ქართული საეკლესიო გალობა, ტომი V ( გელათისა და შემოქმედის სკოლები: წმინდა იოანე ოქროპირის წირვა)


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

  "ქართული საეკლესიო გალობის" V ტომი, წარმოადგენს ძველი ქართული საეკლესიო (პროფესიული) მუსიკის ნიმუშების კრებულს. მასში შესულია წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის გელათისა და შემოქმედის სკოლის საგალობლები. მუსიკალური რედაქტორის მიერ წარმოდგენილია შემოქმედის სკოლის ის ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს სანოტო თუ აუდიო ჩანაწერების სახით. ასევე, გამოცემას თან ერთვის სანოტო დანართი და აუდიო დისკი, რომლებშიც ქართულ ბგერათწყობაში საგალობლების კომპიუტერული და აუდიო ვერსიებია წარმოდგენილი (არტემ ერქომაიშვილისა და მუსიკალური რედაქტორის ხმები). ეს არის გამოცემის სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია საგალობლების პრაქტიკული და მეცნიერული შესწავლისათვის. (ელექტრონულად განთავსებულ ვერსიაში აუდიო დისკი არ არის წარმოდგენილი)

 

  • შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძემ

რეცენზენტები:

  • ნოდარ მამისაშვილი;
  • ანზორ ერქომაიშვილი

თანადგომისა და ფინანსური უზრუნველყოფისათვის დიდ მადლობას ვუხდით:
ბატონ ივანე ჩხარტიშვილს და ბატონ შალვა (კოკი) ცეცხლაძეს.
მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას

© სრულიად საქართველოს საპატრიარქოს
საეკლესიო გალობის ცენტრი
მალხაზ ერქვანიძე
2008

 

გადმოწერა (9.96 MB)


კატეგორია: გალობა | დაამატა: vasoelis (24.10.2018)
ნანახია: 136 | თეგები: გელათის სკოლა, გალობა, იოანე ოქროპირის წირვა, ტომი V, ქართული საეკლესიო გალობა, წმინდა, ქართული, შემოქმედის სკოლა, საეკლესიო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar