წინასწარმეტყველი სოფონია (636-605 ქრისტეს შობამდე)
ძვ. 3 დეკემბერი (ახლ. 16 დეკემბერი)

 ტროპარი:

წინასწარ-მეტყველისა შენისა სოფონიასი, უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

იქმენ შენ საღმრთოთა სულითა მხილველ ნათლისა საღმრთოსა, წინასწარმეტყველო სოფონია, და ღმრთისა გამოჩინებაი ხმა-უყავ, ვითარმედ გიხაროდენ ფრიად, ასულო იერუსალიმისაო, აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს, მაცხოვარი.

წინასწარმეტყველი სოფონია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.

წმიდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.