ტროპარი: წინასწარ-მეტყველისა შენისა ამბაკუმისა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი. |
კონდაკი: ხმა-უყავ ყოველსა სოფელსა სამხრით მოსვლა ღმრთისა ქალწულისაგან, ამბაკუმ წინასწარმეტყველო, და საღმრთოსა სახმილავსა ზედადგომითა სმენაი ნათლითშემოსილი ანგელოზისაგან ქრისტეს აღდგომისა სოფელსა მიუთხრენ; ამისთვის სიხარულით გიხმობთ შენ: გიხაროდენ, წინასწარმეტყველთა ბრწყინვალეო სიკეთეო. |
წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა მოწამე მიროპია დაიბადა ქალაქ ეფესოში. მას მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.