წმიდა მოწამე ანთისა რომაელი (V)
ძვ. 8 დეკემბერი (ახლ. 21 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო ანთისა, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ტარიგი შენი იესო, ანთისა, ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო და შენით ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა-ჯუარს ვეცმი, და თანა-დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთვის, რაითა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რაითა ვიდიდოცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვილტვი შენდა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

წმიდა მოწამე ანთისა რომაელი წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როცა ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმიდანმა უარით უპასუხა. ამისათვის იგი აწამეს და ბოლოს ცეცხლში დაწვეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.