წმიდა წერილი - ვერცხლისმოყვარეობის შესახებ

ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
მათე 6, 19-21

ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
მათე 6, 24

უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
მათე 10, 8-10

რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს?
ლუკა 9, 25

ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან.
ლუკა 12, 15

ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგანა და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
1 ტიმოთეს მიმართ 6, 9-10

და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგჰარსა, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
ეფესელთა 5, 5

ვერცხლის უყვარულ იყვენით, წესითა კმა გეყავნ, რომელი იგი გაქვნდეს, რამეთუ თავადმან ჰსთქვა, არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ.
ებრაელთა 13, 5

მოაკვდინენით ასონი ეგე თქუენნი ქვეყანისანი: სიძვა, არა წმიდება, ვნებულნი გულის-თქუმანი ბოროტნი და ჰანგარება ბოროტი, რომელ არს კერპთ-მსახურება, რომლისათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა.
კოლასელთა 3, 5-6