ღირსი გრიგოლ ათონელი (XV)
ძვ. 7 დეკემბერი (ახლ. 20 დეკემბერი)

 ტროპარი:

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.

 კონდაკი:

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსი გრიგოლი წარმოშობით სერბი იყო.იგი ათონის მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. აქ მან წმიდა ნიკოლოზის სახელობის სავანე დააარსა. ათონურ აქტებში ნაპოვნია ღირსი მამის ხელმოწერა, რომელიც 1405 წლით თარიღდება. გადმოცემით, უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ათონიდან სერბმა ბერებმა გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.