წმიდა მოწამე სინეზი (+270-275)
ძვ. 12 დეკემბერი (ახლ. 25 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო სინეზი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო სინეზი, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა მოწამე სინეზი რომაელი იყო. იგი რომის ეკლესიაში წიგნისმკითხველად მსახურობდა პაპ სიქსტეს (257-258) დროს. იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უფლის რჩეული საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.