უწოდებენ.

ამრიგად, მხედველობის ორგანო მოწყობილია სინათლის სხივების გავრცელებისა და გარდატეხის ზუსტი მათემატიკური კანონების შესატყვისად, და თვალის უკანა გარსზე მიღებული საგანთა გამოსახულება მარტივი ფიზიკური მოვლენაა. ცნობილია, რომ ფიზიკოსებმა მინებისაგან ააწყვეს ხელოვნური თვალი, რომელშიც სხივები ზუსტად ისე ტყდება და გამოსახულებაც ისევე მიიღება, როგორც ცოცხალ თვალში. მაგრამ ცოცხალსა და ხელოვნურ თვალს შორის ის არსებითი განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელში საგნების გამოსახულება უბრალო, მექანიკური მოქმედებაა, პირველში კი მას თან ახლავს ფსიქოლოგიისათვის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა, სახელდობრ, მხედველობა ანუ იმ საგნის ცნობიერი შეგრძნება, რომელმაც გამოიწვია შთაბეჭდილება. მაგრამ ისმის კითხვა; სადაა ეს მხედველობა ანუ საგნის შეგრძნება? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ან ვინ შეიგრძნებს ფერებს, ფიგურებს, სიდიდეებს და საგანთა სხვა თვისებებს? ამაზე სხვადასხვაგვარი პასუხია შესაძლებელი; შეგრძნება ანუ ხედვა ხდება ან თვით თვალის შემადგენელ ნაწილებში, ან მხედველობის ნერვში, ან, ბოლოს, ტვინში.

მაგრამ ფიზიოლოგიური ფაქტები უდავოდ ამტკიცებენ, რომ;

1 . თვალის კაკლის შემადგენელ ნაწილებს წმინდა მექანიკური დანიშნულება აქვთ, სახელდობრ, ისინი გადატეხენ სხივებს და ადგენენ საგნის გამოსახულებებს, მაგრამ თვითონ მათ არ შეუძლიათ შეიგრძნონ ის გამოსახულებანი. ცნობილია, რომ თუ სადმე გადავჭრით მხედველობის ნერვს და ამით თვალს გამოვყოფთ ტვინისაგან, მაშინ თვალი ისევ ისე განაგრძობს საგნის გამოსახვას, მაგრამ შეგრძნება ანუ ხედვა გაქრება. ამიტომ ცხადია, რომ თუმცა ადამიანი საგნებს თვალის მეშვეობით ხედავს, მაგრამ მათ თვითონ თვალში არ ხედავს.

2. ხედვა, ანუ სინათლისა და საგნების შეგრძნება არც მხედველობის ნერვში ხდება. მხედველობის ნერვის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ გადაიტანოს საგნის შთაბეჭდილება ორგანოდან ცენტრში, ე.ი. თავის ტვინში. ამას იგივე ფაქტი ამტკიცებს, რომელიც ახლა მოვიტანეთ; სადაც არ უნდა გადავჭრათ მხედველობის ნერვი, ცენტრისაგან შორს თუ ახლოს, სულ ერთია, მისი დანარჩენი ნაწილი ვერ იგრძნობს სინათლეს და მოკვდება.

3. რჩება მესამე ვარაუდი, და ყველა ფაქტი გვარწმუნებს, რომ შეგრძნება მართლაც ტვინში ხდება. ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ თვალზე მიღებული შთაბეჭდილება საგნისა გადაეცემა ტვინს; ქვემოთ ასევე ვნახავთ, რომ სხვა ორგანოების ყველა შთაბეჭდილებაც სწორედ თავის ტვინში იყრის თავს; მაშასადამე, შეუძლებელია შეგრძნებისათვის სხვა ადგილი ვივარაუდოთ.

§3. ფსიქოლოგიური საკითხი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ფიზიოლოგს, რომლის ამოცანასაც მხოლოდ ის შეადგენს, რომ გამოარკვიოს ადამიანის სხეულის ორგანოების დანიშნულება და მოქმედება, შეუძლია აქ შეჩერდეს, რადგანაც მას არ სჭირდება ამის იქით წასვლა; მაგრამ ფსიქოლოგმა, რომელსაც სურს შეისწავლოს ადამიანის უხილავი მხარე, სწორედ ამ პუნქტიდან უნდა დაიწყოს თავისი კვლევა-ძიება. როცა იგი თვალს მიადევნებს სინათლის შთაბეჭდილების გზას თვითონ ტვინამდე და დარწმუნდება იმ ფაქტთა უეჭველობაში, რომ შეგრძნება ხდება არა თვალსა და ნერვში, არამედ ტვინში, მან უნდა დასვას შემდეგი საკითხი: თვითონ ტვინის რბილი ნივთიერება, თვითონ ტვინის ნერვული ბუშტები შეიგრძნებენ სინათლეს, ბგერას, და ა.შ., თუ არსებობს ტვინისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული საწყისი, რომელსაც უნდა მიეწეროს ეს შეგრძნებები? ამ საკითხს დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცდისეული ფსიქოლოგიისათვის. მაგრამ ყველა ფიზიოლოგიური ფაქტის გულდასმით განხილვას და ყველა ორგანოს აგებულებისა და მოქმედების სწორ ანალიზს ასეთ დასკვნამდე მივყავართ: „საწყისი ანუ სუბსტანცია, რომელიც ადამიანში ყველაფერს შეიგრძნებს და ამოძრავებს, სრულიად განსხვავებულია ტვინისაგან და საერთოდ ყოველგვარი ორგანიზმისაგან. ეს არის არასხეულებრივი, სულიერი სუბსტანცია, რომლის ძირითად ძალას შეგრძნება შეადგენს. ტვინი კი მხოლოდ უკანასკნელი და ამავე დროს ცენტრალური ორგანოა, სადაც თავს იყრის ყველა შთაბეჭდილება, რათა საბოლოოდ აისახოს სხვადასხვაგვარი შეგრძნებების სახით ამ უხილავ სუბსტანციაში". ამ მნიშვნელოვანი დებულების სრული და ყოველმხრივი დასაბუთება ამ თავში წარმოდგენილი მთელი კვლევა-ძიების ამოცანა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ მრავალრიცხოვანი ფიზიოლოგიური და ფიზიკური ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ამ დებულების სისწორეში დაგვარწმუნებს.

§4. სმენის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

  ფიზიკა გვასწავლის, რომ ბგერების გარეგანი მიზეზი ანუ ფიზიკური მოვლენა, რომელიც ჩვენში ბგერების შთაბეჭდილებას იწვევს, არის ჰაერის ტალღისებური მოძრაობა. მყარი სხეულების ნაწილაკები ურთიერთთან შეჯახების გამო რხევას იწყებენ. ეს რხევა გადაეცემა მათ გარემომცველ ჰაერს და ეს უკანასკნელიც იწყებს რხევას ანუ ტალღისებურ მოძრაობას, რაც ყოველ მხარეს ვრცელდება გარკვეული სიჩქარით. აღწევს სმენის ორგანომდე და იწვევს მასში გარკვეულ შთაბეჭდილებას ანუ ცვლილებას. ამ შთაბეჭდილების ბუნება რომ გავიგოთ, საჭიროა გავეცნოთ ყურის აღნაგობას.

ყური ისეა მოწყობილი, რომ ზუსტად შეესადაგება ჰაერის მოძრაობისა და არეკვლის კანონებს. სმენის ორგანო სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება: გარეთა, შუა და უკანა ნაწილებისაგან.

სმენის ორგანოს გარეთა ნაწილი მოიცავს გარეთა ყურს და სასმენ მილს. გარეთა ყურს ყველა ხედავს და მისი აღწერა საჭირო არაა. სასმენი მილი წარმოადგენს ელიფსურ ანუ ძაბრისებურ არხს, რომელსაც ქმნის ჯერ ხრტილი, შემდეგ კი თავის ქალას ძვალი. უკანა კიდესთან იგი მთავრდება აპკისებრი ტიხრით (დაფის აპკით), რომელიც წარმოადგენს გარეთა და შუა ყურის გამყოფ ყრუ ძგიდეს.

ყურის შუა ნაწილი შედგება მოგრძო ღრუსაგან. მის შიგნითა ნაწილში არის ორი ხვრელი, ოვალური და მრგვალი, რომლებიც ერთიმეორის ზევით არიან განლაგებული; ამას გარდა, ამ ღრუში მოთავსებულია პატარა ძვლების ჯაჭვი, რომელთაც ცნობილ საგნებთან მათი მსგავსების გამო უწოდებენ ჩაქუჩს, გრდემლს, უზანგს და ა.შ.

ყურის უკანასკნელი, უკანა ნაწილი შედგება პატარა ძვლების მთელი ლაბირინთისაგან და საკმაოდ რთული აგებულებისაა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილებია: კარიბჭე, ლაბირინთის შუაში მდებარე პატარა მოგრძო ღრუ, ნალისებურად მოხრილი ნახევარრკალოვანი არხები და ლოკოკინა.

მთელი ლაბირინთი ანუ უკანა ყურის მთელი სივრცე ავსებულია წყლოვანი მასით.

დაბოლოს, საჭიროა მივუთითოთ ყურის ერთ, მეტად მნიშვნელოვან, ნაწილზე, კერძოდ, ევსტაქის ლულაზე; ეს არის არხი, რომელიც ყურის უკანა ნაწილს აკავშირებს ხორხთან.

გარეთა ყურის დანიშნულებაა მიიღოს და შიგნით გადასცეს ჰაერის რხევები.

გარეთა სასმენი მილის დანიშნულებაა გადასცეს ეს რხევები დაფის აპკს. რადგან მყარი სხეულები რხევებს უკეთ ატარებენ, მისი პედლები ნაწილობრივ ძვლოვანია. გარდა ამისა, სასმენი მილი აძლიერებს რხევებს თავისი კედლებიდან არეკვლის გზით.

დაფის აპკი შესანიშნავადაა მისადაგებული აკუსტიკის კანონებისადმი. ცნობილია, რომ ჰაერის რხევებს არაფერი ისე არ ასახავს, როგორც დაჭიმული ცოცხალი აპკი. ამიტომაა, რომ დაფის აპკი სრულყოფილად იმეორებს მის მიერ მიღებულ ყველა რხევას. სასმენი ძვლების დანიშნულებაა დაფის აპკიდან რხევების მიღება. ამგვარად, ძვლოვანი ჯაჭვის გავლით რხევებმა მთელი სიწმინდით უნდა მიაღწიონ ლაბირინთს.

მაგრამ ამისათვის საკმარისი არაა დაფის აპკის რხევები: საჭიროა, რომ დაფის ღრუში იყოს ჰაერი. ჰაერი კი აქ ხვდება ხორხიდან, ევსტაქის ლულის გავლით. აქ რომ ჰაერის უწკვეტი მოდინება არ იყოს, სასმენი ძვლები თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდნენ. ასე იქცევიან ჩვეულებრივი დოლის გაკეთებისას - მასში ტოვებენ ნახვრეტს ჰაერის უწყვეტი მოდინებისათვის .

დაბოლოს, მართალია, ფიზიოლოგებმა ზუსტად ვერ ახსნეს ყურის უკანა განყოფილების ყველა ნაწილის დანიშნულება, მაგრამ საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილებიც იმეორებენ და აძლიერებენ მათ მიერ ყურის წინა ორი განყოფილებიდან მიღებულ რხევებს.

ამრიგად, სხეულთა შეჯახება იწვევს ჰაერის ტალღისებურ მოძრაობას. იგი გადაეცემა სმენის აპარატს, რომელიც ასახავს რხევებს და გადასცემს მათ სმენის ნერვს. დაბოლოს, სმენის ნერვი ამ შთაბეჭდილებას გადასცემს თავის ტვინს, ანუ, სახელდობრ, ტვინის იმ ადგილს, რომელსაც იგი უერთდება. მაგრამ სად ხდება თვითონ ბგერების შეგრძნება ანუ სმენა? ამაზე კვლავ შემდეგნაირად შეიძლება ვუპასუხოთ: ბგერების შეგრძნება წარმოებს ან თვითონ სმენის აპარატის ნაწილებში, ან სმენის ნერვში, ან ტვინში.

მაგრამ ნათელი და დამტკიცებული ფიზიოლოგიური ფაქტების საფუძველზე ჩვენ უნდა დავასკვნათ, რომ სმენა ანუ ბგერების შეგრძნება არ წარმოებს არც თვითონ ყურში და არც სმენის ნერვში, რადგანაც თუ ჩვენ გადავჭრით ამ ნერვს და ამგვარად ყურს გამოვყოფთ ტვინისაგან, მაშინ, თუმცა ძველებურადვე აისახება რხევები, მაგრამ ბგერები გაქრება. მაშასადამე, თუმცა ადამიანი ყურის საშუალებით ისმენს, მაგრამ ყურში არ ისმენს. ამრიგად, დაგვრჩენია დავასკვნათ, რომ ბგერების შეგრძნება ხდება ტვინში.

§5. კვლავ ფსიქოლოგიური საკითხი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

აქ ისევე, როგორც მხედველობის ანალიზისას, ფსიქოლოგმა უნდა დასვას საკითხი: თვითონ ტვინი არის თუ არა შემგრძნები საწყისი? ყველა ფაქტის საღი და მიუკერძოებელი აზრით განხილვა გვარწმუნებს, რომ ტვინი არის მხოლოდ იარაღი, რომელიც საბოლოოდ გადასცემს სმენის შთაბეჭდილებას რაღაც უხილავ არსებას, რომ თუმცა ბგერების შეგრძნება მასში წარმოებს, მაგრამ შემგრძნები სუბსტანცია არის არა თვითონ ტვინის რბილი ნივთიერება. ამის სრული დასაბუთება შემდეგ იქნება გადმოცემული, აქ კი მხოლოდ ზოგიერთ კერძო მოსაზრებას გამოვთქვამთ.

1 . ტვინი არის მარტივი ორგანული მატერია, რომელიც თითქმის იმავე ქიმიური ელემენტებისაგან შედგება, რისგანაც სხეულის ყველა ორგანო, თუმცა ერთგვარი განსხვავება არის ატომების რაოდენობასა და განლაგებაში; მაგრამ განა საფუძვლიანი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მატერიალურ ნაწილაკებს, თუნდაც ორგანულთ, შეიძლება ჰქონდეთ ისეთი საოცარი უნარი, როგორიცაა შეგრძნების უნარი? არ უნდა დავივიწყოთ, რომ რაიმე საგნის დანახვა, ბგერის მოსმენა ნიშნავს მოვლენის გაცნობიერებას, ფენომენის განსჯას.

2. თუ ერთმანეთს შევადარებთ მხედველობისა და სმენის ორგანოების აგებულებას და თვალს მივადევნებთ სინათლის შთაბეჭდილების გზას პირველში, ბოლო ბგერის ტალღებისას - მეორეში, დავინახავთ, რომ ორივე ეს შთაბეჭდილება, მათი არსის მიხედვით, მეტად მსგავსია, რადგანაც ერთიც და მეორეც წარმოადგენს ერთგვარ გაღიზიანებას, ანუ ორგანოსა და ნერვის ერთგვარ ცვლილებას, რომელიც ტვინამდე აღწევს. მაგრამ შეადარეთ ერთმანეთს თვითონ მხედველობისა და სმენის შეგრძნებები: არის თუ არა მათ შორის რაიმე მსგავსება? შემდეგ, მთელი ტვინი, თავისი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ერთნაირია; მაგრამ განა შესაძლებელია, რომ მატერიის ორ ერთნაირ ნაწილს ჰქონდეს ორი ესოდენ სრულიად განსხვავებული შეგრძნება, როგორიცაა ფერი და ბგერა?

3. შემდეგი მოსაზრება კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ მხედველობა და სმენა წარმოებს რომელიღაც განსაკუთრებულ, უხილავ არსებაში. მხედველობის ნერვი უერთდება ტვინის ერთ გარკვეულ პუნქტს, რომელთანაც მიდის სინათლის შთაბეჭდილება და რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, მხედველობის ცენტრი ეწოდება. სმენის ნერვიც, უდავოდ, ასევე უკავშირდება ტვინის სხვა ადგილს, სანამდისაც მიედინება ნერვული დენი, რომელსაც ამ ორგანოს შთაბეჭდილება აღძრავს. მაშასადამე, თუ სმენა და მხედველობა თვითონ ტვინის ნივთიერების კუთვნილებას ანუ უნარებს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ ტვინის ნივთიერების ერთი ნაწილი ისმენს, მეორე კი ხედავს, ე.ი. ისმენს და ხედავს არა ერთი და იგივე არსება, არამედ განსხვავებული არსებანი. მაგრამ ეს აშკარა უაზრობაა, რამდენადაც ცხადია, რომ ჩვენში ისმენს და ხედავს ერთი და იგივე განუყოფელი არსება, ერთი რომელიღაც სუბსტანცია ანუ მონადა [1], რომელიც ერთმანეთს ადარებს ამ ორ შეგრძნებას და ამ შედარებიდან სათანადო დასკვნებს აკეთებს.

§6. სუნის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ფიზიკა და ქიმია გვიჩვენებს, რომ სუნი წარმოიშობა იმ უხილავი უმცირესი ნაწილაკებიდან, რომლებიც სუნის მქონე სხეულებს გამოეყოფიან, ყნოსვის ორგანომდე აღწევენ და აღიზიანებენ მის შინაგან აპკოვან კანს. ეს გაღიზიანებები ანუ შთაბეჭდილებები ყნოსვის ნერვს მიაქვს ტვინამდე, მთელი ნერვული სისტემის საერთო ცენტრამდე.

ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ თვითონ სუნი ანუ სუნის შეგრძნება მომდინარეობს ან ცხვირში, ან ყნოსვის ნერვში, ანდა ტვინში. მაგრამ რომ ყნოსვა ანუ სუნის გრძნობა არის არა ცხვირში და არა ყნოსვის ნერვში, ამაში ჩვენ სავსებით ვრწმუნდებით იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ ზემოთ, მხედველობისა და სმენის ანალიზისას. თვითონ ტვინი წარმოადგენს მხოლოდ შთაბეჭდილების გადამცემ პუნქტს და არა იმ არსებას, რომელიც შეიგრძნობს და ერთმანეთისაგან განარჩევს სხვადასხვა სუნს.

ამაში ჩვენ საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდებით, როცა ტვინის აგებულებას გავიცნობთ. აქ კი ჯერჯერობით აღვნიშნავთ შემდეგს: ყნოსვის, სმენის და მხედველობის შეგრძნებებს შორის ჩვენ ვგრძნობთ განსაცვიფრებელ განსხვავებას. მაგალითად, რა არის საერთო, ან როგორ შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს თეთრი ფერი, ზარის ხმა და ვარდის სუნი? მაგრამ შთაბეჭდილება ანუ ცვლილებები, რომელთაც იწვევენ ჩვენს ორგანოებში სინათლე, ჰაერის ტალღისებური მოძრაობები და სუნიანი სხეულის ნაწილაკები, არ შეიძლება თავისი არსებით ისე მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ფერი, ბგერა და სუნი, რადგანაც ორგანოები და ნერვები, რომლებიც ამ შთაბეჭდილებებს აღიქვამენ, ასე მკვეთრად განსხვავებული არ არიან. ამ მხრივ კიდევ უფრო განსაცვიფრებელია შემდეგი ფიზიოლოგიური ფაქტი: მხედველობის ნერვის ყოველგვარი გაღიზიანება ჩვენში მხოლოდ სინათლის შეგრძნებას იწვევს, ხოლო სმენის ნერვის გაღიზიანება ჩვენში მხოლოდ ბგერებს აღძრავს, ყნოსვისა - მხოლოდ სუნებს. მაგალითად, თუ ჩვენ ამ ნერვებში ელექტროდენს გავატარებთ ან უბრალოდ შევეხებით მათ პინცეტით, თითოეული მათგანი ჩვენში აღძრავს მხოლოდ ზემოთ მითითებულ შეგრძნებებს. აქ სამივე ნერვი ერთნაირადაა გაღიზიანებული, მაშასადამე თავადაც ერთნაირ შთაბეჭდილებებს იღებს და ტვინზეც ერთნაირად მოქმედებს, და, ბოლოს, თვითონ ტვინი, თავისი შემადგენლობით, ყველგან ერთნაირია, მაგრამ შედეგები მკვეთრად განსხვავებულია. მატერიალურ სამყაროში არ არსებობს ასეთი მოვლენა: მასში ერთნაირი მიზეზები ანუ ძალები ერთნაირ შედეგებს იწვევენ, მაგალითად, ერთნაირი ბიძგები ერთნაირ მოძრაობებს წარმოშობენ. ცხადია, ეს სამი შეგრძნება მატერიალურ სამყაროში არ ხდება.

§7. გემოს შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გემოს ორგანო არის ენა და მთელი ლორწოვანი ზედაპირი პირში. გემოს შეგრძნება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როცა ეს ორგანოები უშუალოდ ეხებიან სხეულებს, რომელთაც შეუძლიათ ამ შეგრძნებების აღძვრა. ამასთან, გემოს აღძრავენ სხეულის მხოლოდ თხიერი ნაწილაკები, მყარ ნაწილაკებს მათი აღძვრის უნარი არა აქვთ. საჭირო არაა ვილაპარაკოთ იმ საკითხის გადაჭრის შესახებ, თუ სად ხდება თვითონ გემოს შეგრძნება, ლაპარაკი საჭირო არაა იმის შემდეგ, რაც სამი წინა შეგრძნების ანალიზმა დაგვანახა, რომ თვითონ შეგრძნების აქტი არ შეიძლება მივაწეროთ არც ორგანოს, არც ნერვს და არც თვითონ ტვინს. მხოლოდ აქ კვლავ შევნიშნავთ: თუ მხედველობაში მივიღებთ თუნდაც მხოლოდ შეგრძნებათა შორის განსაცვიფრებელ განსხვავებას, უკვე მივალთ იმ აზრამდე, რომ ისინი ეკუთვნიან უხილავ და არამატერიალურ სამყაროს. მართლაც, ძნელია რაიმე მსგავსება შევნიშნოთ გემოს, მხედველობის, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს შორის. ეს ოთხი განსხვავებული სამყაროა, რის გამოც, ვამბობ მე, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ყველანი ერთფეროვან, მატერიალურ ნაწილაკებში წარმოებდნენ.

§8. შეხების გრძნობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

შეხების ორგანოს წარმოადგენს ჩვენი სხეულის მთელი ზედაპირი, თუმცა უმეტეს წილად ითვლება, რომ შეხების ორგანოებია ხელის თითების წვერები. მთელი ჩვენი სხეული დაფარულია კანით, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ უნარი აქვს მიიღოს შთაბეჭდილებები გარე საგნებისაგან მათთან შეხების გზით. შეგრძნებები, რომელთაც ჩვენ ვიღებთ შეხებით, შემდეგია: სიმაგრე, სირბილე, სითბო, სიცივე, ტკივილი ყველა მისი სახესხვაობით და ა.შ.

რადგანაც კანის დანიშნულებაა შეხებით მიღებული მგრძნობელობა, სწორ ზედაპირებს კი არ შეუძლიათ გადმოგვცენ სხეულის ყველა ნიუანსი, ამიტომ კანი სხვადასხვაგვარად იკუმშება და წარმოქმნის ნაოჭებს, ღარებს და ა.შ. გარდა ამისა, კანი რამდენიმე ფენას შეიცავს, მაგრამ ყველაზე რბილი ფენა განლაგებულია გარე ზედაპირზე, რათა მოახერხოს უმცირესი შთაბეჭდილებებით გაღიზიანება. ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულის მთელი ზედაპირი განტოტებული ნერვების საშუალებით შეერთებულია თავის ტვინთან, რათა მასთან მიიტანოს ყოველი შთაბეჭდილება.

მაგრამ როგორ და სად გრძნობს ადამიანი სითბოსა და სიცივეს, ტკივილს, სიმაგრეს, სირბილეს და ა.შ.? აქაც ისეთივე ვითარებაა, როგორც სხვა შეგრძნებების შემთხვევაში. შეხების ორგანოების შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება, რომელსაც ვიღებთ სხეულის რომელიმე ნაწილში, შეხების ნერვს მიაქვს ტვინამდე, და აქ უკვე ხდება შეგრძნება, მაგრამ მას ტვინი არ აწარმოებს. თუ ფეხის თითზე იჩხვლეტთ, თქვენ მაშინვე იგრძნობთ ტკივილს, მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩხვლეტისაგან მიღებული გაღიზიანება ტვინამდე მისულიყო და კვლავ ფეხში არეკლილიყო ტკივილის სახით. მაგრამ იმის საბუთი, რომ ტკივილის შეგრძნება ჩხვლეტის ადგილზე არ წარმოქმნილა, ასეთია: თუ გადავჭრით მგრძნობიარე ნერვს და ამით ფეხს ან რომელიმე სხვა ნაწილს გამოვაცალკევებთ ტვინისაგან, ეს ნაწილები კარგავენ ყოველგვარ მგრძნობიარობას. ხოლო თუ როგორ ხდება ის, რომ შეგრძნება არაა ფეხში, მაშინ როცა გვეჩვენება, რომ სწორედ ფეხი გვტკივა, ამას ახლა ვნახავთ.

§9. იმის შესახებ, რომ ადამიანი ყველაფერს გრძნობს არა საკუთარი თავის გარეთ, როგორც ეს მას ეჩვენება, არამედ თავის თავში

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას! მაგალითად, რა უნდა იყოს იმაზე უფრო მარტივი, რასაც ჩვენ ყოველ წუთს ვხედავთ, ვისმენთ ვეხებით და ა. შ.? მაგრამ თუ უფრო ახლო გავეცნობით ამ უმარტივეს მოვლენებს, მათში ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რაც ადრე აზრადაც არ მოგვდიოდა და რაც პირველი შეხედვით, მისი უეჭველობის მიუხედავად, დაუჯერებლადაც კი მოგვეჩვენება.

ხუთივე გრძნობის მოქმედებისას ბავშვობიდან შეძენილი და ერთგვარად თვითონ ჩვენს ბუნებად ქცეული ჩვევა გვაიძულებს ისეთი მსჯელობები გამოვთქვათ, რომლებიც, თუმცა თვითონ ჩვენს გარეთ მყოფი საგნების არსებასთან მიმართებით არაფერს მცდარს არ შეიცავენ, მაგრამ ამასობაში აყალბებენ მათ დამოკიდებულებას ჩვენთან და მათ ზემოქმედებას ჩვენს გრძნობებზე.

ვინ არ იცის, რომ ჩვენ საგნებს ვხედავთ იმ გამოსახულებების მიხედვით, რომელთაც ისინი წარმოშობენ თვალებში. მაშასადამე, მათ ჩვენ ვხედავთ ჩვენში, ჩვენს ორგანოში, ამასობაში კი ვფიქრობთ, რომ მათ ვხედავთ იმ ადგილებზე, სადაც ისინი არიან. ეს იმ ჩვევის გამო ხდება, რომელიც სულ ადრეულ ასაკში შეგვიძენია, იმ დროს, როცა განვითარებული არ იყო ჩვენი არც განსჯა და არც გაგება. ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეჩვევიან საგნებამდე მანძილის შეფასებას, სურთ ხელი ჩაავლონ შორს მყოფ საგნებს თვალთა სიახლოვეს, რადგანაც, როგორც ჩანს, ისინი საგანთა გამოსახულებას თვალში თავად საგნებად მიიჩნევენ. მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ბავშვები თანდათან ხვდებიან, რომ საგნები მათგან დაცილებულია და სწავლობენ მათი დაცილებულობის განსაზღვრას. შემდგომში ეს მათ ბუნებად იქცევა, ასე რომ ზრდადასრულებული ადამიანი საგნის შთაბეჭდილების მიხედვით ისე სწრაფად მსჯელობს მისი დაცილების შესახებ, რომ მასთან თვალის გამოსახულების შეგრძნებას განუყრელად ახლავს საგნის თვითონ მანძილის მექანიკური, არაცნობიერი გაგება. თუ ამას დავუმატებთ წარმოსახვის ასეთსავე სწრაფ მექანიკურ მოქმედებას, რომელსაც უცბად გადავყავართ შორს დანახულ საგანთან და თითქოს მის ახლოს გვაყენებს, მაშინ ადვილად მივხვდებით, რატომ ვართ ასე მტკიცედ დარწმუნებული, რომ საგნებს იმ ადგილებზე ვხედავთ, სადაც ისინი არიან. ეს დარწმუნებულობა ისეთია, რომ ადამიანს, რომელსაც ფიზიკა არ შეუსწავლია და უნარი არა აქვს გააანალიზოს თავისი შეგრძნებები, სისულელედ მოეჩვენება აზრი, რომ საგნებს იგი იქ კი არ ხედავს, სადაც ისინი არიან სინამდვილყში, არამედ თავის თავში, საკუთარ ორგანოში. ზუსტად ასეთია ჩვეულების ძალა სხვა შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების შემთხვევაშიც. როდესაც ვუსმენთ ადამიანს, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, ჩვენ გვგონია, რომ ეს ბგერები, ეს ჰარმონია, ტონთა ეს რაკრაკი სწორედ იქ, მის ხემთანაა. ჩვენ აზრადაც არ მოგვდის რა მანძილი, რა გარემო და ცვლილებები უნდა გაევლოთ ვიოლინოს დამკვრელის ხემის მიერ აღძრულ ჰაერის ტალღებს, რომ ჩვენს ცნობიერებაში ასახულიყვნენ ბგერების სახით, ჩვენ, ვამბობ მე, აზრადაც არ მოგვდის, რომ ხემი და სიმები მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურ მოვლენებს აღძრავენ, ხოლო ბგერები ჩვენს ყურში გვესმის, და ყურშიც კი არა, მის მიღმა. მაგრამ ეს შეცდომა, თუ კი შეიძლება მას შეცდომა ეწოდოს, კვლავ ჩვეულების მიზეზით ხდება, რადგანაც ჩვილი ბავშვი, როცა ბგერებს ისმენს, თავდაპირველად არ აბრუნებს თავს იქით, საიდანაც ბგერები მოდიან, მხოლოდ შემდგომი გამოცდილება ასწავლის მას ბგერების შეგრძნებები გარკვეულ მიზეზებს დაუკავშიროს.

როცა ვარდს ვყნოსავთ, ჩვენ გვგონია, რომ ეს მშვენიერი სუნი თვითონ ვარდის ფურცლებშია. როცა რაიმე ტკბილს შევექცევით, გვგონია, რომ სიტკბო ამ საგნის შემადგენელი ნაწილია. როდესაც ხელში ან ფეხში გვიჩხვლეტენ, ტკივილს, ჩვეულების გამო, თავად ჩხვლეტის ადგილზე ვგრძნობთ. მაგრამ, თუ ბავშვებს დავაკვირდებით, შეიძლება შევნიშნოთ, რომ თავდაპირველად მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ სად ტკივათ, და მხოლოდ შემდგომ სწავლობენ ტკივილის მიწერას იმ ადგილისადმი, სადაც მოხდა ზემოქმედება. ერთი სიტყვით, ჩვენს ყოველ შეგრძნებას ან მათს გამომწვევ ფიზიკურ მიზეზთან ვაიგივებთ (ვთქვათ, ბგერებს - ჰაერის მოძრაობასთან), ან თვითონ ორგანოს გაღიზიანებასთან ანუ შთაბეჭდილებასთან (მაგალითად, ტკივილს - ჩხვლეტით გამოწვეულ გაღიზიანებასთან) [2].

მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს ჰგონია, რომ ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გარეთ გრძნობს, სინამდვილეში კი იგი ყველა გარე საგნებს თავის თავში შეიგრძნებს, ე.ი. ის თავის თავში ხედავს, ისმენს, გრძნობს სუნს, ტკივილს, სითბოს, თუმცა შთაბეჭდილებები მომდინარეობენ მის გარეთ არსებული, ნამდვილი საგნებისაგან.

§10. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ წინა პარაგრაფის დებულებას

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადამიანები, რომელთაც დაკარგეს ფეხი ან ხელი, თავის ცნობიერებაში ინარჩუნებენ სხეულის ამ ნაწილთა სიმრთელის შეგრძნებას. ასეთი ილუზია გვხვდება არა მხოლოდ იმათთან, რომელთაც ხელი ან ფეხის ნაწილი დაკარგეს, არამედ იმათთანაც, რომელთაც დაკარგეს მთელი ხელი, მხარამდე, და ფეხი მუხლამდე [3]. სხეულის რომელიმე ნაწილის დამკარგავი ადამიანები ვერ ამოძრავებენ მას ჯანსაღი ნაწილის თანაბრად, ყველა შემთხვევაში, როცა ამ მოძრაობებს აქვთ ადგილი, და თავის ცნობიერებაში ვერ არჩევენ, რომ დაზიანებული ნაწილი მთელი არაა. გრძნობათა ცდომილება მხოლოდ უნაყოფოდ წარმოებული მოძრაობის შემდეგ ხდება ცხადი. ადამიანები, რომელნიც ხის ფეხს ატარებენ, მას იფხანენ, როცა თეძოს ნაწილში გრძნობენ ქავილს. ხისფეხიანები თუმცა კი გრძნობენ, სად ეხება თეძოს ნარჩენი ხის ფეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ ახერხებენ გააქრონ ცნობიერებაში ფეხის სიმრთელის შეგრძნება. ბევრი ისეთი შემთხვევაა ცნობილი, როცა ცალფეხა ადამიანები ხის ფეხის მოხსნის შემდეგ, მუშაობისას უცებ წამოხტებოდნენ ხოლმე და ეცემოდნენ, და ეს მომხდარა არაერთგზის და არა გულმავიწყობის გამო. მუშაობისას ეს ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ნაკლოვანი ფეხი ისეთივეა, როგორიცაა მეორე, ჯანმრთელი ფეხი. ბევრს ცივი წყლით უსველებდნენ მოჭრილი ფეხის თეძოს და ისინი გრძნობდნენ, რომ ცივი წყალი მოხვდა არა თეძოს, არამედ ფეხის თითებს. ცდომილება უფრო განსაცვიფრებელი ხდება, როცა აღიზიანებენ რომელიმე ნერვს. მაგალითად, ერთ ადამიანს მოჭრილი ფეხის თეძოს იმ ადგილზე აწვებოდნენ, სადაც გადის ცნობილი ნერვი, inchidiacus-ად წოდებული, და მას ეჩვენებოდა, რომ ჟრუანტელი უვლიდა ჯერ ფეხის ცერში, შემდეგ - ფეხის სხვა თითებში, მერე ფეხის უახლოეს ნაწილში, შემდეგ ფეხისგულში, ამის შემდეგ კი, განსაკუთრებით ძლიერად, კოჭში, ნაკუთალში. და ა.შ.

ბოლოს, ცნობიერების ასეთი ცდომილება ახასიათებთ არა მარტო იმ ადამიანებს, რომელთაც სხეულის ნაწილი ცხოვრების გვიან წლებში დაკარგეს, არამედ იმათაც, რომელთაც ძალიან ადრე დაკარგეს იგი, და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ დაკარგული ნაწილის სისაღის ცნობიერება შედეგი კი არ არის ორი ფეხით მოძრაობის ჩვეულებისა, არამედ მას საფუძველი თვითონ ტვინის ცენტრში აქვს.

თუ ყველა ამ ფაქტს დავუმატებთ ხუთი გრძნობის ზემოთ მოყვანილ ანალიზს, ამან საბოლოოდ უნდა დაგვარწმუნოს, ყოველ შემთხვევაში, იმაში, რომ ტვინი არის ცენტრი და სათავსი ჩვენი შეგრძნებებისა, რომ ყველა ჩვენი შეგრძნება ტვინში ხდება, ე.ი. ჩვენ, უბრალოდ რომ ვთქვათ, - ვხედავთ, გვესმის და ტკივილსაც და ყველაფერს შევიგრძნებთ ტვინში და არა იქ, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია - ჩვეულების გამო. მაგრამ არის თუ არა ამავე დროს იგი თავად მგრძნობელი საწყისი, ამას ჩვენ საბოლოოდ ვნახავთ, როცა თვითონ ტვინისა და ნერვების აგებულებას განვიხილავთ.

§11. ნერვული სისტემის აღწერილობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ტვინი სამ მთავარ ნაწილად იყოფა, დიდ, პატარა და ზურგის ტვინად. სამივე ეს ნაწილი თავს იყრის მოგრძო ტვინში, რომელიც ზურგის ტვინის დასაწყისშია მოთავსებული. თუ თავს მოვაცილებთ ქალასა და სხვა გარსებს, რომლებიც ტვინს ფარავენ, და მას ზევიდან შევხედავთ, იგი წარმოგვიდგება ოვალური ფორმის მორუხო მასის სახით, რომელსაც ღარი ორ ნაწილად ყოფს. თუ ტვინს კეფის მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ, რთმ ამ მთავარი მასიდან გამოყოფილია ახალი, უფრო მცირე მასა, რომელიც ღარებითაა დაფარული: ეს არის პატარა ტვინი. თუ უფრო ქვევით ჩავყვებით ქალას ხვრელისაკენ, დავინახავთ, რომ პატარა ტვინადან გამოდის მოთეთრო ზონარი და შედის მალებში: ეს ზურგის ტვინია.

თუ ახლა ტვინს გადავაბრუნებთ და ასე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ტვინის ორივე მხარე სამ ამონაზნექადაა გაყოფილი. შუაში ეს ნახევარსფეროები შეერთებულია განსაკუთრებული ნივთიერებით, რომელსაც ტვინოვან ნივთიერებას უწოდებენ და რომელსაც ბევრი სულის რეზიდენციად მიიჩნევს. თუ ტვინს გავჭრით ამ შეერთების ადგილზე, გამოჩნდება ღრუები, რომელთაც ტვინის პარკუჭები ეწოდება. ამავე დროს მის შიგნითა მხარეს შეიძლება შევნიშნოთ უფრო ოვალური, საკმარისად დიდი შემაღლება: ესაა მხედველობის ბორცვი.  გარდა ამისა, არის რამდენიმე სხვა ნაწილიც, რომელთაც სხვადასხვა სახელით აღნიშნავენ. მათ შორისაა ჩაფხუტისმაგვარი, ბეჭდისებური ჯირკვალი, რომელსაც grandula pinealis-ის სახელწოდებით გალენი და დეკარტი სულის რეზიდენციად მიიჩნევდნენ. დიდი ტვინი და ზურგის ტვინი ერთმანეთს და პატარა ტვინს რამდენიმე მაკავშირებლით უერთდებიან.

ზურგის ტვინი იწყება მოგრძო ტვინიდან და მსხვილი სიმის, ან ტოტებით ქვემოთ შებრუნებული ხის სახით მიემართება ზურგის გასწვრივ. ტვინის ცალკეული ნაწილების დანიშნულება რომ გაეგოთ, მათზე სხვადასხვა ცდა ჩაატარეს. თუ ზურგის ტვინს გამოვყოფთ თავის ტვინისაგან, ადამიანი დაკარგავს ყოველგვარ გრძნობას და ყოველგვარი მოძრაობის უნარს თავის ყოველ ნაწილში, და რაც უფრო ახლოა გადაჭრის ადგილი თავის ქალასთან, მით უფრო ძლიერია ეს მოვლენა. ხოლო თუ ზურგის ტვინს დავაზიანებთ ან გადავჭრით მხოლოდ მარჯვენა მხარეს. მაშინ დამბლა თავს იჩენს სხეულის მთელ მარჯვენა მხარეს. თუ კი ტვინს მარცხენა მხარეს დავაზიანებთ, სხეულის მთელი მარცხენა მხარე დაკარგავს მოძრაობის და გრძნობის უნარს.

მოგრძო ტვინზე სულ მცირე შეხებაც კი საშინელ ტკივილებს აღძრავს, ხოლო მისი შიგნითა მხარის დაზიანება იწვევს კრუნჩხვებს და თვით სიკვდილსაც. რაც შეეხება ამ ნაწილის გარეთა მხარეს, იქ ამგვარი მოვლენები არ შეინიშნება. დიდი ტვინის ზოგიერთი ადგილი მგრძნობელობას ამჟღავნებს, ზოგი კი - არა.

ასევე უნდა ითქვას მოძრაობების შესახებაც. დიდი ტვინის დაზიანება სხეულის ყველა ნაწილის დამბლას იწვევს, ართმევს მათ მოძრაობის უნარს. თუ ცხოველს ამოვჭრით ტვინის ერთ ნახევარსფეროს, მისი სხეულის ნახევარი დაკარგავს მოძრაობის უნარს. პატარა ტვინის მთლიანად ან ნახევრად ამოჭრის შემთხვევაში იგივე მოვლენები მეორდება, მაგრამ მცირე ხარისხით.

ყველა მსგავსი ცდიდან მიღებული საერთო დასკვნა ასეთია:

მოგრძო ტვინის დანიშნულებაა ყველა არანებისეული მოძრაობის რეგულაცია, კერძოდ, გულის ცემის, სუნთქვის და სხვათა მოწესრიგება.

პატარა ტვინი ნებისეული მოძრაობების და სხეულის მდებარეობების საქმის მოწესრიგებას ემსახურება.

დიდი ტვინის ქვედა ნაწილი მართავს მთელი სხეულის მამოძრავეგელ კუნთებს და კიდურებს, ბოლო მისი სხვა ნაწილი გონებრივი მოქმედებების ადგილს წარმოადგენს.

§12. ნერვების აგებულება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ნერვები წარმოადგენენ უწვრილეს ძაფებს, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ცენტალური ნაწილები უკავშირდებიან სხეულის ყველა, თუნდაც ყველაზე შორეულ ნაწილს. სხეულის ყველა ნაწილი და ორგანო, რომლებიც გარე სამყაროსთან უშუალო ურთიერთობაშია, ამ ნერვების საშუალებით აკავშირებენ ტვინთან ყველა ხილულ საგანს. ნერვები ორგვარია: მგრძნობელობის ნერვები და მოძრაობის ნერვები. პირველადი ნერვული ძაფების რაოდენობა, რომლებიც ფარავენ სხეულის ყველა კიდურს, ყველა ნაწილს, აურაცხელია, მაგრამ ისინი ყველანი თავს აყრიან ტვინში, რომელიც, ჩანს, თვითონ წარმოადგენს რაღაც სხვას, ვიდრე თავად ამ ძაფთა კავშირს და დაბოლოებას. შთაბეჭდილებებს, რომელნიც ორგანოებიდან ნერვებს გადაეცემა, ეს უკანასკნელნი ტვინს აწვდიან. ამ მოქმედებას მათში ახორციელებს ეგრეთწოდებული ნერვული საწყისი ტალღისებური თრთოლვის (oscillatio) გზით. ეს oscillatio თავისი მოძრაობით შემოწერს წრეს. პერიფერიის მოცემულ ადგილზე მიღებული გაღიზიანება გადადის ნერვულ ცენტრში და იქედან კვლავ უბრუნდება გაღიზიანებულ ადგილს, მაგრამ უკვე არა ტკივილის სახით, არამედ მოძრაობის სახით. ამ წრიული მოძრაობის სიჩქარე მეტად დიდია და ძლივს იზომება. ფეხის თითში ქინძისთავის ჩხვლეტას მაშინვე მოსდევს ფეხის უჯან გაწევა, მაგრამ ეს მოძრაობა, რომლიც თითქოს თვითონ ჩხვლეტასთანაა შერწყმული, სინამდვილეში იმის შემდეგ ხდება, რაც ნერვის გაღიზიანებამ ტვინამდე მიაღწაა და იქედან უკანვე იქნა არეკლილი ფეხში. თუმცა ზოგიერთი ფიზიოლოგი ნერვების მოქმედების გვარობას რამდენადმე სხვანაირად ხსნის, რასაც ჩვენ ვნახავთ წინამდებარე წიგნის მეორე განყოფილებაში.

§13. უნდა ვცნოთ თუ არა მგრძნობიარე საწყისად თვითონ ტვინი?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუკერძოებელი განხილვა გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ თვითონ ტვინი არ წარმოადგენს მგრძნობელ საწყისს, ანუ არსებას, რომელიც შეიგრძნებს სინათლეს, ბგერას, სუნს და ა.შ. ამის მთავარი და საკმარისი საბუთია ერთიანობა და სიმარტივე ჩვენი შეგრძნებებისა, ერთიანობა და სიმარტივე, რაც ესოდენ ეწინააღმდეგება ტვინისა და მთელი ნერვული სისტემის სირთულეს. მართლაც, თუმცა ჩვენი შეგრძნებები ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავდებიან, რომ შეუძლებელია, მაგალითად, მოინახოს რაიმე მსგავსება სინათლეს, ბგერას, სუნსა და სხვა შეგრძნებებს შორის, მაგრამ მაინც სრულიად ცხადია, რომ ყველა ეს შეგრძნება ერთ, განუყოფელ არსებას ეკუთვნის. ცხადია, რომ ჩვენს შიგნით ხედავს, ისმენს და გემოს შეგრძნების მქონეა ერთი და იგივე და არა სხვადასხვა არსება. მაგრამ ეს ერთიანობა არ გვექნებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენი შეგრძნებები თვითონ ტვინის მატერიის, ან რომელიმე სხვა სასიცოცხლო ძალის თვისება რომ ყოფილიყო, რადგან როგორც ტვინი, ისე ყოველი მატერალური ძალა არის ათასობით ნაწილისაგან შემდგარი მასა. ტვინში არ არსებობს ისეთი წერტილი, რომელიც განსაკუთრებული წესით ყველა შეგრძნების სახეობას ავლენს: მასში ზოგი ადგილი მგრძნობიარეა, ზოგის დანიშნულებაა მოძრაობა, სხვებისა - გონებრივი მოქმედება. არსებობს ისეთი ადგილები, რომელთა დაზიანებაც ადამიანს ართმევს ერთ უნარს, მაგალითად, მეხსიერებას. არის ისეთი ადგილები, რომელთა დაზიანებაც სხვა უნარების დასუსტებას იწვევს. სადღაა ტვინში ჩვენი ცნობიერებისა და მოძრაობის ეს საოცარი ერთიანობა? როგორ ხდება, რომ ტვინის ეს განსხვავებული და ერთმანეთს უსასრულოდ დაცილებული ნაწილები შეგრძნების ერთიანობად შეირწყმება? ჩვენ ვლაპარაკობთ ერთმანეთს უსასრულოდ დაცილებულთა შესახებ, რამდენადაც შეგრძნებებისა და აზრების სიმარტივესთან შედარებით, უმცირესი მანძილიც უსასრულოა. განა ცხადი არაა, რომ ტვინის ყველა ამ მიკროსკოპულ ორგანოზე ბატონობს რაღაც უხილავი და მარტივი არსება, რომელიც შეგრძნებების სახით აღიქვამს მათ ყოველ ცვლილებას?

§14. საწინააღმდეგო მოსაზრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მაგრამ, გვეტყვიან, ტვინი ჯერ კიდევ საბოლოოდ არაა შესწავლილი. მასში შესაძლოა იყოს წერტილი, სადაც საბოლოოდ იყრის თავს ყველა ნერვი, და სადაც, მაშასადამე, შეიძლება წარმოიშობოდეს ყველა შეგრძნება.

დავუშვათ, რომ ტვინში მართლაც არსებობს ისეთი ადგილი ან წერტილი, სადაც თავს იყრის ყველა შთაბეჭდილება. მაგრამ ეს ადგილი, ეს წერტილი, შეიძლება იყოს ან ტვინის ნაწილი, რომელიც რამდენიმე სხვა უფრო მცირე ნაწილისაგან შედგება, ან ერთი განუყოფელი ატომი ტვინისა. თუ იგი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ვთქვათ, 10 ნაწილისაგან, მაშინ დაისმის კითხვა: რა შეადგენს ამ 10 ნაწილის ერთიანობას? როგორ შეუძლიათ მათ იგრძნონ ასე შეწყობილად? ყოველი ამ ათთაგანი ნაწილაკი შეიგრძნებს სინათლესა და ბგერებს (რაც შეადგენდა, ასე ვთქვათ, ათ-ათ ბგერას და სუნს), თუ ყველა ერთად შეიგრძნებს და აცნობიერებს ერთ ბგერას? ერთი სიტყვით, ასეთი დაშვების შემთხვევაში გაუგებარი რჩება სულიერი მოქმედების ერთიანობა. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ეს წერტილი ერთი განუყოფელი ატომისაგან შედგება, მაშინ ეს უკვე ტვინი არ იქნება, რადგანაც ტვინის ყოველი უმცირესი ნაწილი, როგორც ქვემოთ ვნახავთ, რამდენიმე ისეთი მარტივი ატომისაგან ქიმიურად შედგენილი სხეულია, რომელნიც თავის ქიმიურ შეერთებამდე არ ჰგვანან ტვინს. ამრიგად, გამოდის, რომ შეგრძნებების ახსნისათვის ჩვენ იძულებული ვართ დავუშვათ რაღაც ისეთის არსებობა, რაც არ არის ტვინის მსგავსი. მაგრამ რა არის, არსებითად რომ ვთქვათ, ატომები? ეს არის მატერიის პირველადი ნაწილაკები, რომელთა ქიმიური შეერთებითაც მიიღება ყველა სხეული. მაგრამ ცნობილია, რომ ეს ატომები იგივე მატერიაა, იმავე არსებითი თვისებების მქონე. ამიტომ სრულიად შეუძლებელია რომელიმე ერთი ატომის არსებობა, რომელიც არსებითად სხვების მსგავსი არ იქნებოდა. რაც შეეხება პირველად ატომებს, ისინი ერთმანეთისაგან ფორმით და წონით განსხვავდებიან, ყველა სხვა მხრივ კი ერთგვაროვანნი არიან.

ქიმიურად კი ტვინი შედგება ცილისა, ფოსფორისა, ცხიმისა და კიდევ რამდენიმე სხვა ელემენტისაგან. არავინ იტყვის, თითქოს ცილას, ფოსფორს და ცხიმს ჰქონდეთ შეგრძნებისა და ნებისეული მოძრაობის უნარი. მაგრამ რა საფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ მათი ქიმიური შეერთება, რომელიც ტვინს ქმნის, მისცემს მათ ამ ახალ და მათთვის უცხო თვისებას? რა არის ქიმიური შეერთება? ეს ისეთი მოვლენაა, რომლის დროსაც რამდენიმე მარტივი სხეული გარკვეული პროპორციით ერთიანდება და ქმნის ახალ სხეულს. რა ცვლილებები ხდება ქიმიური შეერთების დროს? ესაა გარეგანი ცვლილებები, მაგალითად, ახალი სახე, ახალი სიმკვრივე, ზოგიერთი ახალი ქიმიური და ფიზიკური თვისებები, მაგრამ უაზრობაა დავუშვათ, რომ ფოსფორი, ცილა და ცხიმი ქიმიური შეერთებისას იმდენად შეიცვალნენ, რომ გაუჩნდათ შეგრძნების და სხეულის ნაწილთა ნებისეული ამოძრავების უნარი. ერთი სიტყვით, რა დაშვებასაც არ უნდა მივმართოთ იმის დასაბუთებისათვის, რომ შეგრძნებები ეკუთვნის ტვინს ან სხვა რომელიმე მატერიალურ საწყისს, ყოველმხრივ უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდებით. დაგვრჩენია დავუშვათ, რომ შეგრძნება ეკუთვნის რაღაც უხილავ, არც ტვინის და არც რაიმე სხვა სხეულის მსგავს, არსებას.

§15. რა არის შემგრძნები საწყისი?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ზემოთ ითქვა, რომ ჩვეულების გამო ჩვენ გვგონია, თითქოს საგნებს სწორედ იქ ვხედავთ, სადაც ისინი არიან მოთავსებული, ბგერები სწორედ იქ გვესმის, სადაც ჰაერის რხევა მოხდა, გვგონია, თითქოს სუნი თვითონ საგნებშია, ტკივილს კი იქ ვგრძნობო, სადაც გაღიზიანება მოხდა; მაგრამ ითქვა ისიც, რომ სინამდვილეში ეს შეგრძნებები, როგორც ფიზიოლოგია გვასწავლის, სულ სხვაგვარად მოქმედებენ. სულის გასაგებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შეგრძნებების ზუსტ ანალიზს, მათი წარმოშობის მიზეზის ზუსტ გამოყოფას მათ მიერ აღძრული შთაბეჭდილებებისაგან, ხოლო შთაბეჭდილებებისა - თვითონ შეგრძნებებისაგან. ვცადოთ კიდევ ერთხელ მოკლედ გადმოვცეთ გრძნობების ანალიზი, რომელიც ზემოთ იყო მოცემული.

მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა. მისი ფიზიკური მიზეზია საგნებიდან მომდინარე სინათლის სხივები. მისი ფიზიოლოგიური მიზეზია ოპტიკური გამოსახულება, რომელსაც ეს სხივები წარმოშობენ თვალში. ეს ოპტიკური გამოსახულება არის შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება, რომელიც ნერვის საშუალებით გადადის ტვინში, მაგრამ ჩვენ იქვე ვნახეთ, რომ ტვინსაც არ შეუძლია ჰქონდეს შეგრძნებები. მაშინ რა არის ტვინში? - ჩანს, ისეთივე გაღიზიანება ანუ შთაბეჭდილება, რაც საწყის ორგანოებში. სად ხდება ხედვა, ე.ი. ფერების, ფიგურების, სიდიდეების და სხვათა შეგრძნება? ეს შეგრძნებები არაა არც ტვინში, არც ნერვებში, არც თვალში. მაშასადამე, ეს შეგრძნება არაა არც ფიზიკური და არც ფიზიოლოგიური მოვლენა: იგი სულიერი მოვლენაა.

ს მ ე ნ ა. სხეულთა შეჯახება იწვევს ჰაერის ტალღისებურ მოძრაობას - ესაა ბგერების ფიზიკური მიზეზი. ჰაერის ტალღისებური მოძრაობები სმენის ორგანოში ასევე მოძრაობისა და გაღიზიანების სახით აისახება. სმენის ნერვი ამ გაღიზიანებას ანუ შთაბეჭდილებას გადასცემს ტვინს, რომელშიც უნდა წარმოიშვას ასევე ერთგვარი შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება ტვინის ბუშტებისა. ჩვენ არ ვიცით, ისეთივეა თუ არა ეს გაღიზიანება, როგორც იყო სინათლის შთაბეჭდილებით გამოწვეული გაღიზიანება, არ ვიცით რაშია კერძოდ ამ ორი გაღიზიანებისა და შთაბეჭდილების მსგავსება და განსხვავება, ასევე არ ვიცით სხვა ორგანოების შთაბეჭდილებების მსგავსებაა და განსხვავებაც, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ყველანი წარმოადგენენ ორგანოებისა და ნერვების ცვლილებების თუ მოძრაობის გარკვეულ სახეებს. ამრიგად, ბგერა სულიერი სამყაროს მოვლენაა.

ამავე შედეგებამდე მივყავართ სხვა შეგრძნებათა განხილვას. მაშასადამე, არსება, რომელსაც აქვს შეგრძნების უნარი, არის სულიერი, არამატერიალური სუბსტანცია.

მაგრამ გვეტყვიან: სწორედ ტვინის ეს გაღიზიანებები არის ჩვენი შეგრძნებები, სახელდობრ - მხედველობის ნერვის მიერ ტვინში გადაცემული შთაბეჭდილებებისაგან წარმოქმნილი გაღიზიანება ტვინისა არის მხედველობის შეგრძნება, სმენის ორგანოს შთაბეჭდილებებით წარმოქმნილი გაღიზიანება არის თვითონ ბგერის შეგრძნება და ა.შ. მაგრამ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაღიზიანების ამგვარი არევისათვის თვითონ შეგრძნებაში. მთელმა ზემოთ წარმოებულმა ანალიზმა დაგვანახა, რომ პირველი არის მექანიკური მოქმედება, მეორეს კი არაფერი აქვს მექანიკური მოძრაობის მსგავსი. ამავე დროს, თუ ასეთ რამეს ვივარაუდებდით, ჩვენ ვერ ავხსნიდით ჩვენი შეგრძნებების ერთიანობას, იმ ერთიანობას, რომელიც გადაჭრით გვარწმუნებს, რომ ტვინი არ არის შემგრძნები საწყისი. ბოლოს, ჩვენ ვიცით, და ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მგრძნობიარე არსება თავისუფლად მოიხმარს შეგრძნებებს, როცა მათ ერთმანეთს ადარებს და მსჯელობებსა და დასკვნებს აწარმოებს, რაც ვერ გაკეთდებოდა წმინდა მექანიკური გაღიზიანების საფუძველზე.

აქამდე ნავარაუდევი საბუთები კიდევ უფრო ძლიერდება თავისუფალი მოძრაობის განხილვის შემდეგ.

ბ) მოძრაობის შესახებ

§16. მთავარ მამოძრავებელ ორგანოთა ფიზიოლოგიური აღწერა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადამიანის მოძრაობის ყველა ორგანო ემორჩილება წმინდა მექანიკის კანონებს. ადამიანის მამოძრავებელი აპარატი შედგება: ა) ძვლებისაგან - სხვადასხვაგვარად მოწყობილი და მიზნებისადმი მეტად ბრძნულად მისადაგებული ბერკეტების სიმრავლისაგან, და ბ) თოკებისაგან, რომელთაც ეს ბერკეტები მოჰყავთ მოძრაობაში და რომელთაც კუნთები ეწოდება. კუნთების მოძრაობას განაგებენ მამოძრავებელი ნერვები.

ცხოველის ძვალთა ერთობლიობა შეადგენს ჩონჩხს. ჩონჩხი, როგორც მექანიკური ხელსაწყო, ერთ მთლიანს წარმოადგენს, მაგრამ თუ მისი ნაწილების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ იგი მრავალმხრივ ესადაგება ცოცხალი არსების მოთხოვნილებებს. ამრიგად, იგი ა) ასრულებს ორგანიზმისათვის დგარის, შტატივის როლს, ანუ, უბრალოდ, საკიდარის როლს კუნთებისათვის, რომლებიც მასზეა გაჭიმული და მიმაგრებულია სხვადასხვა მიმართულებით, გარედან კი დაფარულია ერთი, საერთო კანით; ბ) ქმნის მტკიცე დასაცავს ნერვული სისტემის მთავარი ნაწილებისათვის, როგორც, მაგალითად, თავის ქალა - ტვინისათვის, და, ბოლოს გ) შეადგენს სამოქმედო ხელსაწყოს მოძრაობისათვის.

კუნთები ორგანიზმში არის ის, რასაც ჩვენ ხორცს ვეძახით. კუნთების დანიშნულებაა, როგორც ვთქვით, ბერკეტების - ძვლების ამოძრავება. ამ ბერკეტთა საყრდენ წერტილებად გვევლინებიან კუნთების მიმაგრების ადგილები: სიმძიმის, ანუ წინააღმდეგობის წერტილების როლს ასრულებენ ორგანოს ამწევი, დამხრელი და მომხრელი პუნქტები.

§17. მოძრაობის განპირობებულობა ტვინით

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი მკაცრადაა დამოკიდებული თავისა და ზურგის ტვინზე, რომელიც მათ მართავს მამოძრავებელი ნერვების საშუალებით. ჩვენ ვიცით, როგორ ადვილად და თითქმის არაცნობიერად მოძრაობენ ჩვენი სხეულის ნაწილები. ჩვენ ისე მივეჩვიეთ მოძრაობას, რომ გვგონია ხელს თვითონ აქვს მამოძრავებელი ძალა, რომ ფეხი თავისთავად მოძრაობს, რომ საერთოდ სხეულის ყველა ნაწილი თვითონვე მოძრაობს, მაგრამ მათი მოძრაობის წყარო, მათი მამოძრავებელი ბიძგი, ტვინიდან მომდინარეობს. ამის საბუთი ასეთია: თუ სხეულის რომელიმე ნაწილს ტვინისაგან გამოვყოფთ - გადავჭრით ტვინთან მის დამაკავშირებელ მამოძრავებელ ნერვს, მაშინ ეს ნაწილი დაკარგავს მოძრაობის უნარს.

მაგრამ ფიზიოლოგია გვასწავლის, რომ ტვინი მარტო ერთი თავისი ნაწილის მეშვეობით არ მართავს სხეულის ყველა მოძრაობას, ტვინის სხვადასხვა ადგილები სხვადასხვა ორგანოს მოძრაობას განაგებენ. ზურგის ტვინის მარჯვენა მხარის დაზიანება, როგორც უკვე ვთქვით, იწვევს სხეულის მთელი მარჯვენა მხარის დამბლას, მარცხენა მხარის დაზიანებას კი ორგანიზმის მარცხენა მხარის დამბლა მოსდევს.

თუ ცხოველს მთლიანად ამოვაჭრით დიდი ტვინის ერთ ნახევარსფეროს, ამას მოჰყვება დამბლა სხეულის საპირისპირო მხარეზე. იგივვ ხდება პატარა ტვინის ნახევრის ამოჭრისასაც. ამავე მოვლენებს, ოღონდ უფრო მაღალ ხარისხში, გვიჩვენებს მოგრძო ტვინი, როგორც ტვინის ცენტრის ყველა ნაწილის შეერთების ადგილი. თუ მის ერთ ნახევარს დავაზიანებთ ქვედა ბოლოდან, ამას მოსდევს საშინელი ტკივილი და სხეულის ერთი ნახევრის სრული დამბლა, ხოლო თუ მთელ მოგრძო ტვინს გადავჭრით, ამას სწრაფად მოსდევს სიკვდილი.

§18. სად არის მოთავსებული მამოძრავებელი საწყისი?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ამრიგად, აქაც, როგორც შეგრძნებების განხილვისას, ჩვენ მივადექით ტვინს როგორც წყაროს, საიდანაც მომდინარეობს ადამიანის ორგანიზმის ყველა მოძრაობა. მაგრამ თვითონ ტვინი აწარმოებს თავისუფალ მოძრაობებს, თუ არის კიდევ რაღაც განსაკუთრებული უხილავი საწყისი, რომელიც ტვინის საშუალებით აძლევს ბიძგს სხეულს? ყველა ფაქტი და მოსაზრებანი გვარწმუნებენ, რომ ტვინი მხოლოდ შუამავალი ორგანოა მოძრაობისა, პირველადი წყარო კი, ანუ პირველადი მამოძრავებელი ძალა მოთავსებულია არა მასში, არამედ განსაკუთრებულ, უხილ არსებაში. ამას ამტკიცებს შემდეგი:

1. ცხადია, რომ ადამიანში მამოძრავებელი საწყი იგივეა, რაც მგრძნობელი. მგრძნობელობები და მოძრაობები ჩვენში მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. შინაგანი ცნობიერება გვარწმუნებს, რომ ჩვენი სხეულის ნაწილებსაც ის არსება ამოძრავებს, რომელიც შეგრძნებებს იღებს. ადამიანის ორგანიზმში ხან შეგრძნებები გვევლინებიან მოძრაობის მიზეზად, ხან კი ზოგიერთი მოძრაობა იწვევს ზოგიერთ განსაკუთრებულ შეგრძნებას. როცა მე ტკივილი ვიგრძენი და ფეხი გამოვწიე, ცხადია, რომ ეს მოძრაობა იმავე არსებამ შეასრულა, რომელმაც ტკივილი იგრძნო. ამიტომაა, რომ ამ ორ მოვლენას, ე.ი. ფეხის ტკივილსა და მოძრაობას შორის, ისე მცირე დროის შუალედია, რომ ისინი ერთდროული გვგონია. მაგრამ თუ მამოძრავებელი საწყისი შეგრძნების იგივეობრივია, მაშინ ცხადია, რომ იგი ტვინში არაა, რადგანაც ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, რომ შემგრძნების საწყისი არ არის ტვინი.

2. ყველა ჩვენს სხეულებრივ მოძრაობაში, მიუხედავად მათი სიმრავლისა და მრავალგვარობისა, მოცემულია განსაცვიფრებელი ერთიანობა და თანხმობა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, მოძრაობებს რომ ტვინს გარდა სხვა წყარო არა ჰქონდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ სხეულის მოძრაობებს განაგებს ტვინის არა ერთი, არამე რამდენიმე ადგილი, რომ დიდი, პატარა და მოგრძო ტვინის ერთი მხარის დაზიანება იწვევს დამბლას სხეულის ერთ ნახევარში, ხოლო მეორე მხარის დაზიანება მოძრაობის უნარს ართმევს სხეულის მეორე ნაწილს. მაგრამ რა ათანხმებს ერთმანეთთან ტვინის ამ ნაწილებს? აშკარაა, რომ ისინი თვითონ კი არ უთანხმდებიან ერთმანეთს, არამედ არის რაღაც განსაკუთრებული, უხილავი არსება, რომელიც მათი მეშვეობით შეთანხმებულად ამოძრავებს ყველა ნაწილს. დავსვათ შემდეგი მარტივი კითხვა: ერთი და იგივე არსება ამოძრავებს თუ არა ჩვენს მარცხენა და მარჯვენა ხელს? ჩვენი ცნობიერება, შინაგანი შეგრძნება გვპასუხობს, რომ ერთი და იგივე; მაგრამ თუ ტვინს გარდა არ დავუშვებთ განსაკუთრებულ არანივთიერ საწყისს, მაშინ გამოვა, რომ მარცხენა ხელს ერთი არსება ამოძრავებს, მარჯვენას კი - მეორე.

3. ბოლოს, მამოძრავებელი საწყისის: არამატერიალურობასა და სულიერებაში ყველაზე უფრო უდავოდ გვარწმუნებს ჩვენი მოძრაობების აზრიანობა და განზრახვისეულობა. ადამიანის სხეულის მოძრაობები იმით განსხვავდებიან ყველა სხვა უსიცოცხლო მატერიების მოძრაობებისაგან, რომ აქ ყველა ნაწილი განზრახვის შესაბამისად, გაანგარიშებულად მოძრაობს, მაშასადამე, მათ ამოძრავებს არა რომელიმე ბრმა, არამედ გონიერი ძალა. ამიტომ იძულებული ვართ დავუშვათ, რომ მათი მოძრაობის წყაროს წარმოადგენს გონიერი, უხილავი, სულიერი ძალა.

§19. მგრძნობიარე და მოაზროვნე საწყისთა იგივეობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იმის შეუძლებლობაში, თითქოს ტვინს ჰქონდეს შეგრძნებების უნარი, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, როცა ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენი შეგრძნებები აზრების და განსჯათა ჩანასახს წარმოადგენენ, რომ შემგრძნები არსება იმავე დროს არის მოაზროვნეც, რომ შეგრძნება, აზროვნება და ცნობიერება ერთსა და იმავე განუყოფელ არსებაშია. დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო იმის დასასაბუთებლად, რომ მოაზროვნე და შემგრძნები არსება ერთი და იგივეა. ჩვენი ცნობიერება, ჩვენი შინაგანი გრძნობა გვარწმუნებს, რომ, თუ ჩვენს გრძნობას არ ვენდობოდით და შეგრძნებებს აზრებისაგან გამოვყოფდით, მათ ორ განსხვავებულ სუბსტანციას მივაწერდით, მაშინ სრულიად უაზრო წინააღმდეგობაში ჩავვარდებოდით. ეს იგივე იქნებოდა, რომ აზრი ორ ნაწილად გაგვეხლიჩა: მაშინ გამოვიდოდა, რომ გარე საგნებს ხედავს ერთი არსება, მათ შესახებ კი მსჯელობს სრულიად სხვა არსება. მაგრამ, ვიმეორენ, ეს უკიდურესი უაზრობაა, რამდენადაც ადამიანის დანახვა და მისი ლაპარაკის გაგონება უკვე ნიშნავს მის შესახებ განსჯას. აქ შეგრძნებები და მსჯელობა ერთმანეთისაგან განუყოფელია. მაგრამ თუ მოაზროვნე საწყისი იგივეა, რაც შემგრძნები, მაშინ იმის დაშვებით, რომ ტვინს შეუძლია შეიგრძნოს, ისიც უნდა გვეღიარებია, რომ მას აზროვნებაც შეუძლია. აი, სწორედ ამას ემყარებოდა ბევრი მატერიალისტი, როცა უარყოფდა ჩვენში არამატერიალური სულის არსებობას. მაგრამ თუ ჩვენ აქამდე შევძელით, როგორც ვფიქრობთ, უდავოდ დაგვესაბუთებია, რომ ტვინს არ შეუძლია შეიგრძნოს, უფრო ადვილად და უდავოდ შეიძლება იმის დასაბუთება, რომ მას მით უმეტეს არ შეუძლია იაზროვნოს. ყოველივე, რაც ზემოთ ითქვა იმის დასაბუთებისათვის, რომ შეუძლებელია ტვინს მივაწეროთ შეგრძნების უნარი, ორმაგ და სამმაგ ძალას იძენს, როცა იმის დასასაბუთებლად ითქმება, რომ ტვინს არ შეუძლია აზროვნება. ამიტომ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საჭირო არაა ძალისხმევა იმის დასაბუთებისათვის, რომ ტვინს და, საერთოდ, მატერიას აზროვნება არ შეუძლია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნებისმეტყველური მეცნიერებების დღევანდელი განვითარებისა და იმ ცდების პირობებში, რომლებითაც ახლა ფიზიოლოგია გამდიდრდა, აღარ გამეორდება შეცდომა, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი არასაკმარისი განვითარების დროს, და ჩვენ ამ აზრს გაგვიმტკიცებს თანამედროვე ბუნებისმეტყველების პატრიარქის, სახელგანთქმული ლიბიხის მოწმობა.

§20. ლიბიხის მოწმობა [4]

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მიუნხენის უნივერსიტეტში 1856 წელს წაკითხულ თავის პირველ ლექციაში ლიბიხმა საზეიმოდ ცნო სულიერის თვითმყოფობა ნივთიერთან მიმართებით ორგანულ არსებებში. სახელგანთქმული მეცნიერის სიტყვებში ჩვენ აგრეთვე ვნახავთ ყოველივე იმის დადასტურებას, რაც აქამდე იყო ნათქვამი ჩვენი შეგრძნებების შესახებ. აი, მისი სიტყვები: „ამ დილეტანტებს (ასე უწოდებს მეცნიერი ზერელე ადამიანებს, რომელნიც მეცნიერულ მუშაობას ეწევიან სხვათა შორის, გართობის მიზნით), ბუნების კანონების ცოდნის ამ ბალღებს სურთ დაარწმუნონ არამცოდნე და მიმნდობი საზოგადოება იმაში, რომ მათ შეუძლიათ გააგებინონ ჩვენში აზრების წარმოქმნა, ჩვენი სულის არსი და თვისებები. სულიერი ადამიანი, მათი სიტყვების მიხედვით, მხოლოდ თავისი გრძნობების წარმონაქმნია. ტვინი მხოლოდ ნივთიერი ცვლილებების საშუალებით ბადებს აზრებს და მისი მათდამი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ღვიძლისა ნაღველისადმი. როგორც ღვიძლთან ერთად გაქრება ნაღველი, თითქოს ასე კვდება ჩვენი სულიც ტვინის დარღვევასთან ერთად.

ჩამოაშორეთ ამ ბატონების დასკვნებს მათი მოჩვენებითი ბრწყინვალება, რომელიც სერიოზული მკვლევარების თვალში სხვა არაფერია გარდა ნათელმყოფილი ბურუსისა, და მხოლოდ ის აზრი დაგვრჩება, რომ ფეხები ადამიანს სირბილისათვის აქვს მიცემული, ტვინი კი აზროვნებისათვის, და რომ აზროვნება საჭიროა ისევე ვისწავლოთ, როგორც სირბილს ვსწავლობთ, რომ ფეხების გარეშე ვერ ვირბენთ, ტვინის გარეშე კი ვერ ვიაზროვნებთ, რომ მოძრაობის ორგანოების დაზიანება ხელს გვიშლის სიარულში, აზროვნების ორგანოების დაზიანება კი ცვლის თვითონ აზროვნებას. მაგრამ ხორცი და ძვლები, რომელთაგანაც შედგება ფეხები, თავისთავად ხომ არ მოძრაობენ - მათ ამოძრავებს მიზეზი, რომელიც არც ხორცია, და არც ძვლები; ისინი მხოლოდ ძალის არაღებია; აზროვნებს არა რბილობი, რომელსაც ტვინს უწოდებენ, - იგი მხოლოდ იარაღია აზრის წარმომქმნელი მიზეზისა. ტვინი არის ერთადერთი შინაგანი ორგანო, რომელზეც ადამიანის ნება უშუალოდ ზემოქმედებს. ნებას არ შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს არც გულის მოძრაობებზე, არც კუჭის მოქმედებაზე, მაგრამ დროულად გაწნული სილა ზოგჯერ მათემატიკური აქსიომის გაგებაზეც მოქმედებს. თვალი კი არ ხედავს სინათლეს ან სხეულებს, ყურს კი არ ესმის მუსიკა, ისინი მხოლოდ იარაღებია სინათლის ტალღებისა და ბგერების აღსაქმელად.

დილეტანტები ამტკიცებენ, რომ აზრები წარმოადგენენ ტვინის ნივთიერების ცვლილების პროდუქტებს, ისე როგორც ნაღველი არის ღვიძლის ნივთიერების ცვლილების პროდუქტი.

მაგრამ ნამდვილმა ფიზიოლოგიამ ჯერ კიდევ არაფერი იცის ნაღველის მიმართებაზე ღვიძლის, როგორც მისი გამომყოფი ორგანოს, ნივთიერების ცვლილებასთან, ხოლო რაც აქ ქიმიას გაურკვევია, იმას ამტკიცებს, რომ ნაღველის სტიქიური საწყისები არავითარ დამოკიდებულებაში არ არის ღვიძლის სტიქიურ საწყისებან. სულის მქონე ადამიანი კი არ არის თავისი გრძნობების პროდუქტი, არამედ გრძნობების მოქმედებანი წარმოადგენენ ადამიანის გონიერი ნების პროდუქტებს.

ჩვენ ვიცით, რომ ნივთიერების ცვლილება ანიჭებს ძალას ორთქლის მანქანას. ხე, ნახშირი იწვის ანუ იცვლის თავის თავდაპირველ თვისებებს ჟანგბადთან შეერთებისას. ამ წვის შედეგს წარმოადგენს სითბო, რომელიც წყალს ორთქლად აქცევს, ეს უკანასკნელი კი ავითარებს წნევას ქვაბის კედლებზე და ამოძრავებს მანქანას. გალვანურ სვეტში ნივთიერების ცვალებადობის გზით, მჟავაში მეტალის გახსნის გზით წარმოიშობა ელექტრული დენი; თუ მას ლითონის მავთულში გაატარებთ, იგი მაგნიტად იქცევა; მაგნიტს აქვს მიზიდვის თვისება, და თუ მას წნევად გარდავქმნით, იგი მანქანას გასწევს. აქედან შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანის სხეულშიც ნებისმიერი მოძრაობის განმსაზღვრელი მექანიკური ძალა ნივთიერების ცვალებადობასთანაა დაკავშირებული, კერძოდ კი - კუნთურ სისტემაში, მაგრამ თვითონ მათი ურთიერთმიმართება ჩვენთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობია.

დაბეჯითებით ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ორგანიზმში ძალა ისე არ წარმოიშობა, როგორც ორთქლის მანქანაში, და შეუძლებელია მისი ახსნა ელექტრობის ჩვენთვის ცნობილი კანონებით. ჩვენ ვიცით, რომ ნივთიერების ცვლა სხეულის ყველა ნაწილში ხდება, რომ მექანიკური ძალის ხარჯვა გავლენას ახდენს სხეულის ყველა ორგანოზე, მის მთელ მექანიზმზე, რომ სირბილით ან მძიმე მუშაობით დაღლილი ადამიანის ნება ნაწილობრივ კარგავს ძალაუფლებას აზროვნების ორგანოზე, ტვინზე. მაგრამ ბუნებისმეტყველებამ სრულიად არაფერი იცის ტვინის ნივთიერების ცვლილების შესახებ, რომელიც თითქოს აზრებს წარმოქმნის. ყოველივე, რაც ჩვენ ამ მიმართებით ვიცით - დაიყვანება ერთ ჩვეულებრივ ჭეშმარიტებაზე, რომ თავს ტვინის გარეშე არ შეეძლებოდა არც აზროვნება და არც გრძნობა.

მკვლევარები, რომელთაც მართლა სურდათ ორგანული სიცოცხლის კანონები შეესწავლათ, ბუნებრივად აქცევდნენ ყურადღებას მასში შემჩნეულ ქიმიურ და ფიზიკურ ძალებს, როგორც ისეთ საგნებს, რომელნიც მათთვის ცნობილი იყვნენ სხვა მოვლენებიდან. მათ დროებით თავი გაანებეს სასიცოცხლო ძალის საკითხს, რათა გამოეკვლიათ, რამდენად შესწევს უნარი ფიზიკას და ქიმიას, ახსნას სიცოცხლე და მისი პროცესები, მაგრამ იქ, სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, ყველგან ვლინდებოდა ახალი, ჯერ კიდევ უცნობი საწყისის მოქმედება, რომლის მოცულობისა და არსის განასაზღვრას იქვე ცდილობდნენ. დროებითი გამორიცხვის ეს მეთოდი ბევრისთვის უცნობი იყო, ბევრმა იგი ვერც გაიგო, და სწორედ ამის გამო ფიქრობდნენ, თითქოს ბუნებისმეტყველები უარყოფენ ორგანული სიცოცხლის თვითმყოფობას, მაშინ როცა ისინი მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ გაეგოთ ამ სიცოცხლის ქიმიური და ფიზიკური პირობები.

მაგრამ თვითონ მატერიალიზმის მქადაგებლებსაც კი უსამართლოდ რომ არ მოვექცეთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი შეხედულებები, არსებითად, მხოლოდ უკიდურესი რეაქციაა, რომელიც თავის საწინააღმდეგოდ აღძრეს სხვადასხვა მოძღვრებებმა, სულ რამდენიმე წლის წანათაც რომ აღიარებით სარგებლობდნენ. ეგრეთ წოდებული „ბუნების ფილოსოფიის" დასკვნებზე დამყარებულ ფიზიოლოგიას საფუძვლად არ ედო ზუსტი გამოკვლევები, ცდის მნიშვნელოვანი ჩვენებანი; იგი კვების, სუნთქვის, მოძრაობის ყველა პროცესს ხსნიდა წარმოსახული მიზეზით, რომელსაც სასიცოცხლო ძალას უწოდებდნენ; მაშინ ფიქრობდნენ, რომ ორგანულ სსეულში ქიმიური და ფიზიკური ძალები სულაც არ მონაწილეობენ; სხეული თავის თავში თვითონ და თავისებურად ბადებს მისთვის საჭირო რკინასაც და სითბოსაც. ზუსტმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ნივთიერების ყველა ძალა იღებს ნამდვილ მონაწილეობას ორგანულ პროცესში, ხოლო უკიდურესი რეაქცია, წინააღმდეგ ძველი შეხედულებისა, ახლა ამტკიცებს, რომ ყველა სასიცოცხლო მოვლენა განპირობებულია მხოლოდ ქიმიური და ფიზიკური ძალებით, რომ სხეულში არ მოქმედებს არავითარი სხვა ძალა. მაგრამ როგორც ადრე ბუნების ფილოსოფოსები ვერ ასაბუთებდნენ, რომ ყოველივეს მათი სასიცოცხლო ძალა წარმოქმნის, ასევე უახლეს მატერიალისტებსაც არ შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ ყველაფერს არაორგანული ძალები ქმნიან და რომ მხოლოდ ისინია საკმარისი ორგანიზმისა და თვითონ სულის წარმოქმნისათვის. მათი ყველა დებულება ემყარება, როგორც ადრე, არა საქმის ვითარების ცოდნას, არამედ მის სრულ არცოდნას. ჭეშმარიტება კი შუაში ძევს: იგი გაურბის ცალმხრიობას და ცნობს წარმომქმნელ საწყისს ორგანულ სიცოცხლეში, გაბატონებულ იდეას, რომელიც არა მარტო ქიმიურ და ფიზიკურ ძალებთან ერთად იჩენს თავს, არამედ თვითონ მათშივე მოქმედებს".

ასეთია თანამედროვე მეცნიერების საბოლოო დასკვნა, რომელსაც დიდი ქიმიკოსი მოგვახსენებს.

§21. შენიშვნა ადამიანის სამწევროვანი აღნაგობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სანამ ჩვენი ქვეყნის მეცნიერის ფიზიოლოგიური შრომიდან მოვიტანდეთ სხვა მოწმობას, ერთი წუთით შევჩერდეთ ლიბიხის შენიშვნაზე სასიცოცხლო ძალის შესახებ, რომლითაც XVIII საუკუნეში ხსნიდნენ ორგანიზმის ყველა მოქმედებას. ამ ყბადაღებულ სასიცოცხლო ძალას გავლენა ჰქონდა და დღესაც ზეგავლენა აქვს იმათზე, ვინც „ფსიქოლოგიას" წერს და ასწავლის. მრავალ „ფსიქოლოგიაში" დღესაც გვხვდება აზრი, რომ ადამიანი შედგება სამი საწყისისაგან ანუ არსებისაგან, სახელდობრ: სხეულის, სულისა და გონისაგან. მაგრამ, აშკარაა, რომ ასეთი შეხედულება მიუღებელია.

მიზეზი, რის გამოც ბევრს „ფსიქოლოგიაში" შემოჰყავდა ეს საშუალო არსება ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ყოფდა ადამიანის სულიერ საწყისს ორ ნაწილად - სულად და გონად, ჩანს, ის იყო, რომ ამით უფრო ადვილი ხდებოდა ადამიანში გონითი და სხეულებრივი საწყისების შეერთება, რომელთა ერთგვარი შუამავალი რგოლიც, მათი აზრით, იყო სული. მაგრამ ამ ეშმაკური თეორიით არამარტო ვერ ახსნეს ბუნების საიდუმლოებანი, მარად აუხსნადის საიდუმლოებანი, არამედ კიდფ უფრო გააბუნდოვანეს ისინი, რადგანაც, თუ ადრე გაუგებარი იყო სულის და სხეულის კავშირი, ახალი თეორიის შემოღების შემდეგ ამას მეორე სიძნელეც დაემატა - ასახსნელი შეიქნა, როგორ უკავშირდება სული ჯერ სხეულს, შემდეგ კი გონს.

საჭირო არაა იმის დასაბუთება, რომ ადამიანის ეს სამწევროვანი აგებულება შეუძლებელია, მაგრამ რა უნდა ითქვას იმ ფსიქოლოგებზე, რომლებიც იგონებენ ადამიანის კიდევ უფრო უცნაურ დაყოფებს და ლაპარაკობენ სულზე ფართო მნიშვნელობით, სულზე ვიწრო მნიშვნელობით და გონზე? ეს სასაცილოზე მეტია.

§22. ციტატები ბ-ნ ჟემჩუჟნიკოვის ფიზოლოგიიდან [5]

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცოცხალი სხეული გამოირჩევა მგრძნობელობით და მოძრაობით, და რომ მოძრაობის აღმძვრელ ბიძგს ნერვები იძლევიან. ახლა ისმის კითხვა, რა მოქმედებს ნერვებში? როგორ ხდება მათი მეშვეობით მოქმედება და მოძრაობა?

თავისი ცენტრიდან თუ გამოვაცალკევებთ, არც ერთ ნერვს არ ექნება არც დამოუკიდებელი სიცოცხლე და არც დამოუკიდებელი მოქმედება. მართალია, მოკვეთის შემდეგ, პირველ წამებში, ერთიც იჩენს თავს და მეორეც, მაგრამ ცოცხალი სხეულის შემდგომი სიკვდილი გვიჩვენებს, რომ მასში გამოილია იმ საწყისი მარაგი, რომელიც მას სიცოცხლეს და მოძრაობას ანიჭებდა, და რომ თვითონ მას არ შეუძლია შეანაცვლოს ეს საწყისი. რა საწყისია ეს? როგორ ანიჭებს იგი სიცოცხლეს ნერვებს და როგორ აღძრავს მათ სამოქმედოდ?

საწყისი, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს და სამოქმედოდ აღძრავს ნერვებს, არ გვეძლევა ჩვენი გრძნობებით: ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მის ზეგავლენას ნერვებზე, ვიცით, რომ მის გარეშე ნერვები წარმოადგენენ მკვდარ მექანიკურ ხელსაწყოს, მანქანას მამოძრავებელი ძალის გარეშე.

ამაზე ფიზიოლოგია ჩერდება. იგი ცდის საშუალებით გვარწმუნებს, რომ ჩვენს სხეულში არის სული; იგი წვდება მის გავლენას ნერვული სისტემის ცალკეულ მოქმედებებში. მაგრამ რა არის თვითონ სული? ეს საკითხი იმ ამოცანათა სფეროს გარეთაა, რომელთაც წყვეტს ფიზიოლოგია".

§23. რა არის სიცოცხლე?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

განვიხილოთ ჩვენი გაგების საწინააღმდეგო ზოგიერთი მოსაზრება. მათგან მთავარია სიცოცხლის ის გაგება, წომელსაც ბევრი ემხრობა. ბუნებისმეტყველებასა და თვითონ ფილოსოფიაში არც ერთი სიტყვა ისეთ მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს, როგორც სიტყვა „სიცოცხლე". ცნება, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს, უაღრესად განუსაზღვრელია. ზოგჯერ მას ბევრ, სრულიად ერთმანეთის საპირისპირო მნიშვნელობას მიაწერენ, მაგრამ უფრო ხშირად, იმ ადამიანების ენაზე, რომელნიც ვერ შეჩვევიან თავისი სიტყვების გააზრებას, ის ნიშნავს რაღაც საიდუმლო ძალას, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ აეხსნათ ყოველივე გაუგებარი და ბნელი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს არსებების ყოფიერებაში.

ზოგნი მცენარეებს ცოცხალ არსებებად თვლიან, რის გამო ბევრი უშვებს მცენარეულ სიცოცხლეს, მცენარეთა სიცოცხლდა ა.შ.

მაგრამ თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რაც დღემდეა ცნობილი მცენარეულ არსებათა ზრდის, კვების და, საერთოდ, არსებობის შესახებ, მაშინ უნდა ვცნოთ, რომ მცენარეული სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ქიმიურ-მექანიკურ ძალთა მოქმედება. ამას ის ამტკიცებს, რომ მცენარის შიგნით მიმდინარე ყველა მოვლენა სრულიად დამაკმაყოფილებლადაა ახსნილი მხოლოდ და მხოლოდ ქიმიური და მექანიკური კანონებით. მაგრამ იდუმალ ძალთა მომხრეებს უნდათ მცენარეში დაუშვან რაღაც უფრო მეტი და მაღალი, ვიდრე უბრალო მექანიკური მოძრაობებია, და იმოწმებენ რამდენიმე მოვლენას, რომლებიც თითქოს იმას ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ მგრძნობელობა და ნებისეული მოძრაობები. ასეთ მოვლენებს ეკუთვნის ზოგიერთი მცენარის მოძრაობა იმ მიმართულებით, საიდანაც მას სინათლე ეცემა. მაგალითად, ბნელ სარდაფში ხახვის ბოლქვი სინათლის მხარეს ამოიყრის, მზესუმზირა თავს მზისაკენ აბრუნებს, ბევრი ყვავილი საღამოს იხურება და დღისით იშლება და ა.შ., მაგრამ მსგავსი მოვლენები მექანიკურ ძალების სფეროს არ სცდებიან. აშკარაა, რომ მოყვანილ მაგალითებში მოქმედებს მზის სხივის უბრალო მიზიდულება, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მცენარეულობაზე. საერთოდ, ბუნების უფრო გამოცდილი მკვლევარნი მცენარეებში არასოდეს უშვებდნენ შეგრძნებისა და ნებისეული მოძრაობის მსგავს რაიმეს.

როდესაც მცენარეებიდან ცხოველების განხილვაზე გადადიოდნენ, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ უკანასკნელებში მგრძნობელობა და ნებისეული მოძრაობა შედეგია რაღაც ორგანული სიცოცხლისა, ანუ იმ განსაკუთრებული ძალისა, რომელიც სულიერი არაა და მატერიის განვითარების ორგანული ფორმის შედეგია. ამის საბუთი მოიპოვება ცხოველთა სამყაროს მრავალ მოვლენაში.

ბუნებაში რომ ცხოველთა მხოლოდ მაღალი კლასები არსებობდეს, რომელთაც აქვთ ცხოველური სიცოცხლის ყველა ორგანო და ნიშნები, მაშინ არავითარი გაუგებრობები და კამათი არ წარმოიშობოდა მათი სიცოცხლის ძირითადი საწყისის შესახებ; მაგრამ ბუნებაში გვხვდება ისეთი ცხოველები, რომელთა ფორმები, ცხოვრების წესი, გამრავლების, კვების გვარობა და სხვა თვისებები, ჩანს, ეწინააღმდეგება შეგრძნებებისა და ნებისეული მოძრაობების საწყისის შესახებ ყველა ჩვენს გაგებას. მართლაც, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ ზოგიერთი სახის ცხოველებში შენიშნულ მოვლენებს შეუძლიათ მოაზროვნე ადამიანის განცვიფრება გამოიწვიოს. ბუნებაში გვხვდება ცხოველები, რომლებზეც ძნელია თქვა, ცხოველებია ისინი თუ მცენარეები. ასეთია, მაგალითად, ზოოფიტები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა მთავარი. ამ არსებათა ბევრი სახე მეტად უცნაურ მოვლენებს წარმოადგენს, მაგალითად, პოლიპს თუ თავს მოვაჭრით, მეორე თავი წამოეზრდება, თუ ჰიდრას რამდენიმე ნაწილად დავჭრით, ყოველი ნაწილიდან ახალი ჰიდრა წარმოიშობა. უფრო მეტიც, არსებობს პოლიპების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც შეიძლება მცირე ნაწილებად დავაქუცმაცოთ და თითოეული ნაწილიდან კვლავ წარმოიშობა ძველის მსგავსი ახალი ცხოველები. ბოლოს, ასეთი არსებების სიცოცხლის ახსნისას უკვე ის ქმნის უდიდეს სიძნელეს, რომ მათში ვერ მოძებნეს შეგრძნებებისა და ნებისეული მოძრაობების ვერავითარი იარაღები ანუ ორგანოები, მაშინ როცა მათ ახასიათებს მოძრაობა და თითქოს ისიც შენიშნეს, რომ შეგრძნებებიც აქვთ. სწორედ ამ მოვლენების გამო ბევრი იძულებული იყო ეფიქრა, რომ შეგრძნება და მოძრაობა შეიძლება ორგანული მატერიალური მასის კუთვნილება იყოს. ჩვენ არ შევუდგებით მსგავსი საწინააღმდეგო მოსაზრებების მნიშვნელობის უარყოფას, ასევე არ გამოვიგონებთ არავითარ ჰიპოთეზებს ჩვენს წინანდელ დებულებებთან მათი შეთანხმებისათვის, თუმცა ასეთი ცდა ძალზე გამართლებული იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთოდ, ამ ცხოველთა შესახებ ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ გაბედულად და ყველა მიუკერძოებელი მოაზროვნის თანხმობაში სავსებით დარწმუნებულნი, ვიტყვით, რომ სულაც გონიერი და თანამიმდევრული არ იქნებოდა ესოდენ საიდუმლო მოვლენებზე დაგვეფუძნებია რაიმე ფსიქოლოგიური დასკვნები. სიცოცხლის ძირითადი თვისებების შესახებ შესაძლებელია ვიმსჯელოთ იმ ცხოველთა შესწავლის საფუძველზე, რომელთაც გარკვეულ განვითარებას მიაღწიეს და გამოავლინეს ყველაფერი, რაც გააჩნიათ; მაგრამ ჩვენ იმის შესაძლებლობა არა გვაქვს, რომ რაიმე ნამდვილი გავიგოთ ისეთი არსებების შესწავლისას, რომლებიც თითქოსდა ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებიან. მართლაც, შეიძლება თუ არა რაიმე მსჯელობა დავაფუძნოთ ისეთი არსებების ყოფნის წესზე, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ ვერ გვითქვამს, ცხოველებია ისინი თუ მცენარეები? რა თქმა უნდა - არა! სიცოცხლის ნამდვილი თვისებები იქ უნდა ვეძებოთ, სადაც იგი სრულად განვითარებულა, და არა იქ, სადაც იგი მხოლოდ ჩასახვას იწყებს. იმ განუვითარებელი ორგანიზმების შესწავლისას, რომლებიც ცხოველის მხოლოდ ჩანასახებს წარმოადგენენ, ჩვენ ბევრი შეცდომა შეიძლება მოგვივიდეს, რასაც ბუნებისმეტყველების განვითარების ისტორიაც გვიმოწმებს. ცნობილია, რომ ბევრი შეხედულება, რომელიც ადრე ჭეშმარიტად ითვლებოდა და ეწინააღმდეგებოდა მეცნიერების ძირითად დებულებებს, მაგალითად, დებულება ცხოველებისა და მცენარეების უთესლოდ ჩასახვის შესაძლებლობის შესახებ, შემდგომმა აღმოჩენებმა მთლიანად უარყვეს.

ამრიგად, ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ სიცოცხლე მხოლოდ შეგრძნებასა და ნებისეულ მოძრაობაში მდგომარეობს და არანაირად არ შეიძლება საკუთრივ მატერიის კუთვნილება იყოს. სადაც ეს ორი ნიშანია მოცემული, იქ აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ არამატერიალური, სულიერი საწყისის არსებობა.

§24. აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები, განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული, არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები, ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია. მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?

თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.

სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს, ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!

§25. შეგრძნებები არ უნდა ავურიოთ გულის გრძნობებში

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ „ფსიქოლოგიაში" შეგრძნების უნარს, ანუ ხედვის, მოსმენის, შეხების და სხვა უნარებს თითქმის ყოველთვის ურევდნენ ეგრეთწოდებულ გულის გრძნობებში ანუ ისეთ სულიერ მდგომარეობებში, როგორიცაა დარდი, სიხარული, სიამოვნება, მოწყენილობა და სხვ. მაგრამ აშკარაა, რომ მოვლენათა ეს ორი რიგი სრულიად სხვადასხვაა. პირველნი წარმოდგენებისა და ცოდნის ჩანასახს წარმოადგენენ, ისინი ნათელი და გარკვეული არიან უკიდურეს შესაძლებლობამდე: რა შეიძლება, მაგალითად, უფრო ნათელი იყოს, ვიდრე სინათლის, ფიგურის, სიდიდის და სხვა ამგვარი შეგრძნებაა? ამის საპირისპიროდ, სულიერი მდგომარეობები ანუ სიამოვნებისა და უსიამოვნების გრძნობები, ჩვეულებრივ, ბნელი და გაურკვეველი არიან.

§26. პირველი თავის დასკვნა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ვამედოვნებთ, ამ თავში მოტანილი საბუთები საკმარისია ყველა მიუკრეძოებელი ადამიანის დასარწმუნებლად იმ ჭეშმარიტებაში, რომ ჩვენ შეგრძნებები სულიერი სამყაროს მოვლენებია, რომ დანახვა, მოსმენა, სუნის, გემოს, ტკივილის, სიცივის და სითბოს შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სულის მქონე, არამატერიალურ არსებას; რომ, მაშასადამე, ადამიანში არის რაღაც მისი ორგანიზმისაგან სრულიად განსხვავებული, და, მაშასადამე, მას აქვს სული, რომელიც არამატერიალურია, გონისეულია. თუ კი მარტო შეგრძნების უნარი საკმარისად გვარწმუნებს სულის არანივთიერულობაში, რაღა უნდა ვთქვათ განსჯის, დასკვნის, თავისუფლების უნარებზე და სხვ. ეს უმაღლესი უნარები კიდევ უფრო უდავოდ გვარწმუნებენ ზემოთქმულის სისწორეში, მაგრამ არავითარი საჭიროება არ არის მივმართოთ მათ; საკმარისია იმის დამტკიცება, რომ შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სულიერ საწყისს. აქედანვე ჩანს ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ფსიქოლოგისათვის, დაამტკიცოს შეგრძნების შეუძლებლობა სულიერი სამყაროს გარეთ. მაგრამ ეს აუცილებლობა ყველაზე უკეთ შეიძლება დავინახოთ. მე-18 საუკუნის მატერიალიზმის წარმოშობის ისტორიიდან და იმ საფუძვლებიდან, რომელსაც ეს აუცილებლობა მუდამ ემყარება. ვინც იცნობს ვოლტერის, დიდროს, ბელვეციუსის, დალამბერის და სხვა ფილოსოფოსთა შეხედულებებს, მას შეეძლო ადვილად დარწმუნებულიყო, რა გზით მივიდნენ ისინი თავის მცდარ მტკიცებებამდე და ჩვეულებრივ რით იცავდნენ მათ. ფიზიოლოგიისა და ქიმიის არასაკმარისი განვითარების გამო, იმ დროს არსებობდა აზრი, რომ შეგრძნების უნარი მიეწერება ორგანიზმს, რომ ტვინი არის ერთადერთი არსება, რომელიც ისმენს, ხედავს, გრძნობს შეხებას და ა.შ. აქედან საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომ მისულიყვნენ რწმენამდე ტვინი განსჯასაც და დასკვნებსაც თვითონ აწარმოებსო; ეს იმიტომ, რომ აშკარაა, ვინც ჩვენში ხედავს, დანახულის შესახებ თვითონვე ბჭობს. ზუსტად ამასვე იმეორებენ თანამედროვე მატერიალისტებიც. ვინც მატერიალიზმით დასნებოვნებულ ადამიანებს შეხვედრია, მას ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ მათი ერთადერთი საყრდენი პუნქტი ის აზრია, თითქოს შეგრძნების უნარი ორგანიზმს ჰქონდეს. თუ ასეთ ადამიანებს დავუმტკიცებთ ფიზიოლოგიის ნიადაგზე, რომ ორგანიზმს არა აქვს შეგრძნების უნარი, ეს იგივე იქნებოდა, რაც მათი დამარცხება მათივე საკუთარი ირაღით.


თავი მეორე

სულიერ უნართა ანალიზი

§27. თავის შინაარსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წინა თავში ჩვენ დავასაბუთეთ ადამიანში სულიერი საწყისის ანუ სულის არსებობა, ამ თავში კი ვეცდებით ავხსნათ, რა უნარებითა და ძალებით აღჭურვა სული შემოქმედმა. ამისთვისაც ჩვენ ვისარგებლებთ ცდის მონაცემებით, მაგრამ ცდა, რომლითაც ჩვენ აქ ვიხელმძღვანელებთ, რამდენადმე განსხვავდება იმ ცდისაგან, რომელიც პირველი თავის საფუძველს შეადგენდა. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა უნარები აქვს სულს, ჩვენ ვეცდებით დავაკვირდეთ მას მაშინ, როცა იგი თავის ძალებს ამჟღავნებს, სახელდობრ, როცა იგი ცდილობს მოიპოვოს ცოდნა, ან შეასრულოს რაიმე განზრახვა.

§28. სულის უნართა დაყოფა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულის მოქმედება ორგვარია იგი თავის ძალისხმევას მიმართავს ან რაიმე ცოდნის მოპოვებისაკენ, ან თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. ამიტომ სული ორგვარ უნარს გვიჩვენებს: შემეცნებითს და სურვილისეულს ანუ მოქმედებისეულს. სულიერ უნართა ასეთი დაყოფა წინა თავსაც ემყარება, რამდენადაც ის ორი ნიშანი, რომლებიც მყარად ასაბუთებენ ადამიანში არამატერიალური საწყისის არსებობას, კერძოდ, შეგრძნება და მოძრაობა, - ორი ძირითადი სულიერი უნარია. პირველი შემეცნებითია, მეორე კი, მოქმედებისეულია.

§29. ძირითადი სულიერი ძალის ანუ უნარის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წინა თავის გამოკვლევებმა გვაჩვენეს ისიც, რომ სულის მთავარი ძალაა, ძირეული უნარია უნარი შეგრძნებისა, რამდენადაც ჩვენ ადამიანის, არამატერიალური არსების, ყოფიერება იმის საფუძველზე დავასაბუთეთ, რომ ეს არსება თავის თავს თავის შეგრძნებებში ამჟღავნებდა. თუმცა თავისუფალი მოძრაობის უნარი ასევე მისი თავდაპირველი ძალაა, მაგრამ, ცხადია, იგი უკვე მგრძნობელობის შედეგია, რამდენადაც სული მოძრაობაში ვერ მოიყვანდა თავის შემადგენელ ნაწილებს, შეგრძნებებს რომ არ აღეძრათ იგი ამისაკენ. ამრიგად, მგრძნობელობა ანუ შეგრძნების უნარი წარმოადგენს საფუძველს და ჩანასახს სულის ყველა ძალისა და უნარისა. ეს ასეა, ჯერ ერთი, დროის თვალსაზრისით, რამდენადაც ყველამ უწყის, რომ ახალშობილში, მისი სიცოცხლის პირველ დღეებში არ მეიმჩნევა რაიმე სხვა უნარი, გარდა მგრძნობელობისა, ნოლო უკვე მგრძნობელობის შედეგად - ასოთა მოძრაობისა. ყველა დანარჩენი ძალა და უნარი შემდეგ წარმოიშობა თანდათანობით. მეორე, შეგრძნების ძალა ძირითადი უნარია იმის გამო, რომ მისგან, როგორც თავისი წყაროსაგან, გამომდინარეობენ ადამიანის სულის ყველა დანარჩენი უნარები.

ა) შემეცნებითი უნარების შესახებ

§30. ყურადღება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა მე რამდენიმე საგანს ვუყურებ ერთდროულად, შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთ მათგანს ვერ ხედავ ჯეროვნად. მაგრამ თუ მსურს ისინი რიგიანად შევისწავლო, თითოეულ ამ საგანზე, თუნდაც რამდენიმე წამით, თვალი ისე უნდა შევაჩერო, რომ ამ წამს მე სხვას არაფერს ვხედავდე და სხვაზე არაფერზე ვფიქრობდე, გარდა განსახილველი საგნისა. მოვიყვან სხვა მაგალითს: თუ მე ერთდროულად ბევრი ხმა მესმის, სმენის შეგრძნება აღრეული, განუსაზღვრელი იქნება. მაგრამ თუ მინდა გავარჩიო ხმები, გავიგო ვის ან რას ეკუთვნის ისინი, მაშინ ჩემამდე მოღწეულ თითოეულ ხმას ცალკე უნდა დავუგდო ყური. კიდევ ერთი მაგალითი: დავუშვათ, მე შევდივარ ორანჟერეაში, რომელსაც ყვავილთა სურნელი ავსებს. ჩემი ყნოსვა ერთდროულად შეიგრძნებს მრავალ სუნს, და ეს შეგრძნებაც აღრეულია, განუსაზღვრელია. მაგრამ თუ მსურს გავარჩიო, რომელი სუნი რომელ ყვავილს ეკუთვნის, მე ცალ-ცალკე უნდა ვუყნოსო თითოეულ ყვავილს. თვალის ეს შეჩერება საგნებზე ანუ შეხედვა, ეს ყურის მიგდება, ეს დაყნოსვა, წარმოადგენს სულის მოქმედებას, ანუ მის იმ უნარს, რომელსაც ყურადღებას უწოდებენ. ამრიგად, ყურადღება არის სულის ის მოქმედება, როცა სული მასში წარმოქმნილ მრავალ შეგრძნებათაგან რომელიმე ერთზე ჩერდება ან რიგრიგობით თითოეულზე. ორგანოსთან მიმართებით კი ყურადღება არის მისი ისე მართვა, რომ მიღებულ იქნეს სწორედ ის შთაბეჭდილება, რომელსაც სული ირჩევს თავისი ყურადღების საგნად.

აშკარაა, რომ ყურადღებით იწყება ყოველგვარი შემეცნება, რადგანაც არ შეიძლება ვიცოდეთ ის, რისთვისაც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ყურადღების ძალა მოწმობს თვითონ სულის ძალას, და ტყუილად როდია ნათქვამი, რომ გენია არის ყურადღების სიღრმე და ძალა, მაგრამ ამ უნარის უდიდესი მნიშვნელობა ფსიქოლოგისათვის ისაა, რომ იგი არის სულის პირველი თავისუფალი მოძრაობა. სული შეგრძნებისას თავისუფალი არაა, რადგანაც იგი უნებურად გრძნობს იმას, რასაც იძლევიან ორგანოთა შთაბეჭდილებები. მას არ შეუძლია არ დაინახოს, როცა თვალები გახელილია, არ გაიგონოს, როცა ახლო გაისმის ბგერები, და ამასთან, მას არ შეუძლია შეიგრძნოს სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით, მაგრამ ყურადღება არის მისი თავისუფალი გამოვლინება.

როცა სული ბევრ საგანს ხედავს, მასზეა დამოკიდებული, შეაჩეროს მზერა ამა თუ იმ საგანზე და ასეთი თუ ისეთი დროით. როცა მას ბევრი ბგერა ესმის, მასზეა დამოკიდებული, რომელიმე მათგანს მიუგდებს ყურს თუ არა. ამასთან, რაც უფრო მეტი ენერგიის გამოყენებით ხდება ეს პროცესი, რაც უფრო მეტი ძალისხმევით იყენებს სული ამ ძალას, ე.ი. რაც უფრო დაბეჯითებით აქცევს ყურადღებას რაიმეს, მით უფრო დიდ თავისუფლებას ამჟღავნებს, რადგანაც ამისათვის საჭიროა ნების მნიშვნელოვანი ძალისხმევა, ხდება, რომ ადამიანი რომელიმე ერთ საგანს მიაჩერდება, სხვას ვერაფერს ხედავს და სხვა არა ესმის რა, ან რომელიმე აზრს ჩაუღრმავდება და, როგორც იტყვიან, ყოველივე დანარჩე მიმართ ბრმაა და ყრუ.

მაგრამ ყურადღების ასეთი დაძაბვის უნარი ყველას არა აქვს, ზოგიერთს არ შეუძლია დიდხანს შეჩერდეს რაიმეზე. ასეთ ადამიანებს დაბნეულებს უწოდებენ - და ეს სახელწოდება შესანიშნავად გამოხატავს მათ ნაკლოვანებას. ისინი თავისი გრძნობებითა და ყურადღებით თითქოს დაეხეტებიან საგნიდან საგნისკენ.

თუკი ეს უნარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე შეუძლებელია რაიმე შემეცნება, ხოლო მისი ძალისხმევა თვითონ ნიჭიერებასა და ძლიერებაზე მეტყველებს, მაშინ განა გასაკვირი არაა, რომ მის შესახებ არაფერია ნათქვამი ფსიქოლოგიის ბევრ წიგნში, რომელნიც ჩვენ საუკუნეში გამოსულა და გამოდის. ცხადია, სულიერ უნართა შესწავლა ყურადღებით უნდა დაიწყოს, რადგანაც თვით სული ყოველ შემეცნებითს მოქმედებას იწყებს შემეცნების საგანზე ყურადღების მიმართვით.

§31. შედარება ანუ მსჯელობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა სული ყურადღებას აჩერებს რომელიმე საგანზე, იგი მაშინვე ამჩნევს მის თვისებებსა და განმასხვავებელ ნიშნებს, ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ნახულობს გარკვეულ რაიმეს, რაც საგანს ეკუთვნის. თუ საგანი ხილულია და გრძნობადი, სული მასში ამჩნევს ფერს, ფიგურას, სიდიდეს, მდგომარეობას, რომელიც მას უკავია სხვა საგანთა შორის, შემდეგ კი, უფრო ყურადღებიანი დაკვირვებისას, ამჩნევს მის ყველა ფიზიკურ თვისებასაც. თუ სული ყურადღებას მიმართავს რაიმე განყენებულ წარმოდგენაზე, რომელიც თვითონ ჩვენშია მოცემული და რომელსაც არა აქვს გრძნობადი თვისებები, მაშინ იგი ამჩნევს რა ნიშნებისაგანაა აგებული ეს წარმოდგენა, რა კავშირშია სხვა წარმოდგენებთან და სხვ., ერთი სიტყვით, ხილულ საგანს აქცევს ყურადღებას, თუ განყენებულ წარმოდგენას, სული ყოველთვის დაძებნის მასში რაიმე ნიშნებს. ხოლო თუ იგი ყურადღებას აქცევს ერთდროულად ორ საგანს, მაშინ ამჩნევს მათ მსგავსებას თუ განსხვავებას და, საერთოდ, მათს ურთიერთმიმართებას. მაშასადამე, ყურადღების მიმართვა ერთ ან ორ ხილულ თუ აზრითს საგანზე უკვე ნიშნავს მათს შედარებას, მაშასადამე, მათზე მსჯელობასაც. ამრიგად, შედარება არის ყურადღება, მიმართული ორ საგანზე ერთდროულად, ან, რაც იგივეა, ერთ საგანსა და მის თვისებაზე. სულის ამ ძალას ეწოდება განსჯა, ხოლო მის მოქმედებას ანუ გამომჟღავნებას - მსჯელობა.

ამრიგად, კარგად მსჯელობს ის, ვინც უფრო სწრაფად პოულობს საგნის თვისებებს და მის მსგავსებასა და განსხვავებას სხვა საგნებთან. ამიტომ აშკარაა, რომ ამ უნარის ღირსებები და ნაკლოვანებები ნაწილობრივ ყურადღების თვისებებში მდგომარეობს, ე.ი. ვინც უფრო სწრაფად პოულობს საგნის თვისებებს და მის მსგავსეასა და განსხვავებას სხვა საგნებთან. ამიტომ აშკარაა, რომ ამ უნარის ღირსებები და ნაკლოვანებები ნაწილობრივ ყურადღების თვისებებში მდგომარეობს, ე.ი. ვინც უფრო სწორად ახერხებს, შეამჩნიოს საგანთა განმასხვავებელი თვისებები, სწორედ მისი მსჯელობაა უკეთესი. ზოგ ადამიანს მახვილი განსჯის უნარი აქვს, ე.ი. შეუძლია უფრო სწრაფად და სწორად აღმოაჩინოს საგანთა მსგავსებები და განსხვავებები, სხვების განსჯის უნარი კი, პირიქით, ჩლუნგია ე.ი. ისინი ვერ ახერხებენ საგანთა მსგავსების გამოძებნას. ღრმა და ძლიერი განსჯა საგნებში ისეთ თვისებებსა და მიმართებებს ხედავს, რომელნიც შეუმჩნეველი რჩება ზედაპირულ განსჯას. მსჯელობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმაში მჟღავნდება, რომ ხშირად იგი ასწორებს გრძნობის ორგანოების შთაბეჭდილებებს, მაგალითად, ზოგჯერ ჩვენ ბგერები გვესმის არა იმ მხრიდან, საიდანაც ისინი მოდიან, ზოგჯერ შორს მყოფი საგანი ახლოს მდებარედ გვეჩვენება და პირიქით, ზოგჯერ ავადმყოფური მდგომრეობა ცვლის საგნის ფერს, გემოს და სხვ., ყველა ასეთ შემთხვევაში განსჯის უნარი ბრმად კი არ ენდობა შთაბეჭდილებებს, არამედ ასწორებს მათ.

§32. განაზრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულს თავისი ყურადღებით შეუძლია, თანდათანობით გადავიდეს საგნიდან საგანზე, წარმოდგენიდან წარმოდგენაზე, და ამ გადასვლის კვალობაზე ერთმანეთს შეუდაროს მრავალი საგანი ან საგანთა ნაწილები, მრავალი თვისება და მოვლენა, და ამ შედარების გზით იმსჯელოს მათ შესახებ. როცა სული ამ გზით აწარმოებს მსჯელობათა რიგს, ის თითქოს აისახება ერთი საგნიდან მეორეზე გადამსვლელ ყურადღებაში, რის გამოც სულის ამ მოქმედებას უწოდებენ განაზრებას (reflexio). ამიტომ განაზრება სხვა არაფერია, თუ არა ყურადღება, რომელიც ერთი წარმოდგენიდან გადადის მეორეზე და ადარებს მათ. მაშასადამე, ეს უკანასკნელი უნარი სულისა გამომდინარეობს ყურადღებიდან, როგორც ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, გამომდინარეობს შეგრძნების უნარიდან. მაგრამ ამ ახალ უნარში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს სულის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე ყურადღებაში, რადგანაც სულს უფრო მეტად და ადვილად შეუძლია მართოს თავისი განაზრება, მისცეს მას გარკვეული მიმართულება, უფრო მეტად შეჩერდეს ზოგიერთ საგანსა და ცნებაზე, ვიდრე სხვებზე, საჭიროებისდა მიხედვით.

§33. წარმოსახვა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა განმტკიცებულმა ყურადღებამ სულში შთაბეჭდა საგანთა მრავალი სახე და გრძნობადი თვისება, როცა სულმა უკვე მიიღო და დაიმახსოვრა შეგრძნებათა საკმარისი რაოდენობა, შეამჩნია საგანთა ბევრი თვისება და მათ შორის არსებული მიმართება, განსაკუთრებით კი როცა ადამიანმა ისწავლა სიტყვათა მნიშვნელობა და სწორი მოხმარება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მან ყოველი საგნის შესახებ წარმოდგენა შეადგინა, მაშინ ყოველი სიტყვა მასში ბადებს იმ საგნის წარმოდგენას, რომელსაც აღნიშნავს. ესაა წარმოსახვის პირველი საფეხური, და მას, ჩანს, თავის საგნად აქვს რეალური სამყაროს სახეები. ამიტომ, არსებითად რომ ვთქვათ, წარმოდგენები მხოლოდ გრძნობადი საგნებისა შეიძლება გვქონდეს. მაგრამ სიტყვა წარმოდგენა იხმარება განყენებულ საგანთა მიმართაც, აგრეთვე უხილავ არსებათა მიმართაც, მაგალითად, წარმოდგენა ანგელოზთა შესახებ და სხვ. ადამიანი ცდილობს ყველაფერი გრძნობად ფორმებში წარმოიდგინოს, რის გამოც ყველაზე უფრო განყენებულ და უხილავ საგნებს იგი ხილულ საგანთა ფორმით წარმოიდგენს.

მაგრამ ჩვენს ყურადღებას შეუძლია უეცრად ისეთ საგნებსა და ხატებს მიმართოს, რომლებიც ბუნებაში კი არიან, მაგრამ განცალკევებულად არსებობენ. ასეთ შემთხვევაშიც სული ერთ ხატად აერთიანებს ისეთ წარმოდგენებს, რომელთა შესატყვისი საგნები ბუნებაში განცალკევებულად არსებობენ, მაგალითად, მას შეუძლია ყველა ადამიანისაგან შეარჩიოს მათი ყველა საუკეთესო თვისება: სიბრძნე, სიმამაცე, გულმოწყალეობა, სილამაზე, სიყვარული და ა.შ. და ყველაფერი ერთ სახედ გააერთიანოს, რაც შეადგენს ეგრეთწოდებულ იდეალს ადამიანისა. სულის ეს მოქმედება წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. მას შემოქმედებით უნარს უწოდებენ, და მართლაც, ის თითქოსდა ქმნის საგნებს, რადგანაც აერთებს ისეთ თვისებებსა და ნიშნებს, რომლებიც ბუნებაში ერთად არ არსებობენ.

ამ უნარის უმაღლეს ხარისხს ფანტაზიას უწოდებენ და შემოქმედება, უმთავრესად, მას ეკუთვნის. ფანტაზიაში ყველაზე უფრო ძლიერად ვლინდება სულის თავისუფლება, რადგანაც ყველა სხვა მოქმედებისას იგი ბრკოლდება და იზღუდება უკვე იმით, რომ შემეცნების საგანი არის რაღაც მოცემული, და შემეცნება მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს მას, ფანტაზია კი თვითონ ქმნის თავისთვის ახალ სამყაროს და ახალ საგნებს. აი, რატომაა, რომ პოეტთა და მხატვართა ნაწარმოებებს თავისუფალი შემოქმედების ნაყოფად მიიჩნევენ.

§34. დასკვნა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ზოგიერთი სიტყვებით გამოხატული მსჯელობა ფარულად შეიცავს სხვა მსჯელობას. მაგალითად, როცა მე ვამბობ. „პეტრე არის ადამიანი", ამ მსჯელობაში მოცემულია სხვა მსჯელობებიც: - „პეტრე მოკვდავია", „პეტრეს აქვს სული და სხეული" და სხვ. ეს იმიტომ, რომ თუ მე პეტრეს ადამიანი ვუწოდე, ამით მე მას მივაწერე ყოველივე ის, რაც მიეწერება ადამიანა. ან თუ მე ვთქვი, რომ ქვა მძიმეა, ამით მე ისიც ვთქვი, რომ ის ძირს ჩამოვარდება, რამდენადაც სიმძიმის ცნება შეიცავს ვარდნის ცნებას. უკანასკნელი მსჯელობები პირველთა შედეგია, და საკმარისია მათგან ეს შედეგები გამოვიყვანოთ, რომ მოგვეცემა ახალი მსჯელობა. სხვა მსჯელობებში ფარული სახით არსებული ახალი მსჯელობების ასეთ პოვნას და მათ გამოყვანას დასკვნა ეწოდება. დასკვნის მოქმედება ასეც შეიძლება განვსაზღვროთ: დასკვნა არის უნარი შევამოწმოთ ან, ასე ვთქვათ, გავზომოთ ორი წინადადება მესამის საშუალებით, რომელიც მათ აკავშირებს. პირველ მაგალითში ორი წინადადება: „პეტრე არის ადამიანი", „მაშასადამე, პეტრე მოკვდავია", შემოწმებულია და გაზომილია მესამით, რომლის ჭეშმარიტობა ცხადია, სახელდობრ წინადადებით: „ადამიანი მოკვდავია". პეტრეს მიეწერება მოკვდავობა იმის გამო, რომ მას მიეწერება ადამიანობა, რომელსაც, თავის მხრივ, მიეწერება მოკვდავობა. აქედან ჩანს, რომ დასკვნა არის ყურადღების შემდგომი განვითარება, და რომ მას თავისი ჩანასახი აქვს იმ საერთო წყაროში, რომლისგანაც მომდინარეობს ყველა ჩვენი უნარი.

ძალიან ხშირად ხდება, რომ, თუმცა ერთი მსჯელობა მოიცავს მეორეს, მაგრამ მოიცავს არც ისე ნათლად, რომ ამის დანახვა პირველი შეხედვისთანავე იყოს შესაძლებელი; ასე რომ, ზოგჯერ ორი წინადადების კავშირის აღმოჩენისათვის საჭირო ხდება გავყვეთ გამაშუალებელ წინადადებათა მთელ რიგს და ყოველთვის გადავიდეთ ცნობილიდან უცნობზე. ახლო მაგალითს რომ მივმართოთ, ავიღოთ შემდეგი წინადადება: „ადამიანს აქვს არამატერიალური სული". ეს წინადადება ფარულად მოცემულია მეორეში: „ადამიანს აქვს შეგრძნების უნარი". ან სხვა მაგალითი: წინადადება - „სინდიყი ბარომეტრში გარკვეულ სიმაღლეზე დგას" მოცემულია მეორეში: „ჰაერი მძიმეა". მაგრამ რამდენადაც ამ წინადადებათა შორის კავშირი თავიდანვე ცხადი არაა, საჭირო ხდება მივმართოთ რამდენიმე გამაშუალებელ მსჯელობას, რათა ვწვდეთ ამ კავშირს. ასე მოვიქეცით წინა თავში, სადაც ჩვენ მოვიყვანეთ გამაშუალებელ წინადადებათა მთელი რიგი, ე.ი. ყველა ხუთი გრძნობის მთელი განხილვა, რათა მიგვეკვლია კავშირისათვის წინა ორ წინადადებას შორის. ამაშია დასაბუთების მთელი ხელოვნება, ხელოვნება, რომელიც ესოდენ დიდია და აუცილებელი მეცნიერებაში. დასკვნის უნარს სხვა ფსიქოლოგები აზროვნებას ან გონებას უწოდებენ. იგი სულის შემეცნებითი მოქმედების უმაღლესი გამოვლინებაა.

მისი ძალა ადამიანს ღრმააზრისანსა და გამჭრიახს ხდის, რადგანაც რა არის გამჭრიახობა, თუ არა უნარი პირდაპირ და უშუალოდ ხედავდე კავშირს ისეთ წინადადებათა შორის, რომელთაც ჩვეულებრივი გონებისათვის არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან. ღრმად მოაზროვნე გონება უშუალოდ ხედავს ყველა შედეგს, რომლებსაც შეიცავს ყოველი მსჯელობა, ყოველ მიმართებას, რომელიც მსჯელობას შეიძლება ჰქონდეს სხვა მსჯელობებთან. ერთი სიტყვით, მას უშუალოდ ესმის ის, რისთვისაც სხვებს ახსნა-განმარტებები და შეუპოვარი შრომა დასჭირდებოდა.

§35. მეხსიერება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როდესაც სული ყურადღებას ძაბავს იმისათვის, რომ განაახლოს თავის თავში ყოველივე, რაც მასში ადრე ყოფილა, ე.ი. ყველა შეგრძნება, წარმოდგენა, დასკვნა, მსჯელობა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც უნართა მეშვეობით მოუპოვებია, მის ამ მოქმედებას მეხსიერება ეწოდება. მეხსიერება შედგება შემდეგი სამი ნაწილისაგან: 1. აღქმა, 2. შენახვა ანუ საკუთრივ მეხსიერება, და 3. გახსენება.

მეხსიერებამ რომ შეძლოს შეინარჩუნოს ყოველივე, რაც მას შესანახად გადასცემია, საჭიროა სულმა მოიხმაროს ყურადღების სათანადო ძალა. მეხსიერებაში მტკიცედ მხოლოდ ის ინახება, რაზეც მიმართული იყო მტკიცე და, ასე ვთქვათ, დაძაბული ყურადღება სულისა, ხოლო ის, რამაც მხოლოდ გაიელვა მის წინ, რაც წამიერი ყურადღების საგანი იყო, არასოდეს არ შეიძლება მეხსიერების ველში შევიდეს.

საკუთრივ მეხსიერება არის ის ძალა, რომელიც ინახავს ყოველივეს, რაც სულში ყოფილა, რომ პირველი მოთხოვნისთანავე გამოაჩინოს თავისი მარაგი. სულის ეს უნარი, ჩანს, ყველაზე უფრო ძნელი გასაგებია. მართლაც, სად და როგორ ინახავს სული სახლების, საგნების, მსჯელობების, რიცხვების, მოვლენების, ხატების ასეთ სიმრავლეს, ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც ნახა და გაიგო მრავალი წლის მანძილზე? რა სახით ინახება მეხსიერებაში ყოველივე ეს, ე.ი. ფაქტობრივად, თუ მხოლოდ როგორც შესაძლებლობა - განაახლოს კვლავ ყოველივე, რაც სულში ყოფილა? ამ საკითხის გადაჭრაზე ბევრს მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებმაც ათასობით ვარაუდი გამოთქვეს ამ უნარის არსის ასახსნელად.

დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი, სახელდობრ, რომ მეხსიერებაზე უდიდესი გავლენა აქვს ორგანიზმის, განსაკუთრებით კი ტვინის, ჯანმრთელობას. მძიმე დაავადებები ასუსტებენ მას, ხოლო ტვინის უმცირესი აშლილობებიც კი დიდი ხნით სპობენ მას. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ადამიანს ავადმყოფობის შემდეგ ზოგჯერ ავიწყდება თავისი წარმოდგენათა ნაწილი და ხშირად - ერთგვაროვანი წარმოდგენები, მაგალითად, რიცხვების წარმოდგენები, ან საკუთარი სახელები, ან რომელიმე უცხო ენა და ა.შ. მეხსიერება აგრეთვე სუსტდება მოხუცებულობისა და მოუწესრიგებელი ცხოვრების შედეგად. ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამ უნარის მოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს ტვინი, რის გამოც მეხსიერების ფიზიკურ მიზეზს ზოგიერთების აზრით, უფრო სავარაუდოა წარმოადგენდეს ტვინის ჩვევა, ანუ ის შთაბეჭდილებები, ის კვალები, რომელთაც იდეები და აზრები ტოვებენ ტვინში, და რომლებიც ადვილად განახლდებიან ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში. ამ შეხედულებას უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში განვიხილავთ.

მხსიერების თავად მოქმედებას ეწოდება მოგონება. მისი თვისებები და ღირსებები დამოკიდებულია მეხსიერების იმ ნაწილებზე, რომლებიც აქამდე განვიხილე.

§36. ცნება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ცნების როგორც უნარის მნიშვნელობა რომ ავხსნათ, ამისათვის განვიხილოთ წარმოშობა თვითონ სიტყვისა ცნება - „понятие". ეს სიტყვა წარმოიშვა სლავური სიტყვიდან „понять", რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა, და ახლაც სლავურ ენაზე ნიშნავს, აღებას, მითვისებას, შეთვისებას. ხოლო როცა ეს სახელწოდება მისცეს სულიერ უნარს, უდავოა, მხედველობაში ჰქონდათ ამ მოქმედების მსგავსი რამ. და მართლაც, ცნება ნიშნავს სულის იმ უნარს, რომლის საშუალებითაც იგი ითვისებს ცოდნას, მაშასადამე, იგი ერთგვარად საერთო სახელია ყველა უნარისა. ყოველივე, რაც ჩვენ მოგვიპოვებია ყურადღების, მსჯელობის, დასკვნის, წარმოსახვის საშუალებით და შესანახავად გადაგვიცია მეხსიერებისათვის, ყოველივე ეს არის ცნება. სწორედ ასეთივე მნიშვნელობით ვხმარობთ ჩვენ ამ სიტყვას, როცა ვინმეს ვეკითხებით: გაიგე თუ არა ეს? (понял ли ты это?) ან: შეიმუშავე თუ არა ამის შესახებ ცნება? (составил ли ты об этом себе понятие?). ამიტომ ცნება არის არა რაიმე ცალკეული მოქმედება სულისა, არამედ თავის თავში მოიცავს მის ყველა დანარჩენ მოქმედებებსა და უნარებს.

ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ

§37. გასაჭირი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადამიანი იბადება და ცხოვრობს გარკვეული გაჭირვებებით და მოთხოვნილებებით, რომელთა დაკმაყოფილებაც შეადგენს მისი ამქვეყნიური მოქმედების საგანს. ამიტომ ადამიანში მამოძრავებელ ძალთა გამოვლენის თავდაპირველი აღმძვრელი გასაჭირია. სიტყვა „გასაჭირი" რომ უფრო კარგად გავიგოთ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ადამიანისათვის გასაჭირად, მოთხოვნილებად იქცევა არა მარტო ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, არამედ, თვითონ ჩვეული სიამოვნების არქონებაც კი. სიტყვა „ტანჯვა" ჩვეულებრივ ესმით როგორც რაიმე არასასიამოვნოს გრძნობა, მაგრამ იმ სიამოვნების არქონებაც, რომელსაც ჩვენ შევჩვევივართ, ასეთსავე უსიამოვნებას ბადებს ჩვენში. არ გქონდეს რაიმე იგივე როდია, რაც გაკლდეს რაიმე. თუ ჩვენ არა გვაქვს ის, რაც არასოდეს არა გვქონია და რასაც არ მივჩვევივართ, ეს ჯერ კიდევ არ არის გასაჭირი. მაგრამ თუ ჩვენ დაგვაკლდა ის, რასაც მივჩვევივართ, ჩვენს წინაა დანაკლისი, გასაჭირი.

§38. მოუსვენრობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ყოველი დანაკლისი ადამიანში უსიამოვნო, მძიმე გრძნობას აღძრავს. ეს მოუსვენრობის მდგომარეობაა, რადგანაც გვაიძულებს გარკვეულ მოძრაობებს მივმართოთ, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს. რაც უფრო მეტი თარჯი ეღობება ამ მოუსვენობისაგან განთავისუფლებას, ე.ი. გასაჭირის მოშორებას, მით უფრო ძლიერდება იგი და ზოგჯერ ტანჯვაშიც კი გადადის.

§39. სურვილი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მოუსვენრობის მდგომარეობაში, რომელსაც რაიმე გასაჭირი იწვევს, ადამიანი თავის ყურადღებას და ყველა უნარს საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ მიმართავს. განსჯა ეუბნება მას, თუ რა მოცულობით უნდა მიიღოს მან საჭიროების საგანი, წარმოსახვა უხატავს იმ სიამოვნებას, რომელსაც იგი მიიღება საჭიროების დაკმაყოფილებით, გააზრება უჩვენებს დაკმაყოფილების საშუალებებს, ერთი სიტყვით, სულის ყველა უნარი მიმართულია გასაჭირისაკენ, და სულის ასეთ მდგომარეობას სურვილი ეწოდება. მაშასადამე, სურვილი წარმოდგენათა წარმონაქმნია.

§40. ვნებები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენს სურვილებს აქვს ხარისხები. ძლიერ სურვილებს, რაიმესადმი მუდმივ სწრაფვებს ვნებებს უწოდებენ.

§41. იმედი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თუ სურვილს ახლავს აზრი, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველს, მაშინ ჩვენ წინაშეა იმედი. ამრიგად, იმედი არის აზრი, მსჯელობა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველს, რომ მიღწევას გადაულახავი დაბრკოლებები ვერ გადაეღობება.

§42. ნება ანუ ნდომა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ნება სულის უკვე თავად გადაწყვეტილებაა, თავად განზრახვაა, მიმართოს თავისი ძალები  სურვილის შესრულებისაკენ. იგი შედეგია ჩვენი მსჯელობისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვსურს, რისკენაც მივყავართ საჭიროებას. მე მინდა, ეს ნიშნავს, მე მსურს და ვერაფერი შემიშლის ხელს სასურველის მიღწევაში. შემდეგ მაგალითში მოცემულია სურვილისეულ უნართა ყველა ზემოაღწერილი მოქმედებანი. თუ კაცს დიდი ხანია არაფერი უჭამია, თავს იჩენს ჭამის საჭიროება. ეს საჭიროება ბადებს მოუსვენრობას, რომელსაც შიმშილი ეწოდება. ამ მდგომარეობისას, ე.ი. შიმშილის დროს, ადამიანი თავის სულიერ ძალებს მიმართავს ამ საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ, ე.ი. განსჯა ეუბნება მას რაოდენ აუცილებელია საჭმელი, წარმოსახვა წარმოუდგენს მას იმ სიამოვნებას, რომელსაც მას საჭმელი მოუტანს, - სულის ეს მდგომარეობა არის სურვილი. ბოლოს, ადამიანი ხედავს პურს და გადაწყვეტს აიღოს იგი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა, შერწყმულია აზრთან, რომ მას შეუძლია აიღოს პური, რომ ამას წინ არ ეღობება წინააღმდეგობა, არის ნება, ნდომა.

§43. თვითონ საქმე ანუ მოქმედება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ბოლოს, ყველა ამ სულიერ პროცესთა შედეგად, განსაკუთრებით კი ნების გადაწყვეტილების შედეგად გვეძლევა თვითონ საქმე, ქცევა. აშკარაა, რომ ეს უკანასკნელი აქტი, ეს ქცევა, მუდმივ, აუცილებელ კავშირშია ნებასთან, რადგანაც ნება, ვიმეორებთ, მაშინ გვაქვს მხოლოდ, როცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გარკვეული მოქმედება ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ. ნების გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ აუცილებლად ვიწყებთ მოქმედებას, თუმცა ზოგჯერ ვერ ვაღწევთ სასურველს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო.

§44. აზრი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიტყვა აზრი, აზროვნება ზოგადი სახელია ყველა სულიერი მოქმედებისა, როგორც შემეცნებითი, ისე სურვილისეული ყველა ძალისა. მაშასადამე, მას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცნებას, რომელიც სულის მხოლოდ შემეცნებით მოქმედებას აღნიშნავს. აზროვნება ნიშნავს ყურადღების მიპყრობას რაიმეზე, განსჯას, გააზრებას, დასკვნის გაკეთებას, ცნებების, სურვილების, იმედის, ნების ფლობას, ერთი სიტყვით, აზროვნება ნიშნავს ყველა სულიერი უნარის გამოვლენას.

§45. ცნობიერება და თვითცნობიერება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულს შეუძლია თავისი ყურადღება მიაპყროს, და მართლაც აპყრობს კიდეც, საკუთარ მოქმედებებს. მას შეუძლია საკუთარი თავი და საკუთარი ყოფიერება თავისი მსჯელობის, თავისი დასკვნების საგნად აქციოს, და მისი ეს მოქმედება არის ცნობიერება ან თვითცნობიერება. ბუნებრივია, რომ ჩვენი ყოველი შინაგანი სულიერი მოვლენა, მარტივი შეგრძნებებიდან დაწყებული ვიდრე გონების ყველაზე უმაღლეს მოქმედებამდე - დასკვნამდე, ჩვენ თვითონ ჩვენს თავზე მიგვითითებს, შთაგვაგონებს ჩვენი ყოფიერების გრძნობას. მართლაც, როცა მე რაიმეს შევიგრძნებ, ამ შეგრძნებას ჩემს თავს მივაწერ; როცა რეფლექსიისას ფიქრს ვეძლევი, მე მაქვს აზრი ჩემს შესახებ. უფრო მეტად მიგვითითებს ჩვენს თავზე ჩვენი სურვილისეული უნარები, რადგანაც გასაჭირი, მოუსვენრობა, სურვილები, ვნებები ისეთ მოვლენებს წარმოადგენენ, რომელთა საგანი სარბიელი არის ჩვენი საკუთარი ყოფიერება, ჩვენი მე. ამიტომ ცხადია, რომ ყველა ამ მოვლენის შემთხვევაში ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ჩვენს ყოფიერებაზე, ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. მაშასადამე, ცნობიერება არის უნარი, რომელიც თან ახლავს ყველა სულიერ მოქმედებას: იგი შემადგენელ ნაწილად შედის ყველა სხვა უნარში. თუ ცნობიერება საჭიროა და შესაძლებელი გავარჩიოთ თვითცნობიერებისაგან, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება არის რაიმეს წმინდა შეგრძნება, გრძნობა, თვითცნობიერება კი არის გრძნობა ანუ, უფრო სწორად, გამოყოფილი წარმოდგენა ანუ აზრი საკუთარი თავის, საკუთარი ყოფიერების შესახებ. ბავშვს აქვს ცნობიერება, რადგანაც მას აქვს შეგრძნებები, მაგრამ არა აქვს თვითცნობიერება, რადგან მას ჯერ კიდევ არ შეუძლია იმსჯელოს და ჯერ კიდევ არ შეუდგენია ცნებები თავისი ყოფიერების შესახებ, მას ჯერ კიდევ არ გამტკიცებია ყურადღება. ასევე უნდა ითქვას ცხოველებზე. მათ აქვთ ცნობიერება, რამდენადაც გრძნობენ თავის თავს, განასხვავებენ მას სხვა საგნებისაგან, მაგრამ მათ არა აქვთ თვითცნობიერება, რამდენადაც მათ არ შეუძლიათ თავის თავზე იაზროვნონ, აწ წარმოიდგინონ მე

§46. ზნეობრივი თვითცნობიერება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თვითცნობიერება ახალ ელფერს იძენს, როცა განიხილავს ჩვენი მოქმედებებისა და ქცევების ღირსებებს. მას ასეთ შემთხვევაში სინდისი ეწოდება და ის წარმოადგენს საკუთარ ქცევათა მოწონებას ან დაწუნებას და ამ საფუძველზე წარმოშობილ სიამოვნების ან უსიამოვნების გრძნობას.

ასეთია ცდაზე დაფუძნებული განხილვა ცნობიერებისა. იგი არის აზრი, გრძნობა საკუთარი ყოფიერების შესახებ. მაშასადამე, ეს არის რაიმე ახალი უნარი, - ეს იგივე ყურადღებაა, ოღონდ მისი საგანია თვითონ ადამიანი.

§47. როგორ განსაზღვრავენ თვითცნობიერებას სხვა ფსიქოლოგები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენს მიერ შემოთავაზებული განსაზღვრება სულიერი უნარებისა მეტად მარტივია. იგი იმდენად მარტივი და ადვილად გასაგებია, რომ საეჭვოდაც კი შეიძლება მოეჩვენოთ იმათ, ვინც მიჩვევია ფილოსოფიური გამოკვლევების შეფასებას მათი სიბნელის, სიგრძის და უბრალო მოკვდავისათვის ძნელად მისაღწევი სიღრმის მიხედვით. ვაღიარებთ, რომ ჩვენ თვითონ, როცა ვადარებდით გრძელ, უსასრულოდ დანაწევრებულ, უცნაური ტერმინების შემცველ აღწერებს სულიერი უნარებისა მათ იმ ანალიზთან, რომელიც აქაა წარმოდგენილი, ხშირად ეჭვი გვეპარებოდა ამ უკანასკნელის ღირსებაში, რის გამოც გადავწყვიტეთ განვიხილოთ თუნდაც ერთი რომელიმე უნარის ახსნა სხვა „ფსიქოლოგიაში". ამრიგად, გადავშალოთ თუნდაც გ.ნოვიცკის „ფსიქოლოგია" [6] და ვნახოთ, როგორაა გაანალიზებული მასში, მაგალითად, თვითცნობიერება.

„თვითცნობიერების საგანი, ანუ უფრო სწორად თუ ვიტყვით, შინაარსი არის შინაგანი სინამდვილე, სახელდობრ თვით სული მისი თვისებებითა და უნარებითურთ, მისი მოქმედებებითა და მდგომარეობებით". თვითცნობიერების მოქმედების ანუ საგნის ეს განსაზღვრება სავსებით ეთანხმება ჩვენს შეხედულებას. თუ თვითცნობიერების საგანია საკუთარი თავის, საკუთარ ძალთა და მოქმედებათა დაკვირვება, მაშინ, უფრო მარტივად თუ ვიტყოდით, ეს იქნებოდა სულის ყურადღება, მიმართული საკუთარ თავზე, მისი რეფლექსია საკუთარ თავზე. მაგრამ მოვუსმინოთ შემდეგ.

„სული რომ თავის თავს აკვირდება მის უშუალო მოქმედებაში, ამას, პირველ ყოვლისა, ამჟღავნებს ასეთი გარემოება: მას რომ თავისი თავი რეფლექსიის საშუალებით სცოდნოდა, მაშინ უნდა დაეშვა თავისი თავის შესახებ გაშუალებული აზრის ან ბუნებრივი წარმოდგენის არსებობა, მაგრამ არ არსებობს ასეთი წარმოდგენა და ასეთი აზრი სულის შესახებ, არსებობს მხოლოდ სიტყვ „სული", მაგრამ მასაც აქვს ცოცხალი მნიშვნელობა, მხოლოდ თვითდაკვირვებისას".

შეუძლებელია მოძებნოთ ესოდენ აშკარა წინააღმდეგობები, რომლებიც ასე გაბედულად იქნებოდა დალაგებული ერთმანეთის გვერდით. ერთი მხრივ, გვაქვს იმის მტკიცება, რომ სული თავის თავს აკვირდება თავის მოქმედებაში, მეორეს მხრივ კი ნათქვამია, რომ სულმა თავისი თავი იცის არა რეფლექსიის გზით. მაგრამ რა არის სულის მიერ თავის თავზე დაკვირვება, თუ არა იგივე რეფლექსია თავის თავის შესახებ? შეიძლება რაიმეს აკვირდებოდე და რეფლექსი არ გქონდეს მასზე? რაიმეზე დაკვირვება ნიშნავს, მოძებნო დასაკვირვებელ საგანში ნიშნები, თვისებები, მოქმედებები. ასევე, როცა სული თავის თავს აკვირდება, მას სურს აღმოაჩინოს თავისი ძალები და უნარები, სურს შეისწავლოს თავისი თავი, შეადგინოს მის შესახებ ცნობა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სული თავის თავს აკვირდება, მაგრამ არაფერს არ აღმოაჩენს, მაშინ ეს დაკვირვება იქნება ჩლუნგი, უაზრო და უსარგებლო. შემდეგ, რა არის ბუნებრივ წარმოდგენა ან გაშუალებული აზრი და რით განირჩევა იგი ყველ სხვა წარმოდგენებისა და აზრებისგან, - ამის გაგება ძნელია. ჩვენ გვაქვს აზრი ანუ ცნება საკუთარი თავის შესახებ. სული თავის შესახებ აზრს ან წარმოდგენას იმით ადგენს, რომ აკვირდება თავის საკუთარ მოქმედებებს და ამავე დროს ქმნის მსჯელობებს საკუთარი, თავის შისახებ. შემდეგ ნათქვამია: „შინაგნი დაკვირვება, არსებითად რომ ვთქვათ, არც ცოდნაა და არც მგრძნობელობა, პირველისათვის მას აკლია საგნობრიობა თავის შინაარსში, მეორისთვის - დაპირისპირება, სასიამოვნო და არასასიამოვნო შეგრძნება, რამდენადაც ამ დაკვირვების შინაარსი არ შემოისაზღვრება მხოლოდ მდგომარეობებით".

შეუძლებელია რაიმეს აკვირდებოდე და ამავე დროს არ იმეცნებდე დასაკვრვებელს. ამიტომ დაკვირვებაში ცოდნა მოცემულია, როგორც შედეგი. სიტყვები - „დაკვირვება", „შემჩნევა" სახელდობრ ნიშნავს გაიგო რამე, შეადგინო რაიმეს შესახებ ცნება. დაკვირვება არ არსებობს, თუ თვალებით ვუყურებ რაიმეს, მაგრამ მასში ვერავითარ თვისებას ვერ ვამჩნევ, ან თუ თავში რაიმე წარმოდგენა მიტრიალებს, მე კი ვერაფერს ვერ აღმოვაჩენ მასში. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როცა სული შინაგანად აკვირდება თავის თავს, ამას იგი იმ მიზნით აკეთებს, რომ შეიმეცნოს თავისი თავი. ამრიგად, იმისი თქმა, რომ შინაგანი დაკვირვება არ არის ცოდნა, შინაგანი წინააღმდეგობაა. გაცილებით უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ დაკვირვება არის ცოდნა. მაგრამ თუ თქვენ მკაცრად მოითხოვთ გამოთქმის სიზუსტეს, მაშინ უნდა ვთქვათ: დაკვირვება არის ცოდნის მიზეზი. [7]

§48. შეიძლება თუ არა სულის უნარები დავყოთ დაბალ და მაღალ უნარებად?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

კიდევ ერთი გარემოებაა, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით უცნაური ყველა ფსიქოლოგიურ გამოკვლევაში სულის უნართა შესახებ. ესაა უნარების დაყოფა მაღალ და დაბალ უნარებად. ასეთ დაყოფას არა მარტო არა აქვს არავითარი საფუძველი, არამედ იგი მიუთითებს სულისა და მისი უნარების უცოდინარობაზე.

ჯერ ერთი, სულის უნარები ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ერთმანეთს შეიცავენ და იმდენად განუყოფლად და ერთდროულად მოქმედებენ, რომ საკმარისია სულს თუნდაც ერთ-ერთი მათგანი მოაცილოთ, თუნდაც ის, რომელსაც დაბალს უწოდებენ, რომ სული საერთოდ ვერ შეძლებს აზროვნებას. მაგალითად, ყურადღება არის შემეცნებითი ძალის პირველი გამოვლინება საერთოდ, მაგრამ წაართვით იგი სულს და სული ვერ ისწავლის ვერაფერს.

მეორე, თუმცა შეიმჩნევა ზოგიერთი განცალკევებულობა შემეცნებითი უნარებისა მოქმედების უნარებისაგან, მაგალითად, შეიძლება ადამიანი შესანიშნავად აზროვნებდეს და იმეცნებდეს, აგრეთვე ძლიერი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ნებისყოფა, და მაინც ეს განცალკევებულობა ჩვენ უფლებას არ გვაძლევს განვიხილოთ თვითონ ნება სხვა უნართა მთლიანობისაგან გამოცალკევებით, რამდენადაც ნება მაინც სხვა უნართა შედეგია და მათ გარეშე არ არსებობს.

მესამე. სულის უნარები თვითონ სულის გამოვლინებებია. სადაც სული მოქმედებს რომელიმე ერთი თავისი ძალით, იქ აუცილებლა არის უკვე სხვა ძალები და უნარები, იქ არის მთელი სული და ძნელია წარმოვიდგინოთ ან ვნახოთ შემთხვევა, სადაც სული მხოლო ერთი უნარით მოქმედებს თავის სხვა ძალთა ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე.

ამრიგად, სწორი აზროვნებისათვის სულის ყველა უნარი თანაბრად აუცილებელია, რის გამოც სწორი არაა მათი დაყოფა დაბალ და მაღალ უნარებად. მაგრამ თუ უნაყოფოა მათი დაყოფა დაბალ და მაღალ უნარებად, მაშინ რაღა უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ხელნაწერ „ფსიქოლოგიებში" თვით სულს ან მოაზროვნე არსებას ყოფენ ორ ნაწილად - დაბალ და მაღალ ნაწილებად და პირველს დაბალ უნარებს მიაწერენ, მეორეს კი - მაღალთ. ცხადია, აქ თავს იჩენს სინამდვილის უცნაური და სრულიად გაუმართლებელი შეცვლა თეორიით, რასაც ჰიპოთეზების სიყვარულის გამო სჩადიან.

თავი მესამე

შემეცნების შესახებ

§49. თავის შინაარსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულის უნართა ანალიზი გადმოცემის შემდეგ შევეცადოთ გავიგოთ მათი მოქმედება, ანუ ის თუ მათი საშუალებით როგორ იძენს ადამიანი ყოველგვარ ცოდნას. წინა თავში ჩვენ განზრახ შემოვიფარგლეთ სულის უნართა ცნების მხოლოდ მოკლე გადმოცემით, რათა ყველას ადვილად დაენახა მათი განვითარების თანდათანობა და მათი კავშირი. თუ ყოველი უნარის შემდეგ დაწვრილებით გადმოვცემდით მის მოქმედებას, ადვილად შეიძლებოდა მხედველობიდან გაგვეშვა მათი ურთიერთმიმართებები.

§50. შეგრძნებათა უფრო დეტალური ანალიზი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სანამ იმას გამოვიკვლევდეთ, თუ რას გვასწავლიან შეგრძენებები, მივმართოთ მათ უკანასკნელ და უფრო დეტალურ ანალიზს.

იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ გრძნობათა მოქმედება, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყოველი შეგრძნება სამი რაიმესგანაა აგებული. ესენია: 1. ფიზიკური მოვლენა ანუ მათი გამომწვევი გარეგანი მიზეზი; 2. ფიზიკური შთაბეჭდილება ანუ ცვლილება, რომელიც სხეულის ორგანოში ხდება, და 3. თვითონ შეგრძნება.

1. ჩვენი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების ფიზიკურ მიზეზებს წარმოადგენენ ჩვენს გარეთ არსებული ის მოვლენები, რომელთაც ძალა შესწევთ გამოიწვიონ ჩვენს ორგანოებში გარკვეული ცვლილებები - შთაბეჭდილებები. ასეთი მოვლენები აურაცხელი რაოდენობისაა, მაგრამ ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა იმ ორგანოების მიხედვით, რომლებზედაც ახდენენ ზემოქმედებას. მოვლენათა ყველაზე დიდი ჯგუფი მოქმედებს მხედველობის ორგანოზე. მათ განეკუთვნებიან საგანთა ფერი, ფიგურა, სიდიდე, მანძილი, მათი ურთიერთმიმართება და სხვ. მოვლენათა რამდენადმე უფრო მცირე ჯგუფი ზემოქმედებს შეხების ორგანოზე, უფრო ნაკლები - ყნოსვასა და გემოზე, ხოლო ყველაზე მცირე - სმენაზე, რომელსაც შეუძლია შეაფასოს მხოლოდ ბგერათა თვისებები და მათი მანძილები. მაგრამ საინტერესოა, რომ ყველა ეს მოვლენა ჩვენს ორგანოებზე ერთი და იმავე გზით მოქმედებს, სახელდობრ მექანიკური შეხების ან დაჯახების გზით, რის გამოც ვიღაცას მახვილგონივრულად შეუნიშნავს - ყველა გრძნობა სახეშეცვლილი შეხების შეგრძნებააო. და მართლაც: მხედველობისას სინათლის სხივები თვალზე უშუალო შეხების გზით მოქმედებენ; სმენის შემთხვევაში ტალღისებურად მოძრავი ჰაერი აღიზიანებს ყურს. სუნის შეგრნებისას სუნიან სხეულთა ნაწილაკები ეხებიან ცხვირის აპკს; გემოსა და შეხების შემთხვევაში კი თავისთავად ცხადია მექანიკური შეხების მექანიზმი.

2. უფრო ძნელია ყველა ნაწილში განვსაზღვროთ გრძნობის ორგანოების ცვლილებები ანუ ფიზიოლოგიური შთაბეჭდილებები, ე.ი. შეიძლება გავიგოთ რა ხდება ორგანოების ყველაზე გარეგან ნაწილებში, მაგრამ მეტად ძნელია ამის შემდეგ მივადევნოთ თვალი შთაბეჭდილებას. მხედველობის ორგანოში აიგება საგნის ფიზიკური გამოსახულება; სმენის ორგანო შეირხევა, ანუ რხევით მოძრაობაში მოდის; გარკვეული სახით ღიზიანდებიან ცხვირისა და ენის აპკები. მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ მხედველობის, სმენის, შეხების, ყნოსვის და სხვა ნერვებში? რა გზით გადააქვთ მათ შთაბეჭდილება ტვინში? ფიზიოლოგია პასუხობს, რომ ეს ხდება რაღაც ნერვული საწყისის თუ ნერვული სითხის წრეობრივი მოძრაობის გზით.

კიდევ უფრო ძნელია გავიგოთ, თუ როგორი ფორმით აისახება ტვინში ეს შთაბეჭდილებები, ანდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, რა ხდება მათი მეშვეობით ტვინში. ალბათ აქ კვლავ ვხვდებით რაღაც მექანიკურ გაღიზიანებებს, ანდა, იქნებ, ტვინის რბილი ნივთიერების გარკვეულ ქიმიურ ცვლილებებს, ალბათ განსხვავებულებს, განსხვავებული ნერვების ზეგავლენით წარმოშობილთ.

ბოლოს, მესამე. ყველა ამ ფიზიკური მიზეზის შედეგი არის ხოლმე შეგრძნება, ე.ი. მხედველობა, სმენა, სუნი, გემო, ტკივილი, სიცხე, სიცივე და სხვ. პირველ თავში უკვე დამტკიცდა, რომ თავად ეს შეგრძნებები სულიერი მოვლენებია.

§51. თვითონ მოვლენებთან ჩვენი შეგრძნებების მიმართების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გრძნობების ანალიზიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო პირველ თავში, ჩვენ ნაწილობრივ ისიც ვნახეთ, თუ რა დამოკიდებულებაა ჩვენს შეგრძნებებსა და თვითონ ბუნების საგანთა და მოვლენათა ყოფიერებას შორის. მხედველობა შედგება ფერების, ფიგურების, სიდიდეების, მანძილებისა და სხვა შეგრძნებებისაგან, ყველა ამ შეგრძნებას, ცხადია, თავისი მიზეზი აქვთ მათ შესატყვის მოვლენებში, მაგრამ ფერის შეგრძნება არ ჰგავს მის წარმომქმნელ ფიზიკურ მიზეზს. სინათლე, როგორც ჩვენი შეგრძნება, არა ჰგავს იმ ფიზიკურ მოვლენას, რომელმაც იგი წარმოშვა ჩვენში. ჩვენში ამ შეგრძნების წარმომქმნელი გარეშე მიზეზი ნამდვილად არსებობს ბუნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გვეფიქრა, რომ სინათლის შეგრძნებას ჩვენ თვითონ აღვძრავთ ჩვენში; მაგრამ ეს მიზეზი განსხვავდება თვითონ შეგრძნებისაგან. ხოლო საგანთა ყველა სხვა თვისება, რომელთაც ჩვენ მხედველობის გზით ვიღებთ, როგორიცაა ფიგურა, სიდიდე, მანძილი, უდავოდ, ბუნებაშიც ისეთივენი არიან, როგორიც ჩვენს შეგრძნებაში. სხეულებს, რა თქმა უნდა, აქვთ დამასრულებელი ხაზები და შემოწერილობანი, როძელთაც ჩვენ ფიგურებს ვეძახით, მათ ასევე აქვთ შეფარდებითი სიდიდე და მანძილი და ა.შ.

სმენის დამოკიდებულება ფიზიკურ მოვლენებთან სავსებით მსგავსია მათთან მხედველობის დამოკიდებულებისა. აქ ფიზიკური მიზეზი - ჰაერის ტალღისებური მოძრაობა - და ბგერების მოძრაობა ორი განსხვავებული საგანია, მაგრამ, ვიმეორებ, ბგერების მიზეზი მაინც რეალურა მოვლენაა, იგი შესასწავლადია, მისი კანონები სწორად და მკაფიოდაა განსაზღვრული.

სუნი, როგორც ჩვენი შეგრძნება. განსხვავდება მისი ფიზიკრი მიზეზისაგან, რადგან სუნი ჩვენი და სუბიექტური მოვლენაა, მისი მიზეზი კი - უმცირესი ნაწილაკებია, რომელთაც უნარი აქვთ გამოიწვიონ ის გაღიზიანება, რომელიც ჩვენში აღძრავს სუნის შეგრძნებას.

გემოც ჩვენი შეგრძნებაა, რომლის მიზეზი ზოგიერთი საგნის გარკვეული მდგომარეობაა. შეხება, თუ სითბოსა და სიცივეს არ მივაკუთვნებთ მას, გვიჩვენებს საგნებს სრულიად ისეთებად, როგორიც არიან ისინი სინამდვილეში. როცა მე ხელით შევიგრძნებ სხეულთა სიმკვრივეს ან მათ ფიგურას, აქ შეუძლებელია რაიმე განსხვავება იყოს მოვლენასა და მას შეგრძნებას შორის. სწორედ ამის გამო ამბობენ, რომ მხოლოდ შეხება გვაწვდის ჩვენ შეუცდომელ ცნობებს საგანთა ყოფიერების შესახებ, სხვა გრძნობათა შთაბეჭდილებები კი ყოველთვის მოითხოვს განსჯის მიერ შემოწმებასა და ანალიზს.

§52. შეგრძნებების ასეთი ახსნის საწინააღმდეგო აზრები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ შეგრძნებათა ასეთი ახსნა სწორი არ არის.

ნოვიცკის „ფსიქოლოგიაში" წამოყენებულია ოთხი მთავარი ნაკლი შეგრძნებების ახსნისა, რომელიც ჩვენს მიერაა შემოთავაზებული.

1 . გრძნობადი დაკვირვების, როგორც შინაგანი პროცესის ცნებას უარყოფს ის, რომ თავისი არსებობისათვის იგი უნდა გულისხმობდეს გარეგანი სინამდვილის სრულიად სხვა უშუალო დაკვირვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მოაზრებადი, გრძნობადი შთაბეჭდილებისათვის თვალი მიგვედევნებინა გარეგანი საგნებიდან, გარემოს გავლით, გრძნობის ორგანომდე და ორგანოდან, ნერვების გავლით, ვიდრე სულამდე, რადგანაც სულში შემოსული ყოველი შთაბეჭდილება იქნებოდა უბრალო წარმოდგენა საგნის შესახებ და არა ჩვენში მყოფი საგანი თვითთნ. ამრიგად, გრძნობადი დაკვირვების პროცესის ძველი თეორია, როცა იგი თავის თავის განსაზღვრას ეცდება, თვითონვე გადის იმ წარმოდგენათა სფეროდან, რომლებითაც იგი ცდილობდა შემოეფარგლა დაკვირვება.

ამ საწინააღმდეგო აზრის მთელი უსაფუძვლობის საჩვენებლად საკმარისია ითქვას, როს იგი უარყოფს ორგანოებზე საგანთა მიერ გამოწვეულ შეგრძნებათა ნამდვილობას, მაშასადამე, უარყოფს მზეზე უფრო ნათელ ფაქტს, ფაქტს, რომელიც დამტკიცებულია ცდით, მეცნიერებებით და ჩვენი საკუთარი დაკვირვებით. ასეთი ფაქტის უარყოფა ნიშნავს საღი აზრის წინააღმდეგ წასვლას, ყოველ ცდასა და ზუსტ მეცნიერებასთან დაპირისპირებას. სწორედ ამგვარი მტკიცებების, დადებით მეცნიერებებთან ამგვარი წინააღმდეგობების გამო დაჰკარგა ფილოსოფიამ პატივისცემა ბევრი ადამიანის თვალში. თუ ფსიქოლოგიას არ უნდა იყოს ოცნებებზე დამყარებული მეცნიერება, მან თავისი დასკვნების ამოსავლად უნდა მიიღოს ფაქტები და არა უარყოს ისინი.

გარდა ამისა, სამართლიანი არ არის შენიშვნა, რომ შეუძლებელია თვალი მივადევნოთ გრძნობად შთაბეჭდილებებს მარტო შეგრძნებების საშუალებით. ღმერთმა იმიტომ მოგვანიჭა განსჯის უნარი, რომ ჩვენ ვიაზროვნოთ, შევისწავლოთ, მივაგნოთ და გავიგოთ მოვლენათა მიზეზი და არსი. და განაზრებებმა სწორად მიიყვანა ადამიანები იმის გაგებამდე, თუ როგორ წარმოიშობიან შთაბეჭდილებები გარეგანი მოვლენებიდან და როგორ აღძრავენ ჩვენში შეგრძნებებს.

მეორე საწინააღმდეგო აზრი გამოთქმულია სიტყვებით: „გაუგებარია, როგორ შედიან გრძნობადი შთაბეჭდილებანი სულში ნერვების გავლით". მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ როგორაა, რომ ზოგიერთი ნერვის გაღიზიანება სულში მხედველობის შეგრძნებას იწვევს, სმენისა კი - სმენის, ტკივილის, სუნის და სხვა შეგრძნებებს, მაგრამ ეს საიდუმლო სულისა და სხეულის გაერთიანების საიდუმლოებაში მდგომარეობს. ეს ყოფიერების ერთ-ერთი გადაუჭრელი საიდუმლოებაა. მაგრამ თუ რომელიმე ფაქტი გაუგებარია, განა ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არც არსებობს? არის ათასი ისეთი მოვლენა, რომელიც ნამდვილად არსებულია, მაგრამ გაუგებარია. და თუ ზემოხსენებულ „ფსიქოლოგიაში" შემოთავაზებული თეორია აგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, მაშინ შეიძლებოდა თამამად დავთანხმებოდით მას.

მესამე საწინააღმდეგო აზრი შემდეგია. „გაუგებარია, როგორ განაგებს სული მის მიერ მიღებულ შთაბეჭდილებებს". ავტორი გვიხსნის ამ აზრს და ამბობს, რომ ნერვების გაღიზიანებები უსასრულოდ მრავალგვარი უნდა იყოს, მაგრამ როგორ არჩევს სული, რომელი შეგრძნებები რომელ გამღიზიანებელთაგან მოდის? როგორ შეუძლია მას იცნოს, რომელი შთაბეჭდილება არის ფიგურა, რომელი - გემთ, სუნი და ა.შ.? საიდან იცის მან, რომ გარკვეული შთაბეჭდილება არის ქალაქი, ცხენი და სხვ.; შემდეგ, როგორ შეუძლია სულს გარკვეული შთაბეჭდილებები თვალს მიაწეროს, სხვები - ყურს და ა.შ.? მაგრამ ეს საწინააღმდეგო აზრი მეტად სუსტია. სულისათვის არავითარ სიძნელეს და მით უმეტეს, შეუძლებელს არ წარმოადგენს გაარჩიოს შეგრძნებები, როცა ისინი თავისთავად ესოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როცა მე თვალები გახელილი მაქვს, ვიღებ გარკვეულ შთაბეჭდილებებს, ხოლო როცა მათ დავხუჭავ, შთაბეჭდილებები გაქრებიან; როცა ყურებს დავიცობ, აღარა მაქვს შეგრძნებები, რომელთაც ბგერებს ვუწოდებთ; როცა მე ჩემს წინ ვხედავ საგანს, რომელსაც სახლს ვუწოდებ, საკმარისია მზერა სხვაგან გადავიტანო, რომ სახლი გაქრება ჩემთვის და სხვა შეგრძნება დაიჭერს მის ადგილს. ერთი სიტყვით, ბუნება და ცდა ადვილად გვასწავლის, განვასხვავოთ სხვადასხვა შთაბეჭდილებები და შეგრძნებები და მივაკუთვნოთ ისინი გარკვეულ საგნებს, ამიტომ უცნაურია იმის კითხვა, საიდან ვიცით, რომ ერთი გარკვეული შთაბეჭდილება სახლია, მეორე კი - ცხენი. ჩანს სახლისა და ცხენის შთაბეჭდილებები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან, რის გამოც მათი განსხვავებაც ძნელი არ არის.

ბოლოს, როგორც ყველა ამ საწინააღმდეგო აზრის შედეგი, ავტორს გამოყავს, ცდის ყველა მოწინააღმდეგესთან ერთად, ის აზრი, რომ თუ ცდაში მოცემული საგნები მხოლოდ გრძნობადი წარმოდგენებია, მაშინ ჩვენ არ გვეცოდინება საგნები მათს რეალობაში და იდეალიზმამდე მივალთ.

მაგრამ, წინა პარაგრაფში ჩვენ ვნახეთ, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი შეხების გრძნობა გვიჩვენებს საგნებს ისე, როგორც ისინი არიან სინამდვილეში, რადგან სიმკვრივე, განფენილობა და სხვა ამგვარნი შეგრძნებებშიც ისეთივენი არიან, როგორც სინამდვილეში. მეორე, ჩვენი თვალებიც საგანთა ფიგურას, სიდიდეს, მანძილს და მდებარეობას სრულიად ამის მსგავსად წარმოგვიდგენენ, როგორც სინამდვილეშია. და მესამე, ჩვენს სხვა შეგრძნებებსაც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იწვევენ რეალური მოვლენები, რადგანაც გარკვეული მიზეზები რომ არ არსებულიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ბგერის შეგრძნებები, რომ არ ყოფილიყო ატომები, რომელთაც შეუძლათ სულის გრძნობის აღძვრა, არ გვექნებოდა სულის შეგრძნებები. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენი შეგრძნება საუკეთესო საშუალება საგნის ნამდვილი თვისებების შესასწავლად. ფიზიკის ორი უმნაშვნელოვანესი ნაწილი, ოპტიკა და აკუსტიკა, თავის განვათარებას მხედველობასა და სმენას უნდა უმადლოდეს.

§53. გრძნობადი დაკვირვებისა და განხალვის ახალი თეორია

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ვნახოთ ახლა, როგორი თეორიით უნდოდათ შეეცვალათ შეგრძნებების ის ახსნა, რომელიც ემყარება ცდას და ცდისეულ დაკვირვებებს.

ამ თეორიას ეწოდება ცნობიერების გასვლა. „სხეულები და მათი პროცესები იმის გამო ექვემდებარებიან ცნობიერებას, რომ სული გადის მათკენ და მათთან უშუალო შეხებაში მოდის".

ამ სიტყვების გასამარტავად ნათქვამია, რომ ნერვული სისტემა არის არა გრძნობადი შთაბეჭდილებებას გამტარი, არამედ ცნობიერების გამტარი მისი ცენტრიდან საგნებისაკენ; რომ სული ცოცხლობს ყველგან ნერვულ სისტემაში, აღიქვამს შთაბეჭდილებებს ადგილზე; რომ „სულს ისიც კი შეუძლია, გავიდეს ნერვული სისტემიდან, თუმცა ამ დროს არ ტოვებს მას, და იმოძრაოს ნაწილობრივ სხეულთა მოქმედებებში, სახელდობრ, ფერისა და ბგერის პროცესებში, ნაწალობრივ კი თვითონ სხეულებს მიაღწიოს; რომ მგრძნობიარე ნერვებში ცნობიერება სხვადასხვა სახით, სხვადასხვა თავისუფლებით და სიწმინდით მოძრაობს და ა.შ."

ამ თეორიის უდიდესი ნაკლი, ჯერ ერთი, ისაა, რომ იგი არის თეორია, რომელიც ისეთი მოვლენის ასახსნელადაა გამოგონებული. რომელიც თავისთავადაა გასაგები. როდესაც ჩვენ იმის ანალიზს ვახდენდით, თუ როგორ ხედავს, ისმენს და შეიგრძნებს ადამიანი თეორია კი არ გამოგვიგონებია, არამედ თვითონ ადამიანს ვსწავლობდით, მივმართავდით ფიზიკასა და ფიზიოლოგიას. მაგრამ განა სასაცილო არაა, მეტსაც ვიტყოდი, განა მეცნიერებისა და საღი აზრის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არაა, როცა თეორიას იგონებენ იქ, სადაც იგი არა მარტო საჭირო არაა, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც ცდას! ეს იგივეა ფიზიკას რომ სინათლის მოძრაობის და მოქმედებებას კანონების ასახსნელად აეგო თეორია იმის ნაცვლად, რომ ჩაეტარებინა ცდები. ამრიგად, ჩვენ მიერ განხილული ეს თეორია მეტად გონებამახვილურიც რომ იყოს, მაშინაც სასარგებლო აქნებოდა.

მეორე, ფიზიოლოგიამ ნათლად დაამტკიცა, რომ ორგანოების ყველა შთაბეჭდილება გადაეცემა ტვინს, იქიდან კი სულს. ეს, ვამბობ, უდავო ფიზიოლოგიური ფაქტია. აქ კი, პირიქით, იმას ამტკიცებენ, რომ სული გამოდის ტვინიდან და შეხებაში მოდის საგნებთან. მაგრამ ნუთუ მხედველობის ნერვის გადაჭრა ხელს უშლის სულს გამოვიდეს ტვინიდან და შეხებაში მოვიდეს სხეულთან? თანაც რა საჭირო იყო თვალი ასე შესადაგებოდა სინათლის კანონებს, ყური კი - ბგერების კანონებს, თუ სული მათგან მხოლოდ უნდა გამოვიდეს? ფიზიოლოგიას ათასობით საბუთი მოჰყავს იმის ნათელსაყოფად, რომ თვალის ნერვის გაღიზიანების გარეშე, ფიზიკური მიზეზის მიერ მასში აღძრული შთაბეჭდილების გარეშე არ არსებთბს სინათლის შეგრძნება. - აი, ერთი მარტივი ცდა, რომელიც ყოველთვის შეუძლია ჩაატაროს ყველამ. დახუჭეთ თვალი და თითი ისე დააჭირეთ ქუთუთოს, რომ თვალის კაკალი უკან დაიწიოს: თქვენ დაინახავთ თუ შეიგრძნებთ წრეს - ბნელ ცენტრს, რომელსაც გარს აკრავს ცისარტყელას რამდენიმე ფერისაგან შემდგარი ნათელი რგოლი, განსაკუთრებით მკაფიოდ იბრწყინებს მასში ყვითელი ფერი. ვიკითხოთ, საიდან წარმოსდგა ეს შეგრძნება და სად გავიდა სული მის მისაღებად? ცხადია, რომ აქ შეგრძნება წარმოქმნა მხოლოდ მხედველობის ნერვის გაღიზიანებამ და სულმა შეიგრძნო ეს გაღიზიანება ისე, რომ არსად გასულა. ასეთივეა ის ცდაც, რომელზეც ჩვენ პირველ თავში ვლაპარაკობდით, სახელდობრ: თუ მთავარი გრძნობების ხუთი ნერვიდან თითოეულში გავატარებთ გალვანურ დენს, ადამიანი მიიღებს თითოეული ორგანოს შესატყვის შეგრძნებებს.

რამდენი სასაცილო რამაა ამ თეორიაში! მისგან, მაგალითად, გამომდინარეობს, რომ, თუ ჰერშელმა თავისი გიგანტური ტელესკოპით ცაში ნისლოვანი ლაქები დაინახა, ეს იმის გამო მოხდა, რომ მისი სული ტელესკოპის გავლით შეხებაში მოვიდა მათთან. დიდებული დოღი გაუმართავს ჰერშელის სულს!

მესამე. ნათქვამია, რომ ნერვული სისტემა მოწყობილია არა იმისათვის, რომ გრძნობადი შთაბეჭდილებები მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ მისი საშუალებით გაიაროს ცნობიერებამ, რომ სული შთაბეჭდილებებს აღიქვამს ნერვების გაღიზიანების ადგილას და სხვ. ყოველივე ეს კიდევ უფრო ეწინააღმდეგება ცდას, ფიზიოლოგიასა და ფიზიკას. კვლავ ვიმეორებ და მუდამ გავიმეორებ, რომ თუ ფსიქოლოგია ასე აშკარად მოვა წინააღმდეგობაში დასაბუთებულ ფაქტებთან, იგი დაკარგავს ზუსტი აზროვნების მქონეთა უკანასკნელ ნდობას. ფაქტებისა და ცდებისაგან ეს გადახრა იყო მიზეზი ფილოსოფიის დაცემისა, მიზეზი მის მიმართ საზოგადოების გაცივებისა და უპატივცემულობისა, ასეთი გრძნობები კი მეტად საზიანოა აზროვნების წარმატებისათვის. განა უკეთესი არ იქნებოდა იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეთ ცდსეულ მეცნიერებებთან, გამოგვეყენებინა ისინი სულის თვისებათა გამოკვლევისა და ახსნისათვის!

§54. რას იძენს ადამიანი შეგრძნების საშუალებით?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იმის შემდეგ, რაც ვაჩვენეთ, როგორ მოქმედებენ ჩვენი შეგრძნებები, გადავიდეთ იმის გადმოცემაზე, თუ რა ცოდნით გვამდიდრებენ ისინი. რადგან ყველა ჩვენს ცოდნას, ყოველივეს, რაც კი სულში არის, მოვიპოვებთ ზემოაღწერილი უნარების საშუალებით, ხოლო სულის უნართა შორის ყველაზე ადრე თავს იჩენს შეგრძნება, რომელიც, ამასთან, დანარჩენის საფუძველია; ამიტომ პირველ ცოდნას, ანუ უფრო სწორად თუ ვიტყვით, მომავალ შემეცნებათა პირველ ჩანასახებს ჩვენ შეგრძნებების მეშვეობით ვიპოვებთ. მაგრამ, იმას, რასაც ჩვენი გრძნობების გზით ვიპოვებთ, სხვადასხვა ფსიქოლოგები სხვადასხვა სახელს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი ყოველივეს, რასაც ჩვენ გრძნობებით მოვიპოვებთ, იდეებს უწოდებს, ზოგი კი - წარმოდგენებს, ზოგიერთი - ცნებებსაც კი უწოდებს, თუმცა ეს უკანასკნელი სახელწოდება სწორი არაა, ჩვენ პირველ ორ სახელწოდებას ვიხმართ. ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შეგრძნებები მხოლოდ მაშინ წარმოადგენენ შემეცნების მასალას, როცა ყურადღება უკვე საკმარისად განმტკიცდა, რადგან მხოლოდ ყურადღების მეშვეობით ახერხებენ ადამიანები შეამჩნიონ და ერთმანეთს შეადარონ თავისი შეგრძნებები და, მაშასადამე, ცოდნად აქციონ ისინი.

§55. რას ვიგებთ შეხების საშუალებით?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენი პირველი და მთავარი გრძნობა არის შეხების გრძნობა. უმარტივესი წარმოდგენები, რომელთაც ჩვენ შეხების გზით მოვიპოვებთ, შემდეგია: 1. წარმოდგენა ნივთის განფენილობისა, ანუ მისი შეუვალობისა, შემდეგ კი წარმოდგენა სივრცისა; 2. სხეულთა მეტი თუ ნაკლები სიმკვრივის წარმოდგენა; 3. სხვადასხვა ტემპერატურის წარმოდგენა. ამ წარმოდგენებიდან ვითარდვბა მრავალი სხვა წარმოდგენა, რომელთაც შეიძლება წარმოებული ვუწოდოთ. საგანზე ყოველი შეხებისას ჩვენ შევიგრძნებთ მისი ზედაპირის ერთ-ერთ მხარეს. როცა გავითვალისწინებთ საგნის შემომსაზღვრელ ყველა მხარეს და შევადარებთ მათ მდებარეობას ურთიერთის მიმართ, ჩვენ წარმოვიდგენთ ამა თუ იმ სხეულის ფორმას 4. როდესაც ჩვენ ერთ სხეულს მეორისგან განვასხვავებთ, ამით ვადგენთ რიცხვის ან რაოდენობის ცნებას (5). თუ ერთი სხეულის ფორმას ან განფენილობას მეორე სხეულისას შევადარებთ, ჩვენ ვამჩნევთ, რომ ისინი ერთმანეთის ტოლები არიან, ან არ არიან (6). აქედან მომდინარეობს შედარებითი სიდიდის ცნება. ამგვარადვე ვიგებთ ადგილთა და მანძილთა სხვადასხვა სიდიდეს. ფორმებსა და მანძილებს თავდაპირველად მხედველობით კი არ ვწვდებით, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არამედ შეხების გზით, როგორც დაამტკიცა ცდებმა ბრმა ადამიანებზე, რომელთაც დაუბრუნდათ მხედველობა. როდესაც საგნის მხარეებს შეხებით ვსწავლობთ და არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ერთიმეორის შემდეგ, ასევე ვამჩნევთ, რომ საგანი ყოველთვის ერთნაირი მანძილით არაა დაცილებული ჩვენგან და ჩვენ ვნახულობთ ყოფიერების ახალ ნიშანს - მოძრაობას. საგანი თავის მდებარეობას იცვლის მეტი ან ნაკლება სიჩქარათ; მოძრაობის ერთნაირი სიჩქარისას სხვადასხვა მანძილებზე გადასვლა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს; აქედან - წარმოდგენა მოძრაობის ხანგრძლივობის შესახებ, - დროზე. სიმაგრის (8), სიმკვრივის (9) და სიმძიმის (10) წარმოდგენებს მოვიპოვებთ იმ წინააღმდეგობების მეტი ან ნაკლები ხარისხების შედარების გზით, რომელთაც აწყდება შეხების ორგანო. ამრიგად მარტო ამ გრძნობას მქონე ადამიანიც, ის ადამიანიც კი, რომელაც ბუნებამ უბედური გააჩინა და მხედველობა და სმენა არ მისცა, პოულობს შემეცნებისა და ტკბობის უსაზღვრო წყაროს. ამ მხრივ მეტად ამაღევებელი და საყურადღებოა ცნობილი ინგლისელი ლიტერატორის, დიკენსის თხზულება „ამერიკაში მოგზაურობიდან" ერთი უბედური ქალიშვილის შესახებ, რომელიც მოკლებული იყო მხედველობას, სმენას და მეტყველების უნარს. ერთმა კეთილმა ექიმმა ის იმდენად აღზარდა, რომ ბევრი განყენებული საგნის ცნებაც კი შეათვასებინა.

§56. წინა პარაგრაფიდან გამომდინარე შედეგები.

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თუ ადამიანს, რომელსაც აკლია ორი უმნიშვნელოვანესი და უკეთილშობილესი გრძნობის ორგანო - მხედველობა და სმენა, რომელთა არქონება მით ოფრო მნიშვნელოვანია, რომ ყრუ ადამიანი მუნჯიცაა და, მაშასადამე, მოკლებულია თავისი სულის წარმოქმნის უდიდეს საშუალებას, თუ ასეთ ადამიანს შეუძლია ისეთი განყენებული იდეების გაგებამდე ამაღლდეს, როგორიცაა იდეები სივრცისა და დროის შესახებ, ყოფიერების შესახებ, განსაკუთრებით ადამანის დამოკიდებულების შესახებ ღმერთთან და მშობლებთან, მაშინ აქედან ფსიქოლოგს შეუძლია და იგი მოვალეცაა, გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულის შემეცნებისათვის. გამოდის, რომ ადამიანის სული თავის განვითარებაში მონურად კი არ ემორჩილება სხეულებრივ ორგანოებს, არამედ ცდილობს რომელიმე ორგანების და შეგრძნებების ნაკლოვნება შეავსოს სხვა ორგანოებით და შეგრძნებებით. გამოდის, რომ სულის განვითარების ხარისხი და გონების სრულყოფილება აუცილებლად არ არის დაკავშირებული ორგანიზმის სრულყოფილებასთან; რომ ადამიანის სული არის ენერგიული არსება, რომელიც თავის თავში შეიცავს გარკვეული სრულყოფისა და განათლების ყველა პირობას და ჩანასახს და რომ, მაშასადამე, დიდად ცდებიან ის ფილოსოფოსები, რომლებიც ადამიანის სულის ყველა სრულყოფილების მიზეზს მისი ორგანიზმის უმაღლეს განვითარებაში ან მეტყველების უნარში ეძებენ.

გარდა იმისა, რომ ბევრ ცხოველს აქვს ადამიანის მსგავსი და თითქმის მისნაირი გრძნობის ორგანოები და ორგანიზმის აღნაგობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ შეხებით სხვა გრძნობების შეცვლისა და მისი მეშვეობით ზოგადი იდეების მოპოვებისა, ნათლად მიუთითებს, რომ ადამიანის სული თავის თავში შეიცავს მისწრაფებას უმაღლესი განვითარებისაკენ და, მაშასადამე, იგი თავისი არხით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცხოველის სული. ბრმად შობილებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რა არის ფერი და სინათლე, ყრუთ, რა თქმა უნდა, არაფერი გაეგებათ ბგერებისა და მელოდიის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მათთვისაც მისაწვდომია ღვთისმეტყველების, ფიზიკის, მათემატიკის ყველაზე მაღალი იდეები: მაშასადამე, ადამიანის სული სხეულებრივ ორგანოთა ნაკლოვანების შემთხვევაშიც აღწევს თავის დანიშნულებას [8].

§57. რას იგებს სული გემოსა და ყნოსვის საშუალებით?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გემო და ყნოსვა ყველა გრძნობებზე ნაკლებ შეგძნებებს აძლევენ სულს, თანაც ეს შეგრძნებები საკმაოდ განუსაზღვრელია. ეს გრძნობები, ადამიანს, ჩანს, მხოლოდ სხეულებრივი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აქვთ მინიჭებული; და მათი შთაბეჭდლილებები მხოლოდ პირადია, სხეულებრივია, და სულის განვითარებისთვის დიდი სარგებლობა მათ ვერ მოაქვთ. მართლაც, განა ბევრი რამეს გაგება შეუძლია სულს ამ გრძნობების საშუალებით? რა ზოგადი იდეები ან ცნებები შეიძლება მან გამოიტანოს ამ შთაბეჭდილებათაგან? თვითონ ენაშიც წარმოდგენილია ისეთ სიტყვათა მცირე რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა საგნების მიერ ამ გრძნობებზე გამოწვეულ შთაბეჭდილებებს აღნიშნავენ. ყველა სიტყვა გამოხატავს გარკვეულ და ზოგად ცნებებს საგანთა თვისებების შესახებ, მაგრამ სიმწარე, სიტკბო, სიმჟავე საკუთრივ ჩვენს გრძნობებს გამოხატავენ, თანაც რაც ერთს სასიამოვნო გემოდ მიაჩნია, მეორე მას ხშირად სასიამოვნოდ კი არ მიიჩნევს. არამედ, პირიქით. მაგრამ მიუხედავად გემოსა და ყნოსვის გრძნობათა შთაბეჭდილებების სიღარიბისა და განუსაზღვრელობისა, სულს ისინიც აწვდიან ცნობათა მცირე ნაწილს. და თუმცა ისინი სხვა გრძნობებზე ნაკლებად უწყობენ ხელს ადამიანის სულის განვითარებას, სამაგიეროდ სხეულებრივი სიცოცხლისათვის ისინი, ჩანს, სხვა გრძნობებზე უფრო მეტად არიან აუცილებელი.

§58. იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს წარმოშობს სულში მხედველობის ორგანო

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მხედველობის ორგანოს შთაბეჭდილებები გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, მათი საშუალებით სულში წარმოშობილი შეგრძნებები უფრო მრავალრიცხოვანია, და მაშასადამე, თვისებები ნივთებისა და ცნებები, რომელთაც ისინი სულს აცნობებენ, უფრო მრავალრიცხოვანია. მხედველბის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ: 1. განფენილობა სიგრძესა და სიგანემი, 2. ფერები, 3. საგანთა ფიგურა, 4. სიდიდე, 5. მოძრაობა. აქედან ცხადია, რომ სულის მიერ მხედველობის საშუალებით მოპოვებული წარმოდგენები იმ წარმოდგენების მსგავსია, რომელთაც იგი შეხების გზით იპოვებს. ასე რომ ხშირად ისინი სულში ერწყმიან და ძნელი ხდება გარჩევა, რა მოუპოვებია სულს შეხების საშუალებით და რა - მხედველობის გზით.

საგანთა ფერები და სინათლისა და სიბნელის შეგრძნებებია ის წარმოდგენები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მხედველობას ეკუთვნიან და შეუძლებელია რომელიმე სხვა გრძნობის მიერ იყონ მოტანილი. ყველა სხვა წარმოდგენა ამ ორი გრძნობის, მხედველობისა და შეხების გრძნობის, ნაწარმოებია, ასე რომ სული მხედველობის შეგრძნებებს ყოველთვის შეხებით ამოწმებს და პირიქით მაგრამ სულისათვის მხედველობის გრძნობის უდიდესი მნიშვნელობა იმაშია, რომ იგი ზნეობრივ წარმოდგენათა ახალ სამყაროს აღმოაჩენს მეორე ადამიანის მდგომარეობაში, მოძრაობებში და განსაკუთრებით, სახის ნაკვთებში. ჩვენ მათში ვბედავთ არა მხოლოდ სივრცით ფარგლებს, არა მხოლოდ ჩრდილ-ნათელთა გარდასვლებს, არა ნივთიერების ცივ ფორმებს, არამედ უმაღლესი სიცოცხლის გამოვლენებს, გრძნობებისა და აზრების სიმბოლოებს. თოთო ბავშვიც ხვდება, რას ნიშნავს დედის სახეზე ღიმილი, მისკენ მიმართული ჩუმი მზერა, ან წამწამზე დაკიდებული ცრემლი. ამ ნიშანთა აზრი ბავშვებს ესმით ანგარიშმიუცემლად, მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ ასეთ შეგრძნებებს თვითონაც ასეთივე ფორმებით გამოხატავენ. სულის ეს ნიშნები უპირობოა და ამის გამო საყოველთაოც. ძველებმა, რომელთაც ბევრი დაკვირვება აწარმოეს ამაზე, მთელი ხელოვნება შექმნეს მისგან. ცნობილია ხელოვნება ერთი რომაელი მიმიკოსისა, რომელიც იმპერატორ ნერონის დროს ცხოვრობდა. იგი სხეულის მოძრაობებით სრულიად გასაგებად გამოხატავდა სულის ყველა აზრს, ასე რომ ბარბაროსთა ერთმა მეფემ გამოითხოვა იგი იმისათვის, რომ ქვეშევრდომ სხვადასხვა ტომს შორის თარჯიმნად გამოსულიყო.

§59. რას იგებს სული სმენის გზით?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

განსაკუთრებული შეგრძნება, რომელსაც სმენის ორგანო გვაწვდის, არის ბგერა. სმენით ჩვენ გავარჩევთ: 1. ბგერების მიმართულებას, 2. სივრცეს, რომელიც მათ განვლეს, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია და უნარი გვაქვს ვიმსჯელოთ, შორიდან მოედინება ბგერები თუ ახლოდან. თვალები კიდევაც რომ დავხუჭოთ, მაინც შეგვიძლია განვსაზღვოთთ, საიდან მოდის ბგერა. მაგალითად, იყო ერთი ბრმა, მოსაუბრის ხმით არჩევდა, ტანმაღალი იყო იგი თუ არა. მეორე ახერხებდა უდიდესი სიზუსტით განესაზღვრა, რა დონეზე იდგა წყალი გრაფინში ან ჭიქაში. ბგერების შთაბეჭდილებას ჩვენ ვუკავშირებთ დროში მათი მეცი ან ნაკლები ხანგრძლივობის წარმოდგენას. მაგრამ აქაც, როგორც მხედველობის შთაბეჭდილებებში, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ზნეობრივი წარმოდგენები, რომელთაც ჩვენში ბგერები აღძრავენ. თოთო ბავშვს ჯერ კიდევ არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ იგი მარტო ბგერების მეშვეობით, ხმის ინტონაციის მეშვეობით ხვდება მოლაპარაკის გრძნობებს. და არა მარტო თოთო ბავშვები, არამედ ცხოველებიც. მაგალითად, ძაღლი ხმის მიხედვით ძალიან კარგად არჩევს, გაუბრაზდა მას პატრონი, თუ ეფერება. იმღერეთ ნაღვლიანი სიმღერა ბავშვის ან ველურის თანდასწრებით და მათს სახეებზე აღიბეჭდება დარდი, თანაგრძნობა და სიბრალული; უთხარით რაიმე საყვედურით ან გაბრაზებით და მაშინვე შეამჩნევთ წყენას და სხვ. თუ ბავშვის და ველურის წინაშე იმ ზომისა და ჟღერადობის მიხედვით წაიკითხავთ ლექსს, რომლებიც გამოსახავენ ცხოველი სიხარულისა და მხიარულების გრძნობას, ისინი ხტუნვას დაიწყებენ, ან ყოველ შემთხვევაში, მათ სახეზე თანაგრძნობა გამოეხატებათ. გრძნობის ეს ბუნებრივი და ამის გამო ცხოველი, უშუალო ენა მთელი თავისი სიძლიერით ეუფლება ჩვენს სულს მაშინაც, როცა ჩვენ გონებრავი ცხოვრებით ვცხოვრობთ და სხვისი მეტყველება ჩვენთვის უკვე განყენებული აზრებისა და იდეების გამოსახვას ემსახურება. შორისდებულები ყველა ენაში მეტყველების გამომსახველობითობას ემსახურებიან: მათში აღიძვრის ამა თუ იმ აზრის მიერ აღძრული გულის თრთოლვა. ყოველი შორისდებული წარმოადგენს ბგერას, რომელიც გამოხატავს სასოწარკვეთილების შეძახილს, ოხვრას, სიხარულს, დარდს და სხვ. შორისდებულში ხმის ერთი ამოთქმით, უეცრად, მეორდება ის, რაც ფრაზის რამდენიმე ნაწილშია დაწილადებული [9].

§60. ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადამიანის სული შთაბეჭდილებებს მონურად კი არ აღებს, არამედ განსჯის, იაზრებს მათ, ეძებს მათ საწყისს, ნამდვილობას, ცდილობს ერთი გრძნობის შთაბეჭდილებები შეამოწმოს მეორე გრძნობის შთაბეჭდილებებით და ა.შ. გრძნობათა ამგვარ შემოწმებას ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრების პირველი დღეებიდანვე, - ეს ავხსენით პირველ თავში, გრძნობათა ანალიზის დროს. ცალკეულ, განსხვავებულ გრძნობათა გზით მიღებული შეგრძნებები ჩვენ სულში ერთიანდებიან და ქმნიან ერთ მწყობრ მთელს, ასე რომ საბოლოო წარმოდგენა ყველა გრძნობად საგანზე იქმნება ყველა გრძნობის შთაბეჭდილებათა შეჯერების შედეგად. იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ, წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: დაბადებით ბრმა ადამიანმა მხოლოდ შეხების საშუალებით შენიშნა ორი სხეულის - მრგვალისა და ოთხკუთხედის - ფორმათა განსხვავება და შეადგინა წარმოდგენა მრგვალი და ოთხკუთხედი ფიგურების შესახებ მხოლოდ შეხების შთაბეჭდილების საფუძველზე. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთმა ადამიანმა შეიძინა მხედველობის უნარი და ჩვენ, ვაჩვენებთ რა მას ამ ორ ფიგურას, ვეკითხებით - რა ჰქვია მათ. ძალზე საეჭვოა, მან შეძლოს იმის თქმა, თუ რომელია ამ ფიგურათაგან მრგვალი და რომელი - ოთხკუთხედი მანამ, სანამ იგი მათ არ შეეხება და ამ გზით არ გაიხსენებს თავის ადრინდელ შეგრძნებებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მუდამ ვამოწმებთ და ვადარებთ ერთიმეორეს მხედველობისა და შეხებას შეგრძნებას, ე.ი. ჩვენ ვიცით, თუ როგორია თვალისათვის ის საგანი, რომელიც შეხებისთვის მრგვალია და პირუკუ. ბრმებს ასევე შეხებით შეუძლიათ იცნონ ნივთთა და საგანთა ფერები. მაშასადამე, ისინი ამჩნევენ, რომ თითების გარკვეულ შეგრძნებას იწვევს ის ფერი, რომელსაც მხედველობის მქონე ადამიანები წითელს უწოდებენ, სხვა შეგრძნებებს - თეთრი და ა.შ. მაგრამ ისინი რომ ხედვის უნარით დავაჯილდოვოთ და მივთხოვოთ, მხოლოდ ამ უნარის საშუალებით ამოიცნონ სხვადასხვა ფერი, საეჭვოა, რომ მათ ეს მოახერხონ. ხშირად ბგერები იქედან კი არ გვესმის, საიდანაც სინამდვილეში მოდიან ისინი, არამედ სრულიად საპირისპირო მხრიდან, მაგრამ მხედველობა და ჩვევა გვასწავლიან ბგერათა ჭეშმარიტ მიმართულებას. როდესაც ჩვენგან მოშორებით ისვრის ზარბაზანი ანდა გაიელვებს, ჩვენ ბევრად უფრო ადრე ვხედავთ სინათლეს და მხოლოდ შემდეგ გვესმის სროლის ხმა და ქუხილი, თუმცა მაინც ვიცით, რომ ბგერა და სინათლე ერთდროულად არსებობენ. უფრო მეტიც, ამგვარი ფაქტები რომ შეგვეკრიბა, ისინი გვიჩვენებდნენ, რომ გრძნობებს შეუძლიათ ხშირად შეგვიყვანონ შეცდომაში, თუკი მათ განსჯით არ შევამოწმებთ. მხოლოდ შეხებაა ისეთი გრძნობა, რომლის შთაბეჭდილებები მუდამ ერთნაირია და უცდომელია, ამიტომ მხოლოდ მას არ შეყავს შეცდომაში ადამიანი.

§61. ამ შეგრძნებათა დიდი მნიშვნელობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

დიდი მნიშვნელობა ყოველივე იმისი, რასაც ვიძენთ ჩვენი შეგრძნებების საშუალებით, ცხადი ხდება:

1. იმის საფუძველზე, რომ ყველაფერი, რაც შეგრძნებებით შეძენილია, მთელი ჩვენი შემეცნების მასალად გადაიქცევა. სული ან უშუალოდ გადააქცევს მას მარტივ წარმოდგენებად, ხოლო წარმოდგენების სხვადასხვაგვარი შეერთებით შექმნის მთლიან ცოდნას, ანდა გაიხდის მას საფუძვლად დასკვნის გზით ისეთი ცნებებისა და ცოდნის მიღებისა, რომლებსაც სავსებით ახალი შეიძლება ეწოდოს.

ზოგიერთი ფსიქოლოგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ შეგრძნებები უშუალოდ გადაიქცევიან წარმოდგენებად. მაგრამ აბა გვითხრან, რა არის თეთრის წარმოდგენა, თუ არა მარტივი მოგონება შთაბეჭდილებისა, რომელსაც ახდენს ჩვენზე თეთრი საგანი! აბა გვითხრან, რა არის წარმოდგენილი საგნის აღდგენა სულში? სიტყვა წარმოდგენა თავის თავში შეიცავს ამგვარ ახსნას. ჩაუკვირდით საკუთარი სულის მდგომარეობას, როცა ის წარმოიდგენს რამეს და დარწმუნდებით, რომ ეს წარმოდგენა არის წარმოდგენილის წმინდა მოგონება. მაგალითად, როცა მსურს წარმოვიდგინო ნაცნობი, მაგრამ აქ არ მყოფი ადამიანი, მე ვიგონებ მის ფიგურას, ტანსაცმელს, სახის ნაკვთებს, ჩვეულებებს, მოძრაობებს, მეტყველებას, მოკლედ ვცდილობ გავაცოცხლო, აღვადგინო ჩემს თავში ყველა ის შეგრძნება, რომელიც მივიღე, როდესაც ვხედავდი და ვესაუბრებოდი მას. აი, რატომაა, რომ ნახულსა და, ასე ვთქვათ, ნაგრძნობ საგნებს წარმოვიდგენთ ხოლმე უკეთ, ვიდრე იმ საგნებს, რომლებიც ჩვენთვის მხოლოდ აღწერის ან მონაყოლის საშუალებითაა ცნობილი. აგრეთვე რატომაა, რომ ფიზიკური სამყაროს საგნებს ჩვენ წარმოვიდგენთ უკეთ, ვიდრე უხილავ სამყაროს, ანდა განყენებულ საგნებს. ამ უკანასკნელთ კი ყოველთვის ვცდილობთ გრძნობადი საგნების ფორმა მივცეთ. იქნებ შემოგვედავონ: შესაძლებელია კი ადამიანმა გარეგანი გრძნობებით მიღებული რამდენიმე ათობით მარტივი წარმოდგენიდან შეადგინოს ცოდნის უთვალავი სიმრავლე, რომელიც მის განკარგულებაშია? მაგრამ ამის მთქმელებმა დაე გაიხსენონ, რომ ადამიანს ათი არითმეტიკული ნიშნით შეუძლია გამოხატოს უთვალავი ჯამი, ანდა რომ მან 24 ასოს საშუალებით შეადგინა მილიონობით წიგნი. ჩვენი სულის სიდიადე სწორედ იმაში მჟღავნდება, რომ მან მცირე მასალისაგან შეძლო უთვალავი ცოდნის გამოტანა და ყოველთვის შეძლებს ამას. ჩაუკვირდით ბუნების წყობას: შემოქმედმა მცირე, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ორი თუ სამი ფორმიდან და კანონიდან, წარმოქმნა ყოფიერების მთელი მრავალფეროვნება.

2. მაგრამ ჩვენი შეგრძნებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ისინი ჩვენში ყურადღებას აღძრავენ. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ჩვენი ყურადღება ყოველთვის შეგრძნებების შედეგია და რომ მას მათ გარეშე არსებობა არ შეუძლია. ყოველი ადამიანი შეძლებს ამის გაგებას: ყველა გრძნობა რომ დახურული ყოფილიყო, სული რაღაც მძინარე მდგომარეობაში იქნებოდა და მის ყურადღებას არაფერი აღაგზნებდა. თუკი დავაკვირდებით ამ უნარის თანდათანობით გამოვლენას ბავშვებში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდებით იმაში, რომ ყურადღებასა და შეგრძნებებს შორის კავშირი აუცილებელია. ბავშვები დასაწყისში ყველა შეგრძნებას მექანიკურად იღებენ, ე.ი. ისინი არ აცნობიერებენ მათ და საკუთარ თავს არ მიაკუთვნებენ თავის შეგრძნებებს, ე.ი. ვერ ხვდებიან, რომ გარკვეული შეგრძნებები საკუთრივ მათშივე წარმოიქმნება. მაგრამ იმის შემდეგ, რაც ერთი და იგივე შემთხვევა რამოდენიმეჯერ მეორდება, ბავშვებში თანდათან წარმოიქმნება ყურადღება. ყურადღების პირველი გამოკრთომა უეჭველად ის არის, რომ ბავშვი იწყებს შეჩერებას თავის შეგრძნებებზე, ზოგიერთი ხმის ყურისგდებას, ზოგიერთი საგნის დაკვირვებას და ა.შ. აქვე და ყურადღების ამ თავდაპირველ მოქმედებასთან თითქმის განუყრელად ბავშვებში ვლინდება ერთი შეგრძნების მეორისგან განსხვავების უნარი; მაშასადამე, ყურადღებას ყოველთვის თან ახლავს მსჯელობა, ანუ, რაც იგივეა, - შენიშვნა იმისა, რასაც სულმა ყურადღება მიაპყრო.

§62. ყველა მსჯელობა თავისი არსებით წარმოდგენის იგივეობრივია

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

საგნების შესახებ ჩვენს წარმოდგენებში მოცემულია ამ საგნებზე ყველა მსჯელობის ჩანასახები. განვსაჯოთ, რაიმე საგანი ნიშნავს იმას, რომ რაიმე მივაწეროთ მას, ან უარვყით მის მიმართ, ვიპოვოთ მისი მსგავსება ან განსხვავება სხვა საგნებთან, ანდა, ზოგადად, ვიპოვოთ ერთი საგნის მიმართება სხვებთან. მაგრამ ამ საგნის წარმოდგენავე შეიცავს ყველაფერს, რაც მიეწერება ამ საგანს, თუკი ეს წარმოდგენა სწორი და სრულია, რადგან სხვაგვარად ჩვენ არა გვაქვს საფუძველი იმისა, რომ საგანს რაიმე მივაწეროთ. მაგალითად ყველა მსჯელობა ქვის შესახებ: „ქვა სხეულია", „ქვა ფანფენილია", „ქვა მძიმეა", „ქვა მრგვალია", „ქვა იყოფა" და სხვ. უკვე მოცემულია ქვის წარმოდგენაში, რადგან ყველა ამ თვისებას, რომელთაც მსჯელობაში ქვას მივაწერ, ვპოულობ ჩემს წარმოდგენაში ამ საგანზე, სხვაგვარად მე ვერ შევძლებდი ამ საგნისათვის ეს თვისესები მიმეწერა. აქედან ცხადია, რომ ყოველი მსჯელობა არსებითად იგივეობრივი მსჯელობაა. ამრიგად, ყველა მსჯელობა ქვის შესახებ და მრავალი სხვა მსჯელობა, რომელიც კი შეიძლება გამოითქვას მასზე, სახეცვლილებებია შემდეგი იგივეობრივი მსჯელობისა: „ქვა არის ქვა".

ამაზე შეიძლება ასე შემოგვედავონ: თუკი ყველა მსჯელობა იგივეობრივია, თუკი ყველაფერი, რაც მე შემიძლია ვამტკიცო, მაგალითად ქვის შესახებ, მოცემულია ქვის მარტივ წარმოდგენაში, მაშინ რაღა დანიშნულება აქვთ ამ მსჯელობებს? რითი განსხვავდებიან ისინი წარმოდგენებისაგან, და, რაც მთავარია, როგორ შეუძლიათ მათ გაამდიდრონ ჩვენი ცოდნა? სწორედ ასე დავობს კანტი, რომელიც ამტკიცებს: ანალიზური მსჯელობები ჩვენი ცოდნის ჯამს კი არ ზრდის, არამედ მხოლოდ ნათელყოფს ცოდნასო. ცოდნის ზრდა კი, თანახმად კანტისა, სინთეზური მსჯელობების საშუალებით ხდება. შემდგომ ჩვენ ვნახავთ, სწორია თუ არა მსჯელობათა ამგვარი დაყოფა ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობებად, აქ კი ვეცდებით ვაჩვენოთ, რომ თუმცა ჩვენი ყველა მსჯელობა მართლაც იგივეობრივია, მათ მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ცოდნის შეძენაში.

§63. წარმოდგენებისა და მსჯელობების ურთიერთმიმართების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მსჯელობები, ჯერ ერთი, გამოხატავენ ნათლად და ცნობიერად იმას, რასაც შეიცავენ წარმოდგენები და, მეორე, ასწორებენ და ავსებენ თავად წარმოდგენებს საგნების შესახებ. ჩვენს წარმოდგენებს მკაცრი აზრით ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ ცოდნა. ცოდნად ისინი გადაიქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა სული მსჯელობათა საშუალებით დაშლის მათ შემადგენელ ნაწილებად, როცა განსჯა ნათლად და ცნობიერად გამოხატავს მათ მთელ შინაარსს მსჯელობის ფორმით. მაგალითად, მარტივი წარმოდგენა მაგნიტის შესახებ არის მოგონება იმ შთაბეჭდილებისა, რომელსაც ახდენს მაგნიტი ჩვენს გრძნობებზე, ყველაზე მეტად კი იმისა, რომ მას აქვს რკინის მიზიდვის თვისება. მაგრამ ასეთ წარმოდგენას ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ მაგნიტის ცოდნა. მაგნიტის ცოდნა კი იქნება ნათელი, გარკვეული და თანმიმდევრული წესრიგის მქონე ცნობიერება, ან რაც იგივეა, მსჯელობა მაგნიტის თვისებათა შესახებ. თავისთავად გასაგებია, რომ ასეთ ცნობიერებას ერთგვარად შეიცავს თვითონ წარმოდგენა, მაგრამ შეიცავს არა ისე ნათლად და გარკვეულად, როგორც მსჯელობა. აქ მაგნიტის ყველა თვისება გამოიხატება და მიეწერება მას ცნობიერად და მაშასადამე, აუცილებლობით და საბოლოოდ.

მე-2. საგნებზე ჩვენი წარმოდგენები, როგორც შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების უშუალო შედეგები, ხშირად მცდარია და თითქმის ყოველთვის არასრული და უკმარისია. ვინ უწყის, რამდენია ადამიანში მცდარი წარმოდგენა, რომელიც სულში სხვადასხვაგვარი გზებით შეიჭრა, ანგარიშმიუცემლად მიიღო გონებამ. მაგრამ როცა ამგვარ წარმოდგენებს შეეხება განსჯა, ისინი შესწორდება, მცდარი უკუიგდება, ჭეშმარიტი დარჩება. მსჯელობის, ანუ განსჯის საქმე ისაა, რომ შეიტანოს ეს შესწორება და რაც მთავარია, შეავსოს წარმოდგენები. სწორედ ამ მიმართებით ზრდიან მსჯელობები ჩვენს ცოდნას. როცა განსჯის მეშვეობით საგანზე არსებული ჩემი წარმოდგენის ანალიზს ვიწყებ, უკეთ, როცა ვაკვირდები საგანს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მსჯელობა შევადგინო მასზე, მე ყოველთვის აღმოვაჩენ ისეთ თვისებებს, რომლებიც არ იყო ამ საგნის მარტივ წარმოდგენაში. ავიღოთ, მაგალითად, ისევ მაგნიტის წარმოდგენა. მანამ განსჯა არ შეეხება ამ წარმოდგენას, ეს უკანასკნელი ცოტა თვისებას შეიცავს, მაგრამ როცა განსჯა დაიწყებს ამ წარმოდგენის ანალიზს, იპოვის მრავალ ახალ ნიშანს, შეადგენს ახალ მსჯელობებს. მაშასადამე, ცოდნა ამ საგნისა, ისევე, როგორც მისი წარმოდგენა, უფრო სრული და უნაკლო ხდება. უკეთესია, თუ ამ დროს მაგნიტს ჩვენი გრძნობის ორგანოთა დაკვირვების საგნად გადავაქცევთ და მასზე ცდებს ვაწარმოებთ: მაშინ მაგნიტის ცოდნა მრავლმხრივი იქნება.

§64. განყენების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მოქმედებაა განყენება. განყენების არსი ისაა, რომ განსჯა გამოყოფს ნივთის რომელიმე თვისებას თავად ნივთიდან და მას განსაკუთრებული მსჯელობის საგნად აქცევს. მაგალითად, თეთრი ფერი არ არსებობს საგნებისგან განცალკევებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვიმსჯელოთ სითეთრეზე, ისე რომ მხედველობაში არ გვექნება არც ერთი თეთრი საგანი. ამგვარადვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნივთის ყველა სხვა თვისებაზე ამ ნივთისაგან განყენებულად, გამოცალკევებულად და დამოუკიდებლად. თუ ჩვენ უფრო ღრმად ჩავწვდებით ჩვენი უნარების აგებულებას და ადამიანების შემეცნების სისტემას, დავინახავთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აზროვნებისათვის განსჯის ამ მოქმედებას. ადამიანის მსჯელობათა უდიდესი ნაწილი განყენებულ იდეებს ეყრდნობა. ადამიანური შემეცნების ყველაზე უკეთესი და უზუსტესი ნაწილის - მათემატიკის საგანია აგრეთვე განყენებული მსჯელობები და ცნებები რიცხვებზე, სიდიდეებზე, სივრცესა და მის ფორმებზე. დაბოლოს, ამ კეთილისმყოფელი უნარის გარეშე ჩვენ ვერ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს, რადგან სიტყვათა უდიდესი ნაწილი განყენებულ ცნებებს აღნიშნავს.

§65. კლასიფიკაცია

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენი წარმოდგენები თავდაპირველად მუდამ ერთეული და მარტივია, რადგან ისინი ბუნების საგანთა შეგრძნებებია, ხოლო ბუნებაში, როგორც ცნობილია, არსებობენ მხოლოდ ერთეული საგნები, რომლებიც მოქმედებენ ჩვენს გრძნობებზე და ამ გზით წარმოდგენებსაც ერთეულს წარმოშობენ, მაგრამ ადამიანს არ შეეძლო სახელი დაერქმია ყოველი და ცალკეული ერთეულისათვის, რადგან იძულებული იქნებოდა მოეგონებინა სიტყვების უსასრულო სიმრავლე, ეს კი შეუძლეძლებელია. შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, ამგვარი რამ, ეს გადატვირთავდა ენას ზედმეტი სიტყვებით და გაართულებდა აზრთა შეტყობინებას. ადამიანმა ამ უხერხულობის მოსაშორებლად კი არ მოიგონა სახელი ყოველი ერთეული საგნისათვის, არამედ დაჰყო ბუნებაში არსებული ყველა საგანი კლასებად, ჯგუფებად, უწოდა მათ გვარები და სახელები და მხოლოდ მათ მისცა სახელი. მაგალითად, როდესაც შევცქერით მცენარეთა სამეფოს, ჩვენ ვხედავთ მილიონობით ინდივიდებს; შეუძლებელია ყველას მივცეთ, ცალკე სახელი. საბედნიეროდ, ეს ინდივიდები ჰგვანან ერთმანეთს. აი, რატომ დავყავით ისინი ჯგუფებად და ვუწოდეთ, მაგალითად. „ხე", ისეთ მცენარეს, რომლის ტანი გარკვეულ სიმაღღეს აღწევს და მრავალ ტოტად იყოფა. ამ მთავარ კლასს ჩვენ ვუწოდეთ გვარი. შემდეგ, როცა შევიტყვეთ, რომ ხეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი სიდიდით, აგებულებით, ნაყოფით, ეს გვარი დავყავით კლასებად, რომლებიც გვარს ემორჩილებიან. ამ კლასებს ვუწოდეთ სახეები. ვიმეორებ, საგანთა ასეთი დაყოფა კლასებად ძალზე კეთილისმყოფელია. აბა ერთი წარმოიდგინეთ რა იქნებოდა, ბუნებაში ყველა ერთეულს რომ თავისი სახელი ჰქონდეს ჩვენი მეტყველება მიემსგავსებოდა იმ წიგნს, რომელშიც არ არის ასოები და ყოველი საგანი და ყოველი სიტყვა განსაკუთრებული ნიშნით აღინიშნება. მაშინ ჩვენ სახელების მხოლოდ დასწავლისთვისაც კი არ გვეყოფოდა დრო. ამასობაში ბუნებამ თავად გაუადვილა ადამიანს სახეებად და გვარებად ნივთების ამგვარი დაყოფისკენ მიმართული შრომა, რადგან ბუნება წარმოშობს ერთეულებს, რომლებიც მუდამ მსგავსნი არიან ერთმანეთის, ე.ი. ერთნაირი თვისებების მატარებლები არიან. აქედან ცხადი ხდება, რომ ადამიანის ენაში ყველა სიტყვა, ძალზე მცირე გამონაკლისით, ზოგად ცნებებს აღნიშნავს.

როცა ვხედავთ, თუ რაოდენ სასარგებლო და აუცილებელია ამგვარი კლასიფიკაცია განათლების წარმატებისათვის და ენისათვის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კლასიფიკაცია ღრმად გააზრებული გეგმის შედეგია, რომ ის პირველად რომელიმე ჭკვიანმა ფილოსოფოსმა შეადგინა და რომ ყოველ ადამიანს ის ხანგძლივი შესწავლის შემდეგ ესმის. ეს არ არის ასე. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი კლასიფიცირება ჩვენ მხოლოდ ბუნებამ გვასწავლა. ტყუილად როდი ამბობენ - გასაჭირი ყველაზე კარგი მასწავლებელიაო. გამოცდილებამ ეს დებულება ყველაზე თვალნათლივ ჩვენს მიერ გარჩეულ შემთხვევაშიც გაამართლა, რადგან მხოლოდ გასაჭირმა აიძულათ ადამიანები მოეხდინათ ამგვარი კლასიფიკაცია და მოეხდინათ ის უკვე ადრეული ასაკიდან. ბავშვი, რომელსაც თქვენ მიუთითეთ რაღაც საგანზე და უთხარით, რომ ამ საგანს ეწოდება „ხე", ამავე სახელს ყოყმანის გარეშე უწოდებს ყოველ სხვა ხეს, რადგან ის ამჩნევს ამ ხეებს შორის არსებულ მსგავსებას. ბავშვი ამ სიტყვას ძალზე ფართო მნიშვნელობას მისცემს. ის ყოველ მცენარესაც კი „ხეს" უწოდებს, რადგან მისთვის უფრო ადვილია გამოიყენოს ნაცნობი სიტყვა, ვიდრე გამოიგონოს ახალი.

მაშ ასე, გვარები და სახეები საკუთრივ სიტყვებია ანუ მრავალი მსგავსი საგნის ზოგადი დასახელებაა. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სიტყვებს ბუნებაში შეესატყვისებიან რაღაც გარკვეული სავნები. ბუნებაში არ არსებობს ხე ზოგადი აზრით, არ არსებობს ზოგადად არყის ხეც კი, არამედ არსებობს სიმრავლე ცალკეული ხეებისა, რომელთაც ჩვენ მივეცით არყის ხის სახელი. ბუნებაში არ არსებობს ადამიანი ზოგადი აზრით, არამედ არსებობენ პეტრე, ივანე, ალექსი, ნიკოლოზი და სხვ. ვინც საწინააღმდეგო აზრის მტკიცებას დაიწყებდა, მიემსგავსებოდა მხატვარს, რომელსაც განუზრახავს დახატოს პორტრეტი ადამიანისა საერთოდ. მაგრამ როგორი გონებრივი წარმოდგენები შეესატყვისება ამ გვარეობით და სახელობით სიტყვებს? მათ შეესატყვისება ამ სიტყვებით აღნიშნული ყველა საგნისათვის საერთო ნიშნებისა და თვისებების წარმოდგენები. ამგვარი ახსნა თითქოს მარტივია და საქმის არსს შეესაბამება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, ბუნებაში გვრები და სახეები არსებობენო, ხოლო ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა. რომ ამტკიცებს, თითქოს ბუნებაში მხოლოდ გვარები და სახეები არსებობენ და არა ერთეულებიო. მაგრამ ცხადია, ამგვარი ბჭობა აღმოჩნდება უზუსტო, რაწამს ჩავწვდებით იმას, თუ რას წარმოვადგენთ სიტყვებით - „მცენარე", „მხეცი", და ა.შ. ცხადია, სიტყვა „მცენარე" ნიშნავს იმ ნიშნების შეერთებას, რომლებიც ეკუთვნის ერთს კი არა, მრავალ ერთეულ საგანს. სიტყვა „მხეცი" ბადებს გონებაში წარმოდგენას არა რაღაც ერთეულ არსებაზე, ის ათასობით ცალკეული არსების თვისებათა შეერთებაა. მართალია, ბუნებამ, როგორც ვთქვით, საფუძველი მისცა ჩვენს დაყოფას გვარებად და სახეებად, იმით რომ წარმოშვა მრავალი მსგავსი არსება და საგანი, მაგრამ მან ერთეულიც წარმოშვა. მე რომ გითხრათ, მაჩვენეთ ზოგადად მცენარე, ზოგადად მოწაფეო, თქვენ იძულებული იქნებით მაჩვენოთ ერთეული საგნები, რომლებიც გაცილებით მეტ ნიშნებს შეიცავენ, ვიდრე ვგულისხმობ მე ამ სიტყვებით.

§66. რაშია ზოგიერთი ჭკუასუსტი და შეშლილი ადამიანის ნაკლი?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თუ ყურადღებით დავაკვირდებით ზოგიერთ ჭკუასუსტ ადამიანს, აღმოვაჩენთ, რომ მათი ნაკლია ერთი ან რამდენიმე სულიერი უნარის ან სავსებით არქონება, ანდა მათი განუვითარება. ადამიანი, რთმელსაც ცოტა წარმოდგენები აქვს და თანაც არ შეუძლია მათი შედარება ერთმანეთთან, რადგან არ ესმის მათი მსგავსება და განსხვავება, რომელსაც არ ძალუძს განყენება და, მაშასადამე, სრულყოფილად აზროვნება, ჭკუასუსტს უნდა ჰგავდეს. ამგვარი ადამიანის ცნებები და მსჯელობები ახლობელსა და წუთიერ იდეებს უტრიალებს, მას არ შეუძლია აგრეთვე იმსჯელოს საგნებზე, რომლებიც დიდ გონებრივ დაძაბვას ითხოვენ. ის, თითქოს, არ ჰკარგავს სწორი მსჯელობის უნარს, მაგრამ მცდარად, მხოლოდ წარმოსახვის საფუძველზე აერთებს თავის გონებაში ზოგიერთ წარმოდგენას და შემდეგ მცდარი აზრები გამოჰყავს აქედან, თუმცა გამოჰყავს სწორად. ასეთია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც წარმოიდგინა, რომ თვითონ მეფეა და მეფისათვის საკადრის პატივისცემას ითხოვს; ან სხვა ადამიანისა, რომელმაც როგორღაც დაარწმუნა თავისი თავი, შუშის ფეხები მაქვსო და აქედან სავსებით სწორად გამოჰყავს დასკვნა, რომ საჭიროა ფრთხილად მოიქცეს, რათა ფეხები არ დაემსხვრეს. ამგვარი ადამიანები სწორად ბჭობენ, თუმცა მათი დასკვნები მცდარია, რადგან მცდარი წარმოდგენიდანაა გამოყვანილი. მათში არსებული წარმოდგენა ისაა, რაც idee fixe-ს სახელითაა ცნობილი. idee fixe-თი შეპყრობილი ადამიანები იშვიათად ამჟღავნებენ ყველა უნართა მოშლას, მაშასადამე, მათ ქცეაში ძნელად გასაგებია მხოლოდ ერთი რამ - როგორ მოხდა, რომ ეს იდეა აიჩემეს და მისი ჭეშმარიტება ირწმენეს. სხვა დანარჩენი მათში ძალზე თანმიმდევრულად და ლოგიკური სისწორით ხდება, რადგან თუკი ვინმე ირწმუნებს შუშის ფეხები მაქვსო, ბუნებრივია, შეეშინდება ადგომა, შეეშინდება მათი ხელის ხლება და ა.შ. ამ შემთხვევაში შეშლილი ჰგავს ყოველ ადამიანს. რომელიც მცდარ საფუძველზე დაყრდნობით მსჯელობს.

§67. რა არის გონებამახვილობა?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ძნელი როდია გავიგოთ და დავრწმუნდეთ, რომ განსჯა ყველა ადამიანს ერთნაირი არა აქვს, რომ ის სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ელფერისაა. ამიტომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი გონებამახვილია, ე.ი. ადვილად და სწრაფად ადგენს მსჯელობას და ამავე დროს პოულობს მსგავსებას ისეთ წარმოდგენებს შორის, რომლებიც სხვებს არამსგავსად მიაჩნიათ. ამიტომ უცნაურია, რომ გონებამახვილობას ფსიქოლოგიის ბევრ წიგნში ცალკეულ უნარადაც მიიჩნევენ და განიხილავენ არა როგორც განსჯის თვისებას, არამედ როგორც სულის ცალკე ძალას. მაგრამ თუ ვივლით ასეთი დაქუცმაცების გზით, მაშინ ათობით და ასობით ცალკე უნარები გამოინახება. რა თქმა უნდა, საუბარში ხშირად მითხმარება გამოთქმები: „ამ კაცს აქვს სხვების გაცინვის უნარი", „ამ კაცს აქვს ამის და ამის უნარი", მაგრამ სასაცილოა დავეყრდნოთ ამგვარ გამოთქმებს! გონებამახვილობა განსაკუთრებული სახის მსჯელობაა, მსჯელობა კი განსჯას ეკუთვნის. მაშასადამე, გონებამახვილობა განსჯის თვისებაა და არა სულის განსაკუთრებუღი უნარი [10].

§68. გონების მოქმედების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ცოდნის შეძენასა და გავრცელებაში დასკვნის უნარის, ანუ გონების მონაწილეობა გაცილებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ვიდრე ყველა სხვა უნარებისა. მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვენ ცოდნას მხოლოდ უნარით ვიძენთ. განსჯის ანალიზისას ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დანიშნულება არა იმდენად ცოდნის გაფართოებაა. რამდენადაც ნთელი გაცნობიერება იმისა, რაც მოცემულია წარმოდგენებში; ასე, რომ განსჯა მხოლოდ ანაწევრებს წარმოდგენებს. მაგრამ დასკვნის უნარს ზოგიერთი წარმოდგენიდან და მსჯელობიდან გამოჰყავს მათში ფარული სახით მოცემული ახალი მსჯელობები, ამ აზრით იძენს ახალ მსჯელობას და, მაშასადამე, ახალ ცოდნას. დასკვნის უნარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მეცნიერული უნარი იმ აზრით, რომ თითქმის ყველა მეცნიერება თავის განვითარებას მას უმადლის. ყველა აღმოჩენა მეცნიერებათა სფეროში, ყველა გამოგონება, ღრმა კვლევა-ძიება და სისტემები თავის არსებობას მხოლოდ მას უმადლის. ყოველთვის, როცა მეცნიერის გონება პოულობს ახალ კანონს, ანდა რომელიმე მოვლენის ახალ ახსნას, ის ამას დასკვნის საშუალებით აკეთებს. ყველა ამ შემთხვევაში მეორდება ნიუტონის ამბავი - ხიდან ვაშლის ვარდნის დანახვისას მიზიდულობის კანონი რომ აღმოაჩინა. გენიალურმა მეცნიერმა დასკვნის საშუალებით ამ ჩვეულებრივი მოვლენიდან მატერიის საყოველთაო კანონი გამოიყვანა. ზუსტად იგივე, ასეთივე შემთხვევა, მხოლოდ უსასრულოდ მცირე ზომით, მეორდება არა მარტო ყველა მეცნიერთან, არამედ ყოველი ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყვანოთ გარკვეული მსჯელობებიდან მათში მოცემული სხვა მსჯელობები, გარკვეული მოვლენების საფუძველზე ვასკვნით სხვა მოვლენების შესაძლებლობასა ან სინამდვილეზე. ყოველი აზრი, ყოველი სიტყვაც კი ახალი მსჯელობებისა და აზრების საფუძვლად იქცევა. მაგრამ ყველაზე ხშირი და გამოყენებადი მიზეზებიდან შედეგზე და პირუკუ დასკვნაა. შემდგომ ვნახავთ, თუ რატომ აქვს წინადადებას: „ყოველი მიზეზი იწვევს შედეგს და პირუკუ, ყოველი მოვლენა გულისხმობს მიზეზს" - ასეთი ძალა და საყოველთაობა. ყველგან, სადაცაა მოვლენა, ჩვენ ვეძებთ მის მიზეზს, რადგან ვიცით, რომ არაფრისგან არავითარი მოვლენა არ წარმოიშობა. მრავალი მეცნიერების, მაგალითად, ფიზიკის შინაარსი, გარკვეული მიზეზების გამოძებნა და ახსნაა. დასკვნებს განსაკუთრებით ეყრდნობა ფილოსოფია, უპირატესად კი ის ნაწილი, რომელიც ფსიქოლოგიად იწოდება. ფსიქოლოგიის საგანია ადამიანის სული, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გვეძლევა გარეგანი გრძნობებით. მაშასადამე, ყველაფერი, რაც მიცით სულის შესახებ, ვიცით დასკვნების საშუალებით, რომლებიც უყრდნობა შინაგანი ცდის დაკვირვებებს და გამოვლინებებს. სულის არსებობას, მის თვისებებს, არსებას ჩვენ მისი მოქმედების განხილვის საფუძველზე ვხვდებით.

§69. ცნებები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სული მთელ თავის ძალებს იქითკენ მიმართავს, რომ გაიგოს ესა თუ ის საგანი. მისი შემეცნებითი მოქმედების საბოლოო მიზანია, შეადგინოს თავისთვის ცნებები ცალკე ყოველ საგანზე და ცნებათა სისტემა მთელ ხილულ და უხილავ სამყაროზე. ამიტომ ცნებები გონებრივი შრომის ნაყოფია. ისინი შედგენილია ყოველივე იმისაგან, რაც სულმა შეძლო გაეგო ყველა თავისი უნარის მოქმედებით. ისინი შედგება მრავაღი წარმოდგენისა და მსჯელობისაგან, ხშირად კი მრავალი დასკვნისაგან. ასეთებია, მაგალითად, ცნებები, რომლებიც გამოხატულია სიტყვებით: „სული", „უნარი", „სხეული", „გამრავლება", „გაყოფა" და სხვ. მაშასადამე, ისინი განსხვავდებიან წარმოდგენებისა და დასკვნებისაგან იმით, რომ ეს უკანასკნელნი შედიან ცნებაში როგორც შემადგენელი ნაწილები. მაგალითად, თუ წარმოდგენა ხატავს ჩემს წინაშე ადამიანის ფიგურას, ეს იქნება წარმოდგენა ადამიანზე. მაგრამ როცა მე დავიწყებ ადამიანის შემადგენელი ნაწილების გარჩევას, მაშინ იბადება მრავალი მსჯელობა მასზე. ბოლოს, როცა ყველა ამ მსჯელობიდან შედგა რაღაც თავად საგნის შესატყვისი მთელი, ჩემს თავში წარმოიქმნება თავად ცნება ადამიანზე, რადგან ამ შემთხვევაში მე შევიცან ადამიანი. ამიტომ განვითარებული ცნებების მქონე ადამიანია ის, ვინც ფლობს უდიდესი რაოდენობის სწორ მსჯელობას მრავალ საგანზე. და პირიქით, ადამიანი, რომელიც ფლობს შეზღუდული რაოდენობის მსჯელობებს ზოგიერთ საგანზე, ხოლო მრავალ სხვაზე არაფერი გაუგონია, იწოდება უმეცარ ადამიანად.

ჩვენი ცნებების შემადგენელი ნაწილები თავად ამ ცნებათა წარმოშობაზე მიუთითებენ. ზოგი ცნება შემუშავდება ჩვენში მთელი ცხოვრების მანძილზე გონების თანდათანობითი მუშაობით. ზოგს მეცნიერული განათლებისას ვიძენთ, ზოგს - წიგნებიდან, საუბრებიდან და სხვ. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ცნებების წარმოშობის ისტორია არის ჩვენი გონების განვითარების ისტორია. ხშირად ადრეულ ბავშვობაში ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენთვის ცნებებს ისე, რომ თვითნებურად ვაერთებთ საკუთარ მარტივ წარმოდგენებს, რის გამოც ჩვენი ცნებები ფანტასტიური, ზღაპრულია. მაგრამ ჩვენი ცნებების ყველაზე ფართო წყაროა იმ სიტყვათა განმარტება, რომლებითაც აღინიშნებიან ეს ცნებები. ასე წარმოიშვა მეცნიერთა ცნებების უმეტესი ნაწილი. რაც შეეხება უსწავლელ ადამიანებს, ისინი ცდილობენ თვითონ შეადგინონ თავისთვის ცნებები იმ საგნებზე, რომლებიც საკუთარ მდგომარეობასთან და საქმიანობასთან ახლოა. ამიტომ ამ ადამიანებს, უფრო ხშირად, არა აქვთ სწორი ცნებები ამ საგნებზე, რომლებიც არ ეხება მათ საქმიანობას და აქვთ მიდრეკილება ცრუმორწმუნეობასა და ცდომილებისკენ. გონების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ცნებებია ცნებები სუბსტანციებისა და ამ სუბსტანციების ურთიერთმიმართების შესახებ.

§70. სუბსტანციების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სუბსტანციის შესახებ არსებული ყველა ცნების დაწვრილებითი გარჩევა შორს წაგვიყვანდა, და, ამავე დროს, ამგვარი გარჩევა, უფრო მეტად ლოგიკის საქმეა, ვიდრე ფსიქოლოგიისა. ამიტომ აქ შევეცდებით ავხსნათ მხოლოდ: 1. რა არის საკუთრავ სუბსტანცია, როგორც ცნება, 2. რომელ სუბსტანციებზე შეადგინა ან შეუძლია შეადგინოს თავისთვის ცნება ადამიანმა.

სიტყვა „სუბსტანცია" წარმოდგება ლათინური სიტყვიდან „cubsto" - „ვდგევარ რაიმეს ქვეშ", „ვიყრდნობ". აქედან რაიმე ნივთის ან არსების სუბსტანცია ეწოდება თავად მის არსს, რომელიც აერთიანებს და წარმოშობს მის ყველა თვისებასა და ძალას. მაგალითისათვის განვიხილოთ ქვა. მასში ნაპოვნი თვისებები - განფენილობა, სიდიდე, ფიგურა, სიმკვრივე, სიმძიმე და ა.შ. - მიგვაჩნია ქვის რაღაც შინაგანი არსის კუთვნილებად, ეს არსია სწორედ ქვის სუბსტანცია. ცხადია, მაძიებელი გონებისთვის ძალზე სასურველია იცოდეს არსებობს თუ არა სუბსტანცია ამ აზრით, ანდა იქნებ ის გარეგანი თვისებები, რომლებსაც აღმოვაჩენთ ქვაში და საერთოდ, ყველა სხეულში, თავად წარმოადგენენ ამ სხეულთა არსს? მაგრამ ჩვენს გონებას უჭირს მისვლა ამ დიდი ამოცანის გადაწყვეტამდე. ზუსტად იგივე უნდა ვთქვათ სულის შესახებაც: შეგრძნებები, ნება და სულის სხვა ძალები სულის გამოვლენაა. თუ მისი თავად სუბსტანციაა? ისე ჩანს, თითქოს სულის არსი შეუმეცნებადია და ჩვენს ცნობიერებას ეძლევა მხოლოდ სულის  ძალები და გამოვლენა.

ადამიანს შეუძლია შეადგინოს და მან კიდეც შეადგინა ცნება ორ საპირისპირო სუბსტანციაზე - მატერიალურსა და სულიერზე. ცნება პირველზე მან შეადგინა იმ შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების საფუძველზე, რომლებსაც ისინი აღძრავენ მასში. სულზე კი იმით, რომ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქმედებებს. თუ მიუკერძოებლად შევადარებთ ერთმანეთს ცნებებს, რომლებიც გაგვაჩნია მატერიალურსა და სულიერ სამყაროზე, დავინახავთ, რომ მეორე სახის ცნება არ ჩამოუვარდება სინათლით და სიცხდით პირველი სახის ცნებას. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარემოება აადვილებს და ხელს უწყობს მატერიაზე ზუსტი ცოდნის შედგენას, ჩვენ მაინც სხეულებრივ სუბსტანციაზე ვიცით მხოლოდ გარეგანი, ზედაპირული რამ; ვიცით მისი ძალები, მოვლენები და ურთიერთმოქმედება, მაგრამ ამ ძალათა არსს, მათ შინაგან ყოფიერებას ვერასოდეს ვერ ამოვიცნობთ. იგივე ითქმის სულზეც: შინაგანი ცდის საშუალებით ჩვენ გვეძლევა ცოდნა სულიერ ძალებზე, წარმოდგენებზე, მსჯელობებზე და დასკვნებზე, ნებაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. ამ ცოდნის საფუძველზე ვასკვნით, რომ არსებობს რაღაც არამატერიალური სუბსტანცია, რომელიც ითავსებს ყველა ამ თვისებას. მაგრამ ვის ძალუძს ახსნას და გაიგოს ამ სუბსტანციის შინაგანი ყოფიერება! ბუნების შემოქმედმა მოგვცა საშუალებები იმისა, რომ ვიცოდეთ სამყარო და საკუთარი თავი მხოლოდ იმ ზომით, რა ზპმითაც საჭიროა ეს ჩვენი სიცოცხლის და კეთილდღეობისათვის. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მატერიაშიც და სულშაც არის ათასი ჩვენთვის უცნობი თვისება.

მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას ნათლად სუბსტანციების ჩვენს ცნებებზე, სახელდობრ ის, რომ ადამიანს არა მარტო არ შეუძლია შეადგინოს თავისთვის ისეთი ცნება, რომელიც იქნებდა არა მატერია, არა სული, არამედ რაღაც საშუალო, - მას არ შეუძლია წარმოიდგინოს ამგვარი სუბსტანცია. მართლაც, მატერია ჩვენ გვესმის, როგორც რაღაც განფენილი, შემოზღუდული და ერთმანეთის მიმართ გარეთ მდებარე ნაწილებისაგან შედგენილი და უმოქმედო, სული - როგორც მატერიისგან სავსებით განსხვავებული, ნაწილების არა მქონე, როგორც რაღაც შემგრძნობი, მოქმედი, შემმეცნებელი და ა.შ. რა თვისებები, რა წარმოდგენები შეუძლია შეაერთოს ჩვენმა გონებამ, რათა შეადგინოს ცნება საშუალო სუბსტანციაზე? ამგვარი მოსაზრება შუალედური სუბსტანციის შესახებ ცნების შედგენის შეუძლებლიაბაზე ყველაზე მეტად ანადგურებს იმ ფსიქოლოგთა ვარაუდებს, რომლებსაც სურდათ სულის ან სასიცოცხლო ძალის სახელით დაეშვათ რაღაც საშუალო არსება სულსა და ორგანიზმს შორის. საკმარისია მათ ვკითხოთ, მატერიალურია ეს საშუალო არსება? როგორი პასუხიც არ უნდა მოგვცენ მათ, მათი საშუალო სუბსტანცია თავისთავად გაქრება, რადგან თუ ისინი იტყვან, ეს სუბსტანცია არამატერიალურიაო, გამოვა, რომ ადამიანში სამი სუბსტანციაა - ორი სულიერი და ერთი მატერიალური, და მაშინ გაუგებარი იქნება, როგორია მიმართება ამ ორ სულიერ სუბსტანციას შორის და რატომ არსებობს ორი სულიერი სუბსტანცია, როცა ერთიც საკმარისია. თუ ისინი იტყვიან, ეს სუბსტანცია მატერიალურიაო, მაშინ ეს იქნება ორგანიზმი თავისი ძალებით.

§71. ცნება უმაღლესი არსების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მაგრამ უმაღლესი და ყველაზე აუცილებელი ცნება, რომელიც არსებობს ადამიანის სულში, არის ცნება უზენაესი სუბსტანციის, მთელი სამყაროს შემოქმედის, ყველა მოვლენის საბოლოო მიზეზის, ღმერთის შესახებ. ღმერთის შემეცნება და მისი რწმენა არიბ ის თვისება, რომელიც მკვეთრად ასხვავებს ადამიანს ყველა სხვა მიწიერ ქმნილებათაგან და ანიჭებს მას დიდ შინაგან ღირსებას. ამ მაღალი ცნების განმასხვავებელი თვისებებია: 1. მისი საყოველთაობა ადამიანთა ყველა ტომში და ცალკეულ ადამიანში; 2. მისი ადრეული და, ასე ვთქვათ, ადვილი და გარდუვალი აღმოცენება ადამიანის სულში.

გამოცდილებამ და მოგზაურობამ აჩვენა, რომ დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ტომი, რომელსაც არა აქვს ბნელი წარმოდგენები მაინც უზენაეს არსებაზე. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, პოლინეზიის კუნძულებზე პოულობდნენ სავსებით გაველურებულ ტომებს, რომლებიც ცხოველებს უფრო ჩამოგავდნენ, ვიდრე ადამიანებს, ტომებს, რომელთა წარმომადგენლებსაც ხუთის ზევით თვლა უჭირდათ და რომელთა ცნებები ყველა საგანზე ძალზე ბავშვური და განუვითარებელი იყო. და აი, რა გამოირკვა. თითქოს მათ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ჰქონდეთ ცნება უზენაესი არსების შესახებ, მაგრამ ყველასათვის განსაცვიფრებლად ეს მაღალი ცნება მათში წარუშლელადაა შენახული. თუკი სხვადასხვა ტომის განხილვიდან ცალკეული პიროვნებების დაკვირვებაზე გადავალთ, დავინახავთ, რომ საღი გონების ადამიანს, როგორი დაბალიც არ უნდა იყოს მისი სულიერი განვთარება, მუდამ აქვს ცნება ღმერთის შესახებ.

აქედან ნათელი ხდება ამ ცნების სხვა თვისებაც, სახელდობრ, მისი ადვილი და ბუნებრივი აღმოცენება ყოველი ადამიანის გონებაში; მართლაც, საკმარისია გვქონდეს თვალები ხედვისთვის და ყურები სმენისთვის, რათა ცნება ღმერთის შესახებ თავისთავად გაჩნდეს. უფრო მეტიც, ადამიანის გონებაში ღმერთის ცნების ეს გაჩენა იმდენად აუცილებელია, იმდენად ბუნებრივი და გარდუვალია, რომ ის წარმოიშობა არა რაიმე ღრმა ბჭობისა და დასკვნების შედეგად, არამედ თავისთავად, თითქოს წინასწარ იყო ჩადებული გონებაში და მხოლოდ რაღაც გარემოებამ მიიქცია მასზე ჩვენი ყურადღებაო. აი, რატომ ამბობენ - ღმერთის იდეა ადამიანის სულში თანდაყოლილიაო. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის თანდაყოლილი იყო როგორც ცნება, იმ სახით, როგორსაც ვპოულობთ ახლა ჩვენს გონებაში, რადგან ეს ცნება შედგენილია მსჯელობათა და დასკვნათა რიგისაგან. ის თანდაყოლილია, როგორც სულის ლტოლვა, შეიმეცნოს თავისი თავის შემოქმედი და მთელი სამყაროს მიზეზი, როგორც სულის აუცილებელი მოთხოვნა, აღიაროს ღმერთი პირველსავე შესაძლებლობისას. შეიძლება ითქვას, რომ ის თანდაყოლილია აგრეთვე, როგორც განაზრების, აზროვნების უნარები, რომლებიც დაბადებისთანავე აქვს ბავმვს, მაგრამ განუვითარებელი სახით, რადგან საკმარისია გაძლიერდეს, გამოვლინდეს გონება, რომ ის პირისპირ ხვდება ამ იდეას.

§72. მოკლე შენიშვნა მიმართებების ცნებათა შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

დაწვრილებით გარჩევა ყველა იმ ცნებისა, რომლებიც იბადება სულში საგანთა სხვადასხვა მიმართების გააზრებისას, ასევე არ არის ცდისეული ფსიქოლოგიის ამოცანა და ამიტომ მათ შესახებ მხოლოდ რამდენიმე მოკლე შენიშვნას გავაკეთებთ.

ცნებები მიმართებების შესახებ წარმოიქმნება ერთი რიგი საგნების, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, მათ წარმოდგენათა შედარების შედეგად სხვა წარმოდგენებთან. წარმოდგენათა ურთიერთშედარებისას ვპოულობთ ორ უარსებითეს მიმართებას მათ შორის: 1. იგივეობის ან ტოლობის მიმართებას და 2. მიზეზისა და შედეგის მიმართებას.

განსჯა აანალიზებს წარმოდგენას რაიმე საგანზე და მიდის დასკვნამდე, რომ ყველაფერი, რაც გამოითქმება წარმოდგენაზე, თავად წარმოდგენის ტოლია. ამიტომ ყველაფერი, წარმოთქმული მასზე, იგივეობრივი მსჯელობაა. იგივეობრივ მსჯელობათაგან კი აქსიომები ის მსჯელობებია, რომლების იგივეობა აშკარაა პირველი შეხედვიდანვე. ხოლო როცა განსჯა ორი წარმოდგენის შედარებისას შენიშნავს, რომ ერთი მათგანი მხოლოდ მეორის შედეგად წარმოიშობა და რომ მათ შორის ისეთი კავშირია, რომლის ძალითაც ერთი გარდაუვალად იწვევს მეორეს, მაშინ მიმართება მათ შორის არის მიზეზი და შედეგი.

ცნებები მიმართებების შესახებ ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათ ეყრდნობა მათემატიკის უდიდესი ნაწილი. მათგანაა შედგენილი კანონთმცოდნეობის, ზნეობრივი ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და სხვ. ფართო სფერო. ამიტომ ამ ცნებათა წარმოშობის ზუსტი და დაწვრილებითი გამოკვლევა განსაკუთრებით აღნიშნულ მეცნიერებებისათვისაა სასარგებლო.

§73. რა მონაწილეობას იღებენ აზროვნებაში მეხსიერება და წარმოსახვა?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ახლა უნდა ავხსნათ ორი უნარის - წარმოსახვისა და მეხსიერების მონაწილეობა აზროვნებაში. მეხსიერების მოქმედების წესის ანდა მეხსიერების ფიზიკური მიზეზის სრული ახსნა ძნელია. ვიტყვით მხოლოდ იმას, რისი თქმაც შესაძლებელია. პირველ ყოვლისა, ცხადია, რომ მეხსიერება არის ჩვეულება, ანუ ჩვევა. ცნობილია, რომ ადამიანს აქვს მრავალი ჩვევა, რომლებიც მასში თავად ბუნებაზე ძლიერია. ასეთია, მაგალითად, სხეულის საკუთარ ნაწილთა მოძრაობის მართვის ჩვევა, რომელიც არაცნობიერ მოქმედებადაა გადაქცეული, ჩვენგან დამოუკიდებელ საგნებზე საკუთარი შეგრძნებების გადატანის ჩვევა, ორი თვალით შეთანხმებულად ხედვის, ორი ყურით შეთანხმებულად სმენის, ორი ხელით და ფეხით შეთანხმებულად მოძრაობის და სხვ. ჩვევები. ეს ჩვევები აქვს ყველას გამონაკლისის გარეშე. მაგრამ არსებობს ჩვევები, რომლებიც ცაკლეული ადამიანებისაა. მაგალითად, მუსიკოსის თითები ისე ეჩვევიან გარკვეული მოქმედების შესრულებას, რომ საკმარისია მუსიკოსმა შემთხვევით აიღოს დასწავლილი პიესის რამოდენიმე აკორდი და თითები თვითონვე ამთავრებენ პიესას; მუსიკოსი კი ამ დროს საუბრობს, ანდა გვერდზე იყურება. ასეთია ზოგიერთი სუსტი მოსწავლის ჩვევა, რომლებსაც შეუძლიათ სულმოუთქმელად და ცნობიერების თითქმის ყოველვარი მონაწილეობის გარეშე მოყვენ გაკვეთილი, კარგად რომ დაუზეპირებიათ. ხელოსნებიც ეჩვევიან ხელით გარკვეულ მოძრაობათა შესრულებას და ამ მოძრაობებს არაცნობიერად ასრულებენ. საერთოდ, ყოველ ჩვენთაგანს აქვს მარავალი ასეთი ჩვევა, რადგან მათი შემუშავება ადვილად ხდება - საკმარისია ხშირად გავიმეოროთ ერთნაირი მოძრაობები, რომ ისინი ჩვევად გადაიქცევიან. განვიხილოთ ახლა მეხსიერება. ცხადია, რომ მეხსიერების ადგილსამყოფელი ტვინია, რომელიც სულის სხვა უნარების იარაღიცაა. ეს არ მოითხოვს განსაკუთრებულ დასაბუთებას, რადგან ტვინის მცირედი მოშლილობა ასუსტებს მეხსიერებას. ამრიგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეხსიერება არის ტვინის ჩვევა, მოახდინოს გარკვეული ცვლილებები ან მოძრაობები. ეს ნათელი ხდება იმის საფუძველზე, რომ, ჯერ ერთი, მეხსიერებაში ჩვენ კარგად ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც გაგვიმეორებია ან დაგვიზეპირებია, მეორე, უკეთ გვახსოვს ის, რამაც ჩვენზე დატოვა უფრო ძლიერი და ღრმა შთაბეჭდილება, მაშასადამე, უფრო ღრმად აღაგზნო ტვინი; მესამე, ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ გარკვეული სახის აზრები და სიტყვები იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა აზრებსა და სიტყვებს, ისევე, როგორც მუსიკოსის თითების თავდაპირველი მოძრაობა რაიმე პიესის შესრულებისას იწვევს და წარმოქმნის თითების სხვა მოძრაობებს, რომლებიც მათ თავდაპირველ მოძრაობასთანაა კავშირში. აი, ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას მეხსიერების მოქმედების ასახსნელად, მაგრამ ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეხსიერების მექანიკური მხარეა. ტვინის გაღიზიანება თავად მოქმედება როდია. იგონებს სული, ტვინში კი ხდება მექანიკური გაღიზიანება, რომელიც აღაგზნებს სულში ამ მოგონებებს. ასევე არ უნდა მივაწეროთ ტვინს ზედმეტი მეხსიერების განხილვისას და სული ტვინის მონურ მორჩილებაში არ უნდა ჩავაყენოთ, ტვინი აქ თამაშობს ისეთივე როლს, როგორსაც ვიოლინო - მუსიკოსის ხელში. ვიოლინო არის მკვდარი, უსულო მექანიზმი, მაგრამ ოსტატის ხელში ის ცოცხლდება და გამოსცემს შესანიშნავ ბგერებს. ასევე ტვინი: ის არის ხელსაწყო, რომელსაც სულსა და სიცოცხლეს შთაბერავს ცოცხალი არსება.

მონაწილეობა, რომელსაც იღებს მეხსიერება აზროვნებაში ძალზე ფართოა და ყველასათვის ადვილად გასაგებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეხსიერების საფუძველზე ვაზროვნებთ, რადგან მეხსიერება გვაწვდის აზრთა მთელ მასალას. ე.ი. წარმოდგენებს, ფაქტებს, მოსაზრებებს, რომლებიც ადრე არ გვქონია სულში, გვაწვდის საერთოდ ყველაფერს, რაც აუცილებელია აზროვნებისათვის. მისი დიდი მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს, რომ ის ინახავს ჩეენი აზროვნების ყველა შედეგს, ე.ი. მთელ ჩვენს ცოდნას. თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით ზოგიერთს ჩვენთვის ცნობილ იმ მეცნიერთაგან, რომლებიც გვაოცებენ გონების სიმდიდრით, აღმოჩნდება, რომ მათი მთელი უპირატესობა ხშირად ფართო მეხსიერებაშია.

§74. წარმოსახვის მოქმედების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ამ უნარის არსება ჩვენ ადრე ავხსენით, აქ კი მხოლოდ ვილაპარაკებთ, თუ რა მონაწილეობას იღებს ის აზროვნებასა და შემეცნებაში. თუმცა ამ უნარის არსის გააზრებისას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის არ შეიძლება ბევრად უწყობდეს ხელს აზროვნებას, განსაკუთრებით კი ცოდნის გაფართოებას, მაგრამ რადგან სული თავის ყველა ძალას ამოქმედებს აზროვნებისას, წარმოსახვაც უეჭველად იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახვა ცდილობს გახადოს აზრები უფრო თვალსაჩინო, ხორცი შეასხას ყველაზე განყენებულ წარმოდგენებს. ადამიანის ენას აქვს მრავალი ნიშანი, რომლებიც ამას ამტკიცებენ. ამ შემოქმედებით უნარს უმადლის თავის წარმოშობას მრავალი ხატოვანი გამოთქმა, ადამიანთა ენას რომ ამშვენებს. გავარჩიოთ რამდენიმე ასეთი გამოთქმა, რათა გავიგოთ, თუ როგორ შექმნა ისინი წარმოსახვამ. მაგალითად, გამოთქმა „იღვრება მთა ალმასისა" [11] წარმოიშვა იმის საფუძველზე, რომ პოეტის წარმოსახვამ ალმასის შესახებ წარმოდგენა შეაერთა ჩამომდინარე წყლის წარმოდგენასთან. გამოთქმებს - „ელვისებრ მიჰქრის", „თოვლივით თმები", „უკურნებელი წყენა", „ღამესავით შავი", „თვალებიდან ნაპერწკლები ცვივა", „მის ბაგეთაგან სიტყვები მდინარისებრ მოედინებოდა" და ათასს სხვას ქმნის წარმოსახვა, რომელიც აერთებს წარმოდგენებს მათი მსგავსების მიხედვით. პოეზიის მთელი მომხიბვლელობა წარმოსახვის ამ მოქმედებას ეყრდნობა, ასე რომ პოეტები, შეიძლება ითქვას, წარმოსახვით უფრო აზროვნებენ, ვიდრე გონებით.

ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ

§75. იდეათა ასოციაციის განსაზღარება და გავლენა აზროვნებაზე

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადამიანის სულში წარმოდგენები, მსჯელობები, ცნებები და, საერთოდ, მთელი სულიერი შინაარსი დაუკავშირებელი კი არ არის, არამედ, კავშირთა მქონეა, ერთგვარი სისტემაა, ისე რომ ერთი გარკვეული წარმოდგენები მეხსიერებიდან სხვა წარმოდგენებს გამოიხმობენ, გარკვეული აზრები და ამბები გვაგონებენ სხვა აზრებსა და ამბებს, გარკვეული პიროვნების თუ ადგილთა ხილვა აღძრავს სხვა პიროვნებებისა და სხვა ადგილთა ხატებს. ამ მოვლენას იდეთა ასოციაცია ან კავშირი ეწოდება. იდეათა ასოციაციის გავლენა ადამიანის აზროვნებაზე და მოქმედებაზე, ხასიათზეც კი - ძალზე დიდია. ასე რომ მის საფუძველზე აიხსნება ბევრი სულიერი მოვლენა, რომელთა ასახსნელადაც იგონებდნენ ძალზე დაუჯერებელ ჰიპოთეზებს. ასოციაციის დაწვრილებითი გარჩევის გარემე ძნელია ვწვდეთ სულის სიცოცხლეს და არსებობის სახეს. ამიტომ ვეცადოთ გავარჩიოთ როგორი ასოციაციაა სულში და როგორ მოვლენებს წარმოშობს ის.

§76. იდეათა ასოციაციის წარმომქმნელი მიზეზები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იდეათა ასოციაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი ან შემთხვევითი. პირველი ეყრდნობა ბუნებრივ მიზეზებს, აუცილებელ კავშირს, რომელიც მართლაც არის სხვადასხვა წარმოდგენასა და აზრს შორის. ბუნებრივია, მაგალითად ის. რომ წარმოდგენა საგანზე ზარმოშობს წარმოდგენებს ამ საგნის თვისებებსა და ნიშნებზე. მაგალითად, როცა ვიგონებ ზამთარს, ამავე დროს წარმოვიდგენ თოვლს, სიცივეს და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ზამთარს ახასიათებს. თუკი ჩემი წარმოდგენა ეხება ზაფხულს, ამავე დროს მე ვიგონებ ზაფხულთან დაკავშირებულ სიამოვნებებს, სიმწვანეს, ხილს, სითბოს, ზოგჯერ სიცხეს და ა.შ. თუ ნაცნობს დავინახავ, უმალ ვიგონებ მის თვისებებს, მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და სხვებთან და ა.შ. როცა რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების ბგერები მესმის, ისინი მთელი ნაწარმოების წარმოდგენას ბადებენ. როცა ვხედავთ რომელიმე სახლს, ვიგონებთ მის მაცხოვრებლებს და ა.შ. ასეთი ასოციაცია ბუნებრივია. მათში გარკვეული წარმოდგენები იწვევენ ამ წარმოდგენებთან ბუნებრივ კავშირში მყოფ სხვა წარმოდგენებს.

შემთხვევით ასოციაციაში ჩვენი წარმოდგენები უკავშირდებიან ერთმანეთს შემთხვევითი მიზეზით და არა თავისი შინაგანი მსგავსებითა და მიმართებით. ასეთი ასოციაცია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია აღზრდაზე, საქმიანობაზე, ცხოვრების წესზე და მრავალ სხვა მიზეზზე.

აღზრდის რაგვარობით გაპირობებული ასოციაცია იდეებისა ყველაზე მყარი და ხშირად მავნეა, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება. თუ, მაგალითად, გამდელებმა და ბებიებმა ბავშვს თავი გაუტენეს სხვადასხვა ზღაპრებით აჩრდილებსა და ღამისეულ საშინელებებზე, ამ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ღამის აჩრდილების შიში. აჩრდილები თავისთავად უფრო მეტად როდი არიან დაკავშირებელი სიბნელესთან, ვიდრე სინათლესთან. მაგრამ რადგან ზოგიერთების თავში ეს ორი წარმოდგენა ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ეს ადამიანები ღამით ყოველთვის აჩრდილებზე ფიქრობენ, დღისით კი სულაც არ ახსოვთ ისინი. ადამიანთა ხასიათიც იდეათა ასოციაციით გამოიხატება. მაგალითად, პირქუში ხასიათის მქონე ადამიანის ყველა წარმოდგენა შავი ფერისაა. ამის საპირიპიროდ, მხიარული ადამიანი წარმოდგენების კავშირში რაღაც გასართობს პოულობს. ის, რაც პირველს აბრაზებს, მეორეს მხოლოდ აცინებს. ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვეულებები ასევე წარმოადგენენ იდეათა თავისებური ასოციაციის საბაბს. ოქროს დანახვისას ძუნწი ადამიანი წარმოიდგენს ამ ოქროს ფლობისგან მიღებულ სიამოვნებას, მფლანგველი კაცი კი ანგარიშობს იმას, თუ რა სიამოვნებას შეიძლება მიაღწიო მისი საშუალებით. გარყვნილი ადამიანის წარმოსახვა ყოველთვის უწმინდურ წარმოდგენებს ხატავს: ყოველთვის ბიწიერ დაახლოვებას ესწრაფვის, ყველაფერში ცუდ მხარეს ხედავს. ამის საწინააღმდეგოდ, სადა სულისა და წმინდა ზნეობის ჩვეულებების ადამიანი მუდამ წმინდა საგნებზე ფიქრობს. მასთან იშვიათია იდეთა უწმინდური დაახლოება.

§77. იდეათა ასოციაცია წარმოქმნის სიმპათიათა და ანტიპათიათა უდიდეს ნაწილს

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იდეათა შემთხვევითი ასოციაცია ჩვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების უდიდესი ნაწილის მიზეზია. ამის მაგალითი ათასია, ამდენად, ყოველ ადამიანს, რომელიც უკვირდება საკუთარ, ან სხვათა ჩვეულებებს ან გრძნობებს, შეეძლო შეემჩნია, რომ ადამიანთა სიყვარული ან სიძულვილი სხვადასხვა საგნებისა და პიროვნებებისადმი იბადება იმიტომ, რომ ამ საგნებისა და პიროვნებების მოგონებას უკავშირდება სხვადასხვა სასიამოვნო ან უსიამოვნო წარმოდგენა. თუკი ჩვენ სადმე, მაგალითად რომელიმე სახლში გადაგვხდა უბედურება, მაშინ ამ სახლის დანახვა, ანდა, მისი მოგონება ჩვენთვის ესიამოვნოა, რადგან ამ უბედურებას გვაგონებს. თუ ჩვენ ვხედავთ რაიმე ნივთს, რომელიც საყვარელი ადამიანისაგან გვაქვს მიღებული, ის ბადებს ჩვენში ან სასიამოვნო ანდა სევდიან გრძნობებს. თუ რომელიმე ადამიანმა ჩვენ დიდად გვაწყენინა, მისი მოგონება ამ შემთხვევას გვაგონებს და გულს გვტკენს. წყნარ, მთვარიან ღამეს ზოგიერთი ნერვიული ადამიანი გრძნობს ძლიერ მიდრეკილებას მეოცნებეობისაკენ. როცა დედის გული სავსეა მწუხარებით, რომელიც საყვარელი შვილის დაკარგვამ გამოიწვია, ეს სევდა შეიძლება განკურნოს მხოლოდ დრომ, რადგან დედას მხოლოდ გარკვეული დროის გავლის შემდეგ შეუძლია თავის გონებაში დააცილოს შვილის წარმოდგენა იმ სიამოვნებას, იმ სიხარულის წარმოდგენას, შვილის ხილვას რომ ახლდა.

ხშირად ლაპარაკობენ რაღაც გაუგებარ სიმპათიათა და ანტიპათიაზე ადამიანთა შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი თავის წარმოშობას უნდა უმადლოდნენ სწორედ იდეათა ასოციაციას, თუმცა ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, ზოგჯერ კი სულაც ვერ ვამჩნევთ, როგორ ჩნდება ეს ასოციაცია ჩვენში. თუ ადამიანი გრძნობს სიძულვილს გარკვეული სახეებისადმი, სხვა სახეების მიმართ კი სიმპათიით აღივსება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მან თავის გონებაში შეუმჩნევლად შექმნა იდეათა რაღაც ასოციაცია, რომელიც მისი ანტიპათიისა და სიმპათიის მიზეზი ხდება. მოკლედ, თუ ყველა არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების უდიდესი ნაწილი გონებაში შემთხვევით შედგენილ ასოციაცათა შედეგია.

§78. სიზმრები ნაწილობრივ წარმოქმნილია იდეათა ასოცააციისაგან

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენი სიზმრისეული წარმოდგენები - უჩვეულო სახეებისა და აზრების ეს უცნაური კავშირები - ნაწილობრივ იდეათა ასოციაციით აიხსნება. საკმარისია ძილში რაღაც შემთხვევითმა მიზეზმა წარმოშვას სულში რაიმე ერთი წარმოდგენა, რომ შემდგომ იდეათა ასოციაციის საფუძველზე თავში გაჩნდება ათასი სხვა უცნაური იდეა და წარმოდგენა. მაგალითად, ვთქვათ ღამით საბანი გადაგვეხადა და სიცივე ვიგრძენით. სიცივის ამ შეგრძნებას შეუძლია დაბადოს მრავალი მასთან კავშირში მყოფი იდეა. ჩვენ შეიძლება წარმოგვიდგეს, რომ ცივ წყალში ჩავიძირეთ, ვიღრჩობით, რომ ჩვენ გვშველიან, რომ ვეღარ ვებრძვით ტალღებს და ა.შ. უნდა დავუშვათ, რომ სავსებით დამძიმებულმა კუჭმა ძილის დროს გამოიწვია სისხლის მოწოლა თავისკენ. ამ უსიამოვნო შეგრძნებას შეუძლია დაბადოს ჩვენში ათასი წარმოდგენა, ჩვენ მოგვეჩვენება, რომ გვაღრჩობს რაღაც ურჩხული და ა.შ. ცნობილია, რომ მშიერი ადამიანი სიზმარში ხედავს გემრიელ საჭმელს, მეფის სამყოფელს, საჭმელ-სასმელით სავსე მაგიდებს. მოკლედ, ასოციაციები ძილის დროსაც მოქმედებენ: წარმოდგენები წარმოქმნიან სხვა წარმოდგენებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ წარმოდგენათა მიმდინარეობა, რომელსაც არ მართავს გონება და სულიერი ძალა, უწესრიგოა, ხშირად უცნაურია, ყოველგვარ შესაძლო სინამდვილისაგან დაცილებულია.

§79. ასოციაციის მონაწილეობა აზროვნებაში

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

უეჭველად ყველას შეუმჩნევია, რომ ზოგჯერ დასვენებისას, როცა ჩვენი გონება დაკავებული არა არის რაიმე განსაკუთრებული აზრით, სულში, თითქოს თავისთავად, ნებისყოფის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, წარმოიშობა წარმოდგენებისა და აზრების მთელი რიგი. რა არ არის მაშინ თავში, რას არ გავიხსენებთ ხოლმე, რაზე არ ვიმსჯელებთ! ერთი აზრი მოსდევს მეორეს ყოველივე ხილული კავშირის გარეშე, წარმოდგენების ერთი რიგი წარმოშობს სხვა წარმოდგენებს და სული ბადებს მეხსიერებიდან სხვადასხვა აზრს ისევე, როგორც მუსიკოსის თითები, უწესრიგოდ რომ ეხებიან ფორტეპიანოს კლავიშებს, ბადებენ მისგან ბგერებს. ზოგიერთი ადამიანი ისე ეჩვევა მხოლოდ არაცნობიერ ასოციაციაზე დაფუძნებულ აზროვნებას, რომ ძნელად შეუძლია შეჩერდეს ერთ გარკვეულ აზრზე და იფიქროს ერთ იდეაზე. რა რიგ არ უნდა ეცადოს მისი გონება, იფიქროს ერთ თემაზე, წარმოსახვას სხვა მიმართულებით მიჰყავს ის. საკმარისია მან შეიმუშავოს ორი თუ სამი აზრი სასურველ საგანზე, რომ იდეათა ასოციაციას სხვა საგნებისაკენ მიჰყავს ის! ცხადია, რომ სულის ამგვარი უუნარობა, შეაჩეროს თავისი გონება არჩეულ საგანზე, არის ზოგიერთი მოსწავლის გაფანტულობის, გონებაჩლუნგობისა და მიუხვედრელობის მიზეზი, - ისე ჩანს, თითქოს ისინი მუდამ რაღაც აზრს უტრიალებენ, სინამდვილეში კი არაფერზე არ ფიქრობენ.

მაგრამ ის ასოციაცია, რომელიც წარმოიშობა აღზრდისა და ჩვევების შედეგად, ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენს აზროვნებაზე. მართლაც, ვინ არ შეხვედრია ადამიანებს, რომელთა თავი თითქოსდა მთლიანად არაადამიანურადაა მოწყობილი, რომლებსაც აქვთ ჭკუის თავისებური წყობა, იდეათა განსაკუთრებული და უცნაური ურთიერთკავმირი? ვინც ბავშვობის წლებიდან მიეჩვია გარკვეული ნივთებისა და მოქმედებების პატივისცემას, მისთვის ძნელია შეიცვალოს თავისი შეხედულებები.

§80. ცრუ შეხედულებათა და ცრურწმენათა დიდი ნაწილი იდეების ასოციაციებზეა დამოკიდებული

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თუ ყურადღებით განვიხილავთ ადამიანთა ცრუშეხედულებათა და ცრურწმენათა დიდი ნაწილის წარმოშობისა და მყარი არსებობის მიზეზებს, დავინახავთ, რომ იდეათა ასოციაცია აქაც დიდ როლს თამაშობს. ამის მაგალითი მრავალია. ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი სექტანტის ავზრახული შთაგონებით, ძველი წიგნებისა და ხატების წარმოდგენებთან თავის გონებაში აერთებენ აზრს სიწმინდეზე, ხოლო ახლადდაბეჭდილი წიგნების წარმოდგენასთან - მავნებლობის ცნებას და ჯიუტად იცავენ თავის რწმენას, წარმოადგენენ ზემოთ მოყვანილი აზრის ნათელ დადასტურებას. მათი ჯიუტობა, მათი სიბრმავე. მთლიანად ეყრდნობა იდეათა ამ უწყვეტ ასოციაციას. ბევრი სხვა ცრუ შეხედულება და ცრურწმენა, მათი უაზრობის მიუხედავად, ეფუძნება ამგვარსავე ასოციაციას. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იტანს შიში, როცა ოთახში შემთხვევით ანთებენ სამ სანთელს, რადგან ამას ცუდის მომაწავებლად თვლიან. რატომ? რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ, გარდაცვლილის კუბოსიაან სამ სანთელს ანთებენ! ზოგიერთ ადამიანს გამორჩეული აქვს უბედური დღეები და რიცხვები. ცხადია, ეს ხდება ამიტომ, რომ ამ ადამიანებისათვის ასეთ დღეებს წარუმატებლობა ახლდა, ახლა ამ დღეებსა და რიცხვებს მათ წარუმატებლობის წარმოდგენა დაუკავშირეს. მოკლედ, ეს და მილიონობით სხვა ნიშნის, წარმოდგენის, ცრუ შეხედულების საფუძველია მხოლოდ იდეათა შემთხვევითი ასოციაცია, რომელიც ხშირად მცდარია და იშვიათად ეყრდნობა ნამდვილად მომხდარ მოვლენებს და დაკვირვებას.

§81. იდეათა ასოციაციის გავლენა ჩვენს ქცევაზე

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ადრე მოყვანილმა მაგალითებმა ნაწილობრივ უკვე გვაჩვენა, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს იდეათა ასოციაციას ადამიანთა ქცევაზე. მაგრამ რათა უფრო ნათლად დავინახოთ ამ გავლენის აუცილებლობა, უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანის მოქმედება დამოკიდებულია მისი აზრების ხასიათზე, ხოლო ადამიანის ურთიერთობა სხვებთან ეყრდნობა მისი გულის მგრძნობელობას. მაგრამ როგორც პირველის, ისე მეორის არსებობა და მიმართულება ხშირად გაპირობებულია იდეათა ასოციაციით. ამიტომ, ცხადია, იდეათა ასოციაციას შეუძლია კეთილად განაწყოს ადამიანი გარკვეული ქცევის მიმართ და სხვა საქციელზე კი ხელი ააღებინოს.

გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები

§82. რა არის აზროვნება საერთოდ?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მე-2 თავში ჩვენს მიერ შემოთავაზებული განსაზღვრების თანახმად, აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა მთელი გონითი მოქმედების საერთო გამოვლენა, კერძოდ კი „აზროვნება" უნდა გვესმოდეს, როგორც მხოლოდ შემეცნებით უნართა მოქმედება, ე.ი. წარმოდგენები, მსჯელობები, დასკვნები, ცნებები და სხვ. აზროვნებას აქვს თავისი კანონები, თავისი ფორმები და წესები, რომელთაც ის აუცილებლობით ექვემდებარება და რომელთაგან გადახვევაც მისი მცდარობის ნიშანია. ამ კანონების და ფორმების დაწვრილებითი გამოკვლევა და განსაზღვრა ლოგიკის ამოცანაა, მაგრამ რადგან ლოგიკა ფსიქოლოგიის ნაწილია, ჩვენ აქ უნდა ვაჩვენოთ აზროვნების ზოგადი და უარსებითესი საფუძვლები, რომლებიც სულის სიღრმეში დევს და ფსიქოლოგისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

§83. რატომ აზროვნებენ ადამიანები ერთნაირი კანონების მიხედვით?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

აზროვნების არსებითი და თავდაპირველი პროცესი ყველა ადამიანში ერთნაირად სრულდება. ეს თავისთავად გასაგებია: აზროვნება სულის მოქმედებაა, სული კი ბუნებრივად მოქმედებს იმ წესებით, რომლებიც მას მისცა შემოქმედმა. ამ მიმართულებით სული ემორჩილება ყველა ქმნილების საერთო კანონს. ყოველი ცაკლეული სუბსტანცია ამჟღავნებს იმ მოვლენებს, რომლებიც შეესატყვისებიან მის არსებას და მის მიმართებას სხვა სუბსტანციებთან. განვიხილოთ, მაგალითად, ნებისმიერი მცენარე: ის მუდმივად ასრულებს ზრდის, განაყოფიერების, დაშლისა და მოსპობის ერთსა და იმავე პროცესს. დააკვირდით ნებისმიერ ცხოველს: ის მოქმედებს იმ საშუალებებისა და მოთხოვნილებების შესატყვისად, რომლებიც მას მისცა ბუნებამ. ყოველი ცხოველი თავისი ბუნების შესატყვისად ცხოვრობს: ობობა საკვების მოსაპოვებლად ქსელს აბამს, ლომი იყენებს თავის ძალას, მელია ეშმაკობას და ქურდობას და ა.შ. ყოველივე ეს ბუნებრავია და არ შეიძლება სხვაგვარად იყოს. იგივე მეორდება ადამიანთან, თუმცა ამ არსებითი განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ყოველ მოქმედებას, განსაკუთრებით კი აზროვნებას, თან ახლავს თავისუფლებისა და ცნობიერების მაღალი ნიშნები. თუ მოკლედ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც ითქვა სულიერი უნარების მოქმედების შესახებ, ჩვენ ადვილად მივხვდებით, რომ სული ასევე სარგებლობს ღმერთის მიერ მონიჭებული საშუალებებით და იმეცნებს ამ საშუალებების დახმარებით. შემოქმედმა დააჯილდოვა სული საუკეთესო ორგანიზმით, რომელსაც მიაქვს სულთან გარესამყაროს მრავალგვარი შთაბეჭდილებები, სულში ასევე მრავალგვარ შეგრძნებებს რომ აღძრავენ. სული ეჩვევა ამ შეგრძნებებს, ასე ვთქვათ, აკვირდება და უსმენს მათ და იწყებს განსჯას, დასკვნების კეთებას, აზროვნებას. აი, აზროვნების საოცრად მარტივი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ბრძნული წესი, რომელიც შემოქმედის მიერ აქვს ადამიანის სულს მინიჭებული. რადგან ეს წესი ყველასათვის ერთნაირია, ცხადია, რომ ყოველი ადამიანი აზროვნების გავარჯიშების პირველ საფეხურებზე მუდამ ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის, და მხოლოდ შემდგომ, როცა ის აზროვნებისას უფრო მეტად თვითნებობს და კერძო ზრახვებით, გარემოებებით და ლტოლვებით იწყებს ხელმძღვანლობას, ერთი პიროვნების აზროვნებასა და სხვა პიროვნების აზროვნებას შორის ჩნდება განსხვავება, ზოგჯერ კი წინააღმდეგობა. აი, რატომაა, რომ ყველა ადამაინის აზრებს შორის თანხმობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აზრები მათ პირველსაწყისთან მიგვყავს. მაშასადამე, კითხვას - რა არის სულში თავდაპირველად და რა შემოდის მასში მემდგომ, მისი განვითარების დროს? - კითხვას, რომელიც გასული საუკუნის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი იყო, ჩვენ საბოლოოდ ვპასუხობთ ამგვარად: სულში თავდაპირველად, ე.ი. ყოფნის სულ პირველა წამიდან განვითარებამდე, არის მხოლოდ უნარი ან შესაძლებლობა გარკვეული განვითარებისა, და სული, მისთვის მიცემული გარკვეული საშუალებებისა და უნარების გამო, აუცილებლად უნდა აზროვნებდეს და ვითარდებოდეს ასე და არა სხვაგვარად.

§84. საიდან იძენს ადამიანი ცოდნას?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა ვაკვირდებით ადამიანის სულის განვითარებას, ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ადამიანი მთელ თავის ცოდნას იძენს ან ცდის საშუალებით, ანდა განაზრებით. ეს მტკიცდება ჯერ ერთი იმით, რომ ადამიანის სულს არა აქვს შემეცნების სხვა საშუალებები, გარდა იმ უნარებისა, რომლებითაც ის დააჯილდოვა ღმერთმა და რომლებიც წინა თავში აღვწერეთ: ამას უკლებლივ ყველა დაეთანხმება. არავის შეუძლია თქვას, რომ ადამიანს მიცემული ჰქონდა რაიმე მზა ცოდნა. არც არსებობდა იმის საშუალება, რომ მისთვის ამგვარი ცოდნა მიეცა ვისმეს, რადგან არსება, ცოდნით საკუთარი თავის გამდიდრების ესოდენ ჩინებულ საშუალებებს რომ ფლობს, თავად შეიძენს ამ ცოდნას.

ეს მტკიცდება მეორე გარემოებითაც - ჩვილ ბავშვებზე დაკვირვებით. ვინც დაკვირვებია ჩვილის სულის განვითარებას, მისთვის კარგად ცნობილია, რომ ბავშვს შეუძლია უკლებლივ დაისწავლოს ყველაფერი - დედის ძუძუს წოვით დაწყებული და ურთულეს მეცნიერებებით დამთავრებული. დაბადებისას ბავშვს აქვს სული მხოლოდ და მხოლოდ განუვითარებელი და გამოუვლინებელი უნარებით, რომლებიც თანდათან მტკიცდებიან და თავისი განვითარების კვალობაზე ბავშვს ყოველგვარი ცოდნით ამდიდრებენ.

§85. კანტის მოძღვრება ცოდნის წარმოშობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მაგრამ ყველა ასე როდი ფიქრობს. ბევრი ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი ცდიდან გაიგოს, რომ მას ცდისაგან დამოუკიდებლად ეძლევა ბევრი მზა მსჯელობა. გავარჩიოთ, მაგალითად, მოძღვრება კანტისა, რომელიც სხვებზე უკეთ და ღრმად მსჯელობდა ამ საგანზე. აი, მისი საკუთარი სიტყვები: „ადამიანს აქვს გარკვეული მსჯელობები a priori (ამ სიტყვით კანტი აღნიშნავს იმ ცოდნას, რომელიც არ წარმოიშობა ცდიდან). ცდა გვიჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი არის საგანი, მაგრამ ის არ გვეუბნება, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ასე და არა სხვაგვარად. მაშასადამე, ჯერ ერთი, ყოველი წინადადება, რომელიც შეიცავს წარმოდგენას ნივთის ასე და არა სხვაგვარად არსებობის აუცილებლობის შესახებ, არის მსჯელობა a priori. მაგრამ თუკი, გარდა ამისა, ეს წინადადება არ არის წარმოებული, თუკი მას აქვს ძალა თავის თავში, მაშინ ის უპირობოდ აპრიორულია. მეორეც, ცდა არასოდეს არ აძლევა არსებითად ზოგად მსჯელობებს. მის მსჯელობებს აქვს მხოლოდ პირობითი, შეფარდებითი საყოველთაობა ინდუქციის საშუალებით (ეს კი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქამდე არ შეუნიშნავთ ამ წესის გამონაკლისი). ამრიგად, მსჯელობა, რომელიც შეიცავს მკაცრ საყოველთაობას ისე, რომ არ არსებობს მისი გამონაკლისი, არ წარმოიქმნება ცდიდან, მას ძალა აქვს მხოლოდ a priori. ცდისეული საყოველთაობა კი არის მხოლოდ თვითნებური განვრცობა, რომელიც გარკვეული რაოდენობის შემთხვევათა საყოველთაობიდან ასკვნის ყველა შემთხვევის საყოველთაობაზე. მაგრამ თუკი უპირობო საყოველთაობა მიეწერება რომელიმე წინადადებას, ეს საყოველთაობა მიუთითებს განსაკუთრებულ წყაროზე, რომლისგანაც წარმოიშვა ის, ე.ი. a priori ცოდნის უნარზე".

„მაშ ასე, საყოველთაობა და აუცილებლობა არის a priori ცოდნის ორი ნიშანი".

ახლა ძნელი არა არის დავამტკიცოთ, რომ ადამიანის მსჯელობაში მართლაც არის მსჯელობები, რომლებიცაა აუცილებელი და საყოველთაო, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. თუ გსურთ მაგალითი მეცნიერებიდან, საკმარისი იქნება გადავავლოთ თვალი მათემატიკას . ხოლო თუ გსურთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასეთი იქნება პრინციპი, რომ „ყოველი ცვლილება ხდება რაიმე მიზეზით". აქ მიზეზის ცნებას ჩვენს გონებაში აქვს აუცილებელი კავშირი შედეგთან და ამ პრინციპის უმკაცრეს აუცილებლობასთან, და ეს კავშირი უმალ გაქრებოდა, თუ იმის მსგავსად ვინმე ეცდებოდა გამოეყვანა ის მოვლენებში შენიშნული ამ ორი ცნების კერძო კავშირიდან.

§86. ამ მოძღვრების განხილვა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მაშასადამე, კანტი ფიქრობს, რომ ყოველი მსჯელობა, რომელიც შეიცავს საყოველთობასა და აუცილებლობას, ე.ი. რომელსაც აქვს ძალა ყოველთვის და ყველგან, არის მსჯელობა a priori. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ასობით ისეთი მსჯელობა, რომელთა წარმოშობა ცდიდან არ შეიძლება საეჭვო გახდეს და რომლებიც, ამავე დროს, სავსებით გარკვეულად შეიცავენ აღნიშნულ თვისებებს. განვიხილოთ, მაგალითად, შემდეგი უმარტივესი მსჯელობები: „თოვლი თეთრია", „ყინული ცივია", „წყალი არის თხევადა სხული", „სამკუთხედს აქვს სამი კუთხე", „ოთხკუთხედს აქვს ოთხი კუთხე", „ცეცხლი წვავს" , „ქვა მძიმეა" და ათასი სხვა. ყველა ამ მსჯელობას აქვს უდიდესი საყოველთაობა და აუცილებლობა, რადგან ვერ ვაჩვენებთ ერთ შემთხვევასაც კი, რომელიც იქნება გამონაკლისი. წარმოდგენები თოვლზე და თეთრ ფერზე, ყინულზე და სიცივეზე ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩვენს გონებაში, რომ შეუძლებელია მათი გამოცალკევება. სამკუთხედს აქვს სამი კუთხე: ეს წინადადება შეიცავს თავის თავში ისეთ მკაცრ საყოველთაობასა და აუცილებლობას, რომ ჩვენ სხვაგვარად აზროვნება არც შეგვიძლია და, როგორც შემდგომ დავინახავათ, ძნელი არ იქნება გავიგოთ, თუ რა ძალით შეიცავენ ეს წინადადებანი აღნიშნულ თვისებებს. მაგრამ ვინ იქნება ისე გულუბრყვილო, რომ ამტკიცოს ეს და სხვა მრავალი წინადადება ცდისეული წარმოშობის არ არისო? ამრიგად ნიშნები, რომელთა საფუძველზეც კანტი ზოგიერთი მსჯელობის აპრიორულ წარმოშობას ამტკიცებდა, მცდარია, ე.ი. ისინი არ ამტკიცებენ მათ ამგვარ წარმოშობას. ამ ნიშანთა საფუძველზე ადამიანის მსჯელობათა მთელი ნახევარი - აშკარად, ცდისეული - აპრიორულად უნდა ჩაგვეთვალა.

§87. საიდან მომდინარეობს ზოგიერთი მსჯელობის საყოველთაობა და აუცილებლობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თუ ჩვენ ყურდღებით დავაკვირდებით მიზეზს, რომლის ძალითაც ზემოთ მოყვანილი მსჯელობები და მრავალი სხვა შეიცავენ საყოველთაობასა და აუცილებლობას, ადვილად დავინახავთ, რომ ეს ხდება მხოლოდ ენის თვისების გამო. სიტყვა „თოვლი" თავის თავში აუცილებლობით შეიცავს სითეთრის თვისებას, რადგან ადამიანები თითქოსდა შეუთანხმდნენ ერთმანეთს, თოვლის სახელწოდება მისცენ ისეთ ნივთიერებას, რომელსაც სხვა თვისებებთან ერთად აუცილებლად ახასიათებს სითეთრე, ისე რომ არც ერთი არათეთრი ნივთი არ იქნება თოვლი. ასევე, სიტყვა „ყინული" ეხება მხოლოდ ცივ ნივთიერებას. ეს სიტყვა თავის თავში შეიცავს თვისებას ისე, რომ ადამიანები თითქოსდა შეუთანხმდნენ ერთმანეთს, სიტყვა „ყინული" იქნება აღმნიშვნელი ისეთი საგნისა, რომელიც სხვა თვისებებთან ერთად უცილობლად შეიცავს სიცივის თვისებასო. რატომ იყო საჭირო ასეთი შეთანხმება? იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა აზრთა ერთმანეთისთვის გადაცემა ან ერთმანეთთან საუბარი. ხომ საჭიროა სიტყვებს მივანიჭოთ გარკვეულობა და მივცეთ მუდმივი და უცვლელი მნიშვნელობა. ვიმეორებ, სხვაგვარად არ იარსებებდა ენა და საუბარი, მაგრამ, რათა დავინახოთ ჩვენი მოსაზრების სიმართლე, უკეთესია გავარჩიოთ კანტის მიერ მოყვანილი მაგალითი: ყოველი ცვლილება ხდება რაიმე მიზერით, ანდა პირიქით, ყოველი მიზეზი იწვევს ცვლილებას. ცხადია, ამ მსჯელობების აუცილებლობა და საყოველთაობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თავად სიტყვებზე „მიზეზი" ან „ცვლილება". რა არის მიზეზი? რომელ ნიშნებს ვუკავშირებთ ჩვენს გონებაში იმ ცნებას, რომელიც გამოხატულია ამ სიტყვით? სიტყვა „მიზეზი" ადამიანთა ენაზე ნიშნავს სწორედ იმას, რაც წარმოშობს მოქმედებას. ხოლო იმას, რაც წარმოშობილია მიზეზით, ჩვენ ვუწოდებთ ცვლილებას, მოქმედებას. ჩვენი მეტყველების თვისება, აუცილებლობა იმისა, რომ გადავცეთ ერთმანეთს გარკვეული და ზუსტი აზრები, აუცილებლობით გვაიძულებენ ჩვენ, მივცეთ სიტყვებს ერთხელ და სამუდამოდ გარკვეული მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ თითქოსდა შევთანხმდით, ვუწოდოთ მიზეზი სწორედ იმას, რაც აუცილებლად წარმოშობს ცვლილებას, ცვლილებას კი ვუწოდებთ სწორედ იმას, რაც წარმოიშვა რაიმე მიზეზის შედეგად. როცა ვამბობთ, ყოველი მიზეზი ცვლილებას წარმოშობსო, ჩვენ თითქოსდა ვამბობთ: რაღაცას, მუდამ წარმოშობილს მიზეზისაგან, მუდამ აქვს მიზეზი.

§88. საყოველთაობა და აუცილებლობა ახასიათებთ მხოლოდ იგივეობრივ წინადადებებს

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყოველთაობა და აუცილებლობა ახასიათებთ მხოლოდ ცხადად და მკაცრად იგივეობრივ წინადადებებს. მაგრამ რა არის იგივეობრივი წინადადებები? ეს ისეთი წინადადებებია, რომლებშიც შემასმენელი სხვას არაფერს გამოთქვამს, თუ არა იმას, რასაც შეიცავს ქვემდებარე. ზემოთ აღნიშნულ მაგალითში: „მიზეზი წარმოქმნის ცვლილებას". სიტყვა „ცვლილებას" შეიცავს თავიად სიტყვა „მიზეზი". ამდენად, თქმა იმისა, რომ მიზეზი წარმოქმნის ცვლილებას, იგივეა, რაც თქმა იმისა, რომ მიზეზი არის მიზეზი. მაშასადამე, მსჯელობა „ყოველგვარ ცვლილებას აქვს მიზეზი", არსებითად, არ შეიცავს არავითარ მტკიცებას. მასში შემასმენელი თითქოსდა ქვემდებარის განმეორებაა. ამის საფუძველზე ცხადია, თუ რატომ შეიცავენ ეს წინადადებები აუცილებლობას და საყოველთაობას. ამავე დროს ყველა ეს იგივეობრივი მსჯელობა მიღებულია ცდიდან. წინადადებები „ნაწილი მთელე მცირეა", „მთელი ნაწილზე დიდია", „ორი სიდიდე, რომლებიც მესამის ტოლია, ერთმანეთის ტოლია" და ა.შ., რომელთაც აქსიომები ეწოდებათ და სრული აუცილებლობისა და საყოველთაობის შემცველები არიან, აგრეთვე იგივეობრივია. მაშასადამე, გავიმეოროთ: თვისებები, რომელთა საფუძველზედაც კანტი ზოგიერთ მსჯელობას აპრიორულად თვლიდა, სინამდვილეში სრულიადაც არ ამტკიცებენ მათ ამგვარ წარმოშობას.

§89. არის თუ არა განსხვავება სინთეზურსა და ანალიზურ მსჯელობათა შორის?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა მსჯელობათა არსებაზე ვლაპარაკობდით, ჩვენ დავამტკიცეთ. რომ ყოველი მსჯელობა არის თითქოსდა ანალიზი წარმოდგენისა საგნის შესახებ, რადგან ყოველ მსჯელობაში სუბიექტს მიეწერება მხოლოდ ის რასაც შეიცავს ჩვენი წარმოდგენა ამ სუბიექტისა და რაც აშკარავდება ამ წარმოდგენის ანალიზის შედეგად. მაგრამ ცნობილია, რომ კანტმა გამოიგონა მსჯელობათა ახალი სახე, კერძოდ სინთეზური მსჯელობები. ამიტომ ჩვენ უნდა გავამართლოთ ჩვენი შეხედულება. კანტი ასე განასხვავებს სინთეზურსა და ანალიზურ მსჯელობებს. „ყველა მსჯელობაში, რომელშიც წარმოდგენილია სუბიექტის მიმართება პრედიკატთან, ეს მიმართება ორი სახისა შეიძლება იყოს: ან პრედიკატი b ეკუოვნის სუbექტ a-ს, როგორც ისეთი რამ, რაც სუბექტში მოცემულია (ფარული სახით), ანდა b სავსებით უცხოა a ცნების მიმართ, თუმცა მასთან დაკავშირებულია. პირველ შემთხვევაში მსჯელობა ანალიზურია, მეორეში - სინთეზური". მაგალითად, როცა მე ვამბობ, ყველა სხეული განფენილაო - ეს მსჯელობა ანალიზურია, რადგან თუ სხეულს განფენილობას მივაწერთ, ამით არ გავდივართ სხეულის ცნების გარეთ. საკმარისია გავყო ეს ცნება, ანდა ვიგრძნო მასში ის ნიშნები, რომლებსაც ვიაზრებთ მასში და ეს მსჯელობა გაჩნდება. და პირუკუ, როცა ვამბობ ყველა სხეული მძიმეაო, აქ შემასმენელი (ატრიბუტი) სავსებით უცხოა იმის მიმართ, რასაც მე ჩვეულებრივ ვიაზრებ სხეულის მარტივ წარმოდგენაში. ამგვარი პრედიკატის შეერთება სუბიექტთან წინადადებას სინთეზურად ხდის.

მაგრამ სინთეზური მსჯელობის ეს გასსაზღვრება აშკარა წინაღმდეგობას შეიცავს, ხოლო კანტის მიერ წარმოდგენილი მაგალითი გვიჩვენებს, რომ მას თვითონ არ შეეძლო ეპოვნა ისეთი მსჯელობა, რომლის თეორიაც პირველმა შექმნა. მისი სიტყვებით, სინთეზური მსჯელობები ისინია, რომლებშიც შემასმენელი, შეერთებული ქვემდებარესთან, ამ ქვემდებარისთვის სავსებით უცხო რაიმეა. მაგრამ ისეთი მსჯელობა, რომელშიც შემასმენელი სავსებით უცხოა ქვემდებარისადმი. ე.ი. მასთან არავითარი დამოკიდებულების მქონე არ არის, წარმოადგენს მცდარ, შეუძლებელ მსჯელობას. შესაძლებელ, ჭეშმარიტ მსჯელობაში ქვემდებარესა და შემასმენელს შორის მუდამ უნდა არსებობდეს ნამდვილი მიმართება, მსგავსება და იგივეობაც კი. მართალია, არსებობენ მსჯელობები, რომლებშიაც პრედიკატი უცხოა სუბიექტისათვის, კერძოდ, უარყოფითი მსჯელობები, მაგრამ სწორედ ამიტომ, მათში უარიყოფა პრედიკატის მიმართება სუბიექტთან. მაგალითად, მსჯელობებში „ადამიანი არ არის უკვდავი", „დღე არ არის უსასრულო" და სხვ. მაგრამ, ცხადია, რომ კანტი გულისხმობდა არა უარყოფით, არამედ დადებით მსჯელობებს.

კანტის მიერ მოყვანილი მაგალითი სინთეზური მსჯელობისა ყველაზე აშკარად უარყოფს მის თეორიას. სიმძიმის ცნება არა თუ არ არის უცხო სხეულის ცნებისათვის, არამედ ამ უკანასკნელის ერთ-ერთი განუყრელი თვისებაა. არავის არ წარმოუდგენია ფიზიკური სხეული, მაგალითად, ქვა, სიმძიმის გარეშე. პირიქით, ყოველი ფიზიკური სხეულის წარმოდგენისას უფრო მალე შეიძლება დაგვავიწყდეს განფენილობა, ვიდრე სიმძიმე, რადგან განფენილობა არის თვისება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეცნიერული, ძნელად გასაგები, სიმძიმე კი გრძნობადად უფრო გასაგებია და თვალში გეცემათ ყველაზე უწინ. კითხეთ ნებისმიერ უბრალო ადამიანს, რა თვისებას ამჩნევს იგი ქვაში? უწინარეს ყოვლისა, ის მიგითითებთ სიმძიმეზე, ხოლო განფენილობაზე არაფერს გეტყვით, რადგან ეს თვისება მისი გონებისათვის ნაკლებ გასაგებია. მაშასადამე, უაღრესად მცდარია აზრი, რომ წინადადებაში: „სხეულს აქვს სიმძიმე" პრედიკატი b (სიმძიმე) უცხო იყოს სუბექტ a-სთვის (სხეულისათვის) [12]. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ კანტის ამგვარი მიუტევებელი შეცდომები მცირე გაოცებას როდი აღძრავენ ჩემში, მაგრამ როცა შემდეგ ვკითხულობ, რომ მას მთელი თავისი „წმინდა გონების კრიტიკა" სურს ააგოს სწორედ ამ სინთეზური მსჯელობებით, საგონებელში ვვარდები, რადგან ვერ გამიგია, როგორ შეიძლება დაეფუძნოს მთელი სისტემა არარსებულ და შეუძლებელ მსჯელობებს.

§90. როგორ სურდათ განესხვავებინათ მსჯელობები?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ზოგიერთს სურდა სხვაგვარი განსხვავება ეპოვა სინთეზურ და ანალიზურ მსჯელობებს შორის, - განსხვავება, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა თავად სიტყვების - „სინთეზი" და „ანალიზი" - მნიშვნელობას. პირველი ნიშნავს შეკავშირებას, შედგენას, მეორე - დანაწევრებას. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ანალიზი სულის ის მოქმედებაა, როცა სული ანაწევრებს თავის წარმოდგენებს, პოულობს მათში ყველაფერს, რასაც ისინი შეიცავენ. და პირიქით, სინთეზს ან სინთეზურ მსჯელობას უწოდებენ სულის საპირისპირო მოქმედებას, როცა სული აერთიანებს, ადარებს ერთმანეთს თავის წარმოდგენებს, ანდა სხვადასხვა წარმოდგენებიდან ერთ ცნებას ადგენს. მაგრამ ეს ახალი ახსნაც არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ სინთეზური მსჯელობები მივიჩნიოთ განსხვავებულ და დამოუკიდებელ მსჯელობებად, რადგან შედარება, დანაწევრება და გაერთიანება არის სულის ან განსჯის ერთი განუყოფელი მიქმედება. სული არასოდეს არ ანაწევრებს თავის წარმოდგენას იმის გარეშე, რომ უმალ არ იგრძნოს მისი მსგავსება ან განსხვავება ამ წარმოდგენასა და სხვა წარმოდგენებს შორის. იმისათვის, რომ ვიპოვოთ ყველაფერი, რასაც შეიცავს გარკვეული წარმოდგენა, საჭიროა მისი დანაწევრება. და პირიქით, როცა ვაერთებთ ან სინთეზურად ვაკავშირებთ გაუანალიზებელ წარმოდგენებს, ჩვენ არაფრის წარმოდგენა არ ძალგვიძს, ე.ი. მათგან არც ერთი მსჯელობის შედგენა არ შეგვიძლია.

§91. შეიძლება თუ არა მათემატიკურ მსჯელობას სინთეზური ვუწოდოთ?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

კანტი, მის კვალდაკვალ კი ბევრი მისი მიმდევარი, მათემატიკურ მსჯელობებს მიიჩნევდა ისეთ მსჯელობებად, რომლებიც შეიცავენ სინთეზს, და ამიტომ უნდა იწოდებოდნენ სინთეზურად. ამის დასადასტურებლად კანტს მოჰყავს შემდეგი მსჯელობა: „7+5-12" . „ყოველ ანალიზურ მსჯელობაში - ამბობს ის, - შემასმენელი იაზრება (შესულია) თავად ქვემდებარეში. მაგრამ აქ შემასმენელ 12-ს არ შეიცავს არც 7 და არც 5. მაშასადამე, მსჯელობა „7+5-12" არის სინთეზური". მაგრამ აქ კანტმა ყურადღება არ მიაქცია ერთ მცირე გარემოებას, კერძოდ იმას, რომ ამ მსჯელობის ქვემდებარე, სწორად თუ ვიმსჯელებთ, არ არის არც 7 და არც 5. ქვემდებარეა ნიშანი +, მაგრამ სწორედ ეს ნიშანი შეიცავს შემასმენელ 12-ს. თუ ამ მათემატიკურ წინადადებას გამოვხატავთ სიტყვებით, ის შემდეგ ფორმას მიღებს: „შეერთება (შეკრება) 7-სა და 5-სა არის 12. მაშასადამე, ქვემდებარეს აქ შეიცავს სიტყვა „შეერთება," „შეკრება". საერთოდ, აღსანიშნავია, რომ კანტი ვერასოდეს ვერ პოულობდა მარჯვე მაგალითებს, რომლებიც გაამართლებდნენ სინთეზური და აპრიორული მსჯელობების მისეულ თეორიას. ასევე უხეიროა სინთეზური მსჯელობების განსაზღვრებები და მაგალითები, რომლებსაც ლოგიკისა და ფსიქოლოგიის წიგნებში ვხვდებით. შესანიშნავ „ლოგიკაში", რომელიც ცოტა ხნის წინ გამოსცა სწავლულმა პროფესორმა კარპოვმა, სინთეზური მსჯელობა ასეთი სიტყვებით განისაზღვრება: „სინთეზურია მსჯელობა, რომელმიც შემასმენელი გამოყვანილია არა მსჯელობის ქვემდებარის ადგილზე მყოფი ცნებიდან, არამედ შეყვანილია ცნებაში, როგორც მისი კუთვნილი ერთ-ერთი ზოგადი ნიშნის შემოსაზღვრა". ამ განსაზღვრებაში ვპოულობთ შემდეგ შეუსაბამობას: 1. შემასმენლის შეყვანა ქვემდებარის ცნებაში ნიშნავს გაიგივებას; 2. განსაზღვრებაში ნათქვამია, რომ სინთეზურ მსჯელობაში შემასმენელი გამოყვანილია არა ქვემდებარიდან, ამავე დროს კი შემასმენელი არის ქვემდებარის „კუთვნილი ერთ-ერთი ზოგადი ნიშნის შემოსაზღვრა". მაგრამ თუკი შემასმენელი არის ქვემდებარის კუთვნილი ერთ-ერთი ზოგადი ნიშნის შემოსაზღვრა, მაშინ ქვემდებარე აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემასმენელს, რადგან ყოველი ნიშანი, როგორც ზოგადი, ისევე კერძო, ყოველთვის მოცემულია იმაში, რისი ნიშანიცაა ის.

სინთეზური მსჯელობების მაგალითები, რომელიც მოჰყავს ბატონ პროფესორ კარპოვს, არაფრით არ განსხვავდებიან ანალიზურისაგან. ისინი ასეთებია: „ეს ხე ცაცხვია", „ეს ქაღალდი თეთრია" და სხვ. თუ მათ მიუკერძოებლად გავარჩევთ, ისინი სავსებით ანალიზური აღმოჩნდება. ცაცხვი არის კერძო სახე ზოგადი ცნებისა „ხე". როცა მე, რაღაც საგნის ხილვისას, ვამბობ: „ეს ხე ცაცხვია", ცხადია, ამ საგანში ვპოულობ იმ ნიშნებს, რომლებიც ხეს ეკუთვნის. სხვა შემთხვევაში მას ხეს ვერ ვუწოდებდი. მაშასადამე, ცაცხვი როგორც კერძო ცნება, შედის ზოგად ცნებაში - „ხე". წინადადებაში „ეს ქაღალდი თეთრია" სითეთრის ცნება აუცილებლობით შედის ქაღალდის ცნებაში, რადგან ამ ცნებაში აუცილებლობით შედის რომელიმე ფერის ცნება, - ხომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ქაღალდი ფერის გარეშე - ამდენად კი აგრეთვე ნიშანი სითეთრისა, რომელიც ფერის კერძო სახეა.

მოკლედ, გულწრფელად რომ გვსურდეს და ვეძიებდეთ სინთეზური მსჯელობების ნამდვილ და მართებულ საფუძვლებს და მაგალითებს, ჩვენ მიუკერძოებლად და ამოჩემების გარეშე ენდა ვთქვათ, რომ ამგვარი მსჯელობები არ არსებობენ და არც შეიძლება არსებობდნენ.

§92. რა მეთოდით იძენს სული ცოდნას?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ისევე, როგორც არ არსებობს სინთეზური მსჯელობა, არ არსებობს არც სინთეზური მეთოდი. ერთადერთი მეთოდი, რომელიც შეგვასწავლა ბუნებამ სიცოცხლის პირველი დღეებიდან, რომლითაც ვიძენთ, ვაფართოებთ და ვამოწმებთ მთელ ჩვენს ცოდნას, არის ანალიზი. ამ აზრს ამტკიცებს ზუსტ საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა წარმოშობისა და მიღწევათა მთელი ისტორია - ეს მეცნიერებები თავის ყველა მიღწევას მკაცრ ანალიზს უმადლის. ამ აზრს ამტკიცებს ნებისმიერი საგნის შესწავლის მიზნით შესრულებული ყოველი მოქმედება. სურს ბოტანიკოსს შეისწავლოს რომელიმე მცენარე? ის აანალიზებს ამ მცენარეს, განიხილავს მის ყველა თვისებას, პოულობს მასში იმ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც ეს მცენარე უნდა ეკუთვნოდეს ამა თუ იმ ოჯახს. სურს მექანიკოსს თავისთვის ნათელი გახადოს რომელიმე მანქანის აგებულება? მან უნდა მიაქციოს ყურადღება ყოველ ბორბალს, ზამბარას, უნდა გაიგოს მანქანის ყოველი ნაწილის მოქმედება და ურთიერთდამოკიდებულება, მოკლედ, უნდა გააანალიზოს მანქანა. როცა ლოგიკოსს სურს შეისწავლოს რომელიმე ცნება, მან უნდა გაიგოს რა ნიშნების, თვისებების და წარმოდგენების საფუძველზე ჩამოყალიბდა გონებამი ეს ცნება. განსაკუთრებით კი მათემატიკის ყველა უდიდესი მიღწევა უმადლის მრავალი დიადი გონების ანალიზურ მეთოდს. მაგრამ აბა გვანახეთ თუნდაც ერთი აღმოჩენა, თუნდაც ერთი მიღწევა, ერთი ნაბიჯი, გადადგმული წინ რომელიმე მეცნიერის მიერ, სინთეზის დახმარებით! მასზე კი ლაპარაკობენ დიდმნიშვნელოვნად, როგორც ადამიანის გონების უდიდეს მოქმედებაზე.

იტყვიან, რაიმე შესასწავლი საგნის, მაგალითად, მანქანის ან აზრისეული ცნების დაშლის შემდეგ საჭიროა მისი შეერთება, თორემ შესწავლა სრული არ იქნებაო: ჩვენ გვეცოდინება ყველა ნაწილი, მაგრამ რა წარმოიშობა მათგან მთლიანობაში ჩვენთვის ცნობილი არ იქნებაო. ამაზე ასე ვპასუხობთ: ანალიზი საჭიროა მანქანის ან აზრისეული ცნების შესასწავლად, სინთეზი კი საჭირო არ არის, რადგან მანქანა უკვე მზადაა, ცნება უკვე ჩამოყალიბებულია. ისინი უნდა შევისწავლოთ მხოლოდ, ამ მიზნით კი - გავაანალიზოთ. საერთოდ ყველა საგანი, შესწავლის მიმართ რაღაც მზას, მოცემულს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ადამიანი მანამ შეადგენს ან ააგებს მანქანას, უკვე აწარმოებს მანქანის ყველა ნაწილის აზრისეულ ანალიზს. ის უკვე მოიაზრებს და განსაზღვრავს მანქანის ყველა ბორბალს და ზამბარას. მაშასადამე, მანქანის თავად აგებას წინ უსწრებდა მანქანის ანალიზი. სხვაგვარად მანქანა არ იარსებებდა. იგივე ითქმის მთლიანად ბუნებაზე. შემოქმედმა უკვე ააგო ეს საოცარი მანქანა ყველა თავისი ნაწილით. მან უკვე გააკეთა სინთეზი. ჩვეხ ანალიზის გაკეთებაღა დაგვრჩენია.

§93. მათემატიკური აქსიომების მნიშვნელობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სინთეზური აპრიორული მსჯელობების დამცველები ყველაზე მეტად ეყრდნობოდნენ მათემატიკურ აქსიომებს, როგორც ამგვარი მსჯელობების არსებობისა და შესაძლებლობის საბუთს. მათემატიკურ აქსიომებს, ამტკიცებდნენ ისინი, აქვთ საყოველთაობა და აუცილებლობა. მათ ყველა აღიარებს დასაბუთებისა და შეპასუხების გარემე. ამით ისინი ამჟღავნებენ თავის აპრიორულ წარმოშობას. რათა დავრწმუნდეთ ამ მსჯელობის უნიადაგობაში, გავარჩიოთ მათემატიკური აქსიომების მნიშვნელობა და ძალა.

მათემატიკური აქსიომები, ისევე, როგორც, საერთოდ, ყველა აქსიომა, წმინდა იგივეობრივი წინადადებებია. ისინი აზროვნების ძირითადი კანონის - იგივეობის კანონის გაძოხატულებას წარმოადგენენ. იგივეობრივი მსჯელობის თავდაპირველი და უმარტივესი ფორმულა შემდეგია a=a, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი საკუთარი თავის ტოლია; სიდიდე იგივეობრივია, ე.ი. ტოლია თავისი თავისა. არავინ შეგვედავება იმაში, რომ ეს მართლაც ასეა. აიღეთ და გაარჩიეთ ნებისმიერი მათემატიკური აქსიომა და თქვენ დარწმუნდებით მის იგივეობრიობაში. მაგალითად, წინადადებაში „მთელი მეტია თავის ნაწილზე" მთელის ცნება თვით შეიცავს იმის წარმოდგენას, რომ ის ნაწილზე მეტია, მაშასადამე, „მთელი უდრის მთელს" . „a=a". წინადადებაში „ნაწილი ნაკლებია მთელზე" ნაწილის ცნება ნიშნავს სწორედ იმას, რაც მთელზე ნაკლებია. მაშასადამე, ეს აქსიომა იგივეა, რაც - „ნაწილი არის ნაწილი" , „a=a". „ორი სიდიდე, რომლებიც ცალ-ცალკე მესამის ტოლია, ერთმანეთის ტოლია" - აქაც იგივეობრივი წინადადების სახეცვლილებაა. თუ a=b და c=b, მაშინ a=c ანუ „a=a". მოკლედ, რომელი მათემატიკური აქსიომაც არ უნდა ავიღოთ, ყოველთვის დავინახავთ, რომ ის არის იგივეობრივი წინადადების სახეცვლილება. ასეთივეა მეტაფიზიკური აქსიომები, როგორც ეს ზემოთ ვაჩვენეთ. მაგალითად, იმის თქმა, რომ მიზეზის გარეშე არაფერი არ არსებობს, იგივეა, რაც იმის თქმა, რომ „არაფრისგან არაფერი წარმოიქმნება", ანდა მათემატიკური ფორმით „0=0" . ყოველგვარი მიზეზის არარსებობა არის არარა. მაშასადამე, თქმა იმისა, რომ მიზეზის გარეშე შეიძლება რაიმე მოხდეს, იგივეა,რაც ერთ საგანზე ერთდროულად „ჰოც" ვთქვათ და „არაც". ანდა წინადადება „ყოველი მიზეზი გულისხმობს შედეგს იგივეა, რაც, „მიზეზი არის მიზეზი", „a=a".

ახლა ძნელია არ არის გავიგოთ, რაშია ამ აქსიომების ძალა და საიდან მოდის მათი საყოველთაობა და აუცილებლობა. ეს ძალა მათი იგივეობიდან წარმოსდგება. ამგვარი წინადადებების გაცნობისთანავე ნათელი ხდება, რომ მათში არაფერი არ მტციცდება, რომ შემასმენელი იგივე ქვემდებარეა, მხოლოდ სხვა ტერმინით გამოხატული. ვისაც ახსოვს პროცესი, რომელიც მოხდა მის გონებაში მაშინ, როცა ის პირველად ჩაუფიქრდა აქსიომის აგებულებას და მნიშვნელობას, ის სავსებით დაეთანხმება აზრს, რომლის თანახმადაც აქსიომებს სწორედ იმიტომ ვაღიარებთ, რომ ვხედავთ მათ იგივეობას, ვხედავთ მათში ყოველგვარი აზრის უქონლობას. განა სასაცილო არა არის დავუშვათ, რომ წინადადკბები „a=a" „მთელი ტოლია მთელისა" და სხვ. მხოლოდ იმიტომ არიან საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობისა, მათ მხოლოდ იმიტომ აღიარებს ყველა, რომ ისინი თანდაყოლილი არიან ადამიანის გონებისათვის, ანდა იმიტომ, რომ ჩვენს გონებაში არსებობენ მათთვის წინასწარ მოცემული ფორმები! რა საჭიროა გონების ეს წინასწარ მოცემული მომზადება აქსიომათა შედგენისათვის, როცა მათ სავსებით არავითარი შინაარსი არ გააჩნიათ, რიცა ისინი სავსებით არაფერს არ ამტკიცებენ. აქსიომაში - „მთელი ყველა თავისი ნაწილის ტოლია" ნათქვამია, რომ a=a. მასში სუბიექტ a-ს (მთელს) სავსებით არაფერი არ მიეწერება, ნათქვამია მხოლოდ ის, რომ a არის a. წინადადებაში „მთელი თავის ნაწილზე დიდია" სუბიექტ „მთელს" არაფერი არ მიეწერება, ნათქვამია მხოლოდ, რომ მთელი არის მთელი. ეს წინადადება ისეთივეა, როგორიცაა ათასი სხვა: „კალამი არის კალამი", „ცხენი არის ცხენი" და სხვ. გონება იღებს მათ, რადგან ისინი იგივეობრივნი არიას და შინაარს არ შეიცავენ [13].

აი, რატომ სურდა კანტს სხვაგვარად აეხსნა სინთეზური აპრიორული მსჯელობები და თვლიდა, რომ მათში სუბიექტს მიეწერება მისთვის უცხო პრედიკატი. მაგრამ კანტმა ვერ შეძლო ეპოვა ამის თუნდაც ერთი მაგალითი.

§94. სწორი აზროვნების უმაღლესი კანონის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

უმაღლესი ლოგიკური კანონი, რომლითაც უნდა შემოწმდეს ყოველი მსჯელობის ჭეშმარიტობა, რომლის საფუძველზეც მტკიცდება ძალა ყოველი იგივეობრივი მსჯელობისაც კი, არის წინააღმდეგობის კანონი. მისი უმარტივესი ფორმულა შემდეგია: ერთდროულად ერთსა და იმავე საგანზე არ შეიძლება რაიმეს მტკიცებაც და უარყოფაც; ანდა: არ შეიძლება ვთქვათ „ჰოც" და „არაც" ერთდროულად, ერთსა და იმავე ნივთზე; ანდა: არ შეიძლება ვთქვათ, რომ a არ არის a. ის, თუ რატომ მიიჩნევს ჩვენი გონება ამ წესს ურყევად, თავისთავად გასაგებია, ამ კანონის ახსნისათვის სრულიადაც არ არის საჭირო დავუშვათ წინასწარ სულში არსებული რაიმე ფორმები. ეს კანონი სხვადასხვა ფორმითა და სახით ფართოდ გამოიყენება როგორც მათემატიკაში, ისევე აზროვნებაში. რაიმე აზრთა უარყოფის მიზნით ჩვეულებრივ ცდილობენ იპოვონ მათში წინააღმდეგობა საკუთარ თავთან, ანდა, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგობა სხვა დამტკიცებულ ცხად ჭეშმარიტებებთან. მათემატიკაში კი რომელიმე მსჯელობის მცდარობის დამტკიცებისათვის ცდილობენ მიიყვანონ ის აბსურდამდე. ამავე დროს კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ აზროვნების ყველა ლოგიკური, ე.წ. ზოგადი კანონი წინააღმდეგობის კანონის სახესხვაობაა. განვიხილოთ თუნდაც იგივეობის კანონი. რატომ მიგვაჩნია აქსიომად დებულება „a=a" , „ყოველი სიდიდე ტოლია თავისი თავისა?" რადგან სხვაგვარად გააზრება აშკარად წინააღმდეგობა იქნება, რადგან არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ a არის და არ არის a. მეორე ლოგიკური კანონი - მესამე გამორიცხულისა - ასევე წინააღმდეგობის პრინციპის სახესხვაობაა, რადგან „საგანზე გვმართებს ვამტკიცოთ ან „ჰო" ან „არა", მესამე მტკიცება დაუშვებელია, ის საწინააღმდეგო იქნება. ამრიგად, ლოგიკური საყოველთაო პრინციპი აზროვნების შემოწმებისათვის მხოლოდ ერთია, კერძოდ - ის არის წინააღმდეგობის კანონი.

თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ

§95. თავის შინაარსი, მისა კავშირი წინარე შინაარსთან და დაყოფა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენ წარმოდგენებს აქვს ორი მხარე: ისინი, ჯერ ერთი, ჩვენი მსჯელობების, დასკვნებისა და, საერთოდ, მთელი აზროვნების საფუძველია, მეორე, მათ უმრავლესობას, თუმცაღა არა ყველას, თან ახლავს სიამოვნების ან უსიამიავნების გრძნობა; მაშასადამე, ისინი სულიერ მდგომარეობათა ანუ გულის გრძნობების წყაროა. მათი პირველი მხარე ჩვენ ვაჩვენეთ პირველ თავში, სადაც ვცდილობდით აგვეხსნა, როგორ წარმოიშობა მათგან მთელი ჩვენი ცოდნა. აქ კი ჩვენ შევეცდებით აღვწერით ის გრძნობები, რომლებსაც ისინი წარმოშობენ ჩვენში სხვადასხვა შემთხვევაში. ეს გრძნობები ბავშვის შინაგან ცხოვრებას წარმოადგენენ და ცოდნისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი სულმი ისე გარკვეულად არ მიმდინარეობენ, ე.ი. ჩვენ ხშირად არ შეგვიძლია გავიგოთ მისი წარმომშობი მიზეზი და არ ძალგვიძს მათი ერთმანეთისაგან განსხვავება. ამავე დროს, რაც უფრო ღრმა და მძაფრია ისინი, მით უფრო ბნელი და შეუცნობელია მათი ხასიათი, მაშინ როდესაც ჩვენი ცოდნა, რაც უფრო მაღალია, მით უფრო ღრმა და ცნობიერია. ამიტომ სულიერ მდგომარეობათა, ანუ გრძნობათა, ანალიზი უფრო რთულია, ვიდრე ცოდნის ანალიზი.

ზუსტად ასეთი კავშირი აქვთ წარმოდგენებთან ადამიანის ვნებებს, რადგან ვნებები უძლიერესი სურვილებია. ხოლო სურვილები, როგორც ავხსენით მე-2 თავში, შემეცნებითი უნარების მოქმედებებია. ისინი წარმოიშობიან იმ სიამოვნებათა წარმოდგენიდან, რომლებიც მოგველის ჩვენ სხვადასხვა შემთხვევაში. ამიტომ დავყოფთ რა ამ თავს სამ ნაწილად, პირველში გადმოვცემთ სულის ყველა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობათა ცნებას; მეორეში - განვიხილავთ ვნებებს, როგორც სულიერ მოვლენათა განსაკუთრებულ სახეს, მესამეში კი გავაკეთებთ ზოგიერთ დასკვნას და შენიშვნას.

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

§96. ყველა სულიერი მდგომარეობის საერთო წყარო

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულიერი მდგომარეობები ანუ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გრძნობები სულში შემთხვევით კი არ არსებობენ, არამედ თავისი მიზეზები და თავისი მყარი კანონები აქვთ.

წყარო, საიდანაც ისინი მომდინარეობენ, მუდამ ერთი და იგივეა, ხოლო მიზეზი, რომელიც მათ ხელს უწყობს, აძლიერებს ან ასუსტებს, მუდამ მჭიდრო კავშირშია ადამიანის თავად ბუნებასთან. ეს წყარო არის ყველა ადამიანისათვის საერთო წყარო თვითშენახვის, ანდა, თუ გნებავთ, საკუთარი თავის სიყვარულისა; ბუნებრივია, რომ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი და ზრუნავს თვითშენახვაზე. ამ გრძნობის გარეშე ადამიანი არ იქნებოდა ადამიანი და ამიტომ ასევე ბუნებრივია, რომ ადამიანს მოსწონს ყველაფერი, რაც მის თვითშენახვას უწყობს ხელს, ხოლო უკმაყოფილებას აღუძრავს ყველაფერი, რაც ხელს უშლის ამ გრძნობას და ეწინააღმდეგება მის სიცოცხლეს.

§97. სასიამოვნოსა და უსიამოვნოს შესახებ საერთოდ.

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ზემოთ ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ ადამიანისათვის სასიამოვნოა ის, რაც აკმაყოფილებს თვითშენახვის გრძნობას ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ხოლო არასასიამოვნოა ამის საპირისპირო. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სასიამოვნო და უსიამოვნო ცხოვრებაში ბევრი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბუნებრივი მოთხოვნილებები ადამიანს, კაცმა რომ თქვას, ძალზე ცოტა აქვს. შემოქმედმა მისცა ადამიანს ბუნება, რომლის მოთხოვნილებებიც ძალზე ადვილად შეიძლება დაკმაყოფილდეს. საუბედუროდ, ადამიანი ისე დაშორდა ბუნებრივ ცხოვრებას, რომ გაუჩნდა ათასი თუმცა ხელოვნური, მაგრამ არანაკლებ მწვავე მოთხოვნილება. განა ბევრი ესაჭიროება ადამიანს იმისათვის, რომ შეიმოსოს, მაგრამ რამდენი ტანსაცმელია მოგონილი, რომლის უქონლობა ადამიანში გასაჭირის განცდას ბადებს. დანაყრებისათვის საკმარისია პურისა და ხორცის ნაჭერი. მაგრამ რამდენი სხვადასხვა კერძია მოგონილი, რომელნიც, როცა ვეჩვევით, ჩვენთვის აუცილებლობად გადაიქცევიან. იმისათვის, რომ მოვიკლათ წყურვილი, ბუნებამ მოგვცა შესანიშნავი, მზა სასმელი. მაგრამ ადამიანებმა მოიგონეს ამისათვის ათასი სხვა საშუალება, რომელთა უქონლობა ბევრისათვის უბედურებაა, ხოლო შეძენა -  მრავალი სიამოვნების წყარო. აქედანაა სწორედ წარმოშობილი სასიამოვნოსა და უსიამოვნოს ესოდენი სიმრავლე ადამიანის ცხოვრებაში; იმის მოკლება, რასაც ადამიანი აგრერიგად მიეჩვია, უსიამოვნების წყაროა, მათზე წარმოდგენა კი ადამიანში ბადებს სასიამოვნო გრძნობებს. აქედან ცხადია, რაც უფრო სადად ცხოვრობს ადამიანი, რაც უფრო მეტად იზღუდავს თავის მოთხოვნილებებს, მით უფრო ბედნიერია ის. დაე, ამტკიცონ პოლიტეკონომიის წარმომადგენლება, ფუფუნების ზრდა და მოთხოვნილებათა გაფართოება ხელს უწყობს ვაჭრობას და საერთო კეთილდღეობასო! ფსიქოლოგს, რომელიც სწავლობს ადამიანის სულს, კარგად ესმის - რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მოთხოვნილებები და ჩვევები, მით უფრო უბედურია ის, კიდეც რომ შეეძლოს ყველა თავისი მოთხოვნილების ადვილად დაკმაყოფილება.

§98. სიხარული და მწუხარება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიხარული ის სიამოვნებაა, ან საამო შეგრძნებაა, რომელიც იბადება ჩვენში ან იმაზე ფიქრისას, რომ ჩვენ ვფლობთ რაღაც სასურველ სიკეთეს, ანდა რაიმე მისწრაფების, ზოგჯერ კი ბუნებრივი საჭიროების, თუ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სიხარულის განცდა ზოგჯერ წინ უსწრებს სასურველი სიკეთის ნამდვილად ფლობას ან ჩვევის დაკმაყოფილებას, ის იბადება მხოლოდ იმ იმედით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ის სიკეთე, რომლისკენაც მივისწრაფვით. მაგალითად, ავადმყოფ ადამიანს ახარებს მარტო იმედიც კი იმისა, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ადამიანს, რომელსაც რაიმე დოვლათის შეძენის მიზნით თავისი ყველა ძალა დაუძაბავს, ახარებს უკვე ფიქრი იმაზე, რომ მალე მიაღწევს თავის მიზანს. ადამიანის გულის უცნაური ახირების გამო, ბევრი უფრო მძლავრად განიცდის სიხარულს რაიმე სიკეთის მიღებამდე - უკვე ფიქრის გამო, რომ მიზანთან ახლოს არის, - ვიდრე ამ სიკეთის მიღების შემდეგ. ხშირად თავის განზრახვათა მიზანთან მისვლისას ბევრს უკვე გული უტყდება, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები კმაყოფილების გრძნობა ეუფლება. ამის მიზეზი, ალბათ წარმოსახვაა, რომელიც მეტ სიამოვნებას გვპირდებ, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება მივიღოთ, და ბადებს გაზვიადებულ იმედებს, ყოველთვის რომ ვერ აღსრულდება.

სიხარულის უმაღლეს ხარისხს აღტაცება ეწოდება. აღტაცება დაძაბული მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი დიდხანს ვერ დარჩება და რომელიც ხშირად იწვევს მეორე უკიდურესობას, ე.ი. სევდიან გუნებას. ყოველი ადამიანი ერთნაირად როდია განწყობილი სიხარულისა და აღტაცების მიმართ: არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ მოვიდნენ აღტაცებულ მდგომარეობაში. და პირიქით, არიან ადამიანები, რომლებშიც ყველაფერი აღტაცებას იწვევს.

სიხარულის გრძნობა არ უნდა აგვერიოს მხიარულებასთან. მხიარულება უფრო მეტად ახასიათებს ზნეს და ნიშნავს რაღაც მუდმივ მისწრაფებას სულის კეთილგანწყობილების გამოვლენისაკენ. ეს მისწრაფება, თუკი მოჩვენებითი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტია, შედეგია შინაგანი კმაყოფილებისა, სულიერი სიმშვიდისა.

სიხარულის საპირისპირო გრძნობას მწუხარება ეწოდება. ის სულში წარმოიშობა იმ სიკეთეზე ფიქრისას, რომელიც ჩვენ ან დავკარგეთ, ანდა ვერ მივიღეთ, მიუხედავად ჩვენი ყველა ცდისა. სევდა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად მოგვაგონებს წარმოსახვა დაკარგულ სიკეთეს ანდა გვიხატავს იმ სიამოვნებათა სურათს, რომლებიც შეეძლო მოეტანა ამა თუ იმ სიკეთეს. ასეთია, მაგალითად, მდგომარეობა დედისა, რომელიც დასტირის თავის გარდაცვლილ ვაჟს. წარმოსახვა წამდაუწუმ უხატავს მას განსვენებულის ნიშან-თვისებებს: დედა იგონებს შვილის ჩვევებს, ჭკუას, ყველაფერს, რაც დედისათვის ესოდენ ძვირფასი იყო, რაშიც ესოდენ დიდ სიამოვნებას პოულობდა, და ყოველივე ეს მისი მწუხარების მიზეზია. ამიტომ იმან, ვისაც სურს ნუგეში სცეს მწუხარე ადამიანს, უნდა გაართოს იგი. ე.ი. აიძულოს იგი, არ იფიქროს თავის მწუხარებაზე, ჩამოაცილოს მას ყველაფერი, რაც მწუხარების საგანს მოაგონებდა. სწორედ ამიტომაა, რომ გულის ჭრილობებს დრო უკეთ არჩენს, ვიდრე სიტყვიერი ნუგეშისცემა.

მაგრამ ჩვენ ხშირად სხვისი ჭირ-ვარამის ხილვისასაც გვეუფლება მწუხარება. დარდის უკვე გახსენებაც კი ჩვენში მწუხარებას ბადებს; მაგრამ მოყვასის დარდის დანახვა, განსაკუთრებით კი ახლობლის ტანჯვის ხილვა, ჩვენში ძლიერ წუხილს აღძრავს. ამ შემთხვევაში ჩვენი მწუხარება არის მოყვასის ტანჯვის თანაგრძნობა. ვინც დაკვირვებია თავისი სულის მდგომარეობას, როცა ის თანალმობას განიცდის, იმას შეეძლო შეემჩნია, რომ ადამიანი ამ დროს თავის თავს თითქოს ტანჯულის ადგილზე სვამს, წარმოისახავს, როგორ დაიტანჯებოდა თავად ამგვარ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, მოკლედ, თავის თავში აღძრავს იმ გრძნობას, რომელიც აქვს ტანჯულს. აი, რატომაა რომ ზოგიერთი სუსტი ნერვების მქონე ადამიანი ვერ იტანს სხვათა ტანჯვის ხილვას. ისინი თითქოსდა თვითონ განიცდიან იმ დროს იმ წამებას, რომელსაც ხედავენ.

როგორც ჩანს, ადამიანთა ენაზე არსებობს მრავალი სიტყვა, მწუხარების სხვადასხვა სახის გამოსახატავად, მაშინ როდესაც მწუხარების საპირისპირო გრძნობებს აქვს მხოლოდ ერთი სახელწოდება - სიხარული. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანთა ცხოვრებაში გაცილებით მეტი მწუხარებაა, ვიდრე სიხარული, ანდა იმიტომ, რომ ყოველივე უსიამოვნოს ჩვენ ვგრძნობთ უფრო ღრმად და ვიმახსოვრებთ უფრო დიდხანს, სიხარულს კი მალე ვივიწყებთ.

მწუხარების უმცირესი ხარისხი აღინიშნება სიტყვით წყენა, მოწყენილობა. სიტყვა ჯავრი აღნიშნავს ზოგჯერ მწუხარების სუსტ სახეს, ზოგჯერ კი მწუხარებას, რომელიც შეერთებულია მეორე არასასიამოვნო გრძნობასთან - მრისხანებასთან. დარდი ზოგჯერ გამოხატავს მწუხარების უმაღლეს ხარისხს, ზოგჯერ კი მოიხმარება სიტყვის „მწუხარების" სავსებით ტოლმნიშვნელოვნად. მწუხარების უმაღლეს ხარისხს ასევე გულგატეხილობას უწოდებენ. ის უკავშირდება ენერგიის დაკარგვას. თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ, ამ სიტყვებს ძნელია მივცეთ ზუსტი და გარკვეული მნიშვნელობა, რადგან გრძნობა ყოველთვის ძნელია გამოიხატოს სიტყვებით. როდესაც, მაგალითად, მე ვამბობ „ჯავრი", იმას, თუ რა მსურს გამოვხატო ამ სიტყვებით, ყველა საკუთარი გამოცდილებით უფრო მიხვდება, ვიდრე ჩემი მცდელობით, ავხსნა ეს გრძნობა სხვა სიტყვებით.

§99. სიხარულისა და მწუხარების გარეგანი ნიშნების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიხარული სიცოცხლეს მატებს ადამიანს, აღაგზნებს მის ენერგიას. სიხარულისას ადამიანი თითქოს მხრებს შლის; თავი ზეაწეულია, ხედვა თამამია; ადამიანს ნაბიჯი მტკიცე აქვს და ლაღი. და პირიქით, მწუხარება ჰკლავს ძალებს, ადამიანი თითქოს ვიწროვდება, თავი ჩაქინდრული აქვს, თვალები დახრილი, სახე დაღვრემილი. მაგრამ კონტრასტი ამ ორ გრძნობას შორის უფრო შესამჩნევია მათი დაძაბულობისას. სიხარული ესწრაფვის რაიმეში გამომჟღავნდეს, გამოვლინდეს. სიხარულისას ადამიანი გულზიარია, სურს სხვას გაუზიაროს თავისი გრძნობა. განსაკუთრებით ძნელია აღტაცება დამალო. აღტაცებისას ადამიანი მზადაა გადაეხვიოს ყველას, თავის მტერსაც კი. სიხარულის ასეთი გულზიარობის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ჩვენი სიხარული მატულობს, თუკი მას იზიარებს ვინმე. როცა ვცდილობთ სხვას შევატყობინოთ ჩვენი აღტაცება, ჩვენ უბრალოდ პატივმოყვარეობის აღტყინებას ვართ აყოლილი, ჩვენ თითქოსდა ვტრაბახობთ ჩვენი ბედნიერებით, გვსურს, რომ ყველას შურდეს ჩვენი. ჭირ-ვარამი და გულგატეხილობა, პირიქით, გულჩათხრობილია. მჭმუნვარე ადამიანი ენაძვირია, უყვარს განმარტოება, დამალვა. ყველაფერი ეს იმავე პატივმოყვარეობისა და თავისი თავის სიყვარულის შედეგია. ჩვენ არ გვსურს აღვძრათ ადამიანებში სიბრალული ჩვენდამი; სიამაყე უფლებას არ გვაძლევს ვაქციოთ საკუთარი თავი ზოგიერთის თანაგრძნობისა და ზოგიერთის ფარული სიხარულის საგნად. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება. ხდება ისედაც, რომ ადამიანი თავს იწონებს თავისი მწუხარებით, ცდილობს აღძრას შეცოდების გრძნობა სხვებში, სურს თითქოსდა თქვას, ნახეთ, რამდენ უბედურებას ვიტან, მე წამების ჭეშმარიტი გმირი ვარო.

აქ უნდა აღვნიშნოთ ის საკვირველი მოვლენა, რომ ადამიანის სული ხშირად პოულობს რაღაც უცნაურ სიამოვნებას თავად მწუხარებაში, რომ ადამიანის სულს სიამოვნებს მსუბუქი სევდა, აზრთა დარდიანი განწყობილება. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ჩვენ სიამოვნებით ვუსმენთ ნაღვლიან მუსიკას, ნაღვლიან სიმღერებს, რომ ხალხური სიმღერები ყველაზე მეტად არიან სევდით მოცულნი, მელანქოლიით განმსჭვალულნი. ხომ არ ხდება ეს იმ მიზეზით, რომ რაიმეს გრძნობა იგივე სიცოცხლეა, სული კი ბუნებრივად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და გრძნობებთან - როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი.

§100. შური

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

შური გრძნობაა უსიამოვნებისა, დარდისაც კი, სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, თავად ჩვენთვის რომ გვსურს. ამ აზრით შურს შეიძლება ვუწოდოთ მწუხარების განსაკუთრებული სახე.

ყველა გრძნობათაგან შური უფრო მეტადაა გავრცელებული ადამიანთა შორის, ისე, რომ ძალზე ცოტა თუ იქნება გამონაკლისი ამ წესისგან. ყველაფერს შეუძლია აღძრას და გამოკვებოს ეს მდაბალი გრძნობა. სხვისი კუთვნილი მცირეოდენი სარგებელი შურიანს საწყენად ეჩვენება. სხვისი კეთილდღეობა, რომელიც აღძრავს რომელიმე ადამიანის შურს, კარგავს თავისი ფასის ნახევარს, როცა მიიღწევა ამ ადამიანის მიერ. ძალზე იშვიათად ხდება, რომ ამ ცუდმა გრძნობამ არ დაბადოს მრავალი სხვა, არანაკლებ ცუდი გრძნობა. შურიანს ადვილად ეუფლება რისხვა, როცა მეორე ადამიანის კეთილდღეობის ზრდას ხედავს. ის გახარებულია, როცა მისი შურის საგანი უბედურებაშია; მზადაა შური იძიოს მასზე, როგორც პირად მტერზე. შურით აღვსილი გულისათვის მიუწვდომელია ყველა კეთილი გრძნობა, - სიყვარული, სიბრალული, სიხარული და ბოლოს, შური კიდევ იმით განსხვავდება სხვა გრძნობებისაგან, მაგალითად, რისხვისაგან, შიშისაგან, სასოწარკვეთილებისაგან და ა.შ., რომ ეს უკანასკნელი გრძნობები დროებითი და მსწრაფლწარმავალნი არიან, თუმცა ძლიერად მოქმედებენ, სამაგიეროდ სწრაფად ქრებიან, შური კი, თუმცა არასოდეს არ მოიცავს სულს ასე ძლიერად, მაგრამ, უფრო ხანგრძლივია.

§101. იმედი და სასოწარკვეთილება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იმედი არის სულის სასიამოვნო მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა იმის წარმოდგენიდან, რომ ჩვენ მივიღებთ სიკეთეს, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელსაც შეუძლია მოგვანიჭოს კმაყოფილება. ამრიგად, იმედი არის თითქოსდა წინასწარი ტკბობა იმ სიკეთით, რომელიც გველის მომავალში. ეს მდგომარეობა წინ უსწრებს, თან ახლავს და ეხმარება სულს ყოველ მისწრაფებაში, ისე რომ მის გარეშე სული ვერ შეძლებდა თავისი ძალების დაძაბვას რაიმეს მისაღწევად. თუმცა გონება ხშირად შთააგონებს ადამიანს, რომ ის არ უნდა ელოდეს წარმატებას ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა გამოცდილება ასწავლის მას, რომ ესა თუ ის მისწრაფება ვერ მიაღწევს მიზანს, მაგრამ იმედი არა მარტო არ ტოვებს ადამიანს, არამედ ყოველთვის აძლიერებს და აღძრავს მის ძალებს, ასე რომ იმედის დიდი თუ მცირე ხარისხი ხშირადაა გარკვეულ საქმეში წარმატების თავმდები. ადამიანის გული ისეა გაერთიანებული იმედთან, რომ ეს უკანასკნელი, ვამბობ მე, არ გვტოვებს ყველაზე სასოწარკვეთილ და საშინელ შემთხვევებში. ამბობენ, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს კი გამოხატავს იმ აზრს, რომ იმედი იქაც არ გვტოვებს, სადაც თითქოს იმედის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის ეს მტკიცე კავშირი ამ გრძნობასთან აიხსნება სიცოცხლის სიყვარულით და თვითშენახვის გრძნობით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია და რომლებიც გვტოვებენ სიცოცხლესთან ერთად.

სასოწარკვეთილება არის იმედის საპირისპირო გრძნობა. ის წარმოიშობა იმის წარმოდგენის გამო, რომ ჩვენ აღარ ძალგვიძს მოვიპოვოთ კეთილდღეობა, რომლისკენაც ვისწრაფვოდით. სასოწარკვეთილებას აქვს თავისი ხარისხები და თავისი, ასე ვთქვათ, მოცულობა. რაც უფრო მაღალია და აუცილებელია ის სიკეთე, რომელიც გვსურდა მიგვეღო, მით უფრო მძიმეა ჩვენთვის ეს გრძნობა. სიცოცხლის ძლიერი სიყვარული აიძულებს ადამიანს ზურგი შეაქციოს სასოწარკვეთილებას. თუ იმედმა ადამიანს უმტყუნა რაიმე ერთ შემთხვევაში, ის რაღაც სხვას ესწრაფვის, მაგრამ თუკი სასოწარკვეთილებამ ძლიერად მოიცვა სული, ის ართმევს სულს ძალას, აჩლუნგებს ყოველ გრძნობას და ამით აცარიელებს სულს, ზოგჯერ კი, როგორი საკვირველიც არ უნდა იყო ეს, უეცარი სასოწარკვეთილება სრულიად საპირისპირო შედეგს იწვევს. ის საოცრად ძაბავს სულისა და სხეულის ძალებს, ისე რომ სასოწარკვეთილი ადამიანი აკეთებს ისეთ საქმეებს, რომლებსაც ვერასოდეს ვერ გააკეთებდა მშვიდ მდგომარეობაში.

§102. შიში და მამაცობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

შიში არის ის უსიამოვნო და მოუსვენარი განცდა, რომელიც ეუფლება ადამიანის სულს მოახლოებული უბედურების ან მოახლოებული საფრთხის წარმოდგენისას. შიშის გრძნობა ეუფლება სულს მოულოდნელად და ძლიერად, ზოგჯერ კი, თუკი სული ნების სიმტკიცით ამარცხებს მას, სუსტდება და აღარ იზრდება. თავდაპირველად ის უბრალო შეშფოთებაა, რომელიც გონებას არა აქვს ნათლად წარმოდგენილი. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ის, მით უფრო შემაწუხებელი ხდება და ბოლოს იმდენად ეუფლება მთელ სულს, რომ ყველა სხვა გრძნობას ახშობს. ასეთი შიში თავზარად იწოდება. თავზარი იწვევს გაშეშებას, ე.ი. ისე აზიანებს სულისა და სხეულის მთელ ძალას, რომ ადამიანს არ ძალუძს არც აზროვნება და არც მოძრაობა. ამ მდგომარეობაში ადამიანს სახე უფითრდება, თმა ყალყზე დგება, სისხლი გულისკენ მიედინება, ხელები, განსაკუთრებით კი მუხლები, აკანკალებულია, სუნთქვა შეკრულია, ენა უტყვია. თუმცა ზოგჯერ პირუკუც ხდება. ადამიანი, ისევე როგორც სასოწარკვეთილებისას, გრძნობს საოცარ ენერგიას და ამჟღავნებს არაჩვეულებრივ ძალას. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ ის, რომ თუ შეკრებილია ადამიანთა დიდი რაოდენობა, შიში გადამდები ხდება. აქედან წარმოიშვა სახელწოდება პანიკური შიში. პანიკური შიში ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ ის გადადის რა ერთი ადამიანისგან მეორისაკენ, ზვავივით იზრდება.

სიტყვა „მამაცობა" ხშირად გამოიყენება როგორც აღნიშვნა სულის მდგომარეობისა, რომელიც შიშის საპირისპიროა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მამაცობა საკუთრივ რაიმე გარკვეული შეგრძნება კი არ არის, არამედ სულის საერთო განწყობილებაა, ე.ი. თავის ძალებში დარწმუნებულობაა და უფრო ხასიათს მიეკუთვნება, ვიდრე სულიერ შეგრძნებებს.

§103. რისხვა მისი ყველა ხარისხით

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

რისხვა არის სულის ის არასასიამოვნო გრძნობა, რომელიც იბადება ადამიანში ან იმის წარმოდგენისას, რომ მას ართმევენ რაიმე მის კუთვნილ სიკეთეს, ანდა იმ შეურაცხყოფის განცდისას, რომელსაც მას ვინმე სხვა აყენებს. ეს გრძნობა ზოგჯერ ჩვენში იბადება შინაგანი მიზეზებითაც, როცა, მაგალითად, ჩვენ რისამე გამო უკმაყოფილონი ვართ საკუთარი თავით. ამ გრძნობას თითქმის ყოველთვის თან ახლავს მისწრაფება იმისა, რომ გადმოინთხეს რაიმეზე ან ვინმეზე, რაიმეთი დაიკმაყოფილოს თავი. რისხვის გრძნობას აქვს მრავალი ხარისხი და სახე. რისხვის უმდაბლესი ხარისხებია: ა) ჯავრი ანუ გულისტკივილი, როცა ადამიანი რაღაც მოუთმენლობას გრძნობას; ბ) გაღიზიანება, როცა ადამიანი ხშირად ეძლევა რისხვას; გ) ახირება, ასე ეწოდება უმიზეზო, უსაფუძვლო რისხვას, ის უფრო ხშირად ახასიათებს ბავშვებს და გათამამებულ ადამიანებს. რისხვის უმაღლეს ხარისხს ეწოდება მძვინვარება, ზოგჯერ კი - გაცოფება. გრძნობათა ამ უკიდურესი დაძაბვისას ადამიანები კარგავენ ყოველგვარ ძალაუფლებას საკუთარი თავის მიმართ და მზად არიან, ასე ვთქვათ, ყველაფერი გაანადგურონ. შურისმგებლობის გრძნობა, სურვილი რაიმეზე გადმონთხევისა განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება მძვინვარებაში.

§104. ამპარტავნობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ამპარტავნობა არის გრძნობა, რომელიც იბადება ჩვენში, როცა წარმოვიდგენთ ან, ასე ვთქვათ, გონებით ვჭვრეტთ საკუთარ ნამდვილ ან მოჩვენებით, შინაგან ან გარეგან თვისებებს და როცა ვადარებთ საკუთარ მდგომარეობას და დროებით კეთილდღეობას, მაგ. სიმდიდრეს, წარმოშობას და ა.შ. სხვა ადამიანთა მდგომარეობასა და კეთილდღეობასთან. მას სხვაგვარადაც განსაზღვრავენ: ამპარტავნობა არის გაკვირვება საკუთარი თავით. მართლაც, თუკი კარგად ჩავწვდებით ამპარტავანი ადამიანის სულის მდგომარეობას, აღმოჩნდება, რომ მას შინაგანად თითქოსდა გაკვირვებია საკუთარი თავისა, უპირატესობას ანიჭებს და აქებს თავის ღირსებებს. ყველა გრძნობათაგან ამპარატვნობა უახლოესი ნაშიერია საკუთარი თავის სიყვარულისა და რადგან არ არსებობს ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე, იშვიათია ადამიანიც ამპარტავნობის გარეშეც. საკვირველი ისაა, რომ როგორი უბედური და ბედისაგან დაჩაგრულიც უნდა იყოს ადამიანი, როგორი შეზღუდულიც უნდა იყოს გარეგნული თუ შინაგანი მდგომარეობით, ის ყოველთვის იპოვის შემთხვევას, საკუთარი თავი შეადაროს სხვას და შინაგანად თავის თავს მისცეს უპირატესობა. ხშირად მათხოვრებიც კი ტრაბახობენ ერთმანეთის წინაშე თავისი ძონძებით და აბუჩად იგდებენ ურთიერთს. ამპარტავნობა ხშირად გვაიძულებს საკუთარ თავს ისეთი ღირსებები მივანიჭოთ, რომლებიც არ გაგვაჩნია და გვიშლის ხელს დავინახოთ ის ნამდვილად არსებული ნაკლები, რომელთა ცოდნა ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა. რა ხშირად ვამაყობთ იმითაც კი, რაც სასირცხვილოა!

ამპარტავნობას არაფერი აქვს საერთო საკუთარი თავის პატივისცემის საქებ გრძნობასთან, რომელიც უნდა იყოს პატიოსანი ცხოვრების საფუძველი და ჭეშმარიტი ღირსების შედეგი. მაგრამ ჩვენ უნდა ვცემდეთ პატივს არა ჩვენს სისუსტეს, არამედ იმას, რაც ჩვენში პატივისცემის ღირსია. ამის შედეგად კი უნდა მივისწაფვოდეთ გამოსწორებისაკენ.

ამპარტავნობას აქვს თავისი სახეცვლილებები და ხარისხები. პატივმოყვარეობა არის მისწრაფება იმისაკენ, რომ ფუჭსა და უმნიშვნელო უპირატესოებებში, მაგალითად, სილამაზეში, მდიდარ ჩაცმულობაში და ა.შ. ვპოვოთ კმაყოფილება. ქედმაღლობა ზოგჯერ ნიშნავს ამპარტავნობის უმაღლეს ხარისხს, ზოგჯერ კი ის სახელია ყოველივე იმისი, რაც სასაცილოა ამპარტავნობაში. გულზვიადობა გამოხატავს ამპარტავნობის უმაღლეს ხარისხს: ის უნებურად ვლინდება გარეგან ნიშნებში, როგორიცაა რაღაც ზეიმურობა მეტყველებასა და მოძრაობებში, მაღლა შემართული თავი, მედიდური გამოხედვა და ა.შ. ყველა ეს ნიშანი იშვიათარ თუ არ არის სასაცილო, რადგან ძალზე ცოტას შეუძლია აქციოს ისინი შინაგანი ღირსების გამოხატულებად.

ბოლოს, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამპარტავნობა ყველაზე ხშირად თვისებაა შეზღუდული და არა ჭეშმარიტად ჭკვიანი და ღირსეული ადამიანებისა. თუმცა ამის ახსნა არ არის ძნელი. მართლაც, ჭკვიანი ადამიანი ვერ იქნება ამპარტავანი, რადგან ის, თუმცა კი გრძნობს თავის თავში მრავალ ღირსებას, მაგრამ, ამავე დროს, კარგად ერკვევა საკუთარ ნაკლოვანებებშიც. და პირიქით, შეზღუდულ ადამიანს არ ძალუძს სწორად შეაფასოს საკუთარი თავი. მას მუდამ ეჩვენება, რომ საკვირველი ღირსებების მქონეა. თუმცა ხვდება და ძალზე ხშირადაც, რომ თვალში საცემი ქედმაღლობით ზოგიერთი შეგნებულად მალავს სულის შინაგან სიცარიელეს.

§105. ზიზღი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

რათა კარგად გავიგოთ ეს გრძნობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ზოგჯერ მედიდურობის შედეგია, ზოგჯერ კი წარმოიშობა სხვა უფრო კეთილშობილი და საქები გრძნობისაგან. უკანასკნელ შემთხვევაში ზიზღი ყველაზე ხშირად უკმაყოფილებაა ან უსიამოვნო გრძნობაა, რომელიც წარმოიშობა სულში რაიმე მდაბალი ან უღირსი საქციელის ან თვისების წარმოდგენისაგან; და მაშინ ზიზღის გრძნობას მუდამ ემატება წყენა, რაღაც რისხვა რომელიმე პირის ან თვისების მიმართ. მაგრამ თუ ზიზღი იბადება ამპარტავნობისგან, ის არის თითქოსდა აზრისეული დამცირება და არად მიჩნევა ყველა სხვა პიროვნებისა საკუთარ პიროვნებასთან შედარებით.

ზიზღის გრძნობა ზოგჯერ შეიძლება ჩვენი პიროვნების მიმართაც იყოს მიმართული. ხშირად ხდება, რომ ადამიანს, რომელმაც თავისი თავი ზნეობრივ დაცემულობამდე მიიყვანა, საკუთარ პიროვნებაზე ფიქრისას ეზიზღება იგი, საკუთარი საქციელისა რცხვენია და ხშირად ეს გრძნობა გამოიხატება სინდისის ქენჯნაში, საკუთარ თავზე წყენაში და ძალზე მძიმეა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხშირად გამოსწორებისა და კეთილზნიანი ცხოვრების საწყისი ხდება. თუმცა ადამიანის სიყვარული თავისი თავისადმი ისეთია, რომ ის იშვიათად იძულებს თავის ნაკლოვანებებსაც კი.

§106. სირცხვილი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სირცხვილი მძიმე შეგრძნებაა, რომელიც იბადება სულში იმის გაფიქრებისას, რომ ჩვენ ჩავიდინეთ რაღაც არაღირსეული, სასაცილო ან მდაბალი. ზოგჯერ ეს გრძნობა წარმოიშობა არა მარტო საძრახი საქმის ჩადენისას, არამედ მასზე მხოლოდ გაფიქრებისას, სხვისი ცუდი საქციელის დანახვისასაც კი. ამ გრძნობისადმი მეტი თუ ნაკლები მიდრეკილება სხვადასხვა მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგს რცხვენია ძალზე ხშირად და ძალზე ბევრი რაიმესი, ზოგი კი ამ გრძნობას იშვიათ შემთხვევაში განიცდის. აღზრდა, ზნეობრივი მდგომარეობა, ხასიათი და სხვა ვითარებები აპირობებენ სირცხვილის ხარისხს. ვინც კარგი აღზრდა მიიღო, ბალღობიდან შეეჩვია კეთილზნიან აზრებსა და ქცევას, სხვებზე ხშირად და მეტად რცხვენია ყოველივე ცუდისა. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვევას. მანკი, რომელიც თავდაპირველად სირცხვილს გვრიდა ადამიანს, უკვე აღარ იწვევს შეცბუნებას, როგორც კი ადამიანი ეჩვევა მას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, უაღრესად და მართლა რომ მორცხვია საზოგადოებაში, მაგრამ ძალიან მამაცია, როცა მარტოა.

სირცხვილის გრძნობა შეიძლება და უნდა იყოს ადამიანთა ქცევის მართვის იარაღი. ის განსაკუთრებით უნდა გამოვიყენოთ ბავშვთა აღზრდისას, რომლებშიც ის ჯერ კიდევ არ არის ჩახშობილი მანკიერებასთან ნაცნობობით.

§107. გაკვირვების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გონების ანალიზს ძნელად ექვემდებარება საერთოდ ყველა სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძნელია გაკვირვების გაანალიზება. ყოველ ადამიანს საკუთარი შინაგანი გამოცდილების საფუძველზე, მეტ-ნაკლებად ესმის, რა არის გაკვირვება. მაგრამ გადმოცემა ან განსაზღვრა სულის ამ მდგომარეობისა თითქოს შეუძლებელია. გაკვირვებას შეუძლებელია მივაწეროთ ისიც კი, რაც წინა მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშანია, კერძოდ, სიამოვნების ან უსიამოვნების შეგრძნება, რადგან გაკვირვება, კაცმა რომ თქვას, გულგრილი მდგომარეობაა. მიზეზი, რომელიც იწვევს ჩვენში გაკვირვებას, არის რაიმე არაჩვეულებრივი, მოულოდნელი და ისეთი რამ, რაც არ ჰგავს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ და ველით საგანთა ბუნებრივი სვლის შედეგად. შემდეგ, ბუნებრივია, რომ გამოცდილი, ჭკვიანი ადამიანი არ განიცდის გაკვირვების გრძნობას ისე ხშირად, როგორც გამოუცდელი, ცოდნამცირე ადამიანი, რადგან პირველისათვის ყველაფერი ცნობილია, წინასწარ განჭვრეტილია, მეორისათვის კი ყველაფერი სიახლეა, გაუგებარია, აი, რატომ უკვირთ ბავშვებს ყველაფერი და ყოველთვის.

ჩვენ ვთქვით, რომ გაკვირვება გულგრილი გრძნობაა, მართლაც, მასში არ არის უკმაყოფილება. თუმცა ზოგჯერ იტყვიან ხოლმე სასიამოვნო გაკვირვება დამეუფლაო, ანდა უსიამოვნო გაკვირვებამ შემიპყროო, მაგრამ ამ დროს გულისხმობენ ისეთ შემთხვევებს, როცა სიამოვნების და უსიამოვნების გრძნობები ჩვენში წარმოიშვა რაღაც მოულოდნელი მიზეზებით და, მაშასადამე, მათში, სიამოვნებისა და უსიამოვნების გარდა, შეერია კიდევ გაკვირვება მოულოდნელობისაგან.

ბ) ვნებათა შესახებ

§108. ვნებათა განსაზღვრება და განსხვავება სხვა სულიერ მდგომარეობათაგან

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ვნებებიც სულიერი მდგომარეობებია, მაგრამ ადრე განხილულთაგან ისინი იმით განსხვავდებიან, რომ მათში გაბატონებული ელემენტია ძლიერი და უწყვეტი სურვილი, ან მისწრაფება გარკვეული სიამოვნებისაკენ, მაშინ როცა წინა სულიერი მდგომარეობები თავად წარმოადგენენ სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობებს. შემდეგ, საერთოდ ყველა ვნება ერთი და იმავე სიყვარულის სახეცვლილებაა, ხოლო ზემოთ აღწერილი სულიერი მდგომარეობების ასეთ ამოსავალ საწყისს ვერ მივუთითებთ. მაშასადამე, აქ, პირველ ყოვლისა, უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის სიყვარული.

§109. სიყვარული

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგალითად, თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს.

სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ, როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე, როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი მასში რაღაც სასიამოვნო მოგონებებსაც აღძრავენ.

§110. რომელ კერძო ვნებებს ბადებს სიყვარული

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს თავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგნის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისაკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება, როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისგან წარმოშობილი ვნებები: ა) ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვ. მაგრამ სანამ სიყვარულის ამ სახეცვლილებებს განვიხილავდეთ, ჯერ უნდა გადმოვცეთ ცნებები ეჭვიანობისა და სიძულვილისა.

§111. ეჭვიანობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ეჭვიანობა არის შედეგი სიყვარულისა და სახეცვლილება შურისა. ის იბადება იმის გამო, რომ ჩვენი სიყვარულის საგანს სხვის მფლობელობაში ვხედავთ, ან ვფიქრობთ, რომ მას არა აქვს ჩვენს მიმართ თანაგრძნობა, ანდა ყოველ შემთხვევაში, სხვას უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე ჩვენ. მაშინ ეს სხვა პირი ხდება არსებად, რომელიც უსიამოვნებას, ეჭვიანობას აღგვიძრავს. ეჭვიანობა უაღრესად არასასიამოვნო გრძნობაა და მით უფრო არასასიამოვნოა, რაც უფრო ძვირფასი და ახლობელია ჩვენთვის სიყვარულის აღმძვრელი საგანი. ეჭვიანობა ან შედეგია ძლიერი სიყვარულისა, თუმცა აუცილებლობით არ არის მასთან დაკავშირებული, ანდა შედეგია საკუთარი თავისადმი უნდობლობისა, როცა ადამიანი საკუთარ თავს სიყვარულის ღირსად არ მიიჩნევს, ანდა, ბოლოს, შედეგია ეჭვნეული და მოუსვენარი ხასიათისა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა უარყოფითი გრძნობა და თავის უმაღლესი განვითარებისას უაღრესად მტანჯავია, მასში შეიძლება იმალებოდეს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობაც, სიამაყეც, შურისგების გრძნობაც და სხვა მრავალი არანაკლებ მდაბალი გრძნობა.

§112. სიძულვილი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიძულვილი სიყვარულის საპირისპირო გრძნობაა. ესაა სულში გაჩენილი უკმაყოფილება, როდესაც წარმოვიდგენთ ისეთ საგანს ან პიროვნებას, რომლებსაც გული უტკენიათ ჩვენთვის. სიძულვილი, ისევე როგორც სიყვარული, ძალზე ხშირად მიმართულია უსულო საგნებზე და ამ შემთხვევაში, ის არის ამ საგანთან დაკავშირებული უკმაყოფილების მოგონება. სიყვარულის გრძნობა შეიცავს თავის თავში სიყვარულის საგნის ფლობის სურვილს. ამის საპირისპიროდ, სიძულვილის გრძნობა შეიცავს სურვილს, მოიშოროს, გაანადგუროს კიდეც, სიძულვილის საგანი.

სიძულვილი ყველაზე ხშირად შედეგია რაიმე წყენისა და შეურაცხყოფისა, რომელიც მოუყენებია ჩვენთვის ამ გრძნობის აღმძვრელ საგანს. მაგრამ ყველა შეურაცხყოფათაგან ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის იმას, რაც ეხება მისთვის ყველაზე მეტად საყვარელ საგანს ან გრძნობას. სწავლული ყველაზე მეტად განიცდის თავისი განსწავლულობის შეურაცხყოფას; ანგარებიანი ადამიანისთვის ყველაზე საწყენია მისი ანგარების დამცირება; დედისათვის ყველაზე სამწუხარო მისი შვილების შეურაცხყოფაა და სხვ. მაგრამ სიძულვილი ყველაზე სახიფათოა იმით, რომ აღძრავს შურისძიების სურვილს, - სურვილს, რომელიც ბევრ ადამიანში გადაიქცევა ულმობელ ვნებად. არ არის აუცილებელი, დაწვრილებით აღვწეროთ, თუ რა საშინელი შედეგები მოჰყვება ამ საზარელ ვნებას. ისტორია სავსეა მისი შედეგების მაგალითებით. ყველაზე შემაძრწუნებელია ის, რომ ზოგიერთ ტომში შურისძიების სურვილი წმინდა ვალდებულებად იქცევა. მაგალითად, კორსიკელებთან ის არის „vendetta", ველურ კავკასიელ მთიელთან - სისხლის აღების აუცილებელი ვალდებულებაა.

§113. ღორმუცელობა და ლოთობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სხეულის ვნებები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმიტომ იწოდებიან ასე, რომ მათში არსებული სიამოვნება სხეულის შთაბეჭდილებათაგან წარმოსდგება. ყველაზე მეტად ასეთებია ღორმუცელობა და ლოთობა.

პირველი სურვილია იმისა, რომ როგორც შეიძლება მეტი და ხშირად განვიცადოთ საკვების მიღების დროს წარმოშობილი სასიამოვნო შეგრძნება. მეორე კი, გარდა გემოვნების მოთხოვნის დაკმაყოფილების სურვილისა, წარმოადგენს მისწრაფებას, წამოვქმნათ თავის თავში სიმთვრალედ წოდებული სასიამოვნო მდგომარეობა, ე.ი. აღვძრათ თავის თავში ჯერ მხიარულება, შემდეგ კი - თავის გაბრუება, გონებისა და გრძნობათა დაბნელება. თუმცა ლოთობაში ზოგს უფრო მოსწონს თავად სმის პროცესი, თავად ღვინის გემოს შეგრძნება, ზოგს კი თავად სიმთვრალე, რომელიც სმის შედეგია, მაშინ როდესაც ღორმუცელობაში ყველას მოსწონს მხოლოდ გემოს შეგრძნების პრცესი და ზოგიერთი ბევრს ჭამს სწორედ ამ სიამოვნების გამო, თუმცა, შემდგომ, კუჭის გადატვირთვა, სიმძიმის შეგრძნება თავში და სხვ. მათთვის არასასიამოვნოა. ეს ორი გრძნობა ყველაზე მდაბალი და ცხოველურია: მათ გონიერი არსებები პირუტყვის მდგომარეობამდე დაჰყავთ. როგორ შეძლებს ავმუცელა და ლოთი გააკეთოს რაიმე ამაღლებული და კეთილშობილი, როცა მას ამოძრავებს მხოლოდ კერძების წარმოდგენა და სურვილი მიეცეს თავდავიწყებას, დაიბნელოს გონება ღვინით. ამავე დროს, სიამოვნება, რომელიც მოაქვთ გემრიელ საჭმელს და კარგ ღვინოებს, ისე მიმზიდველი და მაცდუნებელია, რომ ადამიანი, გონებრივი განვითარების რომელ საფეხურზეც არ უნდა იდგეს ის, ყოველთვის მეტ-ნაკლებად ემორჩილება ამ ვნებებს. თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ადამიანებს შორის, განათლებულების ჩათვლითაც კი, ცოტა მოიძებნება ისეთები, რომლებიც ასე თუ ისე არ უხდიდნენ ხარკს ამ ვნებებს, ე.ი. რომლებიც ჭამდნენ და სვამდნენ სწორედ იმდენს, რამდენსაც ითხოვს მათი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, საქმიანობა და სხვ. განა ბევრი ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანისათვის, რომელსაც სულ ჯდომა უხდება, ბუასილი აწუხებს, ალკოჰოლის შემცველი სასმელის ყოველი ზემდეტი ყლუპი სავსებით ზედმეტია და ხშირად მავნეა და რომ, რაც უფრო ნაკლებს დალევს და შეჭამს ის, მით უფრო ჯანმრთელი იქნება? მაგალითად, ვის მოუვა აზრად, რომ ნახევარი იმ კერძებისა და სასმელებისა, რომელთა მირთმევასაც შევეჩვიეთ, - უფრო მეტიც კი, ვიდრე ნახევარი, - მავნეა, ზედმეტია, ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებისა და თვისებებისადმი სავსებით უცხოა. ცხოვრებაში ყოველ ჩვენთაგანზე ბატონობს ჩვეულება, რუტინა და ზედმეტობა!

§114. თამაშთმოყვარეობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ამ ვნების საფუძველია სისხლის დუღილი, წარმოშობილი უცნობი შედეგების მოლოდინიდან, რომლებიც ესოდენ მაცდუნებელია ადამიანის ცნობისმოყვარეობისათვის. თამაშთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მათკენ მიზიდვის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი აჩქროლებენ სისხლს, იმედს გვაძლევენ, აღძრავენ შიშს, სიხარულს, მოლოდინს და ა.შ. აქედან ცხადი ხდება, რომ ეს ვნება შეიცავს თავის თავში მრავალ სხვა სულიერ მდგომარეობას და გრძნობათა ღელვაზეა დაფუძნებული. ყველაზე მეტად ამას ამტკიცებენ ე.წ. აზარტული თამაშები. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში აზარტულად შეიძლება გადაიქცეს ყველა თამაში. ჩვენ დროში ადამიანთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი თამაში: ბანქოსი და ქაღალდისა. მიუხედავად მათი გარეგნული განსხვავებისა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი სავსებით მსგავსნი არიან, რადგან ორივეში სიამოვნებაა სისხლის აჩქროლება, სხვადასხვა გრძნობების - იმედის, შიშის, წყენის, სასოწარკვეთილების, სიხარულის და ა.შ. - თამაში.

საჭირო არ არის ბევრი ვილაპარაკოთ ამ ვნებათა მავნეობის შესახებ: მაგალითები ყველაზე კარგად მეტყველებენ, მაგალითებს კი ყველა ხედავს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მიუხედავად იმ ტანჯვისა, წამებისა, რომელსაც განიცდის სული თამაშის მიზეზით, ადამიანს მაინც არ შეუძლია შეეშვას თამაშს. ნებისყოფის რაოდენ დიდი დაძაბვაა საჭირო, რათა დავამარცხოთ ჩვენში არა მარტო ძლიერი ვნება, არამედ უმნიშვნელო ჩვევაც კი! ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თავისი ვნებების უბედური მონაა.

§115. სანახაობათმოყვარეობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სანახაობათმოყვარეობა მისწრაფებაა სიამოვნებისაკენ, რომელსაც იძლევიან მხედველობის შთაბეჭდილებები ზოგადად, კერძოდ კი აქ იგულისხმება თეატრალური სანახაობით გატაცება. ეს სანახაობა იზიდავს ყოველ ადამიანს; მაგრამ ჟინი, ანუ ძლიერი და შეუკავებელი სურვილი იმისა, რომ მუდამ მიანიჭოთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება, მხოლოდ ზოგიერთს - ეგრეთ წოდებულ თეატრალებს აქვთ. განსხვავებული თეატრალური წარმოდგენები სულში განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს. კომედია გვიზიდავს იმით, რომ წარმოშობს სიცილს, მხიარულებისა და სულის სასიამოვნო განწყობილების გრძნობას. ტრაგედია, პირიქით, აღგვიძრავს თანალმობის, შიშის, იმედის, სინანულის, აღშფოთების, თანაგრძნობის და სხვ. გრძნობებს.

რა უნდა ითქვას თეატრალურ სანახაობებით გატაცების ზნეობრივ მხარეზე? ზნეობრივი თვალსაზრისით სასარგებლოა ის, რაც ასაზრდოებს კეთილ გრძნობებს, ძალას მატებს სულს, წარმოქმნის გონიერ შთაბეჭდილებებს. და პირიქით, ყველაფერი რაც აამებს მდაბალ გრძნობებს, აუძლურებს ხასიათს, ბადებს უწმინდურ წარმოსახვას, მავნეა. ამის საფუძველზე ძნელი არაა დავასკვნათ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სულისათვის თეატრალურ სანახაობებს. თუ მიუკერძოებლად ვიმსჯელებთ, საკუთრივ დრამატიული წარმოდგენებით გატაცებას არ შეიძლება მოჰქონდეს მნიშვნელოვანი ზნეობრივი ზიანი. მაგრამ ადვილი გასაგებია, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანებზე იმ სანახაობებს, რომლებიც აღაგზნებენ ახალგაზრდობის წარმოსახვას შიშველი სხეულის, ლამაზმანების ვნებიანი და გამოწვევი მოძრაობების ჩვენებით. რომელ მცოდნე ფსიქოლოგს, მოაზროვნე ადამიანს ძალუძს გულწრფელად განაცხადოს, რომ ასეთი სანახაობები შეიძლება იყოს ვინმესთვის ან რაიმეში სასარგებლო? და ნახეთ როგორი ნაყოფი იბადება ამ სანახაობებიდან: აქ ვხედავთ საწყალ უგუნურს, რომელიც უზნეო ქალის კეთილგანწყობილების მოპოვებას თავის ქონებას სწირავს, იქ ვხედავთ მეორე ადამიანს, რომელიც მოყვასის და საკუთარი თავის კეთილდღეობისათვის ღვთით ბოძებულ ყველა სულიერ ძალას სანახაობათა კერპის თაყვანისცემას ახმარს, კიდევ ახალი სანახაობა - ურცხვი ქალის ღიმილის დასამსახურებლად ორი ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევს! სანახაობათმოყვარეობა სხვა ვნებათაგან იმით განსხვავდება, რომ ის იღებს საყოველთაო, სახალხო ხასიათს: ასეთი იყო ის რომის იმპერატორთა ეპოქაში, როცა ხალხი თავისთვის ითხოვდა მხოლოდ ორ რამეს - პურს და სანახაობებს! ასეთია ის ჩვენს დროში პარიზში და ზოგიერთ სხვა დედაქალაქში.

§116. ანგარება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ანგარება არის ძლიერი სურვილი იმისა, რომ შევიძინოთ სიმდიდრე, განსაკუთრებით ყოველგვარი სიმდიდრის წარმომადგენელი - ფული. ამ ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის სხვებზე ძლიერადაა გავრცელებული ადამიანებს შორის, ისე რომ არ არსებობს თითქმის არც ერთი ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყოს მისით დასნებოვანებული. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმდიდრე არის ყველა სხვა სიამოვნების შეძენის საშუალება, ხოლო ცნობილია, რომ ქვეყანაზე ცოტაა ადამიანი, რაიმე სიამოვნებისკენ რომ არ ისწრაფვოდეს და თავისი მდგომარეობის გამოსწორება არ სურდეს. სიმდიდრის ასეთი დიდი მნიშვნელობა აპირობებს იმას, რომ ანგარება ყველა სხვა ვნებაზე მეტად ეუფლება გულს. ყოველი ადამიანი ძაბავს თავის ძალას სიმდიდრის შესაძენად, როცა წარმოიდგენს სიამოვნებას, რომელიც შეიძლება შეიძინოს სიმდიდრით, პატივს, მდიდარ კაცს რომ მიაგებენ, მეორე მხრივ კი, როცა წარმოიდგენს სიღარიბის ყველა გაჭირვებას. ზოგიერთი აკრძალულ ხერხებსაც კი იყენებს თავისი გამდიდრებისათვის, შურით იმსჭვალება მდიდრის მიმართ, როცა მის ბედნიერებას და კეთილდღეობას წარმოიდგენს. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან კეთილი ზრახვებით, სურთ მოახმარონ სიმდიდრე მოყვასთ. მაგრამ ასეთი ადამიანები თავისი მიზნისკენ მიდიან წყნარად და ვნების გარეშე.

ზოგიერთი ადამიანის გულში ანგარების ვნებას განსაკუთრებული, თავისებური მიმართულება ეძლევა. ადამიანთა უდიდეს ნაწილს გამდიდრება სურს მხოლოდ იმ მიზნით, რომ იცხოვროს საამურად, დამოუკიდებლად, მაგრამ ზოგიერთისათვის სიმდიდრეს აქვს არა საშუალების, არამედ მიზნის მნიშვნელობა. ასეთი ადამიანები სიამოვნებას ნახულობენ თავისი სიმდიდრის მხოლოდ ჭვრეტაშიც კი. მათ ხიბლავს და ატკბობს წარმოდგენა იმისა, რომ მდიდარი არიან, რომ განძს ფლობენ. ესაა სიძუნწე. სულის ასეთი მდგომარეობა არის ყველაზე უაზრო და უგუნური. განა შეუძლია მოაზროვნე ადამიანს გაოცების გარეშე წარმოიდგინოს ძუნწი კაცი, რომელიც ფულის სიყვარულის გამო ყველა სიამოვნებას იკლებს! შესაწყალებელი და გასაგებია, რომ ადამიანს უყვარს სიმდიდრე, როგორც საშუალება ცხოვრებისა და ყველა სხვა სიამოვნებისა. მაგრამ რა საკვირველი გზით მიდის გონიერი სული იქამდე, რომ ტკბება სიმდიდრის მხოლოდ მზერითაც კი, თრთოლავს ოქროს ბრჭყვიალის მხოლოდ მხოლოდ ყურებისას, ინახავს ფულს, როგორც ყველაზე მეტად ძვირფას საგანს. ადამიანი ტკბება ოქროთი გატენილი ტომრების ჭვრეტით და ამავე დროს შია და ცივა - ხომ არ არის ეს თავისებური სახის შეშლილობა?

სიძუნწე, როგორც ფაქტი, თუ გნებავთ, სულიერი მოვლენა, გასაგები და ადვილად ასახსნელია: ადამიანმა საშუალება აქცია მიზნად და შეიყვარა სიმდიდრე, ნაცვლად მისი საშუალებით მოსაპოვებელი სიამოვნებისა. მაგრამ გასაოცარია, როგორ მივიდა ის ამ მდგომარეობამდე. კიდევ უფრო საოცარია, რომ სიძუნწე უმეტესწილად ეუფლება ადამიანს სიბერეში, როცა ის ყველაზე ნაკლებს უნდა ფიქრობდეს ამქვეყნიურზე. გარდაცვალებისას ძუნწი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ თავის განძს შორდება. ასეთია ადამიანის სული! ვინ ვერ ხედავს ამაში მისი ზნეობრივი დაცემის საბუთს?

§117. ავხორცობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ავხორცობა სქესობრივი კავშირის ძლიერი სურვილია, რომელსაც ბადებს ამ კავშირის თანმხლები გრძნობადი სიამოვნების წარმოდგენა. ამ ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ იგი თავის თავდაპირველ საფუძველს პოულობს სხეულებრივი არსების ბუნებრივ მოთხოვნილებაში, იმ მოთხოვნილებაში, რომელიც შემოქმედმა ჩადო ადამიანის მოდგმის გასამრავლებლად. მისი მეორე განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ იგი, სხვა ვნებების მსგავსად, ხანგრძლივი ან მუდმივი სულიერი მდგომარეობა კი არ არის, არამედ ადამიანში აღტყინების სახით ვლინდება, ხოლო როცა დაკმაყოფილებულია, ანდა თუნდაც ნების ზეგავლენითაა ჩახშობილი, თითქოს სულაც ქრება. არც ერთი ვნება არ შეედრება გრძნობათა იმ ღელვას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მან ადამიანში. რადგან გრძნობადი სიამოვნება ამ ვნებაში უფრო ძლიერი და მიმზიდველია, ადამიანზე ამ ვნების გავლენაც და ის უკიდურესობანიც, რომლებამდეც მიჰყავს მას ადამიანი, გაცილებით მნიშვნელოვანია.

§118. პატივმოყვარეობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

პატივმოყვარეობა არის მისწრაფება იმისაკენ, რომ დავდგეთ სხვა ადამიანებზე მაღლა, მოვიპოვოთ ძალაუფლება მათზე, სხვათა ყურადღება მივიქციოთ, ერთი სიტყვით, მოვიპოვოთ პატივი. ის წარმოიშობა იმ სიამოვნების წარმოდგენისაგან, რომელიც შეიძლება მოგვანიჭოს ამ უპირატესობათა შეძენამ. არაფერი ეამება ადამიანს ისე, როგორც ყურადღება და პატივისცემა, უფრო მეტად კი - სხვათა გაკვირვება. არის დიდებასა და პატივში რაღაც ყველასათვის მომხიბლავი და მიმზიდველი, ამიტომ იშვიათად თუ ვინმე არ არის აყოლილი პატივმოყვარეობას.

ყურადღებისა და დიდების დამსახურების სურვილი სამართლიანად ითვლება ადამიანის ნების ბერკეტად და მამოძრავებლად. ბუნებრივია, რომ ადამიანი, რომელსაც ძალიან სურს დაიმსახუროს სხვა ადამიანთა პატივი, ცდილობს რაღაც საქმეებით გამოიჩინოს თავი. სწავლული ძაბავს გონებას, რათა ახალი ჭეშმარიტებები აღმოაჩინოს; მხედართმთავარი - რათა შეიმუშავოს გეგმები მტრის დასამარცხებლად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უეჭველია, დიდების დამსახურების სურვილი ბევრჯერ ყოფილა  ძალზე სამწუხარო ამბავთა მიზეზი. ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ სპობდნენ ქვეყნებს და ანადგურებდნენ ათასობით თავის მსგავს არსებას პატივმოყვარეობას აყოლილი ადამიანები.

§119. შენიშვნები სხვა ვნებათა შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჩვენს მიერ აღწერილ სულიერ მდგომარეობათა და ვნებათა გარდა კიდევ არსებობს მრავალი სხვა, მაგრამ ეს უკანასკნელნი უმეტეს წილად სახეცვლილებებია იმ სულიერი მდგომარეობებისა და ვნებებისა, რომელთა გაანალიზებას შევეცადეთ აქამდე. მაგალითად, ტრაბახისა და ტყუილის მოყვარეობა, რომელითაც ბევრია დაავადებული, შედეგია ფუჭი ამპარტავნობისა და დაფარული პატივმოყვარეობისა, რადგან ტრაბახას სურს გადანდიდოს თავისი თავი, თუნდაც სიტყვიერად, ის ტკბება საკუთარი ქება-დიდებით.

მაგრამ ვნებებზე ლაპარაკისას არ შეიძლება არაფერი ვთქვათ ზოგიერთი ადამიანის მისწრაფებაზე საკუთარი თავის განსაკუთრებული სიყვარულისკენ, ეგოიზმისკენ. საკუთარი თავის სიყვარული ორგვარად უნდა იყოს განხილული. ჯერ ერთი, როგორც წყარო საერთოდ ყველა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა და ვნებისა, რადგან ეს უკანასკნელნი თითქოსდა მისი სახეცვლილებებია. მეორე, როგორც განსაკუთრებული მიდრეკილება -  ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეზე, არად ჩავაგდოთ სხვა პიროვნებები და საკუთარ ინტერესს ვამსხვერპლოთ ისინი. ამ შემთხვევაში მას ეგოიზმი ეწოდება. ეგოისტი მხოლოდ სკაუთარ თავზე ფიქრობს და ყველა ადამიანს უყურებს, როგორც საკუთარი პიროვნების იარაღს. ასეთი ადამიანი გულგრილია სხვათა ტანჯვისადმი და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ თავად იყოს მშვიდად. სულის ასეთი მდგომარეობა ყველაზე ულმობელი და არაადამიანურია. ცივი ეგოისტი საზოგადოების ურჩხულია, ადამიანურ გრძნობას მოკლებული არსებაა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეგოიზმი ყველა სხვა ვნებასა და მანკიერებაზე უარესია, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობისა კანონის სავსებით საწინააღმდეგოა.

§120. ვნებები გულისხმობენ მათ ჩვევას

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ვნებები, საკუთარი აზრით თუ ვიხმართ ამ სიტყვას, უეცრად კი არ იპყრობენ ადამიანს, არამედ თანდათან. სულში ნებისმიერი ვნების არსებობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიეჩვია მას, იმ ზომამდე მიეჩვია მასში არსებულ სიამოვნებას, მათ გემოს, რომ ისინი აუცილებელნი ხდებიან ამ ადამიანებისათვის. ყოველი ჩვევა კი წარმოიშობა ჩვენში ერთი და იმავე შეგრძნებისა და მოქმედების მხოლოდ ხშირი განმეორების შედეგად. მაშასადამე, ვნების შეძენისათვის საჭიროა რამდენჯერმე მივანიჭოთ თავს ის სიამოვნება, რომელიც სურვილის საგანია. გამონაკლისია, ალბათ, მხოლოდ ავხორცობა, რომლის გამოვლენაც ორგანიზმის წყობის შედეგია და არა ჩვევისა. მაგრამ ჩვევამ ის შეიძლება გააძლიეროს. ამიტომაა, რომ ადამიანი ასე ძლიერ ემორჩილება ვნებებს: ჩვევა ხომ, როგორც ცნობილია, ბუნებაზე ძლიერია. ამიტომ ხდება ისიც, რომ რაც უფრო მეტად საზრდოობს ვნება, მით უფრო დაჟინებული ხდება, და მისგან თავის დასაღწევად ან არ უნდა დავაკმაყოფილოთ ის, ანდა უნდა შევეცადოთ, შევიძინოთ მისი საპირისპირო ჩვევები.

გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ

§121. რა არის ყველა სულიერი მდგომარეობის არსება?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

აქამდე თქმულიდან ცხადია, რომ ყველა სულიერი მდგომარეობის არსებაა სიამოვნებისა და უსიამოვნების შეგრძნება, თუმცა ვნებათა მიმართ უნდა აღინიშნოს მათი ის განმასხვავებელი ნიშანი, რომ ისინი უფრო მეტად სურვილებია, ან ძლიერი მიდრეკილებებია გარკვეული სიამოვნებისაკენ. ეს აზრი მტკიცდება მთელი წინამავალი ანალიზით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობათა არსება ერთნაირია, ყოველი მათგანი იგრძნობა ჩვენს სულში სავსებით განსხვავებულად, ასე რომ ყოველი მათგანი განსაკუთრებულ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. სული თავისებურად გრძნობს სიხარულს, თავისებურად - სიყვარულს, თავისებურად - პატივმოყვარეობით დაკმაყოფილებას, თავისებურად სიამოვნებს ანგარების ჟინის კვლა და სხვ. სიყვარულს, მაგალითად, ჩვენ ვგრძნობთ როგორც იმ საგნის მოგონებას ან წარმოდგენას, რომელიც გვანიჭებს სიამოვნებას, ან როგორც ამ საგნისადმი მისწრაფებას; სიხარულს კი როგორც აწმყო, წუთიერ კმაყოფილებას. ანდა, გავარჩიოთ, მაგალითად, ორი მდგომარეობა - შიში და რისხვა. ორივე უსიამოვნო შეგრძნებაა, მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ მათ ძალზე განსხვავებულად ვგრძნობთ და არ ვურევთ ერთმანეთში. შიშისას პირველ ყოვლისა ჩნდება აზრი საფრთხის შესახებ, მოძრაობა მიზნად ისახავს თავი ავარიდოთ, გავშორდეთ ამ საფრთხეს. რისხვაში, პირიქით, შეიმჩნევა მისწრაფება იმისა, რომ ბოროტება მოვუტანოთ, გავანადგუროთ რისხვის საგანი. წუხილი და სირცხვილი ასევე უსიამოვნო გრძნობებია, მაგრამ რაოდენ განსხვავებულად განვიცდით მათ! მწუხარებაში მოქმედებს აზრი, რომ ჩვენ დაგვაკლდა გარკვეული სიამოვნება. სირცხვილისას სულის პირველი მოძრაობაა შიში იმისა, რომ ჩვენ დაცივნის საგანი გავხდით ანდა დავიმცირეთ თავი.

ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ უსიამოვნო სულიერი მდგომარეობები სასიამოვნოზე უფრო მეტი და მრავალფეროვანია და პირიქით, სასიამოვნოები არ არიან ასე მრავალსახოვანნი. ცხადია, ვნების ყოველი დაკმაყოფილება ამავე დროს სულის სასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ თავად ვნება, თავისი არსებით, უფრო მეტად უსიამოვნო და არა სასიამოვნო მდგომარეობაა. თანაც ეს დაკმაყოფილება მხოლოდ დროებითია, რადგან ყოველი ვნება სწორედ იმიტომაა ძნელად ასატანი, რომ არასოდეს არაა ბოლომდე დანაყრებული.

დაკმაყოფილება მას უფრო აღაგზნებს, ვიდრე ამშვიდებს. ამით აიხსნება ის, თუ რატომაა ადამიანი ყოველთვის უკმაყოფილო, მუდამ ეძებს უკეთესს და მეტს.

§122. ადამიანზე სულიერ მდგომარებათა გავლენის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

აქ ჩვენ განვიხილავთ სულიერ მდგომარეობათა გავლენას, ჯერ ერთი, ადამიანის ზნეობრივ მხარეზე,  და მეორე, მის ორგანიზმზე.

შეიძლება მივიღოთ ზოგად წესად, რომ საამო სულიერი მდგომარეობების, მაგალითად, სიყვარულის, სიბრალულის, სიხარულის და სხვათა ზეგავლენით, ადამიანი უკეთესი და უფრო კეთილი ხდება. ვინ არ იცის, რომ გულწრფელი სიყვარული, რომლის საგანიცაა პიროვნება ანდა ღირსეული საქმე, აკეთილშობილებს ადამიანს და თვითსრულყოფისაკენ უბიძგებს კეთილი საქმე, აპატიოს შეურაცხყოფა, დაივიწყოს სიბოროტე. რაც უფრო ძლიერია სიხარულის გრძნობა, მით უფრო გულღია ხდება ადამიანი. მას თითქოს სურს, ყველა მასთან ერთად იყოს ბედნიერი.

უსიამოვნო მდგომარეობათაგან ან გრძნობათაგან მხოლოდ ზოგიერთს მოაქვს სარგებლობა ადამიანისათვის, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთია, მაგალითად, დარდი, განსაკუთრებით კი მისი სახე - სიბრალული. თუმცა ეს უკანასკნელი უკვე არის სულის კარგი თვისების გამოვლენა. დარდი აიძულებს ადამიანს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გაიგოს საკუთარი თავი. ის აშოშმინებს ამპარტავნობასა და პატივმოყვარეობას, ადამიანებს სხვების მიმართ უფრო შემწყნარებლად ხდის. ვისაც ბევრი უბედურება განუცდია, ის უკეთესად თანაუგრძნობს მოყვასის ტანჯვას, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება გარკვეული ხარისხით და გარკვეულ ვითარებაში.

სულის ყველა სხვა მდგომარეობები კი თითქოსდა მისი დაავადებებია, ამიტომ მავნე და დამამცირებელია. ავიღოთ, მაგალითად, შიში. ის ამდაბლებს სულს, ართმევს მას ძალებს და უნარებს, სავსებით აჩლუნგებს კიდეც მას. მრისხანებისას ადამიანი კარგავს გონებას და გაუმართლებელ საქციელს სჩადის. სიძულვილი აბრმავებს სულს, აკარგვინებს სიკეთის მიღწევისა და  გრძნობის უნარს. ვნებათა გავლენა კიდევ უფრო ძლიერია. ისინი სავსებით იპყრობენ გონებას და ნებას. ამრიგად, სულის ცუდ მდგომარეობებს საერთო აქვთ ის, რომ ისინი აბნელებენ გონებას და იპყრობენ ანდა ასუსტებენ ნებას.

სულიერ მდგომარეობათა მოქმედება სულზე, როგორც ეს ნაწილობრივ ახსნილი იყო ადრე, არანაკლებ ძლიერია. თუმცა არა ყოველი ვნება ავლენს თავს თვალით შესამჩნევ ნიშნებში, ამავე დროს ეს დამოკიდებულია ადამიანის ნებისყოფის ძალაზე და ჩვევაზე. ზოგად კანონად აქაც შეიძლება მივიღოთ ის, რომ სასიამოვნო შეგრძნებები ხელს უწყობენ ჯანმრთელობას, ხოლო უსიამოვნონი, პირიქით, ვნებენ მას. სიყვარული, სიხარული, იმედი გამოაცოცხლებს ხოლმე ადამიანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს საკვების მონელებას, ზოგჯერ მოულოდნელი სიხარული აჯანმრთელებს დასნეულებულს.

ცუდ მდგომარეობებს ზიანი მოაქვთ შედეგად და მით უფრო დიდი, რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივი არიან ისინი. მწუხარება და დარდი ანელებენ სისხლის მიმოქცევას, აფერხებენ სუნთქვას, ხოლო გაძლიერებისას იწვევენ სასიკვდილო დაავადებებს, მაგალითად, ჭლექს და ა.შ. მრისხანება აჩქროლებს სისხლს, აიძულებს მას იმოძრაოს თავის, გულის მიმართულებით და დამბლასაც კი იწვევს. საერთოდ ის ადამიანი, რომელშიც ეს გრძნობები ბატონობენ, არასოდეს არაა მთლად ჯანმრთელი. პირიქით, ჯანმრთელი ადამიანი უკვე გარეგნულადაც ნათლად გვიჩვენებს, რომ ამ ადამიანში არ არის ეს ვნებები, რომ ის წყნარი ტემპერამენტისაა.

§123. ზოგიერთი სულიერი მდგომარეობის შედეგები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მაგრამ სულიერი მდგომარობების გავლენა ზოგიერთ განსაკუთრებულ ვითარებაში საგანგაშოა, საშიშია. ისინი ზოგჯერ იწვევენ გონების მოქმედების მოშლას, ან სულიერ დაავადებას. მართლად, ზოგიერთი სულიერი დაავადება უშუალო შედეგია ზემოაღწერილი მდგომარეობებისა და ვნებებისა და მთლიანად მათ საფუძველზე აიხსნება. ისინი წარმოადგენენ ხანგრძლივ და ნორმალურ მდგომარეობად გადაქცეულ სულიერ შეგრძნებათა დაძაბულობას ან მის უმაღლეს ხარისხს. ავხსნათ ეს მაგალითების მოშველიებით. მელანქოლია, ცხადია, არის სულის ხანგრძლივი, მუდმივად მჭმუნვარე განწყობა. მელანქოლიით შეპყრობილი შინაგანად იმასვე გრძნობს, რასაც ყოველი სევდიანი ადამიანი, მაგრამ იმ განსხვავებჲთ, რომ მისი მდგომარეობა განუწყვეტლადაა ასეთი და არა დროებით.

მრისხანების აღწერისას ჩვენ ვთქვით, რომ გაძლიერებისას მას უგუნური საქციელი, თავისი თავის დავიწყება მოსდევს შედეგად. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ყოველ წუთს ეძლევა შმაგ რისხვას, რომ ეს რისხვა მუდმივად აბნელებს მის გონებას - და თქვენ გექნებათ სრულყოფილი ნიმუში შეშლილობის ერთ-ერთი სახისა (mania firibonela). რისხვის ასეთი დაძაბულობა ადვილად შეიძლება იქცეს უწყვეტ მდგომარეობად და მაშინ გონება საბოლოოდ დაბნელდება და ადამიანი შეიშლება ჭკუიდან.

საერთოდ, ვნებათა ყოველი ძლიერი დაძაბულობა თავისთავად შეშლილობის რაიმე სახეა. რომელიმე ვნებით დაბრმავებული გონება ბჭობს და განმარტავს დამახინჯებულად, თავისი ჯანმრთელი მდგომარეობის საპირისპიროდ. შიშით შეპყრობილი ადამიანის სმენა და ხედვა სრულიად სხვაა, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში მყოფისა. სიძულვილი მას საგნებს ისე არ წარმოუდგენს, როგორც სიყვარული. ერთი სიტყვით, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ვნებათა ძლიერი მოქმედებისას ადამიანი ახლოსაა შეშლილობასთან. როცა ვნება მუდამ მაღალ წერტილზეა, გონება მაშინ დუმს და ადამიანი ჭკუიდან იშლება.

მაშასადამე, უმაღლესი ვნების მთავარი გამოვლენა ისაა, რომ იგი აბნელებს გონებას და ასუსტებს ნებას, ხოლო თუ იგი გადაიცქევა მუდმივ, ნორმალურ მდგომარეობად, მაშინ გვევლინება, როგორც საშინელი დაავადება - შეშლილობა.

§124. ადამიანში სულიერი მდგომარეობების საწყისის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა ვაკვირდებით ადამიანის სულის განვითარებას სიცოცხლის სულ პირველი დღეებიდან მოცუხებულობამდე, ჩვენ ვამჩნევთ:

ჯერ ერთი, რომ სულიერი მდგომარეობები აღმოცენდებიან ძალზე ადრე, თითქმის ჩვილი ყრმის ასაკიდან. თუ დააკვირდებით ჩვილ ყრმას, რომელიც ერთ წელზე მეტისაც კი არაა, მასში დაინახავთ ზემოაღწერილ გრძნობათა  უმეტესი ნაწილის საწყისს. ბავშვს უყვარს დედა და ძიძა და ეს სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნების გრძნობა, რომელსაც ანიჭებს მას დედა. ჩვენ ვამჩნევთ ბავშვში ეჭვიანობას, რადგან ის ჯავრობს, წყრება, როცა დედა სხვა ბავშვს ეფერება. ეს ეჭვიანობა შეიცავს შურსაცა და მრისხანებასაც. თუმცა ორივე ეს გრძნობა უფრო ნათლად და ხშირად ჩვილ ბავშვში ვლინდება ჟინიანობის, ტირილის და სხვა მოძრაობათა სახით. როცა ბავშვი ხედავს სათამაშოს მეორე ბავშვის ხელში, ის ცდილობს წაართვას ბავშვს ეს სათამაშო და ამ დროს ამჟღავნებს შურსა და წყენას. ხშირად იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბავშვი, დალიოს ან შეჭამოს რამე, საკმარისია მოვაჩვენოთ, რომ გვსურს საჭმელი ან სასმელი მივცეთ სხვა ბავშვს. ეს და ამის მსგავსი ფაქტები ერთად აჩვენებენ, რომ ბავშვის გულში იმალებიან შეჯიბრის და პატივმოყვარეობის ჩანასახები. ამპარტავნობა, ამაო მიზნებით ცხოვრება, სხვათა სიძულვილი მათში რამდენამდე გვიან ვითარდება. მაგრამ უკვე ორი წლის ბავშვი კარგად ამჩნევს იმასაც, რომ ის სხვებზე უკეთ და მდიდრულადაა ჩაცმული, ის ხედავს, რომ მისი მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ბავშვისა და ამ უკანასკნელებს აბუჩად იგდებს. სამწუხაროდ, ასევე ადრევე ვლინება ბავშვებში გულჩახვეულობა, თვალთმაქცობა, ეშმაკობა და სხვა გაკიცხვის ღირსი გრძნობები. ბავშვის გრძნობების განმასხვავებელი ნიშანი კი მერყეობა და ცვალებადობაა. ბავშვების გრძნობები ძალზე ცვალებადია. მათთან ტირილი და სიცილი მოსდევს ერთმანეთს ყოველგვარი შუალედის გარეშე.

მეორე. სულიერ მდგომარეობებს აქვთ თავისი ასაკი, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ასაკს შეესატყვისება. სიჭაბუკე და მოწიფულობა გრძნობებისა და ვნებების დაძაბვისა და დუღილის დროა. მაგრამ ყველა ვნება და მდგომარეობა როდი შეესატყვისება ამ კანონს. ძალებით სავსე ჭაბუკი ერთგულია მხოლოდ ზოგიერთი გრძნობისა, სხვა გრძნობებზე კი არ ფიქრობს: მას უფრო მეტად იმორჩილენებენ ხორციელი ვნებები, პატივმოყვარეობა, მისწრაფებები პატივისა და დიდებისაკენ.

დაბოლოს, მესამე. მოხუცებულობისას ზოგიერთი სულიერი მდგომარეობა და ვნება სუსტდება, სამაგიეროდ ზოგიერთი, თითქოს კიდევ უფრო ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში, შემჩნეულია, რომ მოხუცებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება პატივმოყვარეობისა და სიძუნწის ვნებებისაკენ, ვიდრე ახალგაზრდებს. ეს ორი ვნება ადამიანს კუბოს კარამდე სდევს. განა საკვირველი არ არის - რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი წუთს, როცა საბოლოოდ უნდა გამოეთხოვოს ყოველივე პატივსა და სიმდიდრეს, ზოგჯერ მით უფრო ძლიერად უყვარდება ისინი. თითქოს მხოლოდ გაფიქრებაც კი იმაზე, რომ ყველა ეს განძი და მთელი ცხოვრება უკვე ღალატობს მას, უნდა შეესუსტებინა მასში ეს ვნებები, ამის საწინააღმდეგო რამ კი ხდება.

§125. მშვნიერი საგნებით ტკბობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მშვენიერი საგნებით ტკბობა ღრმად ფსიქოლოგიური მოვლენაა და აიხსნება იმავე საწყისებით, რომლებითაც აიხსნებიან სხვა სულიერი მდგომარეობანი. ჩვენ აქ განვილიხავთ იმას, თუ რა მიზეზი იწვევს ჩვენში სიამოვნებას სხვადასხვა მშვენიერი საგნების ჭვრეტისას.

ჩვენში მშვენიერი საგნებით გამოწვეული სიამოვნების მიზეზია ჩვენს გრძნობებზე შთაბეჭდილების მოხდენის წესი, ან, უკეთ, ჩვენში სხვადასხვა გრძნობებისა და წარმოდგენების თამაშის გამოწვევა.

გრძნობებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ჩვენში ბადებენ ან ე.წ. პლასტიკური ხელოვნების - ფერწერის, ქანდაკების, ხურმოთმოძღვრების ნაწარმოებები, ანდა თავად ბუნების ნაწარმოებები - სხვადასხვა ადგილი, მთები და სხვ. ხელოვნების სხვადასხვა სახეთა ჭვრეტისას ადამიანი ტკბება, ფერწერის ტილოს ხილვისას - სინამდვილის გამოსახვით, ბუნების სწორი გამოხატვით, მხატვრის ხელოვნებაზე ფიქრით. ბუნების ან ხელოვნების დიადი სურათის ჭვრეტისას, ჩვენ ვგრძნობთ გაოცებასაც, შიშსაც, სიბრალულსაც. აქ დაკავებულნი არიან გონებაც, წარმოსახვაც, მოკლედ, ჩვენში აღიძვრება სიცოცხლე, გრძნობათა თამაში. თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, იმასაც დავინახავთ, რომ მშვენიერი საგნებისგან მოყენებულ სიამოვნებაში მცირე მონაწილეობას როდი იღებს აგრეთვე საკუთარი თავის სიყვარულის გრძნობაც: ჩვენ გვეამება ფიქრი იმაზე, რომ შეგვიძლია შევიგრძნოთ ხელოვნება და დავაფასოთ ის. ერთი სიტყვით, მშვენიერი საგანი მოგვწონს იმიტომ, რომ ის აღძრავს ჩვენში გრძნობათა თამაშს.

ეს უფრო ნათლად ჩანს, როცა ვიხილავთ ჩვენზე პოეტური ნაწარმოების ზეგავლენას. პოეზია იპყრობს ჩვენს წარმოსახვას, აღძრავს მის მოქმედებას და ასევე ყველა სხვა გრძნობას. მიუმატეთ ამას თანახმიანობათა სასიამოვნო თამაში, ენის სიმწყობრე, გონებამახვილობა, პოეტის გრძნობათა სწრაფვანი და თქვენ ნახავთ, რომ აქ შთაბეჭდილების არსებაა სხვადასხვა გრძნობების თამაში. მჭევრმეტყველება უშუალოდ იმისკენ ისწრაფვის, რომ დაარწმუნოს ადამიანი გონიერი საბუთებით და ამავე დროს ამა თუ იმ გრძნობათა აღძვრით. მოკლედ - სულს მოსწონს ის, რაც ამოძრავებს მას, აღძრავს მასში სიცოცხლეს, მოქმედებას.

§126. უანგარო გრძნობების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მშვენიერის შესახებ არსებულ მეცნიერებათა თეორიებში ანუ ესთეტიკაში მიღებულია ლაპარაკი უანგარო გრძნობებზე, ე.ი. მშვენიერი საგნებით უანგარო ტკბობაზე. თუ გავიაზრებთ ყველაფერ იმას, რაც აქამდე ითქვა სულიერ მდგომარეობებზე ან გრძნობებზე, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია სავსებით დავეთანხმოთ მოძღვრებას ამ უანგარო გრძნობების შესახებ. უანგარო სიყვარული, ანდა უანგარო სიამოვნება, ამბობენ ესთეტიკოსები, ისაა, რომ სიამოვნება აღძრულია ადამიანში მატერიალურ სარგებლიანობაზე ყოველგვარი აზრის გარეშე. მაგალითად, თუ მე ვტკბები მშვენიერი სურათით, დიდებული გარემოთი, ლამაზი შენობებით და ა.შ., მაშინ სულაც არ ვფიქრობ სარგებლიანობაზე, რომლის მოტანაც შეუძლიათ ადამიანებისათვის ამ საგნებს.

მაგრამ სიამოვნების ამგვარი დაყოფა ანგარებიანად და უანგაროდ არ არის გამართლებული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სიტყვები „სიამოვნება" და „უანგარობა" ერთმანეთს უარყოფს. ჩვენი სულისათვის არსებობს ერთი ანგარება - სიამოვნება. სული ტკბება იმით, რაშიც ჩვეულებრივ, სიამოვნებას პოულობს. ვისაც ესმის ხელოვნება, ვინც შეეჩვია ხელოვნების ნაწარმოებთა დაფასებას, იმან, მაშასადამე, შეაჩვია თავი მშვენიერი საგნებით ტკბობას. მაგრამ იგივე ადამიანი ტკბება აგრეთვე თავისი სიმდიდრით და ორივე ეს ტკბობა, თავისი არსებით, ერთნაირია, რადგან როგორც პირველი, ისევე მეორე, სიამის შეგრძნებაა, კმაყოფილებაა, სასიამოვნოა. მე არ უარვყოფ იმას, რომ მშვენიერი საგნებით გამოწვეული სიამოვნება განიცდება სხვაგვარად, ვიდრე სიმდიდრით და ფულით გამოწვეული სიამოვნება: პირველი შეიცავს რაღაც ისეთს, რაც გვამაღლებს, განწმენდს გრძნობებს, აკეთილშობილებს სულს, მეორე - რაღაც ეგოისტურს, საკუთარი თავის სიყვარულით განსაზღვრულს. და მაინც ორივეს არსება ერთნაირია. რატომ გვიყვარს მშვენიერი ნაწარმოები? იმიტომ, რომ ისინი გვანიჭებენ სიამოვნებას. რატომ გვიყვარს სიმდიდრე? იმიტომ, რომ სიმდიდრე არის საშუალება, რომლითაც მოვიპოვებთ ყველა სიამოვნებას, სხვათა შორის, მშვენიერ საგანთაგან მონიჭებულ სიამოვნებას. მოკლედ, ჩვენი სულისათვის არსებობს ტკბობის ერთი საშუალება - ესაა სიამოვნების მიღება ნებისმიერი რაიმედან. ადამიანს უყვარს ფული და სიმდიდრე არა საკუთრივ მათთვისავე, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან სიამოვნების საშუალებანი. მას უყვარს დიდება, რადგან ის ესიამოვნება მის ამპარტავნობას და ამაოების წადილს. ზუსტად ასევე, მას უყვარს მშვენიერი საგნები იმიტომ, რომ ისინი მასში სიამოვნებას იწვევენ. რომ შეიძლებოდეს რომელიმე სიამოვნების მიჩნევა უანგარო მოვლენად, მაშინ ოქროს დახარბებული და მისი სიკაშკაშით მოხიბლული გარპაგონის ტკბობა (მოლიერის კომედიაში) წმინდა უანგარო სიამოვნებად უნდა ჩაგვეთვალა. დამეთანხმეთ, - ის სულაც არ ფიქრობს ოქროდან რაიმე მატერიალური სარგებლობა მიიღოს: პირიქით, უკვე ფიქრიც კი იმაზე, რომ ოქროსთან განშორება მოუწევს, ძრწოლას იწვევს მასში. მას სიამოვნებას ანიჭებს ოქროს მხოლოდ ხილვაც კი, უკვე ფიქრი იმაზე, რომ ის ამ საუნჯის პატრონია. მოკლედ, ის ტკბება ოქროთი, ისევე, როგორც სხვა ადამიანი ტკბება მხატვრის ტილოთი ან სხვა მხატვრული ქმნილებით.

ამას უნდა დავუმატოთ შემდეგი: ყველა ე.წ. უანგარო სიამოვნებაში შედის გრძნობა, რომელსაც არასგზით არ შეიძლება ეწოდოს უანგარო - ესაა საკუთარი თავმოყვარეობის დაკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებენ ის საგნები, რომლებიც საკუთარ თვალში გვამაღლებენ, ჩვენში ბადებენ ადამიანთა სიდიადის გრძნობას. ასეთია გენიოსის დიადი ქმნილებებების ჭვრეტა, დიდებული ადგილების ხილვა. ამ შემთხვევაში, თუკი უფრო ღრმად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, ჩვენს პატივმოყვარეობას სიამოვნებს იმის გაფიქრება, რომ ჩვენ ძალგვიძს მოვიცვათ დიადი საგანი. აქ როლს თამაშობს ის ყველა ადამიანისთვის საერთო გრძნობა, რომლის ზეგავლენითაც სხვა ადამიანის გმირობა საკუთარ საქმედ მიგვაჩნია, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.

დედის სიყვარული პატარა შვილისადმი, თითქოს ყველაზე უანგაროა, მაგრამ გავარჩიოთ ის: დედას უყვარს შვილი, როგორც თავისი ხორცი ხორცთაგანი, როგორც თავისი ნაშობი. ის ტკბება შვილით, ასახიერებს მასში თავის გრძნობებს - შვილი მისი ნაყოფია, ჯაფაა, სიამაყეა. აქ ისევე, როგორც ყველაფერში და ყველგან სიამოვნება არის საკუთარი გრძნობის დაკმაყოფილება.

მოკლედ, თუ ფსიქოლოგიის ენაზე ვილაპარაკებთ, უანგარო სიამოვნება არ არსებობს. სული საკუთარ თავში ასხვავებს მხოლოდ სასიამოვნო და უსიამოვნო შეგრძნებებს. ყოველივე სასიამოვნო, ყველაფერი, რაც რაიმე მიზეზით სულს ანიჭებს სიამოვნებას, სულის მისწრაფების საგანია, ყველაფერი უსიამოვნო კი - უარყოფის საგანია.

უანგარო გრძნობები და სიამოვნება, საკუთრივი და მაღალი აზრით შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რელიგიურ გრძნობებს.

თავი მეხუთე
რელიგიური გრძნობების შესახებ

§127. თავის შინაარსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულის რელიგიური მდგომარეობები ანუ რელიგიური გრძნობები თავისი როლისა და ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობის გამო განსაკუთრებული, გულმოდგინე გამოკვლევის საგანი უნდა იყოს. მათი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ნათელი ხდება იქიდან, რომ ისინი მსჭვალავენ სულს - ყველა მდგომარეობაზე ღრმად და რომ არც ერთ გრძნობას არა აქვს ამგვარი ელფერი და ხარისხები, არც ერთი მათგანი არ ახდენს ესოდენ ღრმა და კეთილისმყოფელ გავლენას ადამიანის მთელს არსებაზე. ამიტომ შევეცდებით, რამდენადაც შევძლებთ, ამ თავში წარმოვადგინოთ რელიგიურ გრძნობათა მოკლე ანალიზი. საჭიროა წინასწარ შევნიშნოთ, რომ თუკი საერთოდ ყველა სულიერი გრძნობის ანალიზი ძნელია, მით უფრო ძნელია ანალიზი რელიგიური მდგომარეობისა. სწორედ აქაა ყველაზე მეტად აუცილებელი, რომ ადამიანმა, თუკი სურს გაიგოს ეს მდგომარეობები, თავად განიცადოს ისინი.

§128. რელიგიური სიხარული

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

რელიგიური სიხარული სულის ის სასიამოვნო შეგრძნებაა, კმაყოფილების, სიმშვიდის და სულიერი სიწყნარის ის მდგომარეობაა, რომელიც იბადება სულში ან მთელი ცხოვრების საერთო განწყობილებიდან, ანდა სინდისის შინაგანი ხმით მოწოდებული რაიმე ქრისტიანული საგმირო საქმის შედეგად. რელიგიური სიხარული, როგორც რომელიმე კერძო საქციელის, მაგალითად, მგზნებარე ლოცვის ან გულმოწყალე გმირული საქმის შედეგი, მრავალი ადამიანის ცხოვრებაში გვხვდება, მაგრამ როგორც შედეგი მთელი ცხოვრების წესისა და სულის განწყობისა - ძალზე იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩვენში მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მუდმივი ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის და იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელმაც იმდენად შეძლო დაემარცხებინა თავისი ლტოლვები, რომ სინდისი აღარ არღვევს მის სულიერ სიმშვიდეს. მაგრამ თუ ვინმემ სიკეთის გზაზე მიაღწია ისეთ სრულყოფას და სიმტკიცეს, რომ მასში სულიერ სიმშვიდეს არ არღვევს სინდისის საყვედურები და სულში არ არის დაპირისპირებულ გრძნობათა ბრძოლა, მაშინ მისი სიხარული, მისი სულიერი სიწყნარე  მუდმივი და გაბატონებული გრძნობაა - ისაა, რასაც საღვთო წიგნში ეწოდება სიხარული სული წმიდაზე. ძალზე დიდი და საკვირველია ამ სიხარულის განსხვავება იმ სიხარულისაგან, რომელიც ჩვენ წინა თავში აღვწერეთ. როგორი წმინდაც უნდა იყოს ამქვეყნიური სიხარულის წარმოდგენის ანდა რაიმე ამქვეყნიური უპირატესობის ფლობის საფუძველზე წარმოქმნილი სიხარული, მასში მაინც არის რაღაც ისეთი, რაც სრულ კმაყოფილებას არ გვანიჭებს. ის ხანგრძლივად არ ამშვიდებს სულს. პირიქით, აღელვებს და არა აკმაყოფილებს მის სურვილებს, ისე რომ, რაც უფრო დიდი და ძლიერია ეს სიხარული, მით უფრო ძლიერია რეაქცია, რადგან ყველამ იცის: ძლიერი სიხარულის შემდეგ ადამიანს სევდა ეუფლება. ასეთი როდია რელიგიური სიხარული! ის შეიცავს თავის თავში იმას, რაც კმაყოფილებას გვრის სულს, კლავს მის წყურვილს.

§129. რელიგიური მწუხარება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

რელიგიური მწუხარება შეიძლება განვიხილოთ: 1. როგორც სინდისის ქენჯნა; 2. როგორც მონანიება; 3. როგორც ლმობიერება.

1. რელიგიური მწუხარება იწყება სინდისის ქენჯნით. სინდისის ქენჯნა ესაა უსიამოვნო, მძიმე შეგრძნება, ანდა მოუსვენრობა, რომელიც წარმოიქმნება იმის წარმოდგენისას, რომ ჩვენ ცუდად მოვიქეცით. ხშირად საკმაოდ ძნელია ის გამოვყოთ და განვასხვავოთ მისი მსგავსი გრძნობისაგან - სირცხვილისაგან. ორთავეს ზოგჯერ ერთი და იგივე მიზეზი წარმოშობს, მაგრამ სირცხვილი შედარებით ანგარიშმიუცემელი გრძნობაა, ქენჯნა კი შეიცავს თავის თავში დანაშაულის ნათელ ცნობიერებას. ზოგჯერ სირცხვილი შემადგენელი ნაწილია სინდისის ქენჯნისა. ეს უკანასკნელი კი სულის წამებაა, სულის კაეშანია, ჭმუნვაა თავისი თავის მიმართ გამოტანილი მკაცრი მსჯავრის გამო. ამიტომ, უმეტესად, სინდისის ქენჯნა შერეული გრძნობაა, მაგალითად, როცა მკვლელი წარმოიდგენს თავის საქციელს, როცა წარმოსახვა უხატავს მას დანაშაულის სცენას, მსხვერპლის სახეს, მის ვედრებას, ის ძრწუნდება, მას იპყრობს სინანულის გრძნობა, შიში შურისგების წინაშე; ყოველი ნაკვთის გახსენებას, ყოველ ახალ წარმოდგენას სიგიჟემდე მიჰყავს ის. მაგრამ ასეთ მდგომარეობას ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ რელიგიური. რელიგიური ქენჯნისას სევდას წარმოშობს წარმოდგენა იმისა, რომ ჩვენ ღმერთის მცნება დავარღვიეთ, სული წუხს, რომ შეურაცხყო თავისი შემოქმედი, მას რცხვენია, აწვალებს იმის შეგრძნება, რომ ღმერთის წინაშე უღირსი აღმოჩნდა. სინდისის ქენჯნას წარმოშობს საქციელის შინაგანი ანალიზი, დამნაშავეობისა და ცოდვილობის შეგრძნება. ეს თითქოს ანალიზია ცოდვის წარმოდგენისა.

2. მონანიებას ახლო კავშირი აქვს ზემოგანხილულ გრძნობასთან, მაგრამ მისი იგივეობრივი არ არის. მონანიება უმეტეს წილად შედეგია ქენჯნისა და თავისი განმასხვავებელი ნიშნების მქონეა. ის მწუხარებასაც შეიცავს, მაგრამ მისი გაბატონებული ელემენტია გადაწყვეტილება გამოსწორებისა, უკეთ გახდომისა. მონანიებისას ადამიანი, რომელმაც მთლიანად შეიგნო ცოდვის ბრალეულობა და უღირსობა, ცდილობს ცოდვა თავის მიმართ უცხო გახადოს, ცდილობს აზრით განერიდოს მას.

ძალზე ბუნებრივია, რომ სინდისის ქენჯნა გამოიტანას სააშკარაოზე ცოდვას, ჩვენ ვიწყებთ მისგან განრიდებას. სანამ ვნება აბრმავებს სულს, ჩვენ ბედნიერებას მის დაკმაყოფილებაში ვხედავთ და ეს დაკმაყოფილება აუცილებლად გვეჩვენება, მაგრამ ვნება გაივლის და ჩვენ ვგრძნობთ ჩადენილი საქციელის მთელ სიმდაბლეს. ეს საქციელი წარმოგვიდგება თავისი ნამდვილი სახით, ჩვენ მშვიდად ვარჩევთ საკუთარ საქციელს, ვხედავთ მის ყველა ცუდ მხარეს და განვერიდებით მას. ეს განრიდება ცოდვისაგან და მტკიცე გადაწყვეტილება - მომავალში გავექცეთ მას, არის სწორედ მონანიების არსება.

ზოგჯერ მონანიებას სულ სხვა გრძნობებთან ურევენ. ძალზე ხშირად მონანიებად თვლიან დანანებას საკუთარი თავის მიმართ, ჟინის ჩაცხრომას, შიშს იმ შურისგების წინაშე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს დანაშაულს, მაგრამ ვიმეორებთ, მონანიებაში ჭარბობს მშვიდი გადაწყვეტილება გამოსწორებისა. თუმცა მონანიება რთული გრძნობაა და ამავე დროს ყოველთვის ერთი და იმავე შეგრძნებისაგან არ შედგება, მისი კეთილი გავლენა ადამიანზე მუდამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წარმოდგენს ჭარბობს მასში. თუ ადამიანს მხოლოდ ეშინია თავისი ცოდვის შედეგებისა, თუ მას მხოლოდ რცხვენია ადამიანთა აზრისა, - ჭეშმარიტი მონანიება ჯერ კიდევ არ არსებობს. ჭეშმარიტ ქრისტიანულ მონანიებაში ჭარბობს წუხილი იმის გამო, რომ ჩვენ დავარღვიეთ ღმერთის მცნება. ეს არის გრძნობა შვილისა, რომელიც ცრემლებს ღვრის იმის შეგრძნების გამო, რომ მან გული ატკინა მოსიყვარულე მამას.

3. ამ ბოლო სახით მონანიება გადაიქცევა ლმობიერებად. ლმობიერებისას სული გრძნობს არა შიშს თავისი საქციელის შედეგების გამო, არა დანანებას, რომელიც თავმოყვარეობის დამცირებიდან გამომდინარეობს, არა სირცხვილს ადამიანთა შეხედულების გამო, რომ მან შეურაცხყო მამა თვისი - ღმერთი, რომ დააბნელა ღვთის სახე საკუთარ თავში, დაკარგა ღვთის სიყვარული და კეთილგანწყობილება. ამ სევდაში არ არის - როგორც ეს ქენჯნისას და მონანიებისას ხდება - ღელვა და საპირისპირო წარმოდგენების ბრძოლა. აქ იგრძნობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი ლმობიერება, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის განცდის ერთ-ერთი სახე. მასში ცოდვის შეგრძნება უფრო ღრმაა, მაგრამ ეს შეგნება სულში არ წარმოშობს მტანჯველ სირცხილს, პირიქით, ამ შეგნებას თან ახლავს იმის წარმოდგენა, რომ ცოდვა სულისათვის უცხო გახდა. ამ გრძნობას უკეთესად მაგალითი აგვიხსნის. ლმობიერების ყველაზე კარგი მაგალითია სახარებაში მოთხრობილი ამბავი ცოდვილი ქალისა, რომელიც სიმონის სახლში ცრემლებით უსველებდა მაცხოვარს ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა. ის უეჭველია, ქენჯნისა და მონანიების გზით უკვე მივიდა ლმობიერებასთან. მხოლოდ ამ ბოლო მდგომარეობაში შეეძლო მას მოეშორებინა სირცხვილი, ფეხებში ჩავარდნოდა მაცხოვარს და გაებედა შეხებოდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გაბედავდა შესულიყო იმ ამაყ ადამიანთა საკრებულოში, რომლებიც მის შეხებასაც კი წაბილწვად მიიჩნევდნენ. როგორც ჩანს, მასში გაჩენილმა ლმობიერებამ რაღაც იმედი გაუჩინა და შეახედა ძველ ცხოვრებას, როგორც მისი სულისთვის უცხოს. ამრიგად, ლმობიერების გრძნობა გადააქცევს ადამიანს უკეთესად და უფრო წმინდად, რადგან ამ გრძნობაში აღარაფერია ეგოისტური და უწმინდური.

§130. ლოცვის გრძნობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ლოცვის გრძნობა ანუ ლოცვისეული ლმობიერება ახლო კავშირშია სულის წინამავალ მდგომარეობასთან, რადგან ის ხშირად არის ხოლმე მომნანიებლის ლმობიერების შედეგი. მაგრამ ის, ამ გრძნობისაგან დამოუკიდებლადაც, იმავე ნიშნების მქონეა. ლოცვა საერთოდ არის ღმერთის წინაშე სხვადასხვა გრძნობის გადმოღვრა სიტყვებით, ან ოდნავ შესამჩნევი შინაგანი შეგრძნებებით. ამიტომ ის ყოველთვის ფსიქოლოგიური მოვლენაა. მისი საშუალებით ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ გულისწუხილიც, სიხარულიც, ცოდვის მონანიებაც, ღვთისადმი მადლობაც, მაგრამ ლოცვის გრძნობის უმაღლესი დაძაბულობისას ძნელია გააანალიზო სულის მდგომარეობა. აქ, გრძნობათა სისავსის გამო, სული ვერ გრძნობს ვერაფერს ისეთს, რაც შეიძლებოდა სიტყვებით გამოხატულიყო. თუმცა ლოცვისეული ლმობიერება ყველაში ერთნაირად როდი ვლინდება. ზოგი საკუთარ თავში გრძნობს მთლიან და სრულ, ასე ვთქვათ, თვითდამცირებას. ასეთი ჰქონდა სულის მდგომარეობა იმ მებაჟეს, რომელიც ვერ ბედავდა თვალნი ზე აღეპყრა, მკერდში ხელს იცემდა და ამბობდა: „ღმერთო! მილხინე ცოდვილსა ამას". ზოგი თავის თავში გრძნობს სიყვარულს, ღმერთისკენ სწრაფვის სიჭარბეს, ზოგს სული აღევსება მხოლოდ აღტაცებით. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ლოცვისეულ ლმობიერებას ერთი საერთო ნიშანი უცვლელად ახლავს თან. ესაა ყოველივე ცუდის, ყველა უწმინდური აზრის და ბიწიერი ლტოლვის გაქრობა გულიდან, ყოველ შემთხვევაში იმ დროის მანძილზე, სანამ ლმობიერება გრძელდება. ამ დროს ადამიანი თავს გრძნობს გაკეთილშობილებულად და მზადაა ხოლმე გადაეხვიოს უბოროტეს მტერს, დაივიწყოს ყოველი წყენა. ლოცვის გრძნობა, როგორც ყოველი ძლიერი გრძნობა, ზოგჯერ უტყვია, ზოგჯერ კი გადმოიღვრება უამრავი სიტყვით. ტყუილად ფიქრობენ, რომ ძლიერ გრძნობებს არ უყვართ გრძელი სიტყვები. არა! ზოგჯერ გრძნობა ძალზე მრავალსიტყვაა იმის გამო, რომ მას არ ძალუძს თავისი თავის სრულად გამოხატვა, იმის გამო, რომ მას თითქოსდა შეუძლია განმტკიცება საკუთარი თავის გადმოღვრით და სურს უფრო სრულყოფილად იქნეს გამოხატული, არ აკმაყოფილებს ეს სიტყვები და გამოთქმები და ამიტომ ეძებს სხვა უფრო ძლიერ სიტყვებსა და გამოთქმებს, რადგან ღრმა გრძნობისათვის სწორედ ისაა ნიშანდობლივი, რომ სიტყვებით მისი გამოხატვა ძნელია.

§131. გულმოწყალეობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გულმოწყალეობა, როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა, როგორც სულის მდგომარეობა, სიამოვნებაა, რომელსაც ადამიანი გულმოწყალეობის საქმის შესრულებაში პოულობს. ვინც ზნეობრივი სრულყოფილების საქმის შესრულებაში პოულობს. ვინც ზნეობრივი სრულყოფილების ისეთ საფეხურამდე მივიდა, რომ მოყვასის დახმარებას საკუთარი თავისთვის სასიამოვნო საქმედ თვლის; ვისაც არ ძალუძს, გულგრილად უყუროს სხვათა ტანჯვას, ვინც, მეორე მხრივ, სიამოვნებით შესცქერის მოყვასთა ბედნიერებასა და კმაყოფილებას, იმას უეჭველად აქვს გულმოწყალეობის გრძნობა. აქედან ცხადი ხდება, რომ ყოველგვარ ქველმოქმედებას როდი შეიძლება ვუწოდოთ გულმოწყალეობა. თუ ჭარბი ქონების მქონე ქველმოქმედების საქმეს თავისი სიმდიდრის ნაწილს უწილადებს, მაგრამ გასცემს მას ყოველგვარი გულითადი თანაგრძნობის გარეშე, მას ჯერ კიდევ არ შეიძლება ეწოდოს გულმოწყალე. გულმოწყალეობა, როგორც გულის გრძნობა, შედგება თანაზირების, თანალმობის, სიყვარულისაგან და წარმოადგენს იმის ჩვევას, რომ ჰპოვოს სიამოვნება ზემოხსენებულ საქციელში. ხშირად ხდება, რომ გაღიზიანებული ნერვების მქონე რომელიმე პიროვნება აღელვების გარეშე ვერ უყურებს სიღარიბეს და ტანჯვას. მაგრამ ესეც არ არის გულმოწყალეობა. ქველმოქმედება უნდა სრულდებოდეს გულის მისწრაფების გამო, ის ჩვენ სხვა საქმეზე მეტად უნდა მოგვწონდეს. ამ უკანასკნელი სახით ის სავსებით საპირისპიროა ეგოიზმისა, რომელიც წინა თავში აღწერილი ყველა სულიერი მდგომარეობის წყაროა. აი, რატომ დგას ესოდენ მაღლა გულმოწყალეობის გრძნობა ქრისტიანულ ზნეობაში.

მაგრამ ეგოიზმისადმი კიდევ უფრო საპირისპირო გრძნობაა თავგანწირვა. ის ნაწილობრივ გულმოწყალეობაა, რადგან ვინც სხვის ბედნიერებაში პოულობს სიამოვნებას, ის, მაშასადამე, ნაკლებად ფიქრობს საკუთარ თავზე. მაგრამ ჭეშმარიტი რელიგიური თავგანწირვა არის ჩვევა იმისა, რომ იპოვო სიამოვნება არა საკუთარი მიწიერი გრძნობებისა და ვნებების დაკმაყოფილებაში, არამედ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებაში. ის არის მისწრაფება იმისაკენ, რათა გიყვარდეს საკუთარ თავში არა ზადი, არამედ სათნოება, არა სხეული, არამედ სული.

§132. რელიგიური სიყვარული

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

რელიგიური სიყვარული შეიძლება განვიხილოთ ან როგორც სულის ზოგადი რელიგიური განწყობილება, ანდა თავის კერძო გამოვლინებებში, როგორც სიყვარული, სიყვარული ღმერთისა, მოყვასისა და საკუთარი თავისა, როგორც ზოგადი რელიგიური განწყობილება, როგორც რწმენის გრძნობა, არის სიამოვნება, რომელსაც ვგრძნობთ, როცა წარმოვიდგენთ ამ რწმენას, როცა წარმოვიდგენთ, რომ ვფლობთ უწმინდეს და მსხნელ ჭეშმარიტებებს, როცა ვიაზრებთ და ვსწავლობთ ჭეშმარიტებებს. ის არის აგრეთვე მისწრაფება იმ ცხოვრებისაკენ, რომელიც ამ რწმენის შესატყვისია. იმაში, რომ ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებები, სულთან შეხებისას, აღძრავენ მასში სიყვარულს და სიამოვნებას, დაეჭვება შეუძლებელია. ადამიანის სული საერთოდ ყოველი ჭეშმარიტების შემეცნების დროს გრძნობს სიამოვნებას, მაგრამ რელიგიური ჭეშმარიტებების შესწავლა და აღიარება მასში ყველაზე წმინდა სიამოვნებას აღძრავს. ჩვენი ღვთიური რწმენა გვთავაზობს მრავალმხრივ ჭეშმარიტებებს, რომელთაც ძალუძთ მოიცვან და დააკმაყოფილონ სულის ყველა მხარე. მაგრამ იმან, ვინც შეიყვარა ეს ჭეშმარიტებები და პოულობს მათში სიამოვნებას, ჯერ კიდევ ყველაფერი როდი გააკეთა. ის უნდა ეცადოს ამ ჭეშმარიტებების გამოყენებას ცხოვრებაში. ამიტომ ვინც მიაჩვია საკუთარ თავი შვების პოვნას სათნოებაში, მოყვასთა მიმართ თანაგრძნობაში, ლოცვაში, გულმოწყალეობაში, მას აქვს რელიგიური სიყვარული. ეს ზოგადი განწყობილება, შემადგენელი ნაწილების სახით, თავის თავში იქონიებს ყველა რელიგიურ მდგომარეობას. უპირატესად ასეთნი იყვნენ წმინდანნი, რომელნიც მთელი ცხოვრების მანძილზე და ცხოვრების ყოველ წუთში გრძნობდნენ რწმენის მგზნებარე სიყვარულს. სხვა ღვთისმოსავ ადამიანებში კი ეს რელიგიური სიყვარული ვლინდება მთელი ძალით მხოლოდ დრო და დრო, თუმცა მათი ზოგადი გრძნობა ახლოსაა ამ განწყობილებასთან.

ღმერთის სიყვარული ყველა სხვა სიყვარულზე უფრო მაღალი და უფრო წმინდაა. ეს არის გრძნობა ენით უთქმელი აღტაცებისა, რომელსაც განიცდის ღვთისმოსავი სული ღმერთზე მხოლოდ გაფიქრებისასაც კი. ალბათ უცნაურია და გაუგებარი, როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი - უხილავი არსება, რადგან, თუკი გვიყვარს რომელიმე საგანი, ჩვენ ამ დროს წარმოვიდგენთ ხოლმე სიამოვნებებს, რომელსაც გვანიჭებს ის. მაგრამ როგორ უნდა შევათავსოთ სიყვარულის ამგვარი გაგება ღმერთის წარმოდგენასთან?

როცა ღმერთი გვიყვარს, ჩვენ აღტაცებას უნდა ვგრძნობდეთ მასზე ფიქრისას. სხვაგვარად სიყვარული შეუძლებელია. ეს აღტაცება კი უნდა წარმოშვას ფიქრმა ღმერთზე, როგორც ყველაზე სრულყოფილ არსებაზე, ჩვენს მამასა და მწყალობელზე. აი, რატომაა ღმერთის სიყვარული ყველაზე წმინდა, უანგარო, დიადი გრძნობა. როცა გვიყვარს ღმერთი, ჩვენ თითქოსდა გვიყვარს სრულყოფილება, გვიყვარს თავად მოწყალება, თავად სიბრძნე, თავად გულმოწყალეობა, თავად, ასე ვთქვათ, სიყვარული. მაგრამ, რათა გვიყვარდეს ეს მაღალი თვისებები, რათა შეგვეძლოს გვქონდეს უნარი იმისა, რომ სიამოვნება მოგვანიჭოს მოწყალების, სიბრძნის, სიდიადის წარმოდგენებმა, აუცილებელია უკვე მიღწეული გვქონდეს სიწმინდის და სრულყოფილების გარკვეული დონე. ბიწიანი სული ვერასოდეს შეძლებს იგრძნოს ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული. აი, რატომ წმენდს ადამიანს, ამაღლებს მის სულს ღმერთის სიყვარული. აი, რატომ უნდა ეწოდოს უანგარო მხოლოდ ამ სიყვარულს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვტკბებით ჩვენ თავად სიკეთით, თავად სრულყოფილებით.

რწმენისაგან წარმოშობილი სიყვარული მოყვასისა არის ყოველი ადამიანისადმი კეთილგანწყობილების, თანაზიარების, შეწყნარების გრძნობა, რომელიც იბადება იმ აზრიდან, რომ ყოველი ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და ძმაა ჩვენი. მაშასადამე, ეს გრძნობა ღმერთის სიყვარულის შედეგია. ეს სიყვარული გვაიძულებს ვიწუხებთ უფრო მეტად მოყვასთა სულიერ უბადრუკობაზე, ე.ი. მათ მანკიერებაზე, ვიდრე სხვა სხეულებრივ გასაჭირზე. ეს სიყვარული მიისწრაფვის იმისკენ, რომ ყველა მოყვასი გახდეს ღმერთის ღირსი და ჭეშმარიტი ქრისტიანი.

საკუთარი თავისადმი სიყვარული, როგორც შედეგი ღმერთის სიყვარულისა, არის საკუთარი თავის, როგორც ღმერთის ქმნილების, ღმერთის სისხლით ხსნილის ღირსების გრძნობა. ეს გრძნობა ეგოიზმისათვის სავსებით უცხოა. ეგოიზმს უყვარს საკუთარი თავი, როგორც სხეული, მიწიერი არსება, უყვარს საკუთარ სახლში მხოლოდ ის, რაც ღირსი არ არის სიყვარულის - თავისი ვნებანი და ბიწიერება. ამის საპირისპიროდ, ქრისტიანს უყვარს თავის თავში ის, რაც მასში ღირებულია, ღვთაებრივია, უყვარს ალალ-მართალი სინდისი, მისწრაფება ღმერთისა და სიკეთისადმი, ხოლო ყოველივე ბიწიერი მისი ბრძოლის, წუხილისა და სინანულის საგანია.

§133. ქრისტიანული ეჭვიანობა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ღმერთის სიყვარული გულში ბადებს ეჭვიანობის გრძნობას. ღმერთის გამო ეჭვიანობა არის უსიამოვნების, მწუხარების გრძნობა. თუ გვესმის ღვთის სახელის ძაგება, ის არის მისწრაფება იმისკენ, რომ ღვთის დიდება გავრცელდეს ადამიანებში, ის არის სიხარული, რომელსაც განვიცდით ღვთის წინაშე ჭეშმარიტი მოწიწების ხილვისას. რელიგიურ ეჭვს არა აქვს ისეთი მძიმე ზემოქმედება სულზე, როგორიც აქვს ხორციელ ეჭვიანობას. ეს უკანასკნელი შურისა და ღვარძლის შედეგია, პირველი კი მოყვასის კეთილდღეობისაკენ მისწრაფებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, რელიგიური ეჭვიანობა შეიძლება შეცდეს, ისევე როგორც ცდება ადამიანის ყველა სხვა გრძნობა, მხოლოდ იმ დამღუპველი შედეგით, რომ ამ გრძნობის შერყვნა ხშირად ბადებს სულში საშინელ მოვლენას - ფანატიზმს. ფანატიზმი არ შეიცავს თავის თავში არაფერს ისეთს, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ გრძნობათა მსგავსია, ამიტომ ეს გრძნობები არ შეიძლება შეუთავსდნენ ფანატიზმს ერთი ადამიანის სულში. ფანატიზმმა შეიძლება იპოვოს თავშესაფარი ისეთი ადამიანის სულში, რომელსაც სურს ბოროტი ვნებები - ღვარძლი, მრისხანება და ა.შ. - რელიგიის ნიღაბქვეშ დაფაროს. ფანატიზმისაკენ მიდრეკილება ჰქონდათ მხოლოდ ყალბ რელიგიებს, რომელთაც არ შეეძლოთ მოელბოთ ადამიანთა სული, პირიქით, ამძვინვარებდნენ მას.

§134. ბიწიერება და სათნოება ფსიქოლოგიური მოვლენებია

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ყოველივე აქამდე ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ ცალკეული ბიწიერება და სათნოება გულის გრძნობებია, მაშასადამე, ფსიქოლოგიური მოვლენებია. ბიწიერების, როგორც სულიერი მდგომარეობის, მთავარი ნიშნები ასეთია:

1. ბიწიერება აბნელებს გონებას. ყველას შეუძლია თავის თავზე გამოსცადოს, თუ რაოდენ ძლიერია ყოველი ვნების ზეგავლენა სულზე, თუ რაოდენ სუსტნი არიან გონების მოთხოვნები ლტოლვათა წინაშე და როგორ ემონება ნება ვნებას. განსაკუთრებით საინტერესოა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს უცოდველ სულებში, რომელთაც პირველად იგრძნეს რაიმე ბიწიერების შეხება. რა მძიმე მღელვარების გრძნობა ეუფლებათ მათ!

ცოდვის ჩადენის შემდეგ, პირველ წუთებში, ადამიანი გრძნობს რაღაც უცნაურ სიმშვიდეს. მკვლელი, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა სიძულვილის შეტევას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თავდაპირველად არ გრძნობს არავითარ შეშფოთებას, თითქოს მას განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად აწუხებს მას სინდისი. თანდათან იწყება ბრძოლა. სანამ ადამიანში მძვინვარებს ვნება, მას არ შეუძლია განსაჯოს რაიმე და მხოლოდ ამ გრძნობის დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვის. მაგრამ, როცა ადამიანი იკმაყოფილებს ვნების აღტყინებას, ვნება ცხრება და სინდისი თავის უფლებებში შედის. ეს რეაქცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერი იყო ვნება. ჯავრის, შეძრწუნების, საკუთარი თავის მიმართ რისხვის გრძნობა, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ეუფლება სულს და ტანჯავს მას.

2. ბიწიერება თავის თავში შეიცავს რაღაც ისეთს, რაც ამცირებს სულს, რაც სულისთვის უცხო და მტრულია. ამას ნათელყოფს ის, რომ ბიწიერება მუდამ წარმოშობს ჩვენში უკმაყოფილების გრძნობას, რომ ის გვაკმაყოფილებს მხოლოდ წამით, მერე კი სიმწარის მომტანია. მართალია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ აწუხებთ სინდისი ყველაზე შემზარავი ავაზაკური საქციელის ჩადენისას. მაგრამ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც სულის სიღრმეში არ ჰქონდეს თუნდაც მცირე შეგნება თავისი ცოდვისა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბიწიერების გამო სრულ კმაყოფილებას გრძნობდეს.

საწინააღმდეგოდ ამისა, სათნოება შეიცავს თავის თავში ბიწიერების საპირისპირო თვისებებს. მას, ჯერ ერთი, თან ახლავს გონებისა და ყველა სულიერ ძალთა სინათლე და სრული ფლობა. ამიტომ ყველა კეთილი საქმის შესრულებას შედეგად მოჰყვება სრული კმაყოფილება, სულის სიწყნარე და სიმშვიდე. მეორე: სათნოება აუმჯობესებს ჩვენს სულს, აკეთილშობილებს მას, ანიჭებს იმის უნარს, რომ წვდეს ყოველივე მაღალსა და წმიდას.

§135. შინაგანი ბრძოლის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ის, ვინც, თუნდაც ზედაპირულად აკვირდებოდა თავის შინაგან ცხოვრებას, ადვილად შეამჩნევდა, რომ ჩვენი სულის ცხოვრებაა, მისი შინაგანი საფუძველია ბრძოლა გრძნობათა შორის, ბრძოლა ორ საწყისს - კეთილსა და ბოროტს - შორის. აკვნიდან კუბოს კარამდე გრძელდება ეს შინაგანი ბრძოლა, ერთიანი სულის ეს გაორება. ჩვენ ყოველ წუთს ვამჩნევთ, რომ გონება ერთს ბრძანებს, ჩვენ კი, საპირისპირო მისწრაფებით გატაცებულთ, სხვა რამ გვსურს. წარმართ ფილოსოფოსთა შორისაც კი ბევრს ნაწილობრივ ესმოდა, რა არის სულის ეს გაორება. მაგრამ ეს ბრძოლა, მისი წყარო და საფუძველი სრულყოფილად ახსნა ქრისტიანულმა რწმენამ. ამიტომ არ ესმის ქრისტიანული ზნეობის სულ პირველი საფუძვლები იმათ, ვინც არ ჩაწვდომია სხვადასხვა გრძნობას შორის არსებულ შინაგან ბრძოლას, რომელსაც უნდა მტკიცედ შეხვდეს ყოველი ადამიანი თავისი სულის სიღრმეში. მთელი ჩვენი აღზრდა უნდა იყოს მიმართული ამ შინაგანი ბრძოლისაკენ. ყველა ჩვენი მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს და სინამდვილეში გამომდინარეობს კიდეც მისგან. ეს მაღალ-ფსიქოლოგიური მოვლენა არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან განსაკუთრებით იმას, ვისაც სურს ამოიცნოს ადამიანის სული, მისი მოქმედება - როგორც კერძო, ისე ისტორიული. ამ შინაგანი გაორების შეგნების გარეშე ადამიანი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტად კეთილი, რადგან როცა ფიქრობს, კეთილად ვიქცევიო, მან შეიძლება ცოდვა ჩაიდინოს, საძრახის გრძნობათა ჩაგონებით იმოქმედოს. ეს შინაგანი ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს მხოლოდ მაშინ, როცა უპირატესობას აღწევს ერთ-ერთი ორი საწყისიდან. პირველი ცნობიერეი ბიწიერების ჩადენამდე ბრძოლა ძლიერია. ამგვარი ქცევის გამეორებისას, ბრძოლა უფრო სუსტია, რაც უფრო ხშირია ამგვარი ქცევა, მით უფრო სუსტდება ბრძოლა, მით უფრო ეჩვევა ადამიანი ცოდვის მშვიდად ჩადენას. ბოლოს იმას, რაც ადრე იწვევდა უდიდეს შფოთვას, ადამიანი აკეთებს გულგრილად, სიამოვნებითაც კი. ასეთია ადამიანში ყოველი ვნების განვითარების ისტორია. ბრძოლის შესუსტება ხდება მაშინაც, როცა უპირატესობას აღწევს კეთილი საწყისი. მაგრამ ეს შესუსტება ხდება გაცილებით ნელა, ბრძოლა კი ბოლომდე არასოდეს არ წყდება, თუნდაც ქრისტიანმა სრულყოფილების უმაღლეს დონეს მიაღწიოს. მაგრამ აქაც, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად განმტკიცდება ადამიანი სიკეთეში, მით უფრო უახლოვდება ღმერთს და უფრო მეტად გრძნობს მიწიერ სიამეთა ამაოებას. ბოლოს ის მზად ხდება, სავსებით მიატოვოს სამყარო, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი მის სწრაფვას ღმერთისკენ.

ასეთია ადამიანში სათნოების მოკლე ისტორია და ახსნა იმ საოცარი მისწრაფებისა, რომელიც ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს, - ისინი განმარტოებულად ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და უდაბნოში. ეს მისწრაფება დღემდე ცოცხალია ბევრ ქრისტიანულ სულში.

მაგრამ ვინც მშვიდად და მიუდგომლად გაიაზრებს სულში არსებული ბოროტი საწყისის მთელს ძალას და სიმყარეს, ვინც გაითვალისწინებს იმას, თუ რამდენ გარემოებას პოულობს ეს საწყისი თავისი განვითარებისთვის, იმას, რომ ყველა გრძნობა, ყველა გარეგანი ვითარება უწყობს ხელს მის ზრდას, და იმასაც, ამის საპირისპიროდ, რომ არსებობს მრავალი ხელისშემშლელი გარემოება მეორე საწყისის განმტკიცებისათვის, ის დაინახავს, თუ რაოდენ ძნელია ადამიანებისათვის საკუთარი ძალებით, ღმერთის მადლის შემწეობის გარეშე, საკუთარ თავში სიკეთეს ბოროტება დააძლევინოს.

§136. განსაკუთრებით ვისთვისაა საჭირო ამ ბრძოლის შესწავლა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ამ შინაგანი ბრძოლის თვისებათა გულმოდგინე შესწავლა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა იმ ადამიანისათვის, რომელმაც თავისი ცხოვრება სხვა ადამიანთა ზნეობის გამოსწორებას მიუძღვნა. ის უნდა შეეცადოს მოიპოვოს ზეგავლენა ამათ აზრებსა და გრძნობებზე. მაგრამ შესაძლებელია კი ეს სულის თვისებათა შესწავლის გარეშე? მიისწრაფვის რა საზოგადოების ზნეობრივ სენთან განკურნებისაკენ, მან, მსგავსად დახელოვნებული მკურნალისა, კარგად უნდა შეისწავლოს სულიერ დაავადებათა თვისებები. აქედან ცხადი ხდება ფსიქოლოგიის შესწავლის მნიშვნელობა ყოველი ადამიანისათვის, რომელსაც განუზრახავს სასულიერო წოდების მოპოვება. ცხადია, ფსიქოლოგიის ცოდნა, როგორც საკუთარი თავის ცოდნა, ძალზე საჭიროა ყოველი ადამიანისათვის, მაგრამ ღვთისმეტყველისათვის ის ორმაგად ფასობს, თავისი კეთილი სამსახურის გამო.

ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება უფრო მეტად დაასაბუთებს ამ აუცილებლობას.

ბევრი ახალგაზრდა მოქადაგე, იწყებს რა ქრისტიანების დამოძღვრას ადამიანის გულის თვისებათა საკმაო შესწავლის გარეშე, ვერ ზემოქმედებს თავისი მსენელის გულებზე ისე, როგორც ჯერ-არს. ისინი ძალზე მჭევრმეტყველურად უმტკიცებენ მსმენელებს, რომ ბიწიერება მავნეა, ხოლო სიკეთე სასარგებლოა და პატივსაცემი, მაგრამ ყოველივე ეს ძალზე ცოტაა. მსმენელები ამაში თვითონაც დარწმუნებული არიან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მიუხედავად ამისა, გრძნობენ, რომ მათ გულში ვნებებს ეძლევათ უპირატესობა. ამიტომ, ნაცვლად სიკეთის სარგებლიანობის მტკიცებისა, მოქადაგემ მთელი ძალით უნდა დაარწმუნოს მსმენელები იმაში, რომ სიკეთეს, ბიწიერებასთან შედარებით, შეუძლია მოგვიტანოს ისეთივე - ანდა მეტი - უწმინდესი სიამოვნება და რომ საჭიროა მხოლოდ შევაჩვიოთ ჩვენი ნება სიკეთეს, რათა მასში საკუთარი ბედნიერება ვიპოვოთ. არწმუნეთ მსმენელები რამდენიც გსურთ, ცოდვა მავნეა, ვნებები დამღუპველია, სიკეთე კი მშვენიერიაო. ყველა დაგეთანხმებათ, მაგრამ ცხოვრებას არ შეიცვლის. საჭიროა მსმენელმა იგრძნოს, რომ ვნებებს მოაქვთ ყალბი და დროებითი სიამოვნება, რომ ჭეშმარიტი, მყარი, საუკეთესო სიამოვნების პოვნა  სულს მხოლოდ ქრისტიანულ გრძნობებში შეუძლია.

§137. იმის შესახებ, თუ რაოდენ აუცილებელია შევაჩვიოთ თავი რელიგიურ გრძნობებს

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

უეჭველი და საყოველთაო გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ადამიანს არ ძალუძს იცხოვროს სიამოვნების გარეშე. ეს - თითქმის აქსიომაა, რადგან გრძნობები სულის სიცოცხლეა, სულს არ შეუძლია არ იცოცხლოს, მაშასადამე, არ შეუძლია არ მიისწრაფვოდეს სიამოვნებისაკენ. მისწრაფება ყოველივე სასიამოვნო შეგრძნებისაკენ და განშორება ყოველივე უსიამოვნოსაგან, მოსაწყენისაგან, აუცილებელი ფაქტია, აუცილებელი შედეგია სულის თავად არსებისა. ისევე, როგორც სულს არ შეუძლია იაზროვნოს სხვაგვარად, თუ არა მსჯელობათა და დასკვნათა ფორმით, მას არ ძალუძს იცოცხლოს თუ არა საკუთარი შინაგანი - სასიამოვნო ან უსიამოვნო - შეგრძნებების ფორმით. ეს აზრი ფსიქოლოგმა ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს. ამ აზრის მეშვეობით, როგორც ნაყოფიერი საწყისით, აიხსნება:

1. ის, რომ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც სიამოვნებისკენ არ მიისწრაფვის. მაგრამ ამ მისწრაფებისას ზოგი ცდილობს მრავალფეროვანი გახადოს თავისი სიამოვნება, ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალგვარი შეგრძნებები, ასე ვთქვათ, ხარკი აიღოს ყველა გრძნობისა და ყველა საგნისაგან, ზოგი კი - ასეთები უმრავლესობაა - ჩერდება ერთ რომელიმე სიამოვნებაზე, და მუდამ მისკენ ისწრაფვის: ამ გზით წარმოიშობა ცალკეული ვნება. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიათაგან ერთ-ერთს არ ეკუთვნოდეს. ვინც შეაჩვია თავი მუდმივად სიამოვნების მიღებას ფულის ფლობით, ის ხარბი ხდება; ვინც შეეჩვია სიამოვნების მიღებას პატივის, დიდების წარმოდგენებისაგან, ის პატივმოყვარე ხდება. მოკლედ, დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის ბედნიერებას რაიმეში არ ხედავდეს. სწორედ ამიტომაა, რომ ბედნიერება ასრულებს ასეთ როლს ადამიანის ცხოვრებაში. ყველა ბედნიერებისკენ ისწრაფვის, ყველას უყვარს ლაპარაკი მასზე. ყოველი ადამიანისათვის ის რაიმე სახით მაინც არს გამოხატული.

2. სულისათვის დამახასიათებელი სიამოვნებისაკენ სწრაფვის მეოხებით აიხსნება ქრისტიანული ზნეობის უდიდესი ფაქტი, კერძოდ, მისი მოთხოვნა, ვეცადოთ შევიყვაროთ ქველმოქმედება, ვესწრაფვოთ, რათა ისე სრულვყოთ თავი, რომ ქველმოქმედება იქცეს ჩვენი სულის სიამოვნებად. მართლაც, შეუძლებელია გავხდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანი, სანამ არ შევეჩვევით სიამოვნების პოვნას ლოცვაში, გულმოწყალეობაში, საკუთარი თავის უარყოფაში, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში. რატომ ეჩვენება ბევრს მოსაწყენად ეკლესიაში დგომა? რატომაა ბევრისათვის ძნელი ქრისტიანული მოვალეობის შესრულება? იმიტომ, რომ ისინი არ ჩასწვდნენ საკუთარ სულს, არ შეაჩვიეს თავი ქველმოქმედებას, არ იგრძნეს სიკეთის სიტკბო.

აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანმა ყველა თავისი ძალა იქითკენ უნდა მიმართოს, რათა ქრისტიანული სათნოებები მისთვის მოთხოვნილებად იქცეს, რათა მისი სული სიამოვნებას ნახულობდეს ამ სათნოებათა განხორციელებისას. ამქვეყნიური სიამოვნებისაკენ მისწრაფების გულიდან ამოღებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მას რელიგიურ სიამოვნებას დავუპირისპირებთ. ბიწიერების სიძულვილი მხოლოდ მაშინ დაგვეუფლება, როცა კეთილმოქმედების სიტკბოს ვიგრძნობთ. აქ საჭიროა მხოლოდ ჩვევა. თავდაპირველად კეთილი საქციელის ჩადენა შეიძლება მოსაწყენად მოგვეჩვენოს, შემდგომ ის უფრო ადვილი გახდება, მერე და მერე - მოგვეწონება, ბოლოს კი სული მისით სიამოვნებას მიიღებს. სიკეთით ეს ტკბობა არის სწორედ ნების კეთილმოქმედება, არის ქრისტიანული ზნეობის არსება.

§138. კიდევ რა აიხსნება სიკეთესთან სულის ამ შეჩვევით

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიკეთის ან ბიწიერების ჩვევით აიხსნება ჩვენი რწმენის დიადი საიდუმლო - იმქვეყნიური ცხოვრების საიდუმლოება. მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ კვდება ორი ადამიანი - ცოდვილი და უცოდველი. პირველის სული გადადის იმქვეყნიურ სამყაროში დამახინჯებული ყველა ამქვეყნიური ვნებებითა და მისწრაფებებით, სიმდიდრის სიყვარულით, ამქვეყნიური პატივისაკენ მისწრაფებით, ამქვეყნიური სიამოვნებისაკენ ლტოლვით. როგორ მოექცევა ის იმქვეყნად ამ გრძნობებს? რაში უნდა ჰპოვოს მან იქ სიამოვნება? ამ ჩვევათა დაკმაყოფილება იქ შეუძლებელია, რადგან იქ არ არის ფული, რომელიც უყვარდა სულს, იქ ვერ დაიკმაყოფილებს თვალში მოსვლის, მორთულობით თავმოწონების, სხვაზე ბატონობის სურვილს. განა ასეთი ადამიანის სული იმქვეყნიურ სამყაროში საკუთარ თავში ჯოჯოხეთის მატარებელი არ იქნება? სურვილთა დაკმაყოფილების შეუძლებლობას დაუმატეთ ქენჯნა სინდისისა, რომელიც სულს ბრალს დადებს იმაში, რომ მან ფუჭად გაატარა ამქვეყნიური ცხოვრება, უმნიშვნელო საგნებს გამოეკიდა, ცხოვრების მთავარი მიზანი უყურადღებოდ დატოვა და მიხვდებით, რატომ იქნება ასე. პირიქით, როცა იმ ქვეყანაში გადასახლდება ადამიანი, რომლისთვისაც ბედნიერებაა კეთილმოქმედება, ე.ი. ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, იქ კიდევ უფრო მეტად და შეუფერხებლად შეძლებს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. იქ მის სიამოვნებას არაფერი შეუშლის ხელს - არც დარდი, არც დაავადება, არც სხვა რამ ამქვეყნიური უკუღმართობა. იქ იგი მართლაც მიიღებს იმას, რისკენაც აქ მხოლოდ გულის სურვილით მიისწრაფვოდა. ამას დაუმატეთ სინდისის მოწოდებიდან წამომდგარი სიხარული და დაინახავთ, რომ უცოდველი თავად თავის სულში იქონიებს სამოთხეს.

აი, ახსნა იმისა, თუ რატომაა ქრისტიანთათვის ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურისთვის მზადება, რატომაა მიჩნეული ის დროდ თესვისა, ხოლო მკის დროა - მომავალი ცხოვრება. აი, დაბოლოს, ფსიქოლოგიის კავშირი ღვთისმეტყველებასთან, კავშირი, რომელიც ამ მეცნიერებას, ღვთისმეტყველისათვის ესოდენ აუცილებლად ხდის.

§139. დასკვნა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ბოლოს იმასაც ვიტყვით, რომ სულის რელიგიური მდგომარეობები ადამიანს განასხვავებენ ყველა სხვა ქმნილებათაგან. წინა თავებში აღწერილი მდგომარეობები ცხოველებსაც აქვთ, მაგრამ მხოლოდ ადამიანს ძალუძს ამაღლდეს სხეულის ლტოლვათა დამარცხების უნარამდე, წმინდა, უანგარო, რელიგიურ სიყვარულამდე.

თავი მეექვსე
ნების მოქმედების შესახებ

§140. თავის შინაარსი და კავშირი წინა თავებთან

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

როცა მეორე თავში ვაანალიზებდით სულის მოქმედ ანუ სურვილისმიერ უნარებს, ჩვენ ვთქვით, რომ გასაჭირი სულში მოუსვენრობას ბადებს, მოუსვენრობა აღძრავს დაკმაყოფილების ლტოლვას, ანუ მისწრაფებას; ნება კი არის სულის გადაწყვეტილება, გარკვეულად იმოძრაოს (არჩევანი), ანდა გარკვეული მოქმედების თავად დასაწყისი. ამ თავში ჩვენ გადავწყვეტთ ყველა საკითხს ნების მოქმედების შესახებ, განსაკუთრებით კი მთავარს - საკითხს ნების თავისუფლების შესახებ. ეს უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური საკითხი მრავალგზის ყოფილა მრავალი მეტაფიზიკოსის ღრმა გამოკვლევის საგანი, და როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ყველა მეტაფიზიკური საკითხის განხილვისას, ამ საკითხმაც დაბადა ბევრი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი. საკითხის არსება ასეთია - თავისუფალია თუ არა ნება თავის მოქმედებაში, ე.ი. თავისუფლად, იძულების გარეშე გადაწყვეტს თუ არა ის იმოქმედოს ასე ან სხვაგვარად, თუ ნებამ ყოველთვის აუცილებლობით უნდა ისურვოს და იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად. ჩვენ შევეცდებით გადავწყვიტოთ ეს საკითხი ჩვენი ფსიქოლოგიის საფუძვლების შესატყვისად.

§141. თავისუფლების ცნების განსაზღვრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

თუ ყურადღებით ჩავწვდებით თავისუფლების ჩვენს ცნებას, დავინახავთ, რომ ეს ცნება აუცილებლად გულისხმობს, ჯერ ერთი, გონებას, მეორე, გარკვეული მოქმედების ძალას ან შესაძლებლობას.

ადვილად დაეთანხმება ყველა აზრს იმის შესახებ, რომ სადაც არ არის გონება ან განაზრება, იქ შეუძლებელია იყოს თავისუფლება და რომ თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ მოაზროვნე არსების ხვედრი და უნდა იყოს მხოლოდ აზროვნების შედეგი. უსულო, გონებას მოკლებული არსება არ შეიძლება იყოს თავისუფალი, რადგან ის მოქმედებს მექანიკურად, ისე, რომ თავის მოქმედებას არ აცნობიერებს და აუცილებლობით ექვემდებარება გარეგან ძალებს. ქვა ვარდება, ანდა წყლის ორთქლი მიიწევს ზემოთ: ესაა მექანიკური ძალების შედეგი და მათ მექანიკური ინერტული მოვლენები ეწოდება. ამის საპირისპიროდ არსება, რომელიც აცნობიერებს თავის მოქმედებებს, გაიაზრებს მათ, განასხვავებს ცუდს კარგისაგან და ამ უკანასკნელისაკენ მიისწრაფვის, აუცილებლობით თავისუფლად არის მიჩნეული. ამიტომ გონებისა და თავისუფლების კავშირის აუცილებლობა ეფუძნება იმას, რომ მხოლოდ გონებას ძალუძს აირჩიოს კარგი და ნება მისკენ მიმართოს. მეორე მხრივ, გონების მქონე ადამიანს რომ არ ჰქონდეს თავისუფლება, მაშინ მას შეეძლებოდა კარგის ცუდისგან განსხვავება, მაგრამ ის ვერ აირჩევდა მათგან ერთ-ერთს. ე.ი. ვერ იმოქმედებდა თავისი გაგების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში გონება უსარგებლო იქნებოდა. გარდა ამისა, თუ მოცემული იქნება თავისუფლება გონების გარეშე, მაშინ სავსებით ვერ წარმოვიდგენთ, რას უნდა ნიშნავდეს ის და როგორი თვისებები ექნება მას, რადგან თავისუფლება ნიშნავს, აკეთებდე მას, რაც უკეთესად მიგაჩნია, გონების გარეშე კი თავად თავისუფლება ვერ განისაზღვრავდა მოქმედების მიმართულებას. მაშასადამე, თავისუფლება უნდა იყოს განუყრელ კავშირში გონებასთან. გონების გარეშე თავისუფლება არის არარა, ოცნება.

მეორე, თავისუფლება აუცილებლობით გულისხმობს ძალას, ანუ მოქმედების შესაძლებლობას. იქ, სადაც არ არის მოქმედების შესაძლებლობა, არც თავისუფლებაა. მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ გონებამ აირჩია რაღაც კარგი. თუკი ადამიანს არა აქვს ძალა და შესაძლებლობა ამ კარგისკენ მისწრაფებისა და მისი მიღწევისა, მაშინ მას არც თავისუფლება აქვს. აი, რატომაა, რომ ადამიანის თავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ საზღვრებამდე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა ძალებს. ციხეში მოხვედრილს არა აქვს იმის თავისუფლება, რომ გამოვიდეს იქიდან. სიმაღლიდან ვარდნილს არ ძალუძს შეაჩეროს ვარდნა შუა გზაზე, არა აქვს ამის თავისუფლება. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ადამიანის თავისუფლება შემოსაზღვრულია, მხოლოდ ღმერთია უსაზღვრო საკუთარ თავისუფლებაში. ადამიანის თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია მოქმედების იმ საშუალებებსა და იარაღებზე, რომლებიც მას უბოძა შემოქმედმა ღმერთმა. ჩვენ გვაქვს ფეხები და ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვიაროთ ან ვიჯდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია ვიფრინოთ.

მგონი არავინ დაგვიწყებს კამათს იმის თაობაზე, რომ თავისუფლების ცნება აუცილებელ კავშირშია ამ ორ არსებით თვისებასთან, კერძოდ, გონებასთან და გონების ნაკარნახევის შესრულების შესაძლებლობასთან. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ თავისუფლების ამ ორი თვისების საფუძველზე ავხსნით ნების მოქმედების ყველა მოვლენას.

§142. მოქმედების მოტივების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ნება, როგორც აღვნიშნეთ მე-2 თავში, არის სულის თავად გადაწყვეტილება, დაიწყოს ესა თუ ის მოქმედება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არასოდეს არ არის მიზეზის, ანუ მოტივის გარეშე: მაშინ ხომ იგი ბრმა, არაცნობიერი იქნებოდა. გადაწყვეტილება, ანუ ნება, ყოველთვის წარმოიშობა ადამიანში სხვადასხვა მოტივის შედეგად. მივუთითებთ მათ შორის ყველაზე არსებითებზე:

ჯერ ერთი, ნება ხშირად, უმეტესწილად მოქმედებს წმინდა გრძნობადი მოტივების, ე.ი. სიამოვნების ან უსიამოვნების წარმოდგენათა ზეგავლენით. ასეთია, მაგალითად, ნება ბავშვებისა, რომლებიც ყოველგვარ სხვა მოსაზრებათა გარეშე, მიისწრაფვიან მხოლოდ იმისაკენ, რაც მათ სასიამოვნოდ ეჩვენებათ. ასეთივეა ნება ბევრი მოზრდილი ადამიანისა, რომლებიც თავისი მოქმედების არჩევისას მუდამ გრძნობათა შთაგონებით ხელმძღვანელობენ. მაგრამ ამ მოტივებში მრავალი ვითარება უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან. ნება ზოგჯერ არჩევანს განსაზღვრავს სწრაფად, არაცნობიერად, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბავშვების და ბევრ ნაკლებად განვითარებულ ადამიანთა მოქმედებაში, ზოგჯერ იძულების ზეგავლენით, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ძლიერ გრძნობათა, რისხვის, შეძრწუნების, ძლიერი ვნების ზეგავლენით, ანდა შეშლილ ადამიანთა მოქმედებისას. ცხადია, ამ შემთხვევების დროს ცოტაა თავისუფლება, რადგან გონება სულ არ მონაწილეობს მოქმედებაში.

თუ ნება - თუმცა დაბალი გრძნობადი ლტოლვების ზეგავლენით, მაგრამ მაინც ცნობიერად, განაზრების საფუძველზე - აკეთებს არჩევანს და გონება გრძნობების იარაღია, ეხმარება არჩევანს, ხელმძღვანელობს ნებას, მაშინ უნდა ვცნოთ, რომ მოქმედება სავსებით თავისუფალია, ნებისეულია. მაგალითად, დავუშვათ, რომ ვინმე შეპყრობილია ანგარებით ან გამდიდრებისაკენ ლტოლვით. როცა ამ მდგომარეობაში მყოფი ძაბავს თავის გონებას, ყველა სულიერ ძალას, რათა მიზანს მიაღწიოს, ის თუმცა მდაბალი გრძნობების საამებლად მოქმედებს, სიამოვნების მიღებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მაინც თავისუფლად მოქმედებს. თუკი ამბობენ ხოლმე - ვნებები თავისუფლებას გვართმევენო, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანისათვის ძნელია ვნებებისგან განთავისუფლება, როცა ის ემორჩილება მათ. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი მისულიყო ამ დამონებამდე, იმისათვის, რომ ვნება ჩვევად, ბუნებად ქცეულიყო, საჭირო იყო ვნებისათვის ნების დამორჩილება, ვნების გაბატონება ნებაზე. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ნების სიმტკიცით ამარცხებს თავის მავნე ჩვევებს, ზოგჯერ კი იშორებს თავიდან უძლიერეს ვნებებს, მაშასადამე, აქაც რჩება არჩევანის შესაძლებლობა.

მეორე. ვნება ზოგჯერ მოქმედებს წმინდა გონებისეული მოტივების შედეგად და მოქმედებს გრძნობათა მისწრაფებების საპირისპიროდ. ნების თავისუფლებაში შეიძლება შევეჭვდეთ, როცა ის სხეულის საჭიროებას ექვემდებარება და სასიამოვნო წარმოდგენის ზეგავლენით აკეთებს არჩევანს. მაგრამ როცა ის ემორჩილება გონების მრწამსს და მოქმედებს თავისი გრძნობების მისწრაფების საპირისპიროდ, თავისი სურვილის საპირისპიროდაც კი, აქ უკვე შეუძლებელია უარვყოთ ადამიანის თავისუფლება. ასეთია ნების მდგომარეობა, როცა სული მოქმედებათა არჩევისას უყურებს არა იმას, რაც ჩვენი გრძნობებისთვისაა სასიამოვნო, არამედ უფრო მეტად იმას, რაც შესატყვისია ჭეშმარიტებისა, როცა ნებას განსაზღვრავენ არა შინაგანი მოტივები, არამედ თავად საგნების ღირსებები. ჩვენ, მაგალითად, ნებაყოფლობით ვუმორჩილებთ ნებას კანონის ავტორიტეტს, მივისწრაფვით კეთილი ქცევისკენ, თუმცა წუთიერი გრძნობებისათვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა ამის საპირისპირო მოქმედება, ამიტომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება თავისუფლების უარყოფა.

§143. ნების მოტივებისა და მოქმედებათა კავშირების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ამგვარად, ნათელია, რომ მოტივებს, რომლებიც განსაზღვრავენ ნების მოქმედების გარკვეულ წესს, არ ძალუძთ თავისუფლება წაართვან ადამიანებს. ეს უკანასკნელი ვითარება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირი მოტივსა და მოქმედებას შორის მკაცრად დაემორჩილებოდა აუცილებლობას, ე.ი. თუ გარკვეული მოტივი გარდაუვალად და უსათუოდ წაიყვანდა ნებას, აი, ამ და არა სხვა მოქმედებისაკენ, როგორც სიმძიმე იზიდავს სხეულს ცენტრისაკენ და არა ცენტრიდან. მოტივები ყოველთვისაა, მაგრამ მათი კავშირი მოქმედებასთან არ არის აუცილებელი, ე.ი. ნებას შეუძლია დაეთანხმოს მას, მაგრამ შეუძლია მას არ მისდიოს. საკითხის ამგვარ გადაწყვეტას შემდეგნაირად ედავებიან: „ყოველი სურვილი, ანუ ნება არის გონების ბოლო განსაზღვრა, გონების ბოლო მსჯავრი, მაგრამ არავინ არ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ გონების გადაწყვეტილებები აუცილებლობით არიან აღბეჭდილი, რადგან გონებამ აუცილებლობით უნდა აღიაროს ზოგი წინადადება ჭეშმარიტებად, ზოგი კი - მცდარობად. ზუსტად ასევე გონებას აუცილებლობის ძალით მოსწონს ზოგი მოქმედება, რადგან ისინი ჭეშმარიტნი და სასარგებლონი არიან თავად თავისი არსებით, ზოგი კი არ მოსწონს, რადგან ისინი თავისი არსებით მავნე და ჭეშმარიტების საპირისპირონი არიან. მაშასადამე, არ შეიძლება ვაღიაროთ, რომ ნება, რომელიც მისდევს გონების ამ მსჯავრს, თავისუფალია. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ გაცილებით სჯობია მისდიოს თავისი გრძნობების ჩაგონებას და ისწრაფვოდეს ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნებისაკენ, ვიდრე დაელოდოს მომავალ სიკეთეს, მოქმედებს ზუსტად იმავე აუცილებლობით, რომლითაც ამტკიცებს მათემატიკოსი სამკუთხედის სამი კუთხე ორი სწორის ტოლიაო. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ადამიანი ყველა თავის ქცევაში გონების მსჯავრს მისდევს, ის არ არის თავისუფალი. მაგრამ თუ ის არ მისდევს გონებას, მაშინ ბრმად მოქმედებს". ასეთი იყო საბუთები თავისუფლების წინააღმდეგ ფატალიზმის ერთ-ერთი უძლიერესი დამცველისა - კოლენისა - ინგლისელ განსწავლულ მეტაფიზიკოსთან - კლარკთან მიწერილ წერილებში. მაგრამ ბრძენი კლარკი ამ დებულებებს ძალზე საფუძვლიანად უარყოფს. გონების მსჯავრი ყოველთვის აუცილებელია, რადგან საგანთა ბუნებაზეა დაფუძნებული; მაგრამ ნება არ არის აუცილებელ ფიზიკურ კავშირში ამ მსჯავრთან; რადგან ის მუდამ როდი მისდევს ამ მსჯავრს. მოქმედება და თავისუფლება ორი იგივეობრივი იდეაა. სადაც არ არის თავისუფლება, იქ მხოლოდ პასიურობაა და არა მოქმედება. ჭეშმარიტება და ცდომილება გონებისათვის იგივეა, რაც თვალისათვის სინათლე. ჩვენ არ ძალგვიძს არ დავინახოთ, როცა თვალები ღია გვაქვს, არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ ჭეშმარიტება, როცა გონება ჯანმრთელია. მაგრამ ერთია - განსჯა, მეორეა - მოქმედება. ეს ორი რამ სავსებით დამოკიდებულია ორ განსხვავებულ საწყისზე. პირველი პასიურია, მეორე თავისუფალია. პირველი ისევე განსხვავდება მეორისგან, როგორც მხედველობის მქონე ადამიანისათვის განსხვავებულია გზის ხილვა და თავად გზაზე სიარული. არ შეიძლება იმის თქმა, რომ გზაზე სიარული არის შედეგი გზის ხილვისა. ზუსტად ასევე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ნების გადაწყვეტილება არის აუცილებელი შედეგი გონების მსჯავრისა. რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გონება გარწმუნებს ამა თუ იმ მოქმედების სიკეთეში, მაგრამ ნება არ მისდევს მის მრწამსს. ასევე, ხშირად ხდება ხოლმე, რომ გონება გიბიძგებს რაიმესაკენ, ნება კი თავისი გრძნობების საწინააღმდეგოს აკეთებს. მაშასადამე, ნების განსაზღვრებებში აუცილებლობა არასოდეს არ არის.

§144. შინაგანი ბრძოლა - თავისუფლების საბუთი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გრძნობათა ჭიდილი გონებასთან, შინაგანი გაორება, რომელსაც ყოველი ადამიანი ამჩნევს თავის თავში,  ყველაზე ნათლად ასაბუთებს ადამიანთა ნების თავისუფლებას. იქ, სადაც მოქმედება ექვემდებარება აუცილებელ ფიზიკურ კანონებს, არ შეიძლება ლაპარაკი არავითარ ბრძოლაზე. ამიტომ თუ ნება გარდუვლად წარიმართებოდა აუცილებლობის კანონის მიხედვით, მას აღარ შეეძლებოდა მერყეობა, არჩევანის გაკეთება, არამედ მოიმოქმედებდა ყოველივეს გადაწყვეტილების მიღების გარეშე; სადაც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის, მრავალ მოძრაობათაგან ავირჩიოთ რომელიმე ერთი, უსაფუძვლოა იქ ვივარაუდოთ, არათავისუფალი ნების არსებობა. შინაგანი გრძნობა ყველას გვარწმუნებს, რომ თვით იმ წუთებშიც კი, როდესაც რაღაც ვნება დაუოკებლად მიგვაქანებს რაიმესკენ, შეგვიძლია შევჩერდეთ და დავადანაშაულოთ თავი ჩვენს მოქმედებაში. სინდისი გვკიცხავს ჩვენ ცუდი საქციელისათვის. მისი შინაგანი ხმა შეგნებულად და უტყუარად შთაგვაგონებს, რომ საჭიროა ბრძოლა, საჭიროა მივენდოთ  არა ქვენა წარმოდგენებიდან მომდინარე ლტოლვებს, არამედ გონების კარნახს. გრძნობათა შეკავებით, ვნებებზე გამარჯვებით გამოწვეული შინაგანი კმაყოფილება ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ გაიმარჯვა სწორედ ნებამ, რომ იგი იბრძოდა და არ დაუკარგავს თავისუფლება, არ ქცეულა მონად. ყოველი განვითარებული ადამიანისათვის აუცილებელია ასეთი შინაგანი ბრძოლა. იგი შეიძლება ხანდახან შესუსტდეს, მაგრამ გაქრობით მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება გაქრეს: 1. როდესაც მებრძოლი მხარეებიდან ერთ-ერთი სრულიად გადასძლევს მეორეს, მაგ., როდესაც გრძნობები და ვნებანი ისე დაეუფლებიან ადამიანს, რომ მისი ნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ემორჩილება მათ. მაშინ ქვენა ზრახვათა დაკმაყოფილებისაკენ მისწრაფება მისთვის ნორმალური ვითარებაა. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ბევრი, ვინც მხოლოდ დაბალ ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ცხოვრობს. 2. შინაგანი ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ გაქრება მაშინაც, როდესაც განსჯა იმარჯვებს გრძნობებზე, ხოლო ნება კი ისე სრულქმნილი გახდა, რომ ადამიანი ძლევს საკუთარ თავში გრძნობად ლტოლვებს და ცხოვრობს მხოლოდ ზნეობრივი კანონის შთაგონებით. ვიმეორებთ, ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ შეწყდება, ვინაიდან სრულყოფის რა საფეხურზეც არ უნდა იდგეს ადამიანი, მასში თითქმის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა ქვენა მისწრაფებებთან.

§145. უმაღლესი თავისუფლების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

უმაღლესი, დედამიწის ზურგზე შესაძლებელი თავისუფლების მატარებელია მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც შეეჩვია, დაუმორჩილოს თავისი ნება ზნეობრივ კანონს და ცხოვრობს ქრისტიანულ მითითებათა შესატყვისად. ამის მიზეზი შემდეგია: არავინ დაიწყებს დავას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანად იწოდება მხოლოდ ის, ვისაც შეიძლება სურდეს ყველაფერი ყოველგვარი შინაგანი თუ გარეგანი იძულების გარეშე და ისრულებს კიდეც თავის სურვილებს არა მხოლოდ იძულების გარეშე, არამედ სიხარულით, სიყვარულით, შინაგანი ტკბობითაც კი.

ჭეშმარიტი ქრისტიანის სურვილები სრულიად ძალდაუტანებელია: არც შიშს, არც სირცხვილს, არც რაიმე გარეშე ძალაუფლებას არ შეუძლია განსაზღვროს მისი სურვილები. მას ებადება სურვილი მხოლოდ გონების თავისუფალი მრწამსის საფუძველზე, იმის საფუძველზე, რომ თავისი მისწრაფების საგნის უპირატესობაშია დარწმუნებული. ის ირჩევს სიკეთეს და განუდგება ბოროტებას ბუნებრივად, გულის კარნახით. სავსებით მართებულია, რომ კეთილი სურვილები არასოდეს არ იბადებიან ძალმომრეობითი მოტივებით. შეიძლება აიძულო ადამიანი იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად, მაგრამ შეუძლებელია აიძულო - ისურვოს ასე და არა სხვაგვარად. ამდენად, თუ ადამიანს გულწრფელად, პირუთვნელად სურს სიკეთე, მაშინ მას იგი სურს სრულიად თავისუფლად. მაგრამ თუ ქრისტიანი თავისუფალია თავის სურვილებში, მით უმეტეს თავისუფალია იგი მოქმედებაშიც. ქრისტიანული ზნეობრივი კანონი იმით გამოირჩევა სხვა ადამიანური კანონებისაგან, რომ იგი გადაჭრით გამორიცხავს ყოველგვარ იძულებასა და ძალდატანებას. ჭეშმარიტად ქრისტიანად ყოფნა უნდა ნიშნავდეს სიკეთისაკენ შინაგანად მიდრეკილებას. ჭეშმარიტი ქრისტიანია ის, ვინც კმაყოფილებას პოულობს სათნოებაში, აღასრულებს თავის კანონს შინაგანი ლტოლვის შედეგად, იმის შედეგად, რომ მას ამის გაკეთება სიამოვნებს. დიდი ბრძოლა და ძალისხმევაა საჭირო, რომ მიიყვანო თავი ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ვინც კი მიაღწია აქამდე, მოიპოვა ჭეშმარიტი ქრისტიანული თავისუფლება.

შეიძლება გვითხრან - იმ ადამიანთა მდგომარეობაც, ვინც ვნებებსაა აყოლილი, ხომ ისეთივეა, როგორც აღწერილი მდგომარეობაო: აქაც ადამიანი მოქმედებს შინაგანი ლტოლვების მიხედვით და მოქმედებს სიამოვნებით და სიყვარულით. ნამდვილად, აქ გვაქვს მსგავსება კეთილმოქმედ ადამიანთან, აქაც მოქმედება თავისუფალია (იმიტომაც ისჯება ცოდვა), მაგრამ რაოდენ დიდია განსხვავებაც! გრძნობადობის ბრმა ლტოლვებისა და ვნებების დაკმაყოფილებას ყველაზე უმძიმესი გავლენა აქვს სულის შინაგან ცხოვრებაზე. ვნება იმონებს ნებას, იწვევს შინაგან განხეთქილებას, ბრძოლას და ხშირად უკმაყოფილებასაც, სასოწარკვეთას და მოყირჭებას. ვნების ყოველი დაკმაყოფილება კი არ აწყნარებს, აღელვებს ადამიანს. ერთი სიტყვით, უზნეო ცხოვრება წარმოადგენს სულის არანორმალურ მდგომარეობას, მის მოშლილობას. მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი ატარებს თავის სულში ღვთიურ სამყაროს.

მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ


§146. თავის შინაარსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულის, მისი ძალებისა და უნარების, განსაკუთრებით წინა თავში აღწერილ მის მდგომარეობათა ზუსტი და სწორი შემეცნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება სულსა და ორგანიზმს შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულება და ორგანიზმის გავლენა სულზე. ფსიქოლოგიისათვის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის - სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა ჩვენს დროში წინ წავიდა რიგ გერმანელ მეცნიერთა გამჭრიახობის წყალობით (ნაიე, განსაკუთრებით კარუსი და კოლენკე) [14]. ჩვენ ხშირად, განსაკუთრებით კი ფაქტიური მასალის გადმოცემისას, ვიხელმძღვანელებთ მათი მითითებით. მაგრამ მიუხედავად მათი ღრმა განსწავლულობის აღიარებისა, ჭეშმარიტებისადმი სიყვარული მაინც გვაიძულებს ბევრ არსებით პუნქტში დავუპირისპირდეთ მათ შეხედულებებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ დაპირისპირებულობას არავინ მიაწერს ჩვენს თავდაჯერებულობას. ჭეშმარიტება უმეტესწილად წარმოადგენს საგნის შესახებ ბევრი დავისა და მრავალ მოსაზრებათა შედეგს. ერთეული ადამიანი, რაგინდ განსწავლული და გამჭრიახი უნდა იყოს ის, შეძლებს განიხილოს საგანი ყოვლმხრიობაში.

§147. როდისაა შესაძლებელი სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვება?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჯერ ერთი, ყოველი მიუკერძოებელი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულებას შეიძლება და უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიცა და სხეულიც აღწევენ გარკვეულ განვითარებას და ავლენენ თავიანთი სიცოცხლის ძირითად ფორმებს; ეს კი შეიმჩნევა ბავშვის დაბადებიდან არა უადრეს რვა-ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მასში რამდენადმე თავს იჩენს მიხვედრის და ზოგიერთ სხვა სულიერ უნართა ნიშნები. საერთოდ კი ამ ორ ნაწილს შორის მიმართებას უკეთესია დავაკვირდეთ მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ამ ასაკში ყველა გარემოება აადვილებს და ხელს უწყობს ამგვარ დაკვირვებას. რომ ვინმემ მოინდომოს კიდეც ამგვარი დაკვირვების წარმოება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის ორგანიზმი იწყებს არსებობას ჩანასახის სახით, არ უნდა ველოდეთ მისგან რაიმე წარმატებას განზრახვის შესრულებაში. კიდეც რომ შეძლოს მან თანმიმდევრულად შეისწავლოს ჩანასახის განვითარება მისი ყველა ცვლილებებით განაყოფიერების მომენტიდან სრული ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე, ეს მაინც იქნება საკითხის ცალმხრივი შესწავლა; საკითხის მეორე მხარე, ე.ი. სულის საწყისი და მისი მიმართება წარმოქმნად ორგანიზმთან ყოველთვის დარჩება მისთვის საიდუმლოებად, რადგან შეუძლებელია გაიგო და ამოხსნა - რა მიმართებაში იმყოფება სული წარმოქმნად ორგანიზმთან.

2. ალბათ, ასევე, ყველა ადვილად დაგვეთანხმება, რომ ბავშვი ვითარდება და სრულყოფას აღწევს თანდათან, ამასთან იმ საშუალებებისა და უნარების წყალობით, რაც მან ღმერთისგან მიიღო; ვითარდება მისი როგორც სხეული, ისევე სული: ბავშვი იწყებს იმით, რომ სწავლობს წოვას, ხელ-ფეხისა და სხეულის სხვა ნაწილების გამოყენებას, გრძნობების მოხმარებას და ამთავრებს ბჭობის, დასკვნების გაკეთებისა და შემეცნების უნარის დაუფლებით. ყოველივე ამას იგი იძენს თანდათანობით. ეს ორი დებულება არ საჭიროებს არავითარ დასაბუთებას, ვინაიდან ყოველდღიური გამოცდილება სრულიად უეჭველად გვარწმუნებს მათ სისწორეში. ასე რომ, ისინი შეიძლება აქსიომებად მივიჩნიოთ, მაგრამ, ამასთან, ეს დებულებანი სრულ წინააღმდეგობაშია ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ მეცნიერთა ძირითად ნააზრევთან.

კლენკე თავის „ორგანულ ფსიქოლოგიაში" სულსა და სხეულს შორის მიმართების შესწავლას იწყებს არა მხოლოდ ახალშობილში რაიმე სულიერ უნართა გამოვლენამდე, არამედ დედის საშოში ჩანასახის წარმოქმნამდეც კი: მას მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმს თვით განაყოფიერების აქტიდან სიკვდილამდე აყალიბებს ადამიანის სული. აი, მისი სიტყვებიც: „თუ თვალს გავადევნებთ საერთოდ ორგანიზმის განვითარებას, გენეტიკური გამოკვლევა დაგვანახებს, რომ რაღაც გაურკვეველი წერტილიდან თანდათანობით თავს იჩენს სასიცოცხლო მოქმედება და შინაგანი კანონების შესატყვისად, ამ გაურკვევლობიდან ვითარდება მთელი რიგი მეტამორფოზებისა და წარმონაქმნებისა, თავიანთი დაპირისპირებულობითა და ურთიერთდამოკიდებულებით მუდმივ მიმართებაში რომ იმყოფებიან მთელთან, რომელიც დროსა და სივრცეში ხორციელდება. მაგრამ პერიოდებსა და ფორმებში ორგანიზმის განვითარება ისეთი სიზუსტით ხდება, რომ შეუძლებელია არ ვაღიაროთ სიცოცხლის ყოველ მომენტში პირველსახის, როგორც უმაღლესი იდეალური ძალის, შემოქმედებითი ძლიერება, ორგანიზმის ყოველ წარმონაქმნში რომ იჩენს თავს. ეს იდეალური ძლიერება [15] ქმნის განუწყვეტლად და თანაც ისეთი წინდახედულობით, თითქოს ადრევე მოფიქრებული აქვს ყველა შემდგომი პერიოდი და უკვე არსებული შენაქმნით ამზადებს მომავალს. ამიტომ ორგანიზმის ეს იდეა ამასთანავე წარმოადგენს მთელის პირველსახეს, რომლის სწორ მოძრაობასა და განვითარებაში ვლინდება ცნობიერი აზროვნება. უკვე ჩანასახშივე, თითქოს მთელი მომავლის წინასწარხედვით, იგი ატმოსფეროსა და ამ სამყაროს მოვლენებში ორგანიზმის საცხოვრებლად ისე მომართავს ორგანოებს, ისე გონივრულად განალაგებს განვითარების პერიოდებსა და მეტამორფოზებს, რომ ერთი პერიოდიდან გამომდინარეობს მეორე და ყოველი პერიოდით ნათლად  და თანდათანობით მჟღავნდება ინდივიდუალური სიცოცხლის განმსაზღვრელი იდეის ყოფიერება და ნება რეალურ სამყაროში".

„სხვადასხვაგვარ ნაწილთაგან შედგენილი ასე ლამაზი ადამიანური ორგანიზმი, როდესაც პირველად იდგამს ფეხს ბუნებაში, წარმოადგენს კვერცხის სითხის მხოლოდ წვეთს, თუმცა ინდივიდუალობის იდეა განუყოფლად თან ახლავს მას, ვინაიდან ამ წვეთში იწყება უკვე მომავალი მრავალფეროვნების განვითარება და ჩამოყალიბება. ამ წვეთში იდეა ყველაზე მცირედ ვლინდება, ვინაიდან ბუნების სიცოცხლე ქმნის დროსა და სივრცეში; კვერცხის სითხის წვეთში ჯერ კიდევ საერთოდ არ შეიმჩნევა ის მრავალფეროვნება, რომელიც მომავალ ორგანიზმს ახასიათებს, მაგრამ იმავე წვეთიდან შემოქმედებითად ვითარდება ორგანიზმი. შემოქმედებითი მოღვაწეობა, აღსავსე ცნობიერი, უსასრულო მომავლით, წარმოადგენს იდეას, რომელსაც სულს ვუწოდებთ. იგი იმ ფენომენის ყოფიერების გაგებაა გონების საშუალებით, რომელიც აზროვნებს და მარადიულად არსებული პირველსახიდან ქმნის, გარდაქმნის და აყალიბებს მატერიას. რაც უფრო იზრდება იდეა თავისი რეალური ინტენსიობით, მით უფრო სახესრულია მატერია, როგორც იდეის ექსტენსიური უკუფენა".

„ორგანიზმი განუწყვეტლივ მოქმედებაშია. ეს მოქმედება თავს იჩენს მხოლოდ ინდივიდუალური იდეის მთელი სისრულის გამოვლენით სხვადასხვა ფორმებში, დროსა და სივრცეში, რიგი მეტამორფოზების წყალობით კი აღწევს იმას, რომ ყოველი შემდგომი განვითარება უახლოვდება თავის მიზანს. განუწყვეტელი მოქმედება გულისხმობს წინამავლის მოსპობას, მაგრამ იდეალური განვითარება თუმცა დროში მიმდინარეობს, თავისი არსებით მუდამ რჩება იდეალურად. ამიტომ მოსპობა ორგანიზმის მხოლოდ სხეულებრივ მხარეს ახასიათებს, რაც ვლინდება სუბსტანციის გაქრობასა და ცვალებადობის ფენომენში. ორგანული იდეა ყალიბდება იდეალურად და მისითვე ყალიბდება მატერია პირველსახეშივე წინასწარ დასახული შესაძლო მრავალფეროვნებით. როგორც კი იდეა შეამზადებს ორგანიზმს ბუნებასთან ახალი ურთიერთქმედებისთვის, მაშინვე გამოჩნდებიან ახალი ორგანოები. ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი გარედან ღებულობს გარკვეული მიზნით, აღმოჩნდება თუ არა ინდივიდუალურ სიცოცხლესთან ურთიერთობაში, იშორებს გარეგანი სამყაროს ყველა თვისებას და ორგანიმზის საფუძვლის - კვერცხის სითხის ერთგვაროვნებაში ითქვიფება. მაშასადამე, ყოველ წამს მეორდება ძირითადი ფენომენი, - მარტივის გადასვლა მრავალსახეობაში და ა.შ."

§148. ამ მოძღვრების განხილვა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

აქ მოყვანილი სიტყვებიდან ყველას შეუძლია დაინახოს, რომ მათში მტკიცდება სწორედ ის აზრი, რომ სული, ანუ იდეა თვითონვე ქმნის თავის ორგანიზმს. ეს აზრია გაბატონებული კლენკეს მთელ ფსიქოლოგიაში, მაგრამ იმის ვარაუდი, თითქოს სული, ანუ იდეა თვითონ ქმნიდეს თავის სხეულს, შეიცავს უამრავ შეუსაბამობას და არ შეიძლება გაზიარებული იქნეს დადებითი მეცნიერების მიერ.

ჯერ ერთი, ეს ვარაუდი არ შეიძლება დასაბუთდეს როგორც ფაქტი, როგორც ნამდვილი მოვლენა, და მუდამ დარჩება ჰიპოთეზის სფეროში. განა შესაძლებელია, თვალი მივადევნოთ იდეის, ანუ ფსიქეს მოქმედებას ჩანასახის საწყისი განვითარებიდან, როდესაც თვით ამ განვითარების ხასიათი, ჩანასახის რაგვარობა, მისი  მეტამორფოზები და სხვა, წარმოადგენენ დაკვირვებისათვის იმდენად რთულ მოვლენებს, რომ მათი მთლიანად არც გაგებაა შესაძლებელი და არც ახსნა. ამაში ყველა ფიზიოლოგია შეთანხმებული. თუ იდეის შემოქმედუნარიანობის დაშვებამდე მივყავართ იმ მოვლენას, რომ ჩანასახი ვითარდება საოცრად გონივრულად და რომ ორგანიზმის ჩამოყალიბების ყოველი მეტამორფოზა სრულდება საოცარი წინასწარდასახულობით, მიზანშეწონილობით, მაშინ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედის საშოში ადამიანის ორგანიზმი წარმოიშობა ზუსტად იმავე კანონების მიხედვით, როგორც მცენარე თესლიდან. ისე ჩანს, რომ ჩანასახში წინასწარაა ჩადებული მთელი მომავალი ორგანიზმის ფორმა, არისტოტელე რომ ენტელექიას უწოდებდა და მამაკაცის თესლი ანაყოფიერებს, ე.ი. აძლევს ბიძგს მას წარმოქმნისთვის ისევე, როგორც მცენარის მარცვალში მოცემულია მომავალი მცენარის მთელი ფორმა, რომელიც იწყებს სიცოცხლეს მაშინვე, როგორც კი მიწის ტენი გააღვივებს მას. ამ შეხედულებას გვიდასტურებს ბევრი სწავლული ფიზიოლოგის დამოწმება. აი, ვალენტინის სიტყვები: „ორგანულ სხეულთა თვითმოქმედებას ხშირად იმ ვარაუდამდე მივყავართ, რომ სხეულის მატერიას მართავს განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა, რომელიც ასრულებს არაორგანული ბუნებისაგან განსხვავებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მოქმედებას და მისი საშუალებით განაპირობებს სასიცოცხლო მოქმედებებს... მაგრამ ეს ვარაუდი არა მხოლოდ ვერ გვიხსნის ბევრ უცნობ პირობებს, არამედ, პირიქით, გვიბიძგებს დასკვნებისაკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზუსტი ფიზიოლოგიური ცნების შედეგებს. იგი აღმართავს ბუნებაში არარსებულ კედელს ცოცხალ და არაცოცხალ ფიზიკო-ქიმიურ მოვლენებს შორის. მართალია, ეს ვარაუდი ერთი შეხედვით გვაცდუნებს იმით, რომ სასიცოცხლო პროცესებს მიაწერს განსაკუთრებულ, მაღალი ზეგავლენის უნარს, მაგრამ შედარებით ზუსტი და მიუკერძოებელი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ იგი მხოლოდ აბუნდოვნებს უფრო საოცარი პირობის შესახებ ცნებას: როგორ ახორციელებს ბუნება ცოცხალ ქმნილებაში ამდენ განსაკუთრებულ და მრავალფეროვან მოქმედებას საკვირველად მოწყობილი ორგანიზაციის საშუალებით და ისიც მხოლოდ საერთო ძალებზე დაყრდნობით".

„თუ ვიფიქრებთ, რომ სასიცოცხლო მოვლენები წარმოადგენენ უბრალოდ ბრძნული ორგანიზაციული გეგმის შედეგებს, მაშინ ყველა სიძნელე ქრება: ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩანასახში უკვე ჩაქსოვილია პირობები, რომელთა საშუალებითაც საკვებ ნივთიერებათა შეთვისების შედეგად აღმოცენდებიან საერთო მიზნის შესატყვისი ახალ-ახალი წარმონაქმნები. ამგვარად აღმოცენდებიან, მაგალითად, უჯრედები და ბუშტულები, რომლებიც თავიანთი ბუნების მიხედვით მოქმედებენ უკვე არსებულ ელემენტებზე და განსაზღვრავენ საკვების გარდაქმნას".

ამ სიტყვებიდანაც და იმ ფიზიოლოგთა ყველა ცდა-დაკვირვებიდან, რომელნიც არ მიმართავენ ჰიპოთეზებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის - ისევე, როგორც მცენარეთა - სხეულის ჩამოყალიბების პროცესი გაბატონებულია მხოლოდ ფიზიკური, ქიმიური და ორგანული კანონები. ფიზიოლოგთა დიდი უმრავლესობა იმ დაშვებისკენ უფრო იხრება, რომ ორგანიზმის ჩანასახი ყალიბდება მხოლოდ ორგანული კანონების მიხედვით. გამოცდილ ფიზიოლოგთა შორის იშვიათად თუ ვინმე დაეთანხმება იმას, რომ თვით სული შეგნებულად აყალიბებდეს სხეულს.

მეორეც, ამ დაშვებიდან გამომდინარეობს, ადამიანის სული ჯერ კიდევ თავის ნამდვილ სრულყოფამდე (კერძოდ, მანამდე, ვიდრე შეიძენდეს წარმოდგენის, აზროვნების და ა.შ. უნარებს) მოქმედებს გონიერად, შეგნებულად და უფრო უკეთ და სწორადაც კი, ვიდრე შემდგომ; დაგვეთანხმებით, თავისთვის ასეთი მშვნიერი ორგანიზმის ჩამოყალიბება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ძნელი საქმეა, ვიდრე სულის მთელი შემდგომი მოღვაწეობა. თუ სულმა იმიტომ შექმნა თვალნი, რომ წინასწარ იცოდა სამყაროში სინათლის არსებობა, რომელიც უნდა აღგვექვა, ასევე შექმნა ყურნი იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნებოდა ჰაერის რხევათა აღქმა და სხვ., მაშინ იგი გაცილებით გონიერი ყოფილა მანამდე, სანამ ნამდვილად დაიწყებდა აზროვნებას და მოქმედებას. მაგრამ როგორღა გავიგოთ ვითარება, როდესაც დედის საშოში ასე გონიერი და გამჭრიახი სული ჩვილის დაბადებისთანავე კარგავს ამ თვისებებს და იძულებულია თავიდან დაიწყოს ყველაფრის სწავლა? როგორ ხდება, რომ სული სრულიად ვერ აცნობიერებს თავის ამ შემოქმედებით მოღვაწეობას? ამ კითხვებისაგან თავის დასაღწევად კლენკე არაცნობიერი აზროვნების შესახებ ჰიპოთეზას გვთავაზობს. მისი შეხედულებით, სულში ორგვარი აზროვნებაა - ცნობიერი და არაცნობიერი. უკანასკნელის წყალობითაა, რომ სული აყალიბებს თავის ორგანიზმს. მაგრამ რას წარმოადგენს ეს არაცნობიერი აზროვნება? აზროვნება ცნობიერებაა, ცნობიერება კი აზროვნება. სხვაგვარი აზროვნება არაა და არც შეიძლება იყოს. თქმა იმისა, რომ არსებობს არაცნობიერი აზროვნება, ნიშნავს იგივეს, რომ ვამტკიცოთ შეუგრძნობელი შეგრძნების, უძრავი მოძრაობის არსებობა. ასეთი დაშვებისას ისიც ხომ უნდა ვამტკიცოთ, რომ სკამი, რომელზედაც ჩვენ ვსხედვართ, შეიგრძნობს და აზროვნებს, ოღონდ არაცნობიერად.

ბოლოს, მესამე. არ შეიძლება არ ვახსენოთ კიდევ ერთი შეუსაბამობა. თუ სული მართლაც განზრახ და გონიერად აყალიბებს თავის ორგანიზმს, მაშინ რატომაა, რომ ბევრი ადამიანის ორგანიზმი ასე არასრულყოფილია, ავადმყოფურია, დიდად ნაკლოვანი ორგანოებით აღჭურვილია? უფრო მეტიც, რატომაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზმის ნაცვლად ზოგჯერ ჩნდებიან მახინჯები, რომლებიც არ გვანან ადამიანებს? საოცარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მათ სული წარმოქმნის. რატომ უნდა უმტროს მან თავის თავს! და საერთოდ, აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რადგანაც დაშვებულია, რომ იდეა, ან სული წარმოადგენს ხუროთმოძღვარს, ხოლო ჩანასახი - მასალას, რომლისგანაც იგი ქმნის საკუთარი შეხედულების მიხედვით. თუ ვინმე იტყვის, რომ არანორნალურ ორგანიზმს წარმოშობს არანორმალური მდგომარეობა თვით ამ მასალისა, ჩანასახისა, რომლისგანაც იდეა ან სული ქმნის ორგანიზმს, მაშინ მან ისიც უნდა დაუშვას, რომ ორგანიზმის წარმოქმნა ფიზიკურ ძალებსა და კანონებს ექვემდებარება და, ამდენად, არაა დამოკიდებული სულზე.

§149. ასეთი მოძღვრების საფუძვლის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იმ ფილოსოფიური სისტემის თვალსაწიერიდან, რომლის პრინციპებითაც გამსჭვალულია კლენკეს ფსიქოლოგია, ჩვენს მიერ განხილულ ფსიქოლოგიას, როგორც ჩანს, შეიძლება მოეძებნოს თავისი საკმაო საფუძველი. ეს სისტემა არსებითად არ ასხვავებს სულს და ორგანიზმს, მიიჩნევს რა მას ერთიან არსად. „ორგანიზმი წარმოადგენს იდეის, ან სულის გამოვლინებას, ან იდეა, განხორციელებული სინამდვილეში - ესაა სამყაროს საყოველთაო სასიცოცხლო ძალის ინდივიდუალური გამოვლენა. ორგანიზმი თავის გამოვლინებაში, როგორც გრძნობებს დაქვემდებარებული მთელი, წარმოადგენს ორგანულ სხეულს, არსებითად კი - როგორც იდეალური მთელი, წარმოადგენს ორგანულ იდეას, ანუ სულს". „იდეა და მატერია განაპირობებენ ერთურთს. იდეალური მთელი განივთებული სახით იქცევა რეალობად; ამდენად, ორივეს მიზეზი ერთი და იგივე უნდა იყოს. რეალობად ქცეულნი, მათ არსებით შეერთებულობაში სული და მატერია წარმოადგენს ორგანიზმს, ორგანულ ერთიანობას, რომლის დანაწევრება სხეულებრივ და იდეალურ მხარეებად მეცნიერების თვითნებობის შედეგია". ბოლო ტირადა უორჭოფოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს სისტემა არ უშვებს გენეტიკურ (არსებით) განსხვავებას იდეასა (სულსა) და ორგანიზმს შორის: ისინი წარმოადგენენ რაღაც ერთიანს, როგორც ერთი და იმავე არსის ორი მხარე. ამასთანავე კლენკეს მთელი წიგნის გულდასმით გააზრება საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ მისი აზრით, სული და სხეული არ განეკუთვნებიან სხვადასხვა არსთ; სული წარმოადგენს სამყაროს იდეალური სიცოცხლის იმ განსაკუთრებულ გამოვლენას, კერძო სახეს, რომელსაც ორგანიზმში ინდივიდუალური და ცნობიერი მდგომარეობა იღებს. მაგალითისთვის ავიღოთ შემდეგი სიტყვები: „მეცნიერებას სინთეზური გონებაჭვრეტით უცბად არ შეეძლო მიეღწია განუყოფელი ერთიანისათვის; თავდაპირველად განსჯა ეძებს განსხვავებულობებს და გაყოფით მიღებულ ნაწილებს, რომელნიც სხვათაშორის თვით საგანს როდი ახასიათებენ, არამედ ეფუძნებიან განსჯისეულ სუბიექტურ გააზრებას. და ასე მეცნიერებად ინტელექტუალური გზით გაყო მთელი იდეად ანუ სულად და ა.შ." ე.ი. გაყოფა არ ემყარება თვით საგნის არსს. უფრო ნათლად ეს აზრი გამოთქმულია სხვა ადგილას: „იმდენად, რამდენადაც ადამიანის სული წარმოადგენს ბუნებისა და ღვთაებრივი სულის უმაღლესი ერთიანობის იმ სფეროს, რომელიც გამოიხატება ადამიანის ინდივიდუალურობით" და განეკუთვნება ინდივიდუალურ მოვლენას, ყოველი ორგანულად გამოხატული მიმართულება, როგორც სულიერი გამოვლენა არ შეიძლება დარჩეს იმ ინდივიდუალურ სფეროში, რომელიც განეკუთვნება სამყაროს სულს და წარმოადგენს ცნობიერ ინდივიდუალობას - ფსიქეს".

ცხადია, ამგვარი მოძღვრება წარმოადგენს პანთეისტური მიმდინარეობის შედეგს და არასგზით არ შეიძლება გამართლებულ იქნას არც საღი აზრით და არც ცდით. აქ არაა ადგილი საერთოდ პანთეისტური მოძღვრების უარსაყოფად; ხსენებულ შეხედულებას განვიხილავთ მხოლოდ იმ კუთხით, რომლითაც იგი ჩვენს საკითხს ეხება.

ჯერ ერთი, ეს შეხედულება აღრევაა სხვადასხვა საგნებისა და ცნებებისა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან პანთეიზმი ხომ სუბსტანციებს ურევს ერთმანეთში, თვლის რა თითოეულ მათგანს ერთი საყოველთაო სუბსტანციის სახესხვაობად.

ფიზიოლოგიური ფაქტების მოუკერძოებელ განხილვას მივყავართ სრულიად სხვა შედეგებთან. პირველი თავის შინაარსმა ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ ადამიანში არ შეიძლება არ დავუშვათ არსებობა რაღაც ისეთი არამატერიალური არსებისა, რომელიც სრულიად განსხვავდება მისი ორგანიზმისაგან; სხვაგვარად ვერ ავხსნიდით იმას, თუ როგორ წარმოიშობიან მასში შეგრძნებები. თვით კლენკეც კი მიდის ამავე შედეგებამდე, როცა ფაქტებს არ ღალატობს, მაგრამ სადაც მას გაიტაცებს სურვილი - დაუქვემდებაროს ეს ფაქტები პანთეისტურ სისტემას, იქვე ეხვევა ბურუსში და მისი სიტყვები შეიცავენ აშკარა წინააღმდეგობას. ავიღოთ თუნდაც ზემოთ მოტანილი ტირადა. ძნელი გასაგებია, რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა: „იდეალური მთელი განვითარებული სახით იცქევა რეალობად, ამიტომ მიზეზი უნდა იყოს ერთი და იგივე". შემდეგ კი ვკითხულობთ: ორივე (ე.ი. მატერიაც და იდეაც), რომელნიც რეალობად ქცეულან და სხვ. იბადება კჲთხვა: რა არის მატერია, რომელიც რეალობად ქცეულა? სიტყვა „მატერია" აქამდე ნიშნავდა რაღაც რეალურს, ნივთიერს და ახლაც არ შეიძლება იგი სხვა რამეს აღნიშნავდეს. ამიტომ გამოთქმა - „იდეალური მატერია" შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებში. ანდა დავაკვირდეთ ასეთ გამოთქმას - „ნივთიერების იდეა იქცევა რაელურად". გამოდის, რომ იდეას ადრე არ გააჩნდა რეალობა, ე.ი. ყოფიერება, ვინაიდან იდეის რეალობა მდგომარეობს არ მის ნივთიერობაში, არამედ მის იდეალურ ყოფიერებაში!

იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველი მცდარი სისტემა თვით ამხელს მის ახლოს გაცნობისას თავის თავს საკუთარი ბუნდოვანებითა და შინაგანი წინააღმდეგობებით, ვნახოთ კიდევ ასეთი ადგილი: „ორგანიზმის არსს წარმოადგენს მისი ყოფიერების სასიცოცხლო იდეა, რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად, ე.ი. მიიღოს ნივთიერი ფორმა. განივთება იმდაგვარად მიმდინარეობს, რომ კერძო იდეა ზოგჯერ იქცევა ბუნების მომენტად, ე.ი. დროისა და სივრცის კანონების მიხედვით თავის განვითარებაში მემკვიდრეობითად იმყოფება იდეალურ პირველსახეში დავანებული სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან ურთიერთგანპირობებულობაში. ცალკეული სიცოცხლის ყოფნა წარმოადგენს იდეის განხორციელებას, ე.ი. მის გამოვლენას ჩამოყალიბებულ სხეულში". რაც უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ დახლართულ ფრაზაში, მით უფრო ნათლად წარმოჩნდება მათში წინააღმდეგობანი და შეუსაბამობანი. რა უნდა ვიგულისხმოთ „იდეაში", რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად? თუ ეს შემოქმედებითი იდეაა, რომელიც მარადიულად გააჩნდა ღმერთს და მანვე განახორციელა თავის დროზე, მის შესახებ არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი ისწრაფვის ბუნების კანონების მიხედვით განსახორციელებლად, ვინაიდან შემოქმედებითი იდეა არ ემორჩილება ბუნების კანონებს, არამედ თვითონ ქმნის მათ; თუ ეს ასე არაა, მაშინ საკითხავია - როგორღა გააჩნია იდეას ყოფიერება? პიროვნებაა იგი თუ განსაკუთრებული სუბსტანციის თვისება? ერთი სიტყვით, ეს წარმოდგენა რაღაც იდეის შესახებ თვით ავტორის აზრის გამოვლენაა. განსწავლულმა ფსიქოლოგმა თავის საკუთარ წამოდგენას მიაწერა დამოუკიდებელი არსებობა და აიძულა იგი შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი. ამის შემდეგ ავტორი გამოყოფს კიდევ სიცოცხლის რაღაც ცალკეულ იდეას, რომელიც „ხორციელდება ორგანიზმში, ავლენს თავის თავს დროსა და სივრცეში და იმყოფება პირველსახის სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან ურთიერთობაში". შემდეგ „დავანება ცალკეული იდეისა, რომელიც სიცოცხლის მომენტად (?) იქცა, წარმოადგენს იდეის განხორციელებას ჩამოყალიბებულ სხეულში". ყოველივე ეს, ვიმეორებთ, გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა გვეცოდინებოდა, თუ რას წარმოადგენს თვით ეს იდეა, ყველა ამ სასწაულს რომ მოიმოქმედებს, და თუ რა უფლება გვაქვს განვაპიროვნოთ ეს იდეა, ე.ი. მივაწეროთ ნებელობა, გონიერება, პიროვნული მოღვაწეობა და სხვ.

მეორეც, უკვე ვილაპარაკეთ არაცნობიერი აზროვნების შესახებ არსებულ უცნაური ჰიპოთეზაზე, მაგრამ სისტემაში, რომელსაც ვიხილავთ ჩვენ, კიდევ უფრო უცნაურ რამეს ვაწყდებით; ესაა შეხედულება, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ორგანიზმი მზის სისტემის განმეორებაა, წარმოადგენს კოსმიური სიცოცხლის ინდივიდუალურ განსახიერებას. მზე და პლანეტები მეორდებიან ადამიანში, სასიცოცხლო დაძაბულობა მზის სისტემის ცენტრსა და პერიფერიებს შორის, მოძრაობის, სინათლის, სიმძიმის, ქიმიზმის, ელექტრობის და გალვანიზმის ფენომენები ზოგადი კანონების მიხედვით მეორდებიან ორგანიზმში სასიცოცხლო ქმედებათა სახით. ორგანიზმის მზისეული პრინციპი თავისი კონკრეტული ფორმით თავს იჩენს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ხოლო პლანეტებს იმეორებენ გარეგანი გრძნობები [16].

ერთი შეხედვით, ეს აზრები მაცდუნებლად გვეჩვენება, ვინაიდან თითქოს გვიფართოებენ გონით თვალსაწიერს, მაგრამ ცივი განსჯის კრიტიკის წინაშე ისინი უძლურნი არიან. ორგანიზმის შედარება მზის სისტემასთან რჩება მხოლოდ შედარებად და მას არ შეიძლება გააჩნდეს სხვა მნიშვნელობა. უფრო მეტიც, იგი აშკარა წინააღმდეგობაშია ფსიქოლოგიის ჩვენს მიერ განხილულ ადრინდელ დებულებებთან. დიდი ხანია, რაც დასაბუთებულია და ვერანაირი საღად მოაზროვნე გონება ვერ უარყოფს იმას, რომ მთლიანად მზის სისტემა, სინათლის, ელექტრობის, მაგნეტიზმისა და სხვა ფენომენები წარმოადგენს მატერიის მკვდარ, მექანიკურ მოვლენებს, რომლებიც ემყარებიან მათემატიკის მკაცრ კანონებს. მაშასადამე, თუ ისინი მეორდებიან ორგანიზმში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ ორგანიზმს მართავს მხოლოდ მექანიკური კანონები და რომ ეს ორგანიზმი არ არის რაღაც გონიერი იდეის გამოვლენა. დროებით დავეთანხმოთ ავტორის შეხედულებას და ვირწმუნოთ, რომ ადამიანის ნერვული სისტემა მზეა, ხოლო მისი გარეგანი ორგანოები პლანეტებია და ა.შ. რას უნდა ველოდეთ ამ დებულებიდან? სიცოცხლის რა მხარე შეიძლება აიხსნას მათი საშუალებით? ნუთუ უკეთ გავიგებ ნერვული სისტემის დანიშნულებასა და მოქმედებას, თუ ვიტყვი, რომ იგი მზეს წარმოადგენს? ანდა, განა უკეთ გავიგებ გრძნობების ორგანოების აგებულებას, თუ მათ პლანეტათა როლს მივანიჭებ? არა გვგონია! ამგვარ შედარებებს შეუძლიათ უფრო მცდარი დასკვნებისაკენ გვიბიძგონ, ვიდრე ჭეშმარიტი ცნებებისაკენ.

მესამეც. სული, იდეა და ფსიქე წარმოდგენილია ერთი და იმავე სუბსტანციის სამ განსხვავებულ მდგომარეობად. ეს სამი სახელწოდებაა იმ ერთი სასიცოცხლო ძალისა, რომელიც ქმნის ორგანიზმს. მაგრამ ამ სიტყვათა მოხარების დროსაც ვაწყდებით სხვადასხვა წინააღმდეგობებსა და გაუგებრობებს. მაგალითად, „იგი, ე.ი. ფსიქე, როგორც გრძნობებისადმი დაუქვემდებარებელი ყველა წარმოდგენათა ერთობლიობა (მაშასადამე, ფსიქე წარმოდგენათა ერთობლიობაა??) ფლობს სხეულებრივ ორგანიზმს მხოლოდ მის დაძაბულობაში, ტვინზე კი ზემოქმედებს მხოლოდ იდეალურად (??), მაგრამ არ უნდა ავურიოთ აქ ფსიქე სულთან. სული, როგორც ინდივიდუალური სიცოცხლის ძირითადი იდეა, რომელიც დროებით ამჟღავნებს თავს ორგანიზმის საშუალებით, ცოცხლობს ორგანიზმის მთელ შემადგენლობაში, ორგანიზმისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა და თვით განსხეულებული სული. იგი, როგორც უმაღლესი გონიერი ყოფიერების კერძო შემთხვევა, აზროვნებს არაცნობიერად და ყოველი აზროვნება ორგანიზმში წარმოადგენს მასთან ჰარმონიულ განვითარებაში შეუღლებულ მოქმედებას".

თუ ფსიქე და სული ერთი და იგივე სუბსტანციაა, მაშინ არ შეიძლება იგი ისე თანშეწყობილად გაიყოს, რომ ერთი ნაწილი გარდაიქმნეს სხეულად და იაზროვნოს ორგანიზმში არაცნობიერად. ცხადია, აქ ან სრულიად უარყოფილია განსხვავება ადამიანის ორგანიზმსა და მის სულიერ სუბსტანციას შორის, რაც კლენკეს სისტემის სხვა ადგილებიდანაც ნათლაც ჩანს, ანდა სულის სახელში ფსიქეს სახელისგან განსხვავებული რამ იგულისხმება.

მეოთხე. ბოლოს, ამ სისტემის უკანასკნელ შეუსაბამობას ცდისეულ დაკვირვებებთან ქმნის ის გარემოება, რომ გარეშე ორგანოთა გაღიზიანებები ან ის შთაბეჭდილებები, რომელთაც ორგანოები ნერვების საშუალებით აწვდიან ტვინს, აღრეულია საკუთრივ შეგრძნებებთან. ცდისეულმა ფსიქოლოგიამ დაამტკიცა, რომ ტვინის გარეშე, ორაგანოთა შთაბეჭდილებების გარეშე არ არსებობენ შეგრძნებები, რომ ორგანოები თვითონ კი არ შეიგრძნობენ შთაბეჭდილებებს, არამედ გადასცემენ მათ ნერვულ ცენტრს. კლენკეს სისტემის მიხედვით კი ყოველი ორგანული სფერო ფლობს შეგრძნების უნარს, ყოველ მათგანს ნერვების დახმარების გარეშე შეუძლია შეიგრძნოს. კლენკე ამასაც არ სჯერდება - ორგანული სფეროები არა მარტო შეიგრძნობენ, არამედ აზროვნებენ კიდეც; უფრო ზუსტად, სული აზროვნებს მათში, თუმცა არაცნობიერად, მაგრამ მაინც გონივრულად.

ყველა ამ მოსაზრებათა მიხედვით ძნელია დაუშვა, რომ სული თვითვე ქმნის თავისთვის სხეულს: ჩვენ ამას ვერ ვგებულობთ, არ გვესმის და ვერ ავხსნით. პირიქით, ჩვენი ორგანიზმის ჩამოყალიბება საერთოდ დამოუკიდებელია სულის თვითნებობისაგან. ორგანიზმი თვითონვე ყალიბდება იმ თავისი ორგანული კანონების მიხედვით, რომელთა გამოკვლევას ცდისეული ფსიქოლოგია ახდენს. ეს საერთოდ იმას როდი ნიშნავს, რომ არ არსებობდეს რაიმე დამოკიდებულება და ურთიერთგავლენა ორგანიზმსა და სულის განვითარებას შორის. ასეთ რამეს აუცილებლად აქვს ადგილი, მაგრამ, როგორც შემდეგ დავინახავთ, სხვა სახით.

§150. საიდან წარმოიშვა ასეთი უცნაური შეხედულებები?

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც ემყარება წინამდებარე პარაგრაფში განხილული მცდარი დებულებანი, ეს არის ბევრი მეცნიერის ჩვევა, პიროვნებათა სახით გაიაზროს ბუნების კანონთა გონებისეული წარმოდგენები, ილაპარაკოს მათზე, როგორც დამოუკიდებლად და მიზანდასახულად მოქმედ პიროვნულ არსებაზე.

ასეა, მაგ. წარმოდგენილი სული, ანუ ფსიქე, რომელიც ქმნის ადამიანის ორგანიზმს. უდავოა, რომ ადამიანის სული პიროვნული არსებაა, მაგრამ კლენკე იმ სულზე არ ლაპარაკობს, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ეს სული, ცხადია, თანდათანობით ვითარდება და არ შეუძლია შექმნას თავისი ორგანიზმი. იდეა, რომელიც კლენკესთან ქმნის ორგანიზმს, წარმოადგენს იმ კანონის წარმოდგენას პიროვნებას სახით, რომლის მიხედვითაც ვითარდება ორგანიზმი დედის საშოში. აქ, ავტორი, ცხადია, აპიროვნებს ბუნების ზოგადი სიცოცხლის შესახებ თავის განყენებულ წარმოდგენას, აჯილდოვებს მას ნება-გონებით და ანიჭებს რაღაც იდუმალი მოღვაწის როლს.

გაპიროვნების ასეთი მაგალითები მასთან ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ბუნების ყველაზე მექანიკური კანონები, უმარტივესი ფენომენია, მასთან პიროვნების მსგავსად მოქმედებენ. ამის მაგალითად მოვიყვანოთ საჭმლის მონელების აღწერა. ეს პროცესი ასეა აღწერილი [17]: „განუყოფელსა და გარესამყაროს შორის დაპირისპირება მდგომარეობს ურთიერთზემოქმედებაშიც და იმ მომენტშიც, რომელშიც ერთი მეორის განადგურებით ძალმოსილნი მაინც კვლავ დამოუკიდებელ არსებობას ინარჩუნებენ. განუყოფელი ცდილობს გაანადგუროს გარესამყარო და იმსგავსებს მას თავისი ცხოვრების სფეროში.

გარესამყარო კი ანადგურებს განუყოფელს იმით, რომ გადაჰყავს იგი თავის პირვანდელ საკუთარ ტერულურ მდგომარეობაში. ამასთან, განუყოფელი მუდმივად ადგენს გარესამყაროს იმით, რომ წარმოიდგენს მას და მასში თავის თავს ასახავს. საჭმლის მონელება ინდივიდუალური ორგანიზმის ისეთი სფეროა, რომლის საშუალებითაც განუყოფელის მოქმედება გარე სამყაროზე უარყოფითია. მაგრამ ეს უარყოფა აქ უაღრესად მატერიალური და უმდაბლესი ფორმით ხდება. როგორც კი გარესამყარო მოდის საჭმლის მომნელებელ სფეროსთან შეხებაში, მაშინვე სრულიად კარგავს მატერიალურ თვისებებსა და ხასიათს, იქცევა, ასე ვთქვათ, მასალის აბსტრაქტად, გარდაიქმნება ქიმიურ წვენად, რომელიც შემდეგ ექვევა ინდივიდუალური სიცოცხლის გავლენის ქვეშ. ასე ანადგურებს ორგანიზმი გარესამყაროს თვისებებს. ამით გამოიხატება ინდივიდუალურის აღმატება ზოგადზე და ამაშივე მოჩანს ორგანიზმის თვითშენახვისა და ეგოიზმის ნიშანი: ორგანიზმს თითქოსდა სურს იყოს ერთადერთი, შეითვისოს, გარდაქმნას საკუთარ სხეულად ყველაფერი, რაც კი ემსახურება მის არსებობას".

ცხადია, ამ აღწერაში საჭმლის მარტივი და ადვილად განსამარტავი ფიზიოლოგიური პროცესი წარმოდგენილია გაპიროვნების საშუალებით: კუჭში მოხვედრილი საჭმლის ქიმიური დაშლის პროცესი იწოდება გარესამყაროს განადგურებისაკენ მიმართული ინდივიდუალური სიცოცხლის ძალისხმევად, წარმოდგენილია რაღაც ბრძოლად გარესამყაროსა და ინდივიდუალურ სიცოცხლეს შორის, რომელშიც გამარჯვება უკანასკნელის მხარეზეა. მაგრამ ორგანულ კანონთა ამგვარი გაპიროვნება სრულიადაც არ ფენს ახლებურ შუქს რამეს. უბრალოდ რომ ვთქვათ, კუჭი მოქმედებს მარტივად ფიზიკური და ქიმიური კანონების მიხედვით, არაცნობიერად; ამიტომ არაა საჭირო, წარმოვადგინოთ მისი ქმედება, როგორც რაღაც ცნობიერი და მიზანდასახული.

ამ მიდრეკილებას, ყოველივე აიხსნას გაპიროვნებით, წარმოშობს ის, რომ ფიზიოლოგიის საშუალებით ძალიან ადვილად ასახსნელი, მატივი მოვლენები, რომელთა გასაგებად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, წარმოდგენილნი არიან რაღაც საიდუმლო სახით. მაგალითად, არაფერია იმაზე ადვილი, რომ ახსნა თვალის მოქმედება. ის ჩვენ აღვწერეთ კიდეც პირველ თავში. ახლა კლენკეს მოვუსმინეოთ [18]: „თვალში მოცემულია იდეა იმ ძაბვის ათვისებისა, გარესამყაროში ექსცენტრულად რომ მოქმედებს და სინათლედ იწოდება. სხვა სიტყვებით: ინდივიდუალური სასიცოცხლო იდეა თვალის საშუალებით ისწრაფვის აღმოჩნდეს სინათლის ქმედებასთან ურთიერთობაში. გარესამყარო მოქმედებს თვალზე ნათელი ძაბვით და ამით იწვევს ორგანული სფეროს ცვლილებას. ნერვი მონაწილეობს თვალის ამ შეცვლილ მდგომარეობაში და იმავე დროს თვალის ტვინის საფარველ მასას იმდაგვარად გარდაქმნის, რომ სასიცოცხლო იდეა განიცდის ამ ცვლილებას სინათლის სახით".

დაე, მიუკერძოებელმა მკითხველმა მშვიდად გაარჩიოს მოყვანილი ტირადის ყოველი გამოთქმა და თვითვე დარწმუნდება, რომ მათში ყველაფერი დამყარებულია სიტყვათა თამაშსა და აღრევაზე. „გარესამყარო მოქმედებს თვალზე ნათელი ძაბვით და სასიცოცხლო იდეა გრძნობს სინათლეს" - ნუთუ ეს უფრო გასაგებია, ვიდრე მხედველობის ის მარტივი ახსნა, რომელსაც ცდისეული ფიზიკა გვთავაზობს? ან, ავიღოთ, მაგალითად, სმენის ეს ახსნა [19]: „როცა სხეულები გარე ზეგავლენით აღიგზნებიან შინაგანი მოძრაობისათვის და ამის შედეგად ავლენენ თავის სწრაფვას განმუხტვისაკენ, ე.ი. დიფერენციული მდგომარეობით, ელტვიან პირვანდელ ეთეროვან არსებობას, მაშინ თავს იჩენს საინტერესო ფენომენი, რომელსაც შინაგან რხევას, თრთოლვას, ანუ ნივთიერი შესაძლებლობისა და გაიშვიათების ტალღურ მოძრაობას ვუწოდებთ. ეს ფენომენი იწოდება ბგერად. ბგერის საშუალებით ადამიანი ამყარებს უახლოეს ურთიერთობას ნივთიერ სამყაროსთან, ვინაიდან სხეულთა ჟღერადობა წარმოადგენს სწრაფვას განმუხტვისაკენ, თავისი ძირითადი არსის გამოვლენისაკენ. ამიტომ ბგერაში ყველაზე უფრო ვლინდება სხეულის ძირითადი არსი".

ეს აღწერა არაა ადვილად გასაგები, უფრო მეტიც, იგი შეიცავს არსებით უზუსტობებს; ლაპარაკია იმაზე, რომ ბგერა წარმოადგენს მატერიის არსებით თვისებათა გამოვლენას. ეს არაა მართებული, ვინაიდან ბგერა არ ავლენს სხეულის თითქმის არავითარ თვისებას; იგი სხეულის განსაკუთრებული, შემთხვევითი მდგომარეობაა, კერძოდ, რხევაა. სული ძალიან ცოტა რამეს იგებს სმენის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ შემეცნების თვალსაზრისით ყური ყველაზე ღარიბი ორგანოა; გვიმტკიცებენ კი, რომ თითქოს სმენის საშუალებით მატერიის თვით არსებას ვგებულობდეთ. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმები: „სხეულთა სწრაფვა განმუხტვისაკენ", ან „დიფერენციული მდგომარეობის დაბრუნება პირვანდელ ეთერულ არსებობაში".

გსურთ გაიგოთ რა არის სინათლე? ესაა თურმე სამყაროს სასიცოცხლო დაძაბულობა, რომელიც თავს იჩენს ცნობილი კოსმიური, ცენტრალური, სასიცოცხლო პუნქტებიდან მომდინარე ქმედებაში; იგი თავისი გავლენის ქვეშ მოქცეულ სხეულებში აღძრავს საპირისპირო ქმედებას, რის შედეგადაც თვით ეს სხეულები იქცევიან დაქვემდებარებულ ცენტრებად და სხვ." სხვა ადგილას სინათლე იწოდება „სამყაროს სასიცოცხლო პულსად".

მაგრამ მსოფლჭვრეტის ამგვარი წესი, ამგვარი სწრაფვა ბუნების კანონებისა და მოვლენების, ასევე საკუთარი წამოდგენების გაპიროვნებისაკენ, ვფიქრობ ბუნების ბავშვურ განხილვას უფრო წარმოადგენს. ბუნებრივიცაა, ადამიანები ბავშვობის ასაკში ვერ წვდებოდნენ ბევრი მოვლენის მიზეზებს და ამიტომაც ყოველივეს სულიერ არსებად თვლიდნენ, ყოველივეში ხედავდნენ გონიერ შემოქმედს, ასახლებდნენ ბუნებაში სხვადასხვა ცოცხალ ძალებს, ერთი სიტყვით, აპიროვნებდნენ ბუნების ყველა ძალას. მაგრამ რაც უფრო სრულიყოფა და მტკიცდება ადამიანის გონება, მით უფრო უკეთ გამოყოფს მექანიკურს ცოცხალისა და გონიერესაგან, მით უფრო რწმუნდება იმაში, რომ ყველგან, სადაც კი ცოცხალი ძალის არსებობას გულისხმობდა, მოქმედებს მექანიკური კანონები. ბუნების ახლო გაცნობა ყოველთვის სასწორს მექანიზმის სასარგებლოდ ხრიდა. ამიტომ დღეისათვის მოვლენათა ყველა ეს გაპიროვნება ანაქრონიზმად უნდა ჩაითვალოს. არავინ იტყვის დღეს, რომ სინათლე წარმოადგენს ბუნების რაღაც სასიცოცხლო ძალას, ან რომ ჟღერადი სხეული ისწრაფვის რაღაც განმუხტვისაკენ. სინათლე, ბგერა, მიზიდულობა, წარმოადგენენ მატერიის ნაწილაკების მექანიკური მოძრაობის სახესხვაობებს; ყველა ისინი მეცნიერების მიერ გაზომილ-აწონილია. ერთი სიტყვით, რაც უფრო ახლოს გავეცნობით ბუნებას, მით უფრო მეტი ძალით ვრწმუნდებით იმაში, რომ მთელი სამყარო, რა თქმა უნდა, ცოცხალ სულიერ არსებათა გამოკლებით, წარმოადგენს დიდ, მაგრამ ბრძნულ მექანიზმს. [20]

§151. სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების არსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსი ისაა, რომ სული და სხეული არა მხოლოდ თანაარსებობენ, არამედ ურთიერთს განაპირობებენ. სულისა და სხეულის განვითარება, სრულყოფა და საერთოდ, მთელი ცხოვრება მიმდინარეობს არა მხოლოდ პარალელურად, არამედ უწყვეტი ურთიერთზეგავლენით და ისე მჭიდროდ, რომ ისინი ქმნიან არა ორ, არამედ ერთ არსებას - ადამიანს. სხეულის ყველა, ყოველ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი, მოვლენა აისახება სულში, გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე, განწყობილებაზე, წარმოდგენებზე და, საერთოდ, მთელ მის ცხოვრებაზე და პირიქით, სულის ეს მდგომარეობანი აისახება ორგანიზმში და ხშირად იწვევს მასში განსაკუთრებულ მდგომარეობებს. ამიტომ, თუ არ ავრევთ ერთმანეთში სულსა და ორგანიზმს, თუ არ ჩავთვლით პირველს მეორის არსად და მეორეს - პირველის გამოვლენად, სწორი ცდისა და დაკვირვების საფუძველზე უნდა ვაჩვენოთ - რა სულიერი მოვლენები ექვმდებარებიან  ორგანიზმის გავლენას და თავის მხრივ როგორ ცვლილებებსა და მდგომარეობებს იწვევს სული სხეულში.

§152. ადამიანის უნართა თანდათანობითი წარმოქმნის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ბავშვთა უნარების განვითარების დაკვირვებით ჩვენ იმ ზოგად დასკვნამდე მივდივართ, რომ ორგანიზმი, პირველ რიგში, წარმოადგენს იარაღს, რომელიც ღმერთმა მიანიჭა სულს იმისათვის, რათა მისი საშუალებით მან შეიძინოს ყოველგვარი ცოდნა. ჩვენი სხეული, ვიმეორებ, წარმოადგენს სულისათვის თითქოს დამრიგებელს იმ აზრით, რომ სული ყოველივეს სწავლობს თავისი ორგანიზმის საშუალებით. ჩვილი ყრმის სულის განვითარებაზე გამოწვლილვით დაკვირვებათა ერთობლიობა (ყურადღების პირველი გამოკრთომით დაწყებული, ყველა უნარის სრული განვითარებით დამთავრებული) სავსებით დაასაბუთებდა ამ აზრს; უფრო მეტიც, იგი უაღრესად სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა მრავალი მიმართებითაც. ის იქნებოდა ყველა სულიერი ძალის წარმოშობის, გავითარებისა და წესრიგის ისტორიული კრებული და ფრიად მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ გამოადგებოდა ცდის ერთგულ ფსიქოლოგს. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ამ დაკვირვებათა თუნდაც ზოგიერთი ნიშანი.

ქვეყანაზე ახლად მოვლენილ ჩვილს არ გააჩნია არავითარი სულიერი ძალა და უნარი, გარდა იმისა, რომ მექანიკურად ამოძრავებს სხეულის ნაწილებს და არაცნობიერად, ტირილის მეშვეობით ამჟღავნებს შიმშილის, ტკივილისა თუ სიცივის შინაგან შეგრძნებებს. სულის რაღაც გამონაკრთომი შეიძლება შევამჩნიოთ მასში მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, ხშირად დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. მანამდე კი ბავშვი, მართალია, ხედავს თვალით, უდავოა ისიც, რომ ღებულობს შთაბეჭდილებებს სხვა ორგანოებიდანაც და, ამდენად, მის სულში შეიგრძნობა სინათლე, ფიგურები, ბგერები, სუნი და სხვა, მაგრამ იგი ვერ აცნობიერებს ამ შეგრძნებებს, ე.ი. არ ესმის, რომ ეს შეგრძნებები სწორედ მასში აღმოცენდება.

პირველი უნარი, რომელსაც ვამჩნევთ ბავშვში, ეს სწორედ ყურადღებაა. იგი თავდაპირველად იღვიძებს უმეტესწილად ბგერათა შეგრძნების წყალობით. თუ ძიძას სურს დააძინოს ბავშვი და ამ მიზნით უმღერის იავნანას, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი ტირილს წყვეტს და ცხადია, უსმენს ხმას, ე.ი. იწყებს რაღაც შეგრძნებათა გაცნობიერებას, ანუ აჩერებს მათზე ყურადღებას. მაგრამ ეს ყურადღება, ბგერათა ეს გაცნობიერება დიდხანს გაურკვეველი რჩება მისთვის, ე.ი. ბავშვი კიდევ დიდხანს ვერ გებულობს იმას, რომ ამ შეგრძნებათა მიზეზები მის გარეთაა. მხოლოდ მოგვიანებით ხვდება იგი თანდათან, რომ ეს ბგერები მომდინარეობენ გარე საგნებიდან.

მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე მხედველობითი შეგრძნებების დროსაც. აკვანში მწოლიარე ბავშვის ზემოთ ხშირად ჰკიდებენ რაიმე სათამაშოს. ბავშვი დიდხანს შესცქერის მას სრულიად გულგრილად. შემდეგ უფრო დიდხანს აჩერებს მასზე მზერას, ე.ი. იწყებს იმ შეგრძნების შემჩნევას, რომელსაც იწვევს მასში ეს სათამაშო. მაგრამ კვლავ დიდხანს არ ესმის მას, რომ ეს სათამაშო წარმოადგენს საგანს, რომელიც მის გარეთ არსებობს. მას ეჩვენება, რომ იგი მის თვალშია. ბოლოს, როდესაც ხშირი გამეორების შედეგად სათამაშოდან მიღებული შთაბეჭდილება მისთვის ნაცნობი ხდება და იგი შეეჩვევა ამ შეგრძნებას - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ხელების ხმარებს დაუფლება, ჩვენ შეგვიძლია შევამჩნიოთ, თუ როგორ ამჟღავნებს იგი განზრახვას - წაავლოს ხელი სათამაშოს. აქ კი შეგვიძლია შევამჩნიოთ, თუ როგორ ეშლება მას მანძილი სათამაშომდე. იგი ჯერ ცდილობს წაავლოს ხელი სათამაშოს უშუალოდ თავის თვალებთან, მაგრამ როცა რამდენიმე წარუმატებელი ცდის განმეორება აჩვენებს მას, რომ სათამაშო მოშორებით იმყოფება, ის იწყებს მასსა და საგნებს შორის არსებული მანძილის გაგებას და თანდათან ხვდება, რომ არსებობენ გარე საგნები. მაშასადამე, პირველი უნარი, რომელიც აღიძვრება ადამიანის სულში, ყურადღებაა და იგი ვლინდება გრძნობებზე საგანთა შთაბეჭდილების შედეგად.

დროთა განმავლობაში ბავშვი თანდათან ეჩვევა თავის შეგრძნებათა ურთიერთშედარებას, ამჩნევს ერთი სახისა და საგნის მეორე სახისა და საგნისაგან განსხვავებას. რა თქმა უნდა, იგი პირველ ყოვლისა, ამჩნევს ძიძას, დედასა და იმ საგნებს, რომლებიც მასთან ახლოს იმყოფებიან. მის ყურადღებას იქცევენ თავიდან ისეთი საგნები, რომლებიც გრძნობებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ. ანთებული სანთლის სიკაშკაშე, ან ბუხრის ალი ისე ძლიერ აღაგზნებენ მის გრძნობას, რომ იგი თავიდან ვერ ახერხებს თვალი მოსწყვიტოს მათ. რომ გავიგოთ ის სულიერი პროცესი, რომლის მიხედვითაც ბავშვი ახდენს თავის შეგრძნებათა შედარებას, გავითვალისწინოთ ასეთი მოსაზრება: ბავშვი ძალიან სწრაფად ეჩვევა თავის ძიძას და ასხვავებს მას ყველა სხვა პირისაგან. მაგრამ რა ნიშნით, რა შთაბეჭდილებების საფუძველზე ცნობს და ასხვავებს იგი მას? უდავოა, რომ იგი ასხვავებს ძიძას იმ გარეგნული ნიშნებით, რომელიც გამოკვეთილად მოექცა მისი მხედველობის არეში. ასეთებია: კაბის ფერი, ხმა და სხვ. ძიძამ რომ სხვა კაბა ჩაიცვას და ისე მივიდეს ბავშვთან, ბავშვი მას იუცხოვებს, დაიწყებს ტირილს და არავითარ შემთხვევაში არ ააყვანინებს ხელში თავს. თუ ამასთან ძიძა სხვა ხმაზეც დაუწყებს ლაპარაკს, ბავშვი უფრო ატირდება და დაიმორცხვებს. როცა ძიძა მას თავისი ჩვეულებრივი ხმით მოეფერება, ბავშვი მშვიდდება, თუმცა მაინც უნდობლად დაუწყებს ცქერას. სრულიად დაწყნარდება ბავშვი მხოლოდ მაშინ, როცა ძიძა ძველ კაბას ჩაიცვამს. ეს და მსგავსი მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვი უკვე იწყებს შეგრძნებათა შედარებას, აწარმოებს მსჯელობებს და დასკვნებს, თუმცა სიტყვების გარეშე, მაგრამ მაინც სწორად; მაშასადამე, მასში უკვე იჩინეს თავი აზროვნებისა და თითქმის ყველა უნარების ჩანასახებმა. ამ გონებრივ უნართა პარალელურად, უფრო ადრეც კი, ბავშვებში თავს იჩენს სურვილის უნარები, რომლის ჩანასახი მათ სულში ჩაქსოვილია დაბადებიდანვე.

როგორც უკვე ადრე ვთქვით, ბავშვებს დაბადებიდანვე გააჩნიათ მხოლოდ ერთი უნარი და ძალა - ამოძრაონ თავისი ორგანიზმის ნაწილები. ამ უნარს ისინი დედის საშოშივე იძენენ; დედა ორსულობის შუა პერიოდში უკვე გრძნობს ჩამოყალიბებული ჩვილის ნაწილთა მოძრაობას. ჩვილის მოძრაობანი დაბადებამდე, ასევე დაბადების პირველ დღეებში არაცნობიერი და უფრო მექანიკურია. ახალშობილ ბავშვებს არ შეუძლიათ ისიც კი, რომ მოწოვონ დედის ძუძუ; ძუძუს წოვას ისინი სწავლობენ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დედა რამდენიმეჯერ საკუთარი ხელით მიაწვდის ძუძუს და აგემებს რძეს. ასევე, დაბადებიდანვე ბავშვი სწორად ვერ ფლობს თავის ხელ-ფეხს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ სწავლობს იგი ხელების დანიშნულებას, თვალების მობრუნებას იმ მხარისაკენ, საიდანაც ბგერები ისმის. შესამჩნევია ისიც, რომ ბავშვი დაბადების შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე ვერ ერკვევა თავის ნაწილებში, ე.ი. არ ესმის, რომ მისი ხელები და ფეხები მასვე ეკუთვნის. ხშირად ხდება, რომ კბილების ამოსვლის შემდეგ ბავშვი საკუთარ თითზე იკბენს და შემდეგ იწყებს ტირილს.

ასე წარიმართება ბავშვის სულის განვითარება ღმერთის მიერ მისთვის ნაბოძარი საოცარი ორგანიზმის წყალობით! ბავშვი თანდათანობით ეცნობა გარემომცველ საგნებს, მათ დანიშნულებას; იმდიდრებს მეხსიერებას სხვადასხვაგვარი ცნობებით. როცა კი ტიტინს დაიწყებს, მაშინვე უნებურად ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას, ეკითხება ყველას ყველაფრის შესახებ, რასაც კი პირველად იხილავს. აი, აქ შეიძლება ადვილად ამოვიცნოთ ბავშვის ბუნებრივი მონაცემები, ვინაიდან რაც უფრო ცნობისმოყვარეა ბავშვი, მით უფრო დაძაბული ყურადღებით ეპყრობა გარემოს საგნებს, მით უფრო კარგი უნარებითაა დაჯილდოებული ის.

თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

§153. თავის შინაარსი და დაყოფა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

იმის შემდეგ, რაც წინა თავში ზოგადად გადმოვეცით სხეულსა და სულს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა, შევუდგეთ ცალკეული ორგანული სისტემის სულთან დამოკიდებულების გამოკვლევას. წინასწარ მაინც საჭიროა შევნიშნოთ, რომ ზოგიერთი ორგანული სისტემა სულის მხოლოდ შემეცნებით უნარებთანაა დაკავშირებული (ნერვული სისტემა და განსაკუთრებით თავის ტვინი), ხოლო სხვანი ზეგავლენას ახდენენ უფრო ნებელობით და სამოქმედო უნარებზე, ვიდრე შემეცნებითზე და ხელს უწყობენ ე.წ. ტემპერამენტის ჩამოყა