ტროპარი: ღმერთო მამათაო ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისაშენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენი. |
|
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვეთ, დაუცხრომელად ლოცვა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევთ, კადნიერად განგმირეთ ეშმაკთა ბანაკი საკვირველთმოქმედო მამანო, ევედრეთ ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსნი: იოანე, ირაკლემონე, ანდრია და თეოფილე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდნენ IV საუკუნეში. მათი ხსენება არის აგრეთვე 12 ივნისს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.