მრავალდღიანი და ერთდღიანი მარხვები


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

მარხვა არის ისეთი დღეები, როდესაც აკრძალულია არა მარტო სახსნილო საკვების (ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის) მიღება, არამედ ზოგადად მომეტებული ჭამა-სმა. მარხვები დაწესებულია წმიდა მამებისგან, მისაბაძად მაცხოვრისა, ღვთისმშობლისა და მოციქულებისა. აგრეთვე  საღმრთო ისტორიაში რომელიმე წმიდა შემთხვევის აღსანიშნავად.

მარხვა არის ერთდღიანი და მრავალდღიანი.

ერთდღიანი მარხვები

ყოველი კვირის ოთხშაბათი (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევი (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), გარდა მსგეფსისა.

ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი / 18 იანვარი

თავისკვეთა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 29 აგვისტო / 11 სექტემბერი

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა. აფხაზეთის დაცემის დღე - 14 სექტემბერი / 27 სექტემბერი

განსაკუთრებული  მარხვები

დიდი მარხვა – მისაბაძად იესო ქრისტეს ყოფნისა უდაბნოში. იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.

პეტრე-პავლობის მარხვა – მისაბაძად წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი. ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

მარიამობის მარხვა – მოსახსენებლად ღვთისმშობელ მარიამის ნეტარი მიცვალებისა. იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე  მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო).

შობის (ანუ ფილიპეს)  მარხვა – ნიშნად კაცობრიობის უსჯულო წყვდიადში ყოფნის და მხსნელის ქრისტეს განკაცებამდე. იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

 


სამარხვო კერძები


ქადაგებები და წერილები მარხვის შესახებ

წმ. იოანე ოქროპირი, სიტყვა მარხვის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი, მარხვისათვის

მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი, მარხვისათვის

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება. მარხვისა და ურთიერთშენდობისათვის

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, მარხვის არსი და მნიშნველობა

მარხვა (წიგნიდან „ანბანი მართლმადიდებლობისა“)

მარხვა (ჟურნალიდან „მწყემსი“)

დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

ზურაბ ეკალაძე, მარხვის შესახებ

რისთვისაა საჭირო მარხვა

რაც უფრო დიდხანს გრძელდება მარხვა, მით მეტია მისი მაკურნებელი ძალა

ეკლესია ჯანმრთელობისთვის საზიანოს არაფერს ითხოვს

როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფენი

მარხვა სულის განწმენდის საშუალებაა და არა მიზანი (იღუმენი დიონისე გვიმრაძე)

ამბა დოროთე - წმიდა დიდმარხვისათვის

 


კატეგორია: მარხვები | დაამატა: vasoelis (24.10.2018)
ნანახია: 458 | თეგები: მრავალდღიანი, მარხვები, ერთდღიანი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0