ქართული საეკლესიო გალობა, ტომი II ( გელათის სკოლა: თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა საგალობლები)


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

  ქართული საეკლესიო გალობის II ტომი, წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია გელათის საგალობო კილოს სადღესასწაულო საგალობლები. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.

      წიგნი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.

  • კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
  • რედაქტორი: კომპოზიტორი ნოდარ მამისასვილი
  • რეცენზენტი: დავით შუღლიაშვილი

 

      "არამედ სამუსიკელოჲ რაჲ რამეთუ ყოვლითურთ სამოსოჲ არს ჩუენი ესე სომოყუსოჲ მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრთონგთა, ვიტყჳ სამთა დაბამვათა, რომელთა მიერ შეინაწევრების ყოველი შეყოვლებული: მზახრ, ჟირ და ბამ, რქმულნი და რანივე მრთველობანი ძალთა და ჴმათანი. ამათ სამთა მიერ მემოქმედეობენ კეთილ ფთოგოვნებათა, რამეთუ უსწორობისაგან მორთულებათაჲსა მიეცემის სისწორე კეთილ დადასვასა მორთულებისასა. ვინაჲ ესთავე რიცხუსა შორის ზესთა წმიდისა სამობისასა იხილო, ვითარმედ მეთქუენი უშვიელობასა მამისასა, და შობასა ძისასა, და გამოვლენასა სულისა ზესთა წმიდისასა, და ერთობასა ბუნებისასა გასხუებულებითა გუამოვნებათაჲთა. ვინაჲ აწ აქა სამუსოდ გასხუაებულთა ზედა იხილო მზახრსა, ჟირსა და ბამსა ერთობაჲ შეყოვლებისაჲ".

იოანე პეტრიწი

 

      "ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არამც თუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრივ ჩვენი მელოდიები შეუდარებლები არიან და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ესეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისათვის...

ათასწლობით ქართული გალობა ატკბობს ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებს და სომხებს."

კირიონ II (საძაგლიშვილი)
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

 

      "ჩვენ ჩვენი გალობის გადაგვარების და დამახინჯების შიში აღარა გვაქვს, რადგანაც ის ნოტებზეა დაწერილი თავის საკუთარს ჰანგზე, მაგრამ ეს ნოტებად დაწერილი თუ არ დაიბეჭდა, თუ მისი შესწავლა და ცოდნა არ გავრცელდა სასწავლებლებში, ხალხში და არ გაჩაღდა მისი ღაღადება ეკლესიებში, მაშინ მოკლებული თავის დანიშნულებას, გადაგვარებაზე უარეს მდგომარეობაში დარჩება."

ფილიმონ ქორიძე

 

 გადმოწერა   (17.8 MB)


კატეგორია: გალობა | დაამატა: vasoelis (24.10.2018)
ნანახია: 165 | თეგები: საეკლესიო, ქართული, ქართული საეკლესიო გალობა, თორმეტ საუფლო და უძრავ დღსასწაულთა , გალობა, ტომი II | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar