ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნი სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყვარე, გევედრებით. |
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ირინარქი, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ჟამს აღესრულნენ. სასტიკი წამების შემდეგ უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.