ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო თეოდულე. |
|
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო თეოდულე, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლის ეპარქი იყო თეოდოსი დიდის ზეობისას. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ქალაქ ედესას მიაშურა და ოცდათვრამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. უფლის რჩეული დაახლოებით 440 წელს მიიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.