წმიდა მოწამე მარინი (III)
ძვ. 16 დეკემბერი (ახლ. 29 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო მარინი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო მარინი სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა მოწამე მარინი რომში ეწამა დაახლოებით 283 წელს (სხვა ცნობებით - 217-218 წლებში). წმიდანმა უარი განაცხადა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და ლოცვის ძალით შემუსრა ისინი, რისთვისაც უსჯულოებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.