იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“

ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.

კატეგორია: განმარტებანი | დაამატა: vasoelis (05.10.2018)
ნანახია: 807 | ტეგები: უფალო, ძეო ღმრთისაო, ცოდვილი, იესოს ლოცვა, იესუ ქრისტე, შემიწყალე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0