ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. |
|
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილნო, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის სტეფანე ახალთან ერთად იტანჯებოდნენ საპყრობილეში. ნეტარი მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს (+768).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.