ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო ლუკა, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა. |
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო ლუკა, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე მხედარი იყო იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (912-959) დროს. ბულგარელებთან ომში (915 წ.) ღვთის განგებით, ლუკა ცოცხალი გადარჩა, რის შემდეგაც ბერად აღიკვეცა და ხუცესად აკურთხეს. სულიერი სრულყოფის მაძიებელმა მამამ ბორკილები აისხა და სვეტზე შედგა. სამი წლის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, იგი ოლიმპოს მთაზე გადავიდა, შემდეგ - კონსტანტინოპოლში, ბოლოს კი - ქალკედონში, სადაც კვლავ სვეტი მოიძია და მასზე ორმოცდახუთი წელი მოღვაწეობდა. უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს, ბოლოს კი, დაახლოებით 980 წელს, მშვიდობით შეივედრა მისი სული./p>
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.