წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი (I)
ძვ. 8 დეკემბერი (ახლ. 21 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოციქულნო წმიდანო ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 კონდაკი:

ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტავანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი აღვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქვენისა ხსენებისანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებლად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.

წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათთაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა (ლკ. 10, 1-24). შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსსა და ეპაფროდიტეს 30 მარტსაც იხსენიებს და ცნობები მათ შესახებ ამ დღის საკითხავებშია ჩართული. წმიდა ტვიქიკე - პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი - მცირე აზიელი იყო. მოციქულთათავის პირველი პყრობილების დროს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და კოლასელებს.

წმიდა ონისიფორემ მოციქულებრივი ღვაწლი ქალაქ პარიაში, ეფესოს მახლობლად მოწამეობრივად დაასრულა (მის შესახებ იხილეთ 7 სექტემბრის საკითხავებში).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.