წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი (+დაახლ. 361)
ძვ. 10 დეკემბერი (ახლ. 23 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო ჰემელიმ, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ჰემელი, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) გაბედული მხილებისთვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.