ქართული საეკლესიო გალობა, ტომი I (გელათის სკოლა, გამოცემა IV)


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

გელათის სკოლა

მწუხრი - ცისკარი - წირვა

წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) და დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერების მიხედვით

      ქართული საეკლესიო გალობის I ტომი წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - ღამისთევის ლოცვისა და ლიტურგიის - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია გელათის საგალობო კილოს 255 საგალობელი, რომლებიც საღმრთისმსახურო წიგნების მიხედვით ტიპიკონურადაა გამართული. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად კი ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.

      წარმოდგენილი წიგნი IV რედაქტირებული გამოცემაა ეს ახალი გამოცემა გარკვეული ცვლილებებით იმეორებს წინამორბედს. ეს ეხება ალტერაციის ზოგიერთ ნიშანს; გარდა ამისა, თუ წინა გამოცემის მწუხრში საგალობლის - "აწ განუტევე" - ჩვენს მიერ ხმაზე გაწყობილი სამი ვარიანტი იყო შემოთავაზებული (იმ ხანად "ბ", "გ" და "ე" ხმის დედნები არ გაგვაჩნდა), წინამდებარე კრებულში გთავაზობთ აღნიშნული საგალობლის დედნისეულ ვარიანტებს.

      წიგნის ხელახალი გამოცემა განაპირობა მასზე მგალობლებისა და მორწმუნე მრევლის დიდმა მოთხოვნილებამ. იგი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.

 

  • კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
  • რედაქტორი: კომპოზიტორი ნოდარ მამისასვილი

 გადმოწერა   (10.8 MB)


კატეგორია: გალობა | დაამატა: vasoelis (24.10.2018)
ნანახია: 157 | თეგები: გელათის სკოლა, ტომი I, გამოცემა IV, ქართული საეკლესიო გალობა, ქართული, საეკლესიო, გალობა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar