რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი

პარაკლისი (ბერძ. "თხოვნა", "გულმოდგინე ვედრება", "ნუგეში") არის სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი, აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ღმრთის რისხვა: სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, უწვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა. პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა). პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: "უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა...", შემდეგ "ღმერთი უფალი" და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება. ღმრთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა სხვადასხვა პარაკლისები: ჯვრისა, მოციქულთა, მოწამეთა; აგრეთვე მიწისძვრისა და სხვა.

პანაშვიდი (ბერძ.pannychis — მწუხარის ლოცვა, მთელი ღამე ვგალობ). პანაშვიდი ეწოდება მიცვალებულთათვის სავედრებელ ლოცვას. ქრისტიანთა დევნის პერიოდში მიცვალებულებს ღამით ან გამთენიისას კრძალავდნენ, ამიტომ მიცვალებულისთვის ლოცვა ღამით აღესრულებოდა. საეკლესიო ტიპიკონით საზოგადო პანაშვიდები სრულდება ხორციელის შაბათს, დიდი მარხვის 2, 3, 4 შაბათს და სულთმოფენობის წინა შაბათს. მიცვალებულისთვის პანაშვიდი უნდა აღესრულოს გარდაცვალებიდან 3, 9, 40 დღეებში. პირველ დღედ ითვლება გარდაცვალების დღე. ასევე სასურველია პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის დაბადების და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს (მფარველი წმინდანის ხსენების დღეს). პანაშვიდი შედგება 90 ფსალმუნისაგან, ძლისპირებისაგან თავიანთი ტროპარებით (საგალობელი მართლმადიდებელ ეკლესიაში).

საეკლესიო პანაშვიდის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო პანაშვიდი სამგლოვიარო პროცესიებით, მიტინგით, საპატიო ყარაულით კუბოსთან.

 

ხში­რად ადა­მი­ა­ნებს პა­რაკ­ლი­სი და პა­ნაშ­ვი­დი უნებ­ლი­ედ ერ­თმა­ნეთ­ში ეშ­ლე­ბათ. პა­რაკ­ლი­სის და პა­ნაშ­ვი­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, თუ რო­დის უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ ისი­ნი და რას ნიშ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი გვესა­უბ­რე­ბა.

- სი­ტყვა პა­რაკ­ლი­სი ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და გაძ­ლი­ე­რე­ბულ ლოც­ვას ნიშ­ნავს. პა­რაკ­ლი­ტე ნიშ­ნავს ნუ­გე­ში­ნის­მცე­მელს ანუ ადა­მი­ა­ნი უფალს ამა თუ იმ სა­კი­თხზე ხან­გრძლი­ვად ევედ­რე­ბა. არ­სე­ბობს ასე­ვე და­უჯ­დო­მე­ლიც, რო­მე­ლიც ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში შე­იქ­მნა და ხან­გრძლივ ლოც­ვას ნიშ­ნავ­და. ადა­მი­ა­ნი არ ჯდე­ბო­და და ისე ლო­ცუ­ლობ­და, მაგ­რამ პა­რაკ­ლი­სი წირ­ვის შემ­დეგ შე­და­რე­ბით უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი ლოც­ვის ფორ­მაა.

არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლო­ბის, მგზავ­რო­ბის, სწავ­ლის და­წყე­ბის წინ სათ­ქმე­ლი პა­რაკ­ლი­სე­ბი და ა.შ. არის პა­რაკ­ლი­სე­ბის წიგ­ნი და ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი, როცა ამა თუ იმ სა­კი­თხში შემ­წე­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა, პა­რაკ­ლისს წა­ი­კი­თხავს.

 

- რო­დის უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ პა­რაკ­ლი­სი?

- ადა­მი­ა­ნე­ბი წირ­ვის შემ­დეგ მო­ძღვარს პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­დას სთხო­ვენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არას­წო­რი ფორ­მაა იმი­ტომ, რომ წირ­ვა-ლოც­ვა პა­რაკ­ლის­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლია. როცა ადა­მი­ა­ნი წირ­ვა-ლოც­ვას და­ეს­წრო, მან უფრო დიდი ლოც­ვა-ვედ­რე­ბა აღას­რუ­ლა და არ იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი, წირ­ვის შემ­დეგ კი­დევ გა­და­ვი­ხა­დოთ პა­რაკ­ლი­სი.

წირ­ვა­ზე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც ცო­ცხლებს, ისე მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­საც. თუ შენ წირ­ვა­ზე იდე­ქი და კვე­თა­ზე მო­ძღვარ­მა მო­გიხ­სე­ნია, ბუ­ნებ­რი­ვია, და­მა­ტე­ბით პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და უხერ­ხუ­ლია. როცა წირ­ვა არ ტარ­დე­ბა, პა­რაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა მა­შინ ჩა­ტარ­დეს, ანუ წირ­ვის მა­გივ­რად.

ასე­ვე უნდა ვი­ცო­დეთ, რომ პა­რაკ­ლი­სებ­ში არის მღვდლი­სა და დი­აკ­ვნის პა­რაკ­ლი­სი და ქრის­ტი­ან­მა მისი კი­თხვი­სას ის უნდა გა­მო­ტო­ვოს. სა­ხა­რე­ბის წა­კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ კვე­რექ­სე­ბის წა­კი­თხვა არა. პა­რაკ­ლის­ში, სა­დაც მღვდე­ლი და დი­აკ­ვა­ნი წე­რია, მრევ­ლმა ის ად­გი­ლე­ბი არ უნდა ამო­ი­კი­თხოს.

- ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­საც შე­უძ­ლია პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და?

- რა თქმა უნდა, პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ოღონდ შემ­ცი­რე­ბუ­ლი ფორ­მით, სა­დაც მღვდლი­სა და დი­აკ­ვნის ად­გი­ლებს არ კი­თხუ­ლობს. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ეშ­ლე­ბათ, რომ რა­ღაც სა­კი­თხზე კონ­კრე­ტულ ხატ­თან ლო­ცუ­ლო­ბენ. მა­გა­ლი­თად ბა­რა­ქის ლოც­ვა­ზე ევედ­რე­ბი­ან ღვთის­მშობ­ლის ხატს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­რა­ქის ხატს ეძა­ხი­ან, რაც არას­წო­რია. როცა ადა­მი­ანს ნარ­კო­მა­ნი­ი­სა და ლო­თო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა უნდა, ამ დროს შე­უს­მელ ბარ­ძიმს ევედ­რე­ბა, რაც არას­წო­რი ტრა­დი­ცი­აა, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან შე­მო­ვი­და და ჩვენ­ში მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით დამ­კვიდ­რდა.

უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი ერ­თია და მისი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ხა­ტე­ბი მრა­ვა­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა ერთი და იგი­ვე ღვთის­მშო­ბე­ლია. შენ თუ გწამს, რომ შე­უს­მელ ბარ­ძიმ­თან ილო­ცებ და გა­ნი­კურ­ნე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სხვა­დას­ხა სა­კი­თხებ­ში და­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა თუ ადა­მი­ანს სწამს, რომ ამა თუ იმ ლოც­ვის წა­კი­თხვის მერე გა­ნი­კურ­ნე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ეს უფრო წარ­მარ­თო­ბას­თან დაგ­ვაბ­რუ­ნებს, როცა მრა­ვალღმერ­თი­ა­ნო­ბა იყო. თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ა­ნებ­მა ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქოს გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ე­ბად დაყ­ვეს, თით­ქოს ღმერ­თს აღარ ვეხ­ვე­წე­ბით და ამა­ვე დროს გარ­კვე­ულ წმინ­დანს ვე­ვედ­რე­ბით.

ჩვე­ნი ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მა­ტე­რი­ა­ლი­ზე­ბაა, ანუ ადა­მი­ა­ნი კარ­გად ლო­ცუ­ლობს მა­შინ, ხში­რად და­დის ეკ­ლე­სი­ა­ში როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა ვი­ლო­ცოთ, მაგ­რამ ნო­მერ პირ­ვე­ლი თხოვ­ნა და ვედ­რე­ბა ის არის, რომ ჩვენ მად­ლი­ე­რი ვი­ყოთ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ბა­ში და უფ­ლის­გან სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­და ვი­თხო­ვოთ. და­ნარ­ჩე­ნი კი რო­გორც ქრის­ტე ამ­ბობს, მოგ­ვე­ცე­მა რად­გან თუ ჯერ მა­ტე­რი­ა­ლურს ვი­თხოვთ, წარ­მარ­თებს ვემ­სგავ­სე­ბით.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა პა­რაკ­ლის­სა და პა­ნაშ­ვიდს შო­რის?

- პა­ნაშ­ვი­დი სი­ტყვა-სი­ტყვით ნიშ­ნავს - მთე­ლი ღამე ვლო­ცუ­ლობ­დი. თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში პა­ნაშ­ვიდს მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის იხ­დი­ან, თუმ­ცა ადრე ცო­ცხალ­თათ­ვი­საც არ­სე­ბობ­და პა­ნაშ­ვი­დი. მა­გა­ლი­თად ადრე იყო ხან­გრძლი­ვი პა­ნაშ­ვი­დი იმ ადა­მი­ან­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. სა­ნამ მო­ძღვა­რი მათ აზი­ა­რებ­და, ხანრგძლივ პა­ნაშ­ვიდს უკი­თხავ­და, რომ ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში გან­წმენ­დი­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მას ზი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა დაბ­რუ­ნე­ბო­და.

დღე­ვან­დელ პრაქ­ტი­კა­ში პა­რაკ­ლი­სი და და­უჯ­დო­მე­ლი არის ჯან­მრთე­ლო­ბის და წარ­მა­ტე­ბის­თვის ცო­ცხალ­თათ­ვის, ხოლო პა­ნაშ­ვი­დი მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვი­საა. სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის დროს პა­ნაშ­ვიდს არ ვიხ­დით, თუმ­ცა თუ ვინ­მეს მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ დღეს უნდა, არც ეს არის პრობ­ლე­მა.

- რას ნიშ­ნავს და­უჯ­დო­მე­ლი ლოც­ვა?

- სი­ტყვა აკა­თის­ტო და­უჯ­დო­მელს ნიშ­ნავს. ეს არის და­უჯ­დომ­ლად ხან­გრძლი­ვი ლოც­ვის წა­კი­თხვა. და­უჯ­დო­მე­ლი უფრო შემ­ცი­რე­ბუ­ლია და მას­ში მღვდლის და მგა­ლობ­ლის სა­კი­თხა­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად არის. სა­სურ­ვე­ლია ადა­მი­ა­ნებ­მა და­უჯ­დო­მე­ლი იკი­თხონ, ვიდ­რე პა­რაკ­ლი­სე­ბი, მაგ­რამ რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით პა­რაკ­ლი­სე­ბის კი­თხვაც შე­უძ­ლი­ათ.

კატეგორია: განმარტებანი | დაამატა: vasoelis (13.11.2018)
ნანახია: 398 | ტეგები: პანაშვიდი, პარაკლისი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0