წმიდა წერილი - ამაოდმეტყველებისა და მრავლისმეტყველების შესახებ

ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მათე 12, 36-37

პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო.
ლუკა 19, 21

რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.
იაკობი 1, 26

ვინც იცავს თავის ბაგეებს, ის თავის სულს იცავს.
იგავ. 13, 3

მრავლისმეტყველებისას ცოდვას ვერ გაექცევი.
იგავ. 10, 19

ბრიყვი მრავლისმეტყველებით შეიცნობა.
ეკლეს. 5, 2

ვთქუ: ვიმარხე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა.
ფსალმუნნი 38, 1

სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე.
სიბრძნე ზირაქისა 20, 18

დასდევ უფალო საცოჲ პირსა ჩემსა, და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა.
ფსალმუნნი 140, 3

ვინც სიტყვას არაფრად აგდებს დაზარალდება.
იგავ. 13, 13

ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.
იგავ. 20, 19

საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისაგან იცავს.
იგავ. 21, 23

პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.
იგავ. 13, 2

მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება.
იგავ. 13, 5