ღირსი იოანე მმარხველი, საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე
ძვ. 7 დეკემბერი (ახლ. 20 დეკემბერი)

 ტროპარი:

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო იოანე.

 კონდაკი:

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო იოანე, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსი იოანე მმარხველი, საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე (მის შესახებ იხ. 30 მარტის და 3 დეკემბრის საკითხავებში).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.