მონასტერი "პანაღია სუმელა"


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

მონასტერი პანაღია სუმელა - უნიკალური ადგილი ლაზეთში

მდებარეობა: დღევანდელი თურქეთის ტერიტორია
დაარსებულია: ახ.წ. 375-395 წლებში.
კოორდინატები: 40°41'24.1"N 39°39'30.1"E


ისტორია:


მონასტერი პანაღია სუმელა (სუმელას მონასტერი), განლაგებულია თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ქალაქ ტრაბზონში შავი ზღვის პირას და ითვლება არა მარტო უძველეს მართლმადიდებლურ ტაძრად, არამედ ძალიან რთულად მისადგომად.

მონასტერი პანაღია სუმელა

მონასტერში ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი ჩამოდის საბერძნეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან. გარდა ამისა იქ მოხვედრაზე ოცნებობენ ტურისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც არიან სხვა აღმსარებლობის: კათოლიკეები, მუსულმანები, ბუდისტები. საკვირველი ამაში არაფერია, საქმე იმაშია, რომ დაარსებიდან 1923 წლამდე, წმინდა ადგილი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მუდმივად იპყრობდა ყურადღებას, რადგან სწორედ მის კედლებზე ინახება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული სიწმიდე - ღვთისმშობლის ხატი "პანაღია სუმელა".

ღვთისმშობლის ხატი პანაღია სუმელა

არსებობს უძველესი გადმოცემა, რომ დაწერილი სასწაულთმოქმედი ხატი, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი მაცხოვართან ერთად, შესრულებულია ლუკა მახარებლის მიერ. გარდა ამისა, იგი მართლმადიდებლურ სამყაროში მიჩნეულია ხატმწერებისა და ექიმების მფარველად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმინდა ლუკა, რომელმაც დაწერა პანაღია სუმელას ხატი, რომელიც 1923 წლამდე იყო მისი სახელობის მონასტერში , იყო თვითმხილველი სასწაულებისა, რომელსაც იესო ქრისტე იქმოდა ცოდვილ ხალხზე. უფრო მეტიც, ამ წმიდანმა მისცა ჩვენი სამყაროს რამდენიმე სასწაულმოქმედი ხატი ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც ეთაყვანებიან არა მხოლოდ მართლმადიდებელი მორწმუნეები, არამედ მათ შორის კათოლიკეები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არის პანაღია სუმელას მონასტერი თურქეთში ძალიან პოპულარული.

მონასტერი პანაღია სუმელა

სამწუხაროდ, დღესდღეობით მონასტერს არ შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა მომლოცველებზე მდიდარი ინტერიერით საოცარი კედლის ფერწერით და ორნამენტებით, რადგან ბევრი მათგანი დროთა განმავლობაში დაზიანდა, ზოგიერთი კი შეგნებულად გაანადგურა და წაშლილია ვანდალებისა და ფანატიკური ისლამისტების მიერ. სხვათა შორის, ასეთი დამოკიდებულება სუმელას მონასტრის მიმართ დაიწყო მე -19 საუკუნის ბოლოს. ამ დრომდე მართლმადიდებლური ტაძარი, რომელშიც ბერები თავის წმიდა ლოცვებს აღუვლენდნენ ღმერთს, ქალწულ მარიამს და წმინდანებს, სარგებლობდა არა მარტო დიდი გავლენით, არამედ ოსმალეთის ჯარისკაცებიც არ შეხებიან, როდესაც მათ დაიპყრეს ტერიტორია დღევანდელი ტრაპიზონისა. თუმცა მონასტრის ჩამოყალიბებისა და აღორძინების ისტორია, ისევე როგორც მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში იმსახურებს მეტ ყურადღებას და უკეთ მოპყრობას, რადგან პანაღია სუმელას მონასტრის მშენებლობა თურქეთში დაიწყო 386 წლის შემდეგ, რაც ჩვენი სამყაროს მხსნელი განკაცდა.

მონასტრის მშენებლობა

ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სუმელას მონასტერი დააარსა ორი ბერმა ბარნაბამ და სოფრონიმ. ზუსტად მათ გამოეცხადა დედა ღვთისა და დაავალა მონასტრის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 300 მეტრზე და გამოკვეთილია ცარცის კლდეში.

მონასტერი პანაღია სუმელა

წმინდა ლუკას დაწერილი ხატი "პანაღია სუმელა" იმ დღეებში ინახებოდა თებეში. ბერების მონათხრობის შემდეგ, ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, მღვდლებმა, დიდი პანაღიას ტერიტორიაზე მდებარე ტაძრიდან, გადასცეს სიწმიდე ბარნაბას და სოფრონის. 386 წელს ორი მართლმადიდებელი ბერი დიდი გაჭირვებით ავიდა ცარცის მთის ციცაბო კლდეებზე და დაარეს მონასტერი.

იმ დროს ტრაბზონის მმართველი იყო ავგუსტალე კორტიკი. რა თქმა უნდა, ორი ადამიანი, მიუხედავად მათი უსაზღვრო სიყვარულისა ღმერთისა ვერ შეძლებდა საკუთარი ძალებით გამოეკვეთათ უზარმაზარი მონასტერი. გადმოცემის მიხედვით, ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს ზაბულონის მთაზე იოანე ნათლისმცემლის საპატივცემულოდ აგებული მონასტრის ბერებმა. იმ დროს წმიდა ტაძარი, რომელიც აშენდა პატივად იმ წმინდანისა, ვიც მონათლა თავად იესო ქრისტე და მიიღო საშინელი სიკვდილი, იყო დიდად გავლენიანი მიმდებარე ტერიტორიებზე და არ არის გასაკვირი, რომ ფლობდა უზარმაზარ საშუალებებს. სხვათა შორის, დასტურად იმისა, რომ სუმელას მონასტერის მშენებლობაში ჩართული იყო ფული და შრომა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა, არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, 1800 წლამდე მართლმადიდებლური სალოცავი, სადაც ინახებოდა ხატი, რომელიც იყო მოხატული წმინდა ლუკას მიერ ზაბულონის მთაზე, მადლიერების ნიშნად შვიდ წელიწადში ერთხელ აგზავნიდა 7 წლის ასაკის ჯორს და ყოველწლიურად 50 დიდ ჭურჭელს სავსეს ზეთითა და ცვილით.

მონასტერი პანაღია სუმელა

ამჟამად, არსებობენ უდავო ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ თავდაპირველად, ცარცის მთაზე ბარნაბამ და სოფრონიმ ააგეს ტაძარი მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. სულ სუმელას მონასტრის ტერიტორიაზე სამი ეკლესიაა. მეორე ტაძარი აშენდა დედა ღვთისას საპატივცემულოდ და მესამე არის მოციქულთასწორის კონსტანტინე და ელენეს სახელობის. ბუნებრივია, ყველა ეს წმინდანები არიან პატივსაცემი მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუმცა, დღემდე გამოცანად რჩება, რატომ არ ააშენეს ბერებმა პირველი ტაძარი საპატივცემულოდ მარად ქალწულისა, რადგან ის იყო, ვინც გამოეცხადა ბარნაბას და სოფრონის და სთხოვა მათ, რომ დაარსებულიყო მონასტერი მის სახელზე. ბევრმა მეცნიერმა არაერთხელ ჩაატარა სხვადასხვა კვლევა დოკუმენტებისა, ისევე, როგორც პანაღია სუმელას მონასტრისა და ისინი ყველა ერთხმად ამბობენ, რომ პირველი ტაძარი აშენდა პატივად მთავარანგელოზ მიქაელისა. პასუხი კითხვაზე "სახელდობრ რამ მოახდინა გავლენა ბერების გადაწყვეტილებაზე პირველად გამოკვეთილიყო ყოვლადწმიდა ქალწულის სახელობის ტაძარი?" უნდა ვივარაუდოთ, რომ გაუცემელი დარჩება.

მონასტერი პანაღია სუმელა

ამბავი ახალი სუმელას მონასტრის შესახებ, რომ იქ ინახება ფასდაუდებელი ქრისტიანული რელიქვია გავრცელდა თითქმის მთელ ევროპაში. ათასობით პილიგრიმი მიესწრაფოდა წმინდა ადგილს, რათა თაყვანი ეცათ ღვთისმშობლის ხატისთვის, რომელსაც ეწოდება "პანაღია სუმელა". მომლოცველთა ასეთმა მოზღვავებამ ბერები იძულებული გახადა, ჯერ კიდევ ბოლო ტაძრის მშენებლობისას დაეწყოთ სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც შესაძლებოდა იქნებოდა მორწმუნეთა დაბინავებისა. ეს იყო მხოლოდ პირველი შენობა მომლოცველთათვის. შემდგომში, სუმელას მონასტრის მოსამსახურეებმა გასცეს განკარგულება, ახალი სასტუმროების აშენებაზე. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა შენობა, გამონაკლისის გარეშე, იყო გამოკვეთილი პირდაპირ კლდეში და მიუხედავად იმისა, რომ ის შედგებოდა ძირითადად ცარცისგან, მშენებლებს უხდებოდათ ჭეშმარიტად ტიტანური ძალისხმევა, რათა გაფართოებულიყო მონასტერი.

მონასტერი პანაღია სუმელა

მონასტრის ისტორია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონასტერი ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე გახდა სათაყვანებელი ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ბერებს უხდებოდათ ბარბაროსებისა და ვანდალების შემოსევის გადატანა. იმის გამო, რომ სამი ეკლესია, დამხმარე შენობები და სასტუმროები მომლოცველთათვის განლაგებულია ძნელად მისასვლელ ადგილებში, ძარცვა არ იყო ხშირი, თუმცა ხდებოდა. არსებობს მოწმობა სუმელას მონასტერზე, მე-6 საუკუნის ბოლოს ყაჩაღთა თავდასხმის შესახებ. მაშინ თითქმის ყველა საგანძური მონასტრისა იყო გატანილი ვანდალების მიერ, მხოლოდ ხატი იყო მოხატული წმინდა ლუკას მიერ და ზოგიერთი სხვა წმინა ნივთები სასწაულებრივად გადარჩა. სასწაული... და როგორ შეიძლება ეს იყოს სხვაგვარად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასწაულმოქმედ ხატზე? თუმცა ყაჩაღებისა და მძარცველებისათვის ყოველთვის საინტერესოა კეთილშობილი ლითონები, ხოლო დანარჩენი არ არის ღირსი მათი ყურადღებისა. უკვე 644, წელს სუმელას მონასტერში გამოჩნდნენ ახალი ბერები, რომლებმაც რეკორდულ დროში ააღორძინეს, წესრიგში მოიყვანესდა გამოსადეგი გახადეს პილიგრიმთა მოსალოცად.

ყველაზე აღმავალი პერიოდი მონასტერს ჰქონდა კომნენოსების დინასტიის მმართველობისას. მათ შეუზღუდავი ძალაუფლება არა მხოლოდ ტრაპიზონში, არამედ გარკვეული დროის ინტერვალით მთელ უზარმაზარ ბიზანტიის იმპერიაში იგრძნობოდა. თითოეული მმართველი დინასტიისა მიიჩნევდა, რომ მათ მოვალეობაში შედიოდა მონასტრის დაცვა და პატრონობა წმინდა რელიქვიისა დაწერილი წმინდა მახარებელ ლუკას მიერ, რომელიც იყო მოწმე იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა. მონასტერს ყოველდღიურად მოინახულებდა მრავალრიცხვოვანი მომლოცველთა ჯგუფები შორეული ადგილებიდან.

მონასტერი პანაღია სუმელა

უზარმაზარი წვლილი სუმელას მონასტრის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის შეიტანა იოანე II, მისი შვილმა, შვილიშვილმა და შვილთაშვილმა. მეფის ბრძანებით მონასტერს საჩუქრად გადაეცა 24 სოფელი და 40-მდე პატარა დასახლება, საიდანაც შემოსავალი იგზავნებოდა ციხესიმაგრეების, ბერების სენაკებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობისათვის. გარდა ამისა, მონასტერმა იოანე II შვილთაშვილისგან , რომელიც მართავდა 1349-1390 წლებში, მიიღო თითქმის 1370 პრივილეგია. ბერებს არ დაავიწყდათ ეს სიკეთე და მთავარი ტაძრის მარჯვნივ ზემოთ შესასვლელში განათავსეს ლექსი, რომელშიც ადიდებდნენ ალექსეი III საქმეებს და მის ფასდაუდებელ წვლილს მართლმადიდებელი რწმენის გავრცელებისათვის მსოფლიოში. სხვათა შორის ამოკითხვა სიტყვებისა შესაძლებელი იყო მეჩვიდმეტე საუკუნემდე, შემდგომში დრომ ნელ-ნელა სამუდამოდ წაშალა.

საოცარია, მაშინაც კი, რაც ტრაპიზონი და მისი მიმდებარე მიწები ნაწილი გახდა ოსმალეთის იმპერიისა, მართლმადიდებელი ეკლესია განაგრძობდა განვითარებას და სარგებლობდა უზარმაზარი გავლენით. ერთმა სულთანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბერებს და სუმელას მონასტერს, რომელშიც დაბრძანებულია მართლმადიდებლური სამყაროს სიწმინდე "პანაღია სუმელა" აქვს სრული თავისუფლება და პრივილეგიები, რომლებიც მიენიჭა კომნენოსების დინასტიის მმართველობის დროს. უფრო მეტიც, სულთან სელიმ I და ყველა მისი შთამომავალი, რომელიც, ბუნებრივია, ისლამის აღმსარებლები იყვნენ, გამუდმებით ასაჩუქრებდნენ მონასტერს და მთავარი ტაძრის გუმბათი სპილენძით დაფარეს. სელიმ I შვილიშვილმა გადაწყვიტა, რომ სპილენძი არ არის საკმარისად კეთილშობილური მასალა ასეთი წმინდა ადგილისათვის და ბრძანა სპილენძის შეცვლა სუფთა ვერცხლით.

მონასტერი პანაღია სუმელა

უბრალოდ ახსნას ეწინააღმდეგება , თუ რა მოტივაცია ჰქონდათ ოსმალეთის იმპერიის მმართველებს, როდესაც გამოიჩინეს ასეთი ზრუნვა ტაძარზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათ სარწმუნოებასთან. თუმცა, ბერები ევედრებოდნენ სულთანს, უარი ეთქვა სახურავის საფარის, სპილენძის ვერცხლით შეცვლაზე, რადგან ეშინოდათ, რომ ურიცხვი სიმდიდრე, ადრე თუ გვიან დიდი საცდური იქნებოდა ყაჩაღებისა და მძარცველებისათვის.

კეთილდღეობა სუმელას მონასტერისა, რომელიც მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, გაგრძელდა 19-ე საუკუნმდე. კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ 1863 წელს მონასტერს ჩამოართვა მთელი თავისი ქონება და პრივილეგიები. მომლოცველები უკმაყოფილოდ შეხვდნენ ამ განკარგულებას და საპატრიარქომ, იმის შიშით რომ საპროტესტო აქციები არ გამართულიყო, სასწრაფოდ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება. თუმცა 39 წლის შემდეგ გამოსცა ახალი განკარგულება, რომელიც გახდა საბოლოო. მონასტრისთვის დადგა უმძიმესი დროება. პირველი მსოფლიო ომის სისხლიანი ბრძოლების გამო მონასტრის ყველა ბერმა დატოვა ოდესღაც ძლიერი და გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის კედლები. მრისხანებისგან გაგიჟებული თურქები შეიჭრნენ მონასტერში, დაივიწყეს რა, რომ ოსმალეთის იმპერიის დროსაც მონასტერი სარგებლობდა პატივისცემით და დაიწყეს ყველაფრის მსხვრევა და მიტაცება, რაც შესაძლებელი იყო. თითქმის მთლიანად გაანადგურეს კედლის ფერწერა და იმ გამოსახულებებზე, რომლებიც ვერ წაშალეს, წმინდანებს თვალები დაუჩიჩქნეს.

მონასტერი პანაღია სუმელა

მონასტერი "პანაღია სუმელა" - მომლოცველთა წმინდა ადგილი

მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა თითქმის მთლიანად გაძარცვეს და გაანადგურეს შინაგანი მოწყობილობა მონასტრისა, ისინი ვერ დაეუფლნენ "პანაღია სუმელა"-ს ხატს, რადგან ბერებმა დაკრძალეს წმინდა რელიქვია. მხოლოდ 1923 წელს ერთმა ბერმა გამოიჩინა გმირობა. მან მოიძია ხატი და გადააბრძანა ათენში. სასწაულმოქმედი ხატი "პანაღია სუმელა" არსებობს ჩვენ დროშიც, ისევე როგორც მონასტერი, რომელიც მდებარეობს 300 მეტრზე ზღვის დონიდან. ხატი ღვთისმშობლისა დაწერილი წმინდა ლუკას მიერ დაბრძანებულია საბერძნეთში, ქალაქ ნაუსას სპეციალურად აშენებულ საკურთხევლში. მონასტერი, რომელიც გამოიკვეთა მე-4 საუკუნეში დგას თავის ადგილზე, მაგრამ თანამედროვე მომლოცველები და ტურისტები ვეღარ დატკბებიან უნიკალური და ლამაზი ინტერიერით და შესანიშნავი კედლის მხატვრობით, რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნინიშეთ, გაანადგურეს თურქებმა პირველი მსოფლიო ომის დროს. თუმცა, სამი ეკლესიის, სასტუმროების და სამონაზვნო კელიების დათვალიერება შესაძლებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ აშენდა ქვის ან აგურისგან, არამედ გამოიკვეთა კლდეში და ვანდალებმა ვერ შეძლეს მისი განადგურება.

"როგორ ვეწვიოთ პანაღია სუმელას მონასტერს თურქეთში?" - ეს კითხვა აწუხებს მრავალ თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანს. რთული ამაში არაფერი არ არის. საკმარისია შეიძინოთ ტური თურქეთში იმ ადგილას, სადაც თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში დაბრძანებული იყო ხატი, დაწერილი წმიდა ლუკას მიერ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გზა მონასტრისაკენ ადვილი არ იქნება, არანაირი საბაგირო და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები იქ არ შეგხვდებათ.

მონასტერი პანაღია სუმელა

წმინდა ადგილამდე მისასვლელად ციცაბო ფერდობების გავლა მოგიწევთ. თუმცა, ასეთი რთული მარშრუტი დასაძლევად ღირს. ადამიანების თქმით, რომლებსაც გაუმართლათ და მოინახულეს "პანაღია სუმელა", მონასტერში თითოეულ მომსვლელზე გადმოდის ღვთის მადლი და ეუფლება ენით გამოუთქმელი გრძნობა. 2010 წლის 15 აგვისტოდან, მსოფლიო პატრიარქის თხოვნით, რომელმაც თავის დროზე მართლმადიდებლურ მონასტერს ტრაპეზუნდში (თანამედროვე ტრაბზონი) შეუჩერა ყველა პრივილეგია, ღვთისმშობლის მიძინების დღეს ტარდება საღვთო ლიტურღია. აგრეთვე არსებობს შეთანხმება, რომ 18 აგვისტოს მონასტრის დამფუძნებლებს ბარნაბას და სოფრონის მიეგოთ პატივი და თაყვანისცემა.


მონასტერი პანაღია სუმელა


სუმელას უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში, არის ქართველთა ისტორიულ მიწაზე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ტრაპიზონთან მდებარე უნიკალური მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის გამო. სუმელას მონასტერი 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ის დააარსა ათონელმა მღვდელმა ახ.წ. 375-395 წლებში. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, რადგან საკმაოდ ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ამ დროს მონასტერში ასვლა წარმოუდგენელი ხდება.

მონასტერი პანაღია სუმელა


ბერები ამ მონასტერში მე-19 საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა მათ მიერ კლდეში გამოკვეთილი ქალაქი თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის. მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ. მე-20 საუკუნეში სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია იულიუსის კალენდრით 15 აგვისტოს, მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება. სხვა დღეებში კი აქ სანთლის ანთებაც კი აკრძალულია... მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.

სუმელა ლაზურ ენაზე სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდე გახლავთ შემორჩენილი. ეს სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა აქ ყველაზე მეტი ქართველი ბერი. მოგვიანებით, როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე დაიწყო მართლმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა, ამან მონასტერზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.

მონასტერი პანაღია სუმელა


 


კატეგორია: გზა ტაძრისაკენ | დაამატა: vasoelis (01.04.2019)
ნანახია: 243 | თეგები: მონასტერი პანაღია სუმელა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar