ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო დანიელ, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
|
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო დანიელ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში - სტეფანე), ესპანელი დიდებული, კუნძულ ნიბერტის მმართველი იყო. ქრისტეს სიყვარულისთვის მან დატოვა ამსოფლიური დიდება და რომში ბერად აღიკვეცა. წმიდანმა ჯერ კონსტანტინოპოლი მოილოცა, შემდეგ კი - იერუსალიმი.
ნეტარი დანიელი ეგვიპტეში სარკინოზებმა შეიპყრეს და ისლამის მიღება მოსთხოვეს. როცა პასუხად უარი მიიღეს, უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული (X).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.