წმიდა ფრუმენტი, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 380)
(30 ნოემბერი / 13 დეკემბერი)

 ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 კონდაკი:

საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღვდელმთავარო (სახელი), ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

წწმიდა ფრუმენტი - ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.

ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.