ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნი სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყვარე, გევედრებით. |
|
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო (სახელი), სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
წმიდა კარიესელი ღირსმოწამენი მართლმადიდებლობის მოღალატე მიხეილ პალეოლოგის (1259-1282) მეფობაში აღესრულნენ კარიესის სავანეში, ათონის მთაზე ცეცხლითა და მახვილით შემოჭრილი პაპისტების ხელით. ლათინებმა გადაწვეს და დაანგრიეს პროტატი, ცოცხალი აღარავინ გადარჩენიათ. ღირსნი მამანი, რომელთაც გაბედულად ამხილეს კათოლიკების მწვალებლობა, პაპისტებმა საშინლად აწამეს, შემდეგ კი პროტატის წინ ჩამოახრჩვეს. კარიესის ირგვლივ, სენაკებში თავშეფარებული ბერები მომხდურებმა მახვილებით აჩეხეს (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.